"გაზს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სუნი აქვს"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 15:23

„გაზს, რა თქმა უნდა, სუნი აქვს“ - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას - აქვს თუ არა რუსულ გაზს და რუსულ ფულს სუნი, რამდენადაც ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში 2012 წელს განაცხადა, რომ რუსულ ფულს არ აქვს სუნი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხერხემლის ციტირებებზე კომენტარის გაკეთება, მე ვფიქრობ, უხერხული იქნება. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა იმაზე, რომ სინდისის და ნამუსის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლებოდა, თუმცა, პირველ რიგში, რაც მათ მოახერხეს და გაყიდეს, ისიც კაპიკებდ, იყო სინდისი და ნამუსი. გაზს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სუნი აქვს იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ის ბუნებრივი აირია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს აქვს წონა და დანიშნულება მტრისთვისაც და მოყვარისთვისაც, - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 12:57

"გაზპრომთან დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ 21 დამატება იქნა გაფორმებული ვადის გაგრძელებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით. 
გაზპრომთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრები იმართებოდა ეხლაც, სააკაშვილის რეჟიმის დროსაც და მანამდეც... გარდა ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზისა, ომის შემდგომაც კი ხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება რუსეთიდან, მაგრამ რატომღაც ამ ფაქტებს ივიწყებენ,"- საქართველოში  რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.

ენერგეტიკის მინისტრმა რეგიონში საქართველოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

"ბოლო წლებში კი არა უკვე ბოლო თვეების დინამიკაში იცვლება რეგიონში მოვლენები, საქართველოს დომინანტი როლი, მომგებიანი გეოპოლიტიკური განლაგება და სამომავლო პერსპექტივები ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია. ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ , რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა - ისინი ცხოვრობენ პერსპექტიულ, განვითარების გზაზე მყოფ ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტიკის წარმოებაში თავისი არცთუ უმნიშვნელო და ზოგ საკითხებში საკვანძო ადგილი აქვს. 

საქართველოს აქვს წონა და დანიშნულება მტრისთვისაც და მოყვარისთვისაც. და ამას გონივრულად უნდა მივუდგეთ. ამჯერად მაინც უნდა უარი ვთქვათ პოპულიზმზე, პარტიულ და პირად ანგარებაზე და შევხედოთ ქვეყნის მომავალს,'- განაცხადა კახა კალაძემ. 

"გაზპრომთან" ხელშეკრულება 2003 წელს გაფორმდა, - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 11:54

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნისთვის გაზის დამატებითი მოცულობის მიღება აუცილებელია, რომლის მოწოდებასაც აზერბაიჯანი ვერ უზრუნველყოფს და ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაზპრომთან გაგრძელდება. 

ენერგეტიკის მინისტრმა რუსეთიდან საქართველოში ბუნებნრივი აირის იმპორტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანია გაზპრომი საქართველოს ბაზარზე ყოველთვის ოპერირებდა. მან წარმოადგინა 2013-14 წლების მონაცემები, სადაც მოცემულია თუ რა  მოცულობით  შემოდიოდა ბუნებრივი აირი რუსეთიდან გასულ წლებში. მინისტრმა ისაუბრა ხელშეკრულებაზე, რომელიც გაზპრომთან 2012 წლის 5 აპრილს გაფორმდა და რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აწერს. 2003 წლიდან დღემდე "გაზპრომთან" ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებულია 21 დამატება, ვადის გაგარძელების ასევე, სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით.

"საქართველოში NDI-ს ოფისი, ხარვეზებით მუშაობს"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 18 ოქტომბერი 2015 17:22

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვინ მოიგებს 2016 წლის არჩევნებს.

 „NDI-ს ინსტიტუტთან მიმართებაში ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. ეს არის საერთაშორისო ორგანიზცია, თუმცა, საქართველოში არსებული ოფისი, გარკვეული ხარვეზებით მუშაობს. დაწყებული 2012 წლიდან, ჩვენ გვახსოვს მათი შედეგები, განცხადებები. არჩევნები ყველაფერს აჩვენებს და ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვინ მოიგებს 2016 წელს. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, არ ვერიდებით, ძალიან მძიმეა სოციალური ფონი, თუმცა 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა, ბევრი შეღავათი გაკეთდა, თუნდაც ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების მიმართულებით, ასევე, პენსიის, რომელიც 60 ლარითაა გაზრდილი. მესმის, რომ ესაა ძალიან ცოტა. მე კარგად მესმის, ხალხმა ხელისუფლება იმიტომ აირჩია, მეტი უნდა ვიმუშაოთ. რაც მთავარია ხალხს აქვს იმედი. ყველა რეფორმა განხორციელდება, რათა ჩვენს მოსახლეობს შევუმსუბუქოთ ცხოვრება“,- განაცხადა ვიცეპრემიერმა.

„ენერგეტიკა დღეს არის დარგი, რომელიც განიცდის აღმავლობას“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 12:44

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებთან და მედიის წარმომდგენლებთან შეხვედრაზე, უწყების სამწლიანი მუშაობის შედეგები წარადგინა.

 „ენერგეტიკა დღეს არის დარგი, რომელიც განიცდის აღმოავლობას და ხდება ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი მიმართულება. ამ პროცესში პრინციპულად მნიშვნელოვანია ახალი სისხლის, სტუდენტების და ახალგაზრდა პრაქტიკოსების ჩართულობა. თქვენ უნდა დანერგოთ და აითვისოთ ენერგეტიკაში ახალი ტექნოლოგიები. უნდა უზრუნველყოთ სისტემის გამართული და უხარვეზო მუშაობა, უნდა მიიღოთ სტრატეგიის დაგეგმვარებაში მონაწილეობა, გახადოთ პროცესები გამჭვირვალე და პროგრესირებადი, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ სფეროს, რის შედეგებსაც მომავალი თაობა დაინახავს. მივმართავ ყველა თაობის პროფესორ-მასწავლებლებს და მეცნიერებს, დავდგეთ ერთად და გავზარდოთ პროფესია ენერგეტიკოსის პროგრესი, რათა ახალმა თაობამ ამ მიმართულებით მომავალი შექმნას. დღეს ჩვენ იმ ფუნდამენტს ვქმნით, რომელიც აუციელებლია დარგის განვითარებისათვის, ესაა სფეროს პოპულარიზაცია, დასაქმების პირობები, ნოვატორიული მიდგომები. ჩვენ პოლიტიკოსები ვმუშაობთ იმისთის, რომ შევქმნათ ჯანსაღი გარემო, გავმიჯნოთ ენერგეტიკის თემა და პოლიტიკა. აღვადგინოთ ის შელახული იმიჯი, რაც გამოიწვია ხელისუფლების ცვლამ და საბოლოოდ გავათავისუფლოთ ეს დარგი დამკვიდრებული არასწორი სტერეოტიპისგან. დღეს ჩვენი მთავარი მიღწეული შედეგია, ის გარემო, სადაც მოვახდინეთ პიროვნული ინტერესებისა და პოლიტიკური რეალიების გამიჯვნა. პროცესები არის გამჭვირვალე და სტაბილური, რასაც ხელი შეუწყო ამ დარგში განხორციელებულმა პროექტებმა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, ბევრი განხორციელდა და ძალიან დიდი მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. 70-იანი წლების შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკაში ასეთი აღმავლობა, ასეთი მასშტაბური ინვესტიციები არ განხორციელებულა. ის, რაც გაკეთდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„მარნეული-500“-ის მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 20:29

" 70-იანი წლების შემდეგ ენერგეტიკის დარგში ასეთი აღმშენებლობა არ ყოფილა," - ეს განცხადება დღეს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მარნეულში ახალი ქვესადგურის მშენებლობის დაწყებისთან დაკლავშირებით გააკეთა.  

შეგახსენებთ, დღეს მარნეულში საფუძველი ჩაეყარა ახალი ქვესადგურის   „მარნეული-500-ის“  მშენებლობას, რომელიც 50 მილიონი ევროს ღირებულების „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“  ნაწილია. 

პროექტს აზიის განვითრების ბანკის დაფინანსებით “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”  ახორციელებს. 

კახა კალაძის კომენტარი "გაზპრომთან" დაკავშირებით (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 19:52

"გაზპრომი“ უკვე არის საქართველოში. ჩვენ ვიღებთ ბუნებრივ აირს რუსეთიდან. ეს წლებია ასეა. ვფიქრობ, ეს ურთიერთობები მომავალში გაგრძელდება, რადგან საკუთარი ბუნებრივი აირი არ გვაქვს. ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე. აქ მხოლოდ დამატებითი მოცულობების რუსეთიდან შემოტანა საუბარი არ არის. აქტიურად ვმუშაობთ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ირანთან მიმართებაში. თუ კომერციულ კომპანიებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა მათ შეუძლიათ ბუნებრივი აირი წამოიღონ რუსეთიდან“, - ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძემ დღეს გააკეთა.

მარნეულში ახალი ქვესადგურის მშენებლობა იწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 16:59

ვიცე-პრერმიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე,   საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე,  თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და  საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი  იეშიმ ელჰან  კაიალარი მარნეულის მუნიციპალიტეტში  ახალი, 500 კვ ქვესადგურის „მარნეული-500“-ის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  „მარნეული-500“-ის ქვესადგური,  50  მილიონი ევროს ღირებულების   „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“  ნაწილია. პროექტს აზიის განვითრების ბანკის დაფინანსებით (ADB), “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”  ახორცხიელებს.

 „ჩვენ -ამ ქვეყნის  მთავრობა და საზოგადოება ძალიან კარგად ვაცნობიერებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების ერთობლივი მიზანია საქართველო გახდეს სანდო, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა,  ეს ის მოცემულობაა რომელითაც დადებითი შედეგი დადგება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. საქართველოს მოსახლეობისთვისაც, მეზობლებისთვისაც და პარტნიორებისთვისაც.

საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა.  ჩვენ გვაქვს დროში გაწერილი სტრატეგია ამ მიზნის შესასრულებლად და ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის სულ მალე საოცნებო კი არა ხელშესახები რეალობა იქნება.“ -   განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ქვესადგური არსებულ, 220/110 კვ ქვესადგურს „მარნეული“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით დაუკავშირდება, რომელსაც სსე საკუთარი ძალებით აშენებს. 500 კვ ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოებს თურქული კომპანია ”ბესტი” განახორციელებს. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 660 მეგავოლტამპერი იქნება. პროექტის ღირებულება 20 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.

პროექტი 2016 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.

პარალელურ რეჟიმში დაპროექტდა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ვარძია“ მარნეულის 500 კვ ქვესადგურში შეჭრის პროექტი, რომელსაც ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შვილობილი კომპანია ”ენერგოტრანსი” განახორციელებს. პროექტი შემუშავებულია სსე-ის პროექტების დეპარტამენტის მიერ და გავლილი აქვს სახელმწიფო სავალდებულო ექსპერტიზა.

გარდა ამისა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკუთარი ძალებით ახორციელებს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოდა-2“ მარნეულის ქვესადგურში შეჭრის პროექტს. ამისათვის 220 კვ ქვესადგურში „მარნეული“ მიმდინარეობს ე.გ.ხ-ის შეჭრის და ახალი უჯრედების მოწყობის სამუშაოები.

პროექტმა გაიარა ექსპერტიზა, შეძენილია მასალა-მოწყობილობები, შეთანხმებულია საძირკვლების ნახაზები, დაკვალულია საყრდენების დასმის წერტილები, დამტკიცებულია ქვესადგურის სქემა, დასრულების სტადიაშია ქვესადგურამდე მისასვლელი გზის მშენებლობა. მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან აქტიურ რეჟიმში დაიწყება საძირკვლების მოწყობის და, შემდეგ, ხაზის მშენებლობის სამუშაოები.

 პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და ქვემო ქართლის ელექტროენერგიით მომარაგება, გაიზრდება ენერგოსისტემის საიმედოობა და ხელი შეეწყობა მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით რეგიონალურ ვაჭრობას.

რეგიონული უთანასწორობის დაძლევის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 11:50

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, რეგიონული უთანასწორობების დაძლევის (CORD) 2 დღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის მიზანია ტერმინი „რეგიონული განვითარება“ რეალობად აქციოს და არსებითი გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების განვითარებაზე.

კონფერენცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოს ჰერმანი. კონფერენციას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

აღნიშნული კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება და მაკედონიის, სერბეთი, მონტენეგროსა და მოლდოვას შემდეგ პირველად ტარდება საქართველოში. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეგიონულ განვითარებაზე მომუშავე პოლიტიკოსები და ევროკავშირის ექსპერტები.

კონფერენციაზე განხილავენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული პროგრამების მიმდინარეობას. ასევე, შემუშავდება და დაიგეგმება 2014-2020 წლებში განსახორციელებელი ახალი მიმართულებები. ყურადღება გამახვილდება რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაზე, რისთვისაც მოწვეულნი არიან დაინტერესებული მხარეები, როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობებიდან.

კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან ადგილობრივი განვითარების წარმატებულ მაგალითებს. გაცვლიან გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში და შეიმუშავებენ ახალ მიდგომებს რეგიონული განვითარების კუთხით.

კახა კალაძე - „პირველი ოქტომბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 11:02

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის 3 წლისთავს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველომ 3 წლის წინ შეძლო, წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმის არჩევნების გზით ჩამოშორება.

„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. მე ვფიქრობ, პირველი ოქტომბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან ეს დღე მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ დღედ, როცა ქართველმა ერმა გაიმარჯვა სისხლიან რეჟიმზე, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი წარმოადგენდა. იმ ბოროტებაზე, რასაც ისინი ქართველი ხალხის მიმართ სჩადიოდნენ. რა მდგომარეობაშიც იყო მოსახლეობა, ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ქართველმა ხალხმა ერთად დგომით შევძელით ის, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ვიცე-პრემიერის თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა, თუმცა, არის დაპირებები, რომელიც ჯერ კიდევ შესრულების პროცესშია.

„ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსახლეობაზე აისახება. შეიძლება არსებობს გარკვეული მიმართულებები, სადაც დაპირება ჯერ არ შესრულებულა, თუმცა, მიმდინარეობის პროცესშია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გვერდი 7/ 7-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური