კახა კალაძე "ფრონტერას" სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულების თავიდან არიდების მცდელობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 15:46

 ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია "ფრონტერას" მიმართვას განცხადებით პასუხობს და კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულების თავიდან არიდების მცდელობაში ადანაშაულებს. უწყების მიერ გავრცელებულ მიმართვაში მიმართვაში ნათქვამია, რომ კომპანიის ქმედებების უკანონობა დადასტურებულია ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით (საქმე # 4/3464-15, 15.05.15: ფრონტერა სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ). "გაკვირვება უნდა გამოვთქვა იმ მცდელობაზე და ბუნდოვან მიზანზე, რასაც ისახავდა ჩემდამი მომართული ღია წერილი, კერძოდ კი ფაქტების ინსინუაციის გზით შეექმნათ შთაბეჭდილება თითქოს ენერგეტიკის სამინისტრო და პირადად მე რაიმე სახით ვზღუდავთ კერძო კომპანიას. წერილის თითოეულ აბზაცში ფაქტების დამახინჯებით ცდილობთ წარმოაჩინოთ თითქოს ჩემი კომენტარი მიმართულია ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის საპირისპიროდ, მაშინ როდესაც ამ ანგარიშის საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილში საკმაოდ მკაფიოდ არის აღნიშნული "აღმოჩენის" პირობითობა. თქვენ კი ბატონებო, არაერთგზის დაჟინებით ცდილობთ მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე რესურსების არსებობის ალბათობა, მარაგების აღმოჩენის შემდგარ ფაქტად წარმოადგინოთ. "ფრონტერას" არ გაუკეთებია ოფიციალური განაცხადი აღმოჩენის შესახებ და მეტიც, თითოეული ბარელი ნავთობი და თითოეული კუბური მეტრი გაზი, რომელსაც აწარმოებს აღშნინული კომპანია, მოიპოვება იმ ფორმაციებიდან, რომლებშიც ნავთობის და გაზის არსებობა კომპანიის საქართველოში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე იყო დადგენილი, ხოლო ახალი რესურსების ათვისების არავითარი გეგმა "ფრონტერას" სახელმწიფოსთვის არ წარმოუდგენია. თქვენი განცხადებების ფონზე განსაკუთრებით გაკვირვებას იწვევს კომპანიის პერმანენტული მცდელობა თავი აარიდოს სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებას, თქვენი ამ ქმედებების უკანონობა დადასტურებულია ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით (საქმე # 4/3464-15, 15.05.15: ფრონტერა სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ). ხასგასმით ავღნიშნავ, რომ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული თითოეული ცენტის ინვესტიცია თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ ყველა კეთილსინდისიერ ინვესტორს", - ნათქვამია კალაძის მიმართვაში.

კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ირანში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 10:49

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ქართული და ირანული მხარეები, ამ ეტაპზე სწავლობენ საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას.განხილული იქნება ასე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე,გარდაბანში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 17:08

ვიცეპრემიერი კახა კალაძე, რომელიც გარდაბანში იმყოფება ქართული ოცნების მხარდამჭერებს სიმშვიდის შენარჩუნებიკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებ ქართული ოცნების მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციებს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს"- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კახა კალაძის შეფასებით, სხვა მიმართულებით არჩევნებიმშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს .

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდატი, გოჩა ჯამარაული გახდება ამ ქალაქის, გარდაბნის გამგებელი", - განაცხადა კალაძე.

რა ტრაგედიასაც "გაზპრომთან" დაკავშირებით, ე.წ. ექსპერტები ხატავენ მარაზმია, - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 15:25

 ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, რა ტრაგედიასაც "გაზპრომთან" დაკავშირებით, ე.წ. ექსპერტები ხატავენ  მარაზმია.

"არსებული ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის, რომ ხელშეკრულებების პირობები შეიცვალოს, ფულად ანაზღაურებაზე გადავიდეთ. ეს მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის, როდესაც გარკვეული შეთანხმება მიღწეული იქნება, ყველასთვის ცნობილი გახდება," - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების შესახებ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 13:12

"არანაირი პრობლემა არ გვაქვს ზამთართან დაკავშირებით. კომპანიებმა ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც მათ დაგეგმილი ჰქონდათ გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ჩაატარეს. გარკვეული ადამიანების დაჯგუფება ცდილობდა, რომ ქაოსი შემოეტანა თითქოს ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით იქნებოდა ქვეყანაში. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო და მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ ეს არის სიცრუე", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
 

"ბიუჯეტი ხალხზეა ორიენტირებული"-კახა კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 16:20

მომავალი წლის ივლისიდან პენსიის გაზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციზე კომენტარებს აკეთებენ მთავრობის წევრები. 

"ჩვენ ვიცით, რამდენად მძიმეა სოციალური მდგომარეობა და ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ზოგადად, ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ის ორიენტირებულია ხალხზე," - განაცხდა ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ბიუჯეტი გაიზარდა, შესაბამისად, როგორც საგადასახადო შემოსავლების ნაწილი, ასევე დეფიციტური მუხლები უკვე პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა. 

წმინდა გიორგი ერთგვარი სიმბოლოცაა ჩვენი ქვეყნისთვის, - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2015 13:40

"ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დღევანდელ დღეს. წმინდა გიორგის დღესასწაულები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რადგან მისი სულიერი სიმტკიცე და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის, საუკუნეების განმავლობაში ქართველებისთვის მაგალითი იყო გაჭირვების დროს. წმინდა გიორგი ერთგვარი სიმბოლოცაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ ყოველთვის გვიწევს ბრძოლა გველეშაპების წინააღმდეგ. ამ ბრძოლებში ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, გამოდის და მომავალშიც ასე იქნება," - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელიც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.

ყველამ თავისი საქმე აკეთოს-კახა კალაძე უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 12:51

კახა კალაძე მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ შოუს მოწყობისგან. ასეთი კომენტარი გააკეთა ვიცეპრემიერმა უშიშროების დაგეგმილ საბჭოს შეკრებაზე. კალაძის თქმით, კრიზისების საბჭოს სხდომაზე უკვე ყველა საკითხი განხილულია.

ენერგეტიკის მინისტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მთავრობამ პრეზიდენტის ოთხი წერილი რეაგირების გარეშე დატოვა.

„მე არ ვაპირებ შოუებში მონაწილეობის მიღებას. ჩემი თხოვნა იქნება, ეს იქნება მინისტრები თუ პრეზიდენტი, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას, განვითარებას და არა შოუების და ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

კახა კალაძე შსს-ს მიერ აღძრულ საქმეზე განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 17:30

ვიცეპრემიერი კახა კალაძე შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება , მისი განცხადებით , უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გარდა მოწოდებების შემცველი განცხადებები ტელეკომპანია რუსთავი 2-დანაც ისმის.

"ეს იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც რუსთავი 2 -ში მუშაობს და ასევე ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ მოწოდებებს ტელეკომპანია რუსთავი 2-დან, რაც შეიძლება გარკვეული ჯგუფების მიერ აღქმული იყოს დაპირისპირებასთან და რომ ეს ყველაფერი აცილებული იქნას თავიდან ზუსტად მაგის გამო არის ეს გადაწყვეტილება მიღებული.

ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა სახელწმიფომ, როგორც ჩვენთან მოხდა, ანალოგიურად უნდა დაიწყოს კონკრეტული ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება და ყველა იმ ადამიანის დაკითხვა უნდა მოხდეს, ვისაც რაიმე კავშირი აქვს და ვისაც შეიძლება რაიმე ტიპის ინფორმაცია ჰქონდეს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით", - აცხადებს კახა კალაძე.

საუბარია , გამოძიებაზე რომელიც უკრაინული "ვიკილიქსის " სტატიას "სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს" - მოჰყვა. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხ სოფელს აქვს უკვე გაზი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 15:43

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და „სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურსა და ბადიაურში, ახლადაშენებული გაზსადენები გახსნეს.

ენერგეტიკის მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა ორივე სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

გარდა ამისა, მინისტრმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში _ პატარა ჩაილური და მზისგული, ახლადაშენებული გაზსადენები დაათვალიერა და ოჯახებში გაზქურა აანთო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების პროცესში დაახლოებით 4000-მდე ახალი აბონენტი გაზიფიცირდა, რომელთაც ექნებათ საშუალება, ისარგებლონ ბუნებრივი აირით და მიხარია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2017 წლის ბოლოსთვის სრულიად საქართველოს მასშტაბით დავასრულებთ გაზიფიცირების სამუშაოებს.

ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს, ოჯახს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ისარგებლოს ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიით, წყლით. ეს არის ის მინიმალური პირობები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს წლების განმავლობაში პრობლემა იყო. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობას აქვს საშუალება, ისარგებლოს გრძელვადიანი განვადებით. თქვენ იცით, რომ "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ" ქსელში დაერთების საფასური 600 ლარიდან 400 ლარამდე შეამცირა. ასევე, მოსახლეობას აქვს საშუალება გააკეთოს განაცხადი და 400 ლარის გადახდის შემთხვევაში, ისარგებლობლოს გრძელვადიანი უპროცენტო განვადებით. ყოველთვიურად მოუწევს 25 ლარის გადახდა, რომელსაც დაემატება ბუნებრივი აირის მოხმარების საფასური. ვფიქრობ, დღევანდელი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეღავათი",- განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" სოფელ თოხლიაურში 24,3 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც, სოფელში მცხოვრებ 510 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

სოფელ ბადიაურის მიმართულებით, 65,8 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა, რის შედეგადაც, სოფელში მცხოვრებ 618 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

სოფლების პატარა ჩაილური და მზისგული გაზიფიცირებისთვის აშენდა 17 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა ამ სოფლებში მცხოვრებ 666 ოჯახს მიეცა.

დღეისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოთხივე ახლადგაზიფიცირებულ სოფელში მცხოვრები 1 167 აბონენტი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი გაზით.

დღეისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აშენებულია 226 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი და გაზიფიცირებულია 5 300 აბონენტი. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ 11 331 აქტიურ აბონენტს ემსახურება.

კახეთის რეგიონში 1 088 კმ გაზსადენის მშენებლობის შედეგად, 35 132 აბონენტია გაზიფიცირებული. დღეისათვის, რეგიონში 62 152 აქტიური აბონენტია რეგისტრირებული.

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 5 150 კმ სიგრძის გაზსადენი ააშენა და ბუნებრივი გაზით 207 989 აბონენტი უზრუნველყო.

შეგახსენებთ: ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა.

ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით, ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური