კახა კალაძემ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 ივლისი 2016 21:19

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას, - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯამა.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ რეალურად ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლია.
„ყველა რაიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით. ადგილობრივ მოსახლეობას წარვუდგინეთ ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ვიცე-პრემიერის თქმით, უამრავი რეფორმა, პროექტი განხორციელდა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც ბევრი პრობლემაა.
„ვფიქრობ, პარტია „ქართული ოცნება“ რეალურად არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. ჩვენი გამარჯვება - ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანა“,- დასძინა გენერალურმა მდივანმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმერეთის რეგიონში არიან: გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, ელგუჯა გოცირიძე, პაატა კვიჟინაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი და გია მიქელაძე.

ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 16:47

"ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი," - ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ნაწილის წარდგენის შემდეგ გაკეთა.  მან წარდგენილი კანდიდატების დამსახურებაზე ისაუბრა და განაცხადა, „დარწმუნებული ვარ, ისინი დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და პროგრესში".რაც შეეხება მის კანდიდატურას, კალაძე ამბობს, რომ "უახლოეს მომავალში ყველაფერი იქნება ცნობილი"."მე მესმის საზოგადოების და თქვენი ძალიან დიდი ინტერესი, თუ ვინ იქნებაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს საპარლამენტო სიაში, თუმცა ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია და ყველაფერს გაიგებთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ვმუშაობთ, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო დაწესებულებებში ენერგოეფექტური LED განათებები დამონტაჟდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 14:16

საკანონმდებლო დონეზე ვმუშაობთ, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო დაწესებულებებში აუცილებად დამონტაჟდეს ენერგოეფექტური LED განათებები, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში განაცხადა, სადაც მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, „თბილისი - ენერგოეფექტური ქალაქი“ კონფერენცია გაიმართა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიება დედაქალაქის ენერგოეფექტურობას ეძღვნება, რაც მისასალმებელია, რადგან ყველაფერი ვითარდება, წინ მიდის. 
”ჩვენ ენერგეტიკის მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ენერგეტიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ენერგოეფექტურობა. დედაქალაქის მერიაში დაწყებულია მუშაობა პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს არსებული გარე განათებების ჩანაცვლებას ახალი ენერგოეფექტური LED განათებებით, რაც მისასალმებელია. მთელი თანამედროვე მსოფლიო ამ მიმართულებაზე გადადის. ასევე საკანონმდებლო დონეზე ვამუშავებთ იმას, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო დაწესებულებებში აუცილებად დამონტაჟდეს ენერგოეფექტური LED განათებები, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ელექტროენერგია დავზოგოთ, ნაკლები გადასახადი გადავიხადოთ. შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს საყოფაცხოვრებო მიმართულებით, მოსახლეობას უნდა ავუხსნათ კარგად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ენერგოეფექტურობა, რადგან პროექტის განხორციელების შედეგად ისინი უფრო ნაკლებ გადასახადებს გადაიხდიან. ასევე ამ მიმართულებით გამოყენებული ნათურების მოხმარების ხანგრძლივობა გაცილებით მეტია, ვიდრე არსებულის”, - განაცხადა კალაძემ. კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა დაესწრნენ. 

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში დედაქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

მე და კახი ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 13:06

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია, დიმიტრი ქუმსიშვილის პირველ ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით, უადგილოა.

"ეს არის გამოწვეული იმით, რომ მე და კახი ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია. აქედან არის გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი დანარჩენი მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია არის უადგილო ამ საკითხთან დაკავშირებით", - განუცხადა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.

სასამართლოს გადაწყვეტილება ვიცე-პრემიერის გასასჯელი არ უნდა იყოს, - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 ივნისი 2016 15:23

"ყველას კარგად გვესმის, რომ ახლოვდება არჩევნები და პოლიტიკურად გაკოტრებულ ზოგიერთ პარტიას, სუბიექტს აქვს შესაძლებლობა მოსახლეობას რაღაცით თავი შეახსენოს. კონკრეტულ პროცესს რაც შეეხება, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ არის "რუსთავი 2-ის" საფრთხეზე საუბარი და "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე. აქ არის ბატონ ხალვაშს და ძმებ ყარამანიშვილებს შორის დავა. სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვიცე პრემიერის, პრემიერმინისტრის გასასჯელი არ უნდა იყოს. სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ჩვენ გამოვედით იმ წლებიდან, როდესაც ერთ დღეს ხდებოდა დაკავება, ბრალის წაყენება,“- აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ"რუსთავი 2-ის" საქმეზე  დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილის კომენტარი კალაძის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 27 მაისი 2016 15:36

ბატონ ირაკლი შოთაძეს აქვს სრული კომპეტენცია და ცოდნა იმისა, ვინ დაკითხოს და ვინ არა, ამიტომ მე მის კომპეტენციაში არ შევალ,“- ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კახა კალაძის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით. 

 

გამოკითხულთა კეთილგანწყობას ყველაზე მეტად პაატა ბურჭულაძე იმსახურებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 აპრილი 2016 11:49

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 75% ყველაზე მეტად კეთილგანწყობილი ”საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის მიმართ არის. 
რეიტინგში მეორე ადგილი 64 % -ით ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს უკავია. ხმების 60 %-60%-ით  მესამე ადგილზე  ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არიან. რესპონდენტთა 56% კეთილგანწყობილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართაა განწყობილი,  გამოკითხულთა  54%-ის კეთილგანწყობას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე იმსახურებს.
”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოკითხულთა 50 %-ის კეთილგანწყობით სარგებლობს. პარლამენტის თავმჯდომარის  დავით უსუფაშვილის მიმართ კი 48%-ია კეთილგანწყობილი. 36%-ის კეთილგანწყობას კი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმსახურებს.

ოპონენეტების განცხადებები სასაცილოა , - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 აპრილი 2016 15:03

”სასაცილოა ოპონენეტების განცხადებები. ”ქართული ოცნება” არის ერთადერთი ის ძალა, რომელსაც აქვს დიდი შესაძლებლობა, რომ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგოს,” -   ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომ ”ქართულ ოცნებას” არჩევნებში 50%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვს. 

კახა კალაძე აზერბაიჯანში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 10:11

კახა კალაძე სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც აზერბაიჯანში იმართება.ვიცე პრემიერი ბაქოში თბილისიდან გვიან ღამით გაემგზავრა. მინისტერიალზე განიხილავენ შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას. ასევე, Tanap-ისა და Tap-ის პროექტებს, სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.აღნიშნული პროექტების ფარგლებში, საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები, შეღავათიან ფასად.მინისტერიალს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი გახსნის. მინისტერიალს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიც დაესწრება. 

კახა კალაძე 29 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 13:14

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე 29 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა, სადაც კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებსა და ასევე კონსორციუმის ხელმძღვანელებს შეხვდება. 
"აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოვახერხოთ და შესაძლებელი იყოს შაჰდენიზის მილსადენიდან დამატებითი მოცულობების წამოღება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ და ამის შემდეგ გვექნება სურათი, თუ როგორ დავასრულებთ მოლაპარაკებებს "გაზპრომთანაც"," - განაცხადა კახა კალაძემ. 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური