კახა კალაძის მიმართვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 18:26

მინდა მოგმართოთ ყველას: - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა, მიუხედავად განწყობისა ამა თუ იმ პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ. ჩვენ ყველამ გამოვიარეთ უმძიმესი წლები. დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის 25 წლიანი ისტორია ჩვენს თვალწინ იქმნებოდა - ჩვენი საშუალებით და მონაწილეობით. ამ პროცესებში ჩვენი სისხლი, ჩვენი ცრემლი და ჩვენი პირადი პატარა თუ დიდი ტქართრაგედიებია ჩაქსოვილი... და ეს ჩვენი საერთო წარსულის სამუდამო შემადგენელი გახდა. ჩვენ დღეს ვქმნით საქართველოს მომავალს! ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად შენი - ერთი მოქალაქის ხმას, იმისთვის რომ არჩევნები ჩატარდეს სრულფასოვნად და ნორმალურად. ისე, როგორც ტარდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში! განსაკუთრებით, გამორჩეულად მინდა მივმართო ახალგაზრდობას: ძალიან მინდა, რომ უკვე თქვენმა თაობამ მოასწროს თანამედროვე, დალაგებულ, აწყობილ და მოწყობილ ქვეყანაში ცხოვრება. . ჩვენ არასწორად გვასწავლიდნენ პატრიოტიზმს- ამ სიტყვამ დაკარგა ფასი და მნიშვნელობა. დაკარგა ის საკრალური საწყისი, რაზეც საუკუნეებია იდგა ჩვენი ქვეყანა და აქამდე მოვედით. თუ ჩვენში არ იდება ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმის გრძნობა ისეთი, როგორიც გენეტიკურად მოგვდგამს ვერაფერს შევქმნით ღირებულს. თქვენ უნდა შექმნათ ---ახალმა სუფთა თაობამ ეროვნული იდეა, ქვეყნის სიყვარულის და პატრიოტიზმის ის კონცეფცია, -- რაც არ იქნება ხელოვნური, პროპაგანდისტული და უცხო სხეულივით თქვენს მენტალიტეტზე. პატრიოტიზმი არც სხვა ეროვნებების სიძულვილია, არც ჩოხით სიარული და არც სამშობლოს სადღეგრძელო. ეს განათლებაა, ერთმანეთის სიყვარული, ქართულ გენში გამჯდარი ტოლერანტობის გამოყენება და ის საუკუნეებში გამოტარებული ერთობა, რაზეც ეროვნული “მე” აშენეს ჩვენმა წინაპრებმა. ხშირად მითქვამს უფროსი თაობისთვის, კონკრეტულად ჩვენი პარტიის აქტივისტებისთვის , რომ ჩვენ ყველა ,მთელი გუნდი- ვართ ოცნების ჯარისკაცები. დღეს მინდა მოგმართოთ თქვენც--- ჩვენ ყველა ვართ თქვენი ჯარისკაცები! - ახალგაზრდობის მომავლისთვის მებრძოლი ჯარისკაცები და ამაში ერთიანები უნდა ვიყოთ!. მიიღეთ მონაწილეობა თქვენთვის სასურველი მომავლის შექმნაში- აუცილებლად მიდით არჩევნებზე ! თქვენი მონაწილება საერთო პასუხისლგებლობის შემადგენელი ნაწილია!

ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული საქართველო - კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 სექტემბერი 2016 17:04

ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული საქართველო, თავისი ინფრასქტრუქტურით, თავისი კეთილმოწყობით,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა საგარეჯოში, სადაც ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი წარუდგინა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

„ძალიან ბევრი რთული ბარიერების გადალახვა მოგვიწია, თუმცა, შეგვიწლია თავაწეულებმა ვიაროთ იმგანხორციელებული პროექტებით, იმ განხორციელებული რეფორმებით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ დამოვახერხეთ. ნამდვილად საამაყოა, ის რომ დღეს საქართველოში თითოეული ვჩენი ქვეყნის მოქალაქე არის დაზღვეული.ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ გვახსოვს ის წლები, როცაქვეყანაში ადამიანები უფულობის გამო, უსახსრობის გამო, ჩვენდა სამწუხაროდ, საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ. იყოშემთხვევები, როდესაც ოპერაციების საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს სჭირდებოდათ სახლის დაგირავება, სახლისგაყიდვა იმისთვის. დღეს ეს პრობლემა სრულიად მოხსნილია თითოეული ჩვენთაგანისთვის. საჭიროების შემთხვევაშიექიმის მომსახურება, საავადმყოფოს მომსახურება, ეს ყველაფერი არის უფასო. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, მომავალშიცგაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება თითოეული ჩვენთაგანისთვის“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის პროგრამაზე.

„ ჩვენ დავიწყეთ ასევე უპრეცენდეტო პროექტის განხორციელება, ეს არის c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ჩვენდასამწუხაროდ, დღეს საქართველოში 200 000 მეტი ადამიანი არის დაავადებული ამ მძიმე სენით. საქართველოს მთავრობამამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს დაეხმაროს. ძალიანძვირი ჯდება მკურნალობა, ერთი მედიკამენტის ფასი დაახლოებით 65 000 ამერიკული დოლარი ღირს და ამ ადამიანებსარანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ იმისა, რომ ეს მედიკამენტები შეიძინონ და იმკურნალონ. დღეს უკვე დაახლოებით 10 000 ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად განიკურნენ. ყველახარჯი თავის თავზე აიღო საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ 4 წლის თავზე, შევძლებთ, რომ საქართველოში არგვეყოლება არც ერთი ადამიანი ამ მძიმე სენით დაავადებული. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თითოეულ მათგანს, სრულიადჯანმრთელს, სრულიად ჯანსაღებს დავუბრუნებთ თავიანთ ოჯახებს და საზოგადოებას“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

კახა კალაძემ სიტვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა პენსიების მატებისა და დასაქმების პროგრამებზე.

„თქვენ იცით, რომ პენსიები 1 ივლისიდან გახდა 180 ლარი. მე ძალიან კარგად მესმის, ის რომ ეს შეიძლება არ იყოს ისეთიდიდი თანხა, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში აქვთ, მაგრამ ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ეს იყო 2012წელს და, რა თქმა უნდა, მომავალ წლებში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ამ მიმართულებითაც იქნებამატება. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ ქვეყანა გავაძლიეროთ ეკონომიკურად , ქვეყანა წინ წავიდეს, რადგანშესაძლებელი იყოს ასეთი პროექტების განხორციელება. დღეს რა აწუხებს ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას- ესარის უმუშევრობა, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და ზუსტად ჩვენი ხელისუფლების ამოცანა, მთავარი მიზანიგახლავთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ გავეცით დაპირება, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაშიშეიქმნება დაახლოებით 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. ბოლო 4 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესისგანვითარების კუთხით, მხოლოდ კერძო სექტორში შეიქმნა დაახლოებით სამოცდახუთიათასი ახალი სამუშაო ადგილი.ჩვენ გვესმის რომ, ეს არ არის ძალიან ბევრი იმ პრობლემასთან მიმართებაში, რაც ჩვენ უმუშევრობასთან დაკავშირებითგვაქვს,მაგრამ ეს არის სწორი გზა,სწორი მიმართულება იმისთვის, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით, რაც ჩვენუმუშევრობასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს იყოს მოგვარებული“-აღნიშნა მან.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეოების მიმართულებით სახელმწიფო დახმარებაზე.

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელშეწყობას,იმ პროგრამების გაგრძელებას,რითაც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სარგებლობს და ზუსტად რეგიონში, რაიონში სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა იცისყველაზე კარგად თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელშეწყობა. ჩვენ ხომ ყველასკარგად გვახსოვს რა ხდებოდა წლების განმავლობაში ამ დარგში. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ ბოლო ოთხი წლისგანმავლობაში ჩვენ იმდენი მიწა დავამუშავეთ, რაც ოცი-ოცდახუთი წლის განმავლობაში საერთოდ არ მომხდარა ქვეყანაში.უფასო ხვნა-თესვის პროგრამა მეოთხე წელია მართლაც წარმატებით მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალშიც.გაგრძელდება მანამ, სანამ სოფელი არ გაძლიერდება, სანამ გლეხი არ დადგება ფეხზე, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერისოფლები ნიშნავს ძლიერ რაიონებს,ძლიერი რაიონები ეს უკვე ძლიერი ქალაქებია,ძლიერი ქალაქები ეს უკვე ძლიერისაქართველოა“-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.გაგრძელდება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწობს როგორც სამუშაოადგილების შექმნას, ასევე იმ პროდუქტების და პროდუქციის შექმნას, რომელზეც ჩვენ ვართ დამოკიდებული და ეს არისძირითადად იმპორტირებული პროდუქტები. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გაგვაჩნია იმისა, რომ რაც შეიძლებანაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოეთიდან შემოსულ პროდუქტებზე და პროდუქციაზე. ყველანაირი პირობებიგაგვაჩნია ამის,კლიმატური პირობები შრომის მოყვარე ხალხი ვართ და რაც მთავარია, ხელისუფლება, მთავრობაგამოთქვამს მზადყოფნას, რომ ამ მიმართულებით იყოს დახმარება“,-განაცხადა მან.

პარტიის გენერალურმა მდიანმა ყურადღება ასევე გაამახვილა განათლების სისტემის რეფორმირებაზე.

 

„განათლების მიმართულებით ხომ ყველას გვახსოვს რა ხდებოდა, რა მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით. მე 2012 წელსთქვენთან ერთად ძალიან ბევრ შეხვედრებს ვმართავდი წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ძალიან ბევრი იყო შეხვედრა,როდესაც ვხვდებოდით ახალგაზრდა ქალბატონებს, ახალგაზრდა დედებს თვალცრემლიანს და რა იყო ამის მიზეზი,როდესაც ვსაუბრობდით,ელემენტარული იმის შესაძლებლობა არ ქონდათ რომ თავიანთი შვილებისთვის, თავიანთიპატარებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ. ამისთვის საჭირო იყო ორასი ლარი, სამასი ლარი თუ ორი -სამი შვილი იყოოჯახში, ეს კიდე უფრო მეტი დამატებითი პრობლემები იყო. უწევდათ საქონლის, პირუტყვის გაყიდვა იმისთვის, რომშვილებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ. დღეს უკვე ეს პრობლემა მოხსნილი და მოგვარებულია. როდესაც ჩვენიშვილები, ჩვენი პატარები მიდიან სკოლებში მათ სახელმძღვანელოები უფასოდ ხვდებათ მერხებზე და ეს, რა თქმა უნდა,მომავალშიც გაგრძელდება. ბაგა-ბაღებში რა მდგომარეობა იყო, გასამმაგდა პატარების რაოდენობა ბაღებში და რა იყო ამისმიზეზი, ის რომ ჩვენ ბაგა-ბაღები გავხადეთ უფასო,ოჯახებს არ ჰქონდა ელემენტრული იმის შესაძლებლობა, რომყოველთვიურათ ათი-თხუტმეტი ლარი გადაეხადათ იმისთვის, რომ თავიანთი შვილები ბაღებში ეტარებინათ.დავიწყეთსკოლების,ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები. სამასზე მეტი სკოლა და ბაგა-ბაღი გარემონტდა მთელიქვეყნის მაშტაბით და ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც. გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა სოფელში,ყველა ქალაქშიყველა თემში არ იქნება გარემონტებული, რეაბილიტირებული სკოლები და ბაგა-ბაღები, როგორც ევროპულ, ნორმალურგანვითარებულ ქვეყნებშია, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ ნორმალურპირობებში მიიღონ განათლება და თავზე ჭერი არ ენგრეოდეთ,არ აწვიმდეთ და არ ათოვდეთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პედაგოგები განსაკუთრებულად დასაფასებლები არიან.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პროფესიას პატივს ვცემთ, მაგრამ პედაგოდი არისჩვენთვის განსაკუთრებული, რადგან ეს გახლავთ ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ შეხება ჩვენსშვილებთან,ჩვენს მომავალ თაობებთან და შესაბამისად პროფესიაა პედაგოგი უნდა იყოს დაფასებული.

2017 წლის პირველი იანვრიდან პედაგოგების საშუალო ხელფასი იქნება 800 ლარი და ეს ციფრი, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად“,-განაცხადა მან.

კახა კალაძის თქმითვე, ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში გაგრძელდება.

„ ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ქვეყნის განვითარების მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. რამდენიმე ხნის წინ, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმოადგინა ქვეყნის განვითარების გეგმა, თუ რას აპირებს პარტია „ქართული ოცნება“, რას ჰპირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. როგორი იქნება მომავალი ოთხი წელი. ძალიან ამბიციური გეგმაა, მაგრამ ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ ამ გეგმას აუცილებლად შევასრულებთ და ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული საქართველო. თავისი ინფრასქტრუქტურით, თავისი კეთილმოწყობით. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ თქვენთან ერთად. რა თქმა უნდა, მარტო ამის განხორციელება იქნება შეუძლებელი, თუ არ იქნება თქვენი თანადგომა და თქვენი მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამას ჩვენ ერთობლივად, ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ“-აღნიშნა მან.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ მთავარ მონაპოვარს, რასაც თავისუფლება ჰქვია.

„ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი მონაპოვარი თქვენთან ერთად, რადგან, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო მარტო ამის გაკეთება 2012 წელს, რომ არ ყოფილიყო ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან ჩვენ ვგრძნობდით. ჩვენი გუნდის მთავარი მონაპოვარი ეს არის- თავისუფლება. ნამდვილად საამაყოა ის, რომ დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო არ იდევნებიან, ქვებით და ხელკეტებით არ დასდევენ. ხომ ყველას, თითოეულ თქვენთაგანს ახსოვს,თუ როგორი დამოკიდებულება იყო 2011-2012 წლებში ჩვენს მიმართ, ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. როგორი შანტაჟი მიდიოდა, ჩართული იყო პოლიცია, შესაბამისი სამსახურები, მიდიოდა დაშინებები ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში არასდროს, ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებზე, იძალადებენ განსხვავებულ აზრზე, განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს, ქვეყანაში უნდა შემოვიტანოთ პოლიტიკური კულტურის ახალი საფეხური, რომ დავანახოთ ყველას, ქვეყანაში საჭიროა მეტი სიყვარული, მეტი ურთიერთპატივისცემა. პატივისცემა განსხვავებული აზრის მიმართ. უნდა იყოს განსხავავებული აზრი, რა თქმა უნდა, ქვეყანაში. თუ ჩვენ ყველა ერთნაირად ვიაზროვნვებთ, ერთნაირი შეხედულებები გვექნება, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქვეყნის განვითარება და ქვეყნის წისვლა“,-განაცხადა კახა კალაძემ

"კარგი ანალიზი გააკეთეთ, თუ ვის უნდა ჩააბაროთ ქვეყნის მართვა"- კალაძე სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 სექტემბერი 2016 17:48

"თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშონ ქვეყნის განვითარებაში; თქვენი ყოველდღიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების ფერხულში ძალიან მნიშვნელოვანია"-ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გურიაში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" დღეს გამართულ შეხვედრაზე შეკრებილ სტუდენტებს.

კახა კალაძემ "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამასთან, პარტიის გენერალურმა მდივანმა სტუდენტების მიერ დასმულ ყველა აქტუალურ შეკითხვას უპასუხა.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ შეხვედრაზე ვიმყოფები. როდესაც მითხრეს, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრა იყო შესაძლებელი, მაშინვე დავთანხმდი. ყოველთვის მივესალმები ახალგაზრდებთან შეხვედრას, რადგან თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ძალა“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

პარტიის გენერალურმა მდივანმა ახალგაზრდებს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა, ვინაიდან მისი შეფასებით, ქვეყნის მშენებლობაში ყველამ უნდა შეიტანოს პატარა წვლილი.

„მინდა ყველას გთხოვოთ, მოგიწოდოთ, დააფიქსიროთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი 8 ოქტომბერს. ხმა მიეცით თქვენს მიერ შერჩეულ პოლიტიკურ ძალას. არ აჩქარდეთ, გაეცანით ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარმოდგენილ ქვეყნის განვითარების ხედვას. ნახეთ რა გეგმები აქვთ, რამდენად რეალური და შესრულებადია ეს ყველაფერი. კარგი ანალიზი გააკეთეთ და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ჩააბაროთ ქვეყნის მართვა“,-დასძინა კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.

"მინდა გაგამხნევოთ და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ"- კახა კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 სექტემბერი 2016 13:16

ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრისას, შეკრებილ საზოგადოებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა.

კახა კალაძის თქმით, რაც ყველაზე მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეცვალა.

„ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად გამოვიარეთ 2012 წელს. ჩვენ ყველა, თითოეული თქვენთაგანი, გავერთიანდით პარტია „ქართული ოცნების“ ირგვლივ, გავერთიანდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, რომ გვებრძოლა იმ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც 9 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩვენს ხელისუფლებას. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ წინა ხელისუფლება, როგორც ეს მშვიდობიან, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, არჩევნების გზით გავისტუმრეთ. ჩვენ მოვახერხეთ, მოვიპოვეთ ყველაზე ძვირფასი-თავისუფლება და თქვენ, გურულებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიყოთ თავისუფლები. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანები არ იდევნებიან. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო ასეთი ადამიანების მიმართ. თითოეულმა თქვენთაგანმა,თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს სამწუხაროდ საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გამოვიარეთ. გამოვცადეთ ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს მეგობრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე. ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვერასდროს ვერ დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც იძალადებს საკუთარ მოქალაქეებზე,რომელიც იძალადებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძის თქმითვე, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანი ხელშეუხებელი იქნება.

„ ჩვენი მთავარი ღირებულებები, თავისუფლება იქნება ხელშეუხებელი და ვერავინ ვერ გაბედავს ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობას, შეურაცხყოფას. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი, მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა ორიენტირებულია იმაზე, რომ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ქვეყნის ეკონომიკურად სწრაფად განვითარება, რომ შესაძლებელი იყოს მეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. შესაძლებელი იყოს ახალი სოციალური პროექტების განხორციელება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთობლიობით ამას აუცილებლად მოვახერხებთ და გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბერს, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ წარმატება და წინსვლა ჰქვია. ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს წამოვიწყეთ. მინდა გაგამხნევოთ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

ამასთან, კახა კალაძემ საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა.

„ძალიან დიდი მუხტია საზოგადოებაში. ჩვენ ჩავდივართ ყველა რეგიონში, ყველა რაიონში, ქალაქებში ვხვდებით მოსახლეობას და მინდა ყველას მოგიწოდოთ ერთად დგომისკენ. ჩვენ უნდა დავამთავროთ ეს დაპირისპირებები. უნდა ვიყოთ უფრო კონსტრუქციულები, საქმეზე ორიენტირებულები, რადგან საზოგადოებაც, ხალხი დაიღალა ამდენი დაპირისპირებებით, შეურაცხყოფების მიყენებით ერთმანეთის მიმართ. უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემაა საჭირო და ჩვენ ამ პოლიტიკურ კულტურას თქვენთან ერთად აუცილებლად შევცვლით ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, მინდა გისურვოთ წარმატებები, მინდა გისურვოთ ის, რომ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი თითოეული თქვენთაგანისთვის“,-დასძინა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება გავაერთიანოთ"- კახი კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 17:30

გეგმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ჩვენი ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან გაჟღერდა, საკმაოდ ამბიციურია, თუმცა მოგახსენებთ, რომ ეს არის რეალური და შესრულებადი,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. პარტიის გენერალური მდივანი მოსახლეობას ქუთაისის 47-ე და 48-ე ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან, გენადი მარგველაშვილთან და დიმიტრი მხეიძესთან ერთად შეხვდა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მე მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ ჩვენს საქმიანობაზე, იმ განვლილ წლებზე და ჩვენს სამომავლო გეგმებზე, რომელიც ჩვენს გუნდს, პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს დასახული. ჩვენ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. ძალიან მძიმე იყო ეს ოთხი წელი. ძალიან ბევრი სირთულე იყო, თუმცა, ჩვენ მართლაც ღირსეულად გამოვიარეთ, თავაწეულები მოვდივართ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, ბევრი რეფორმა წამოვიწყეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ავიღოთ დარგების მიხედვით, თუ რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის მიმართულებით და რა მდგომარეობაა დღეს. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ, ჯანდაცვა დღეს ხელშესახებია თითოეული ჩვენთაგანისთვის. საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და საჭიროების შემთხვევაში ექიმების მომსახურება, საავადმყოფოს მომსახურება, ეს არის ყველაფერი უფასო. მილიონობით გადაუდებელი, მძიმე, ძვირადღირებული ოპერაციები გაკეთდა ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ეს ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა მომავალშიც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხელმისავწდომი გახდება თითოეული ჩვენთაგანისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ნამდვილად საამაყოა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, იმდენი მიწა დამუშავდა, რაც 20-25 წლის განმავლობაში არ მომხდარა. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იმისთვის, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ყოფილიყო მოგვარებული და ეს პრობლემა არის უმუშევრობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით შეიქმნა დაახლოებით 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, თუმცა ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი იმ პრობლემასთან მიმართებაში, რაც ჩვენ უმუშევრობასთან დაკავშირებით გვაქვს, მაგრამ, აქ მთავარი არის ის, რომ ეს არის სწორი გზა, სწორი არჩევანი იმისთვის, რომ ამ მიმართულებით, ის პრობლემა, რაც უმუშევრობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს, მოგვარდეს მომავალი წლების განმავლობაში. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში შევქმნით 200 ათას ახალ სამუშაო ადგილს. ეს რეალურად დღეს შესაძლებელია და ამის შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მომავალი წლების განმავლობაში. ჩვენ ამაზე გაგვიჭირდებოდა საუბარი, ეს რომ ყოფილიყო 2012 წელი, რადგან განსხვავებით 2012 წლისგან, დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. ჩვენ, მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეთ, შევქმენით საფუძველი, ფუნდამენტი იმისთვის, რომ უკვე ქვეყანა სწრაფად განვავითაროთ, ქვეყანა სწრაფად წინ წავიდეს, ეკონომიკურად მოვძლიერდეთ, რომ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ იგრძნოს ის კეთილდღეობა, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს დასახული მიზნად“,-განაცხადა კახა კალაძემ.

პარტიის გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

„დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე, როგორც იმერელი, ამ რეგიონის შვილი, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თქვენს ქალაქში, ქუთაისში, დღეს საფუძველი ჩაეყარა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამ პროექტისთვის დაახლოებით ერთი მილიარდი იქნება დახარჯული. ეს იქნება 60 ათას სტუდენტზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე. 140 ჰექტარი ტერიტორია იქნება გამოყენებული ამ პროექტის განხორციელებისთვის. ამ პროექტს განახორციელებს ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არ დაემსგავსება სხვა ოპონენტებს , სხვა პოლიტიკურ პარტიებს და არ დაიწყებს ისეთი დაპირებების გაცემას, რისი გაკეთებაც და განხორციელებაც შეუძლებელი იქნება.

„ არის რაღაც მიმართულებები, რისი გაკეთებაც შეიძლება გართულდეს. ამაზეც არ უნდა მოგვერიდოს საუბარი, პირდაპირ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს რადგან ხვალ, ზეგ, როდესაც მოვალთ თქვენთან, თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია და რის გაკეთებასაც აუცილებლად მოვახერხებთ. ძალიან ბევრი კითხულობს, თუ როგორ შეიძლება 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მე ვისაუბრე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ასევე,პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ვაწარმოოთ პროდუქტები და არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც არის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული და გამოყოფილია თანხები დაფინანსებითვის, ესეც მომავალშიც გაგრძელდება, უფასო ხვნა-თესვის პროგრამა იმისთვის, რომ გლეხი გავაძლიეროთ, სოფელი გავაძლიეროთ, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რამხელა დატვირთვა აქვს ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობას. კლიმატური პირობები ხელს გვიწყობს, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მთავრობა, ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას იმისთვის, რომ ეს პროექტები დააფინანსოს, რათა ხელი შევუწყოთ სოფლად მაცხოვრებელ ადამიანს, რომ გვყავდეს ძლიერი სოფელი, ძლიერი რაიონები, ძლიერი ქალაქები. ეს უკვე ძლიერი საქართველოა“,- განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე.

„ტურისტული მიმართულებით ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები. ბოლო წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ჩვენ ქვეყანას სტუმრობდა დაახლოებით 6 მილიონი ტურისტი, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს ქვეყანას, მთაში, ბარში, ზღვაზე, ყველანაირი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ ტურისტული მიმართულება განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, შეიქმნას ინფრასტრუქტურა, ცენტრალური მაგისტრალების დასრულება- ეს ყველაფერი შესაძლებელია ამ ოთხი წლის განმავლობაში და ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, თვისობრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, თვისობრივად განსხვავებული ტურისტული მიმართულებები“,-აღნიშნა მან.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ყველაზე მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა.

“ ჩვენი მთავარი მონაპოვარი- ეს არის თავისუფლება. ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენ გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირსეული- თავისუფლება. და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ვერავინ ვერ გაბედავს, ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან, არასდროს არ დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი მთავრობები, ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც შეეხებიან ამ ჩვენს ძვირად მოპოვებულ თავისუფლებას. ვერავინ ვერ გაბედავს, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დაიჩაგრონ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენოს განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და არასდროს, არ დავაბრუნებთ იმას, რომ ქვებით, ხელკეტებით დასდევდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, იყოს პოლიციული რეპრესიები და ა. შ და ა.შ. ეს ყველაფერი არის წარსული. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დამსახურება ჩვენ გუნდთან ერთად. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ბევრი დროს არ გასულა, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი დამოკიდებულება იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ. ეს თითოეულმა თქვენთაგანმა, თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენს თავზე, საკუთარ ოჯახებზე გამოვიარეთ. ჩვენ ნამდვილად არ დაუშვებთ იმას, რომ ასეთი დრო დაბრუნდეს ქვეყანაში”,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას საზოგადოების კონსოლიდაცის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება გავაერთიანოთ. უფრო მეტი სიყვარული იყოს,უფრო მეტი კეთილშობილება იყოს ურთიერთპატივისცემა იყოს,მერე რა, რომ არსებობს განსხვავებული აზრი ქვეყანაში,ეს უნდა იყოს, უნდა იყოს ადამიანები, ვისაც სხვადასხვა შეხედულებები აქვს, თუ ყველას ერთნაირი შეხედულებები გვექნება ყველაფერზე, თუ ყველას ერთნაირი გემოვნება გვექნა, მერწმუნეთ, წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ამიტომ, ნორმალურად უნდა მივიღოთ განსხვავებული აზრი,ნორმალურად უნდა მივიღოთ განსხვავებული შეხედულებები და უნდა დავასრულოთ ურთიერთდაპირისპირებები, უნდა დავასრულოთ ეს ერთმანეთის ჭმა,საზოგადოებაც დაიღალა ამ ყველაფრისგან და ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ. ჩვენ მოვახერხებთ იმას რომ, პოლიტიკა და პოლიტიკური ცხოვრება გადავიყვანოთ ახალ, თანამედროვე საფეხურზე, სადაც იქნება უფრო მეტი კოსტრუქციულობა,სადაც იქნება უფრო მეტი თანამედროვეობა და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, იქნება ურთიერთპატივისცემა და სიყვარული.ეს სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას. ეს სჭირდება დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“,-აღნიშნა მან.

კახა კალაძის თქმითვე, “ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ კავშირია ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან.

„ჩვენ აქ არ მოვსულვართ იმისთვის, რომ მოვითხოვოთ 41 შემოხაზეთ, „ქართულ ოცნებას“ მიეცით ხმა,არავითარ შემთხვევაში. თქვენ ყველა ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით,ყველა კარგად ხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილები, თუ რა გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში, არ არის ეს ასე,ჩვენ კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ის სოციალური სირთულეები, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ქვეყანაში,ეს ყველაფერი არის მოგვარებადი. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს პრობლემებზე საუბარი,ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ ყველაფერ ამაზე, რომ შესაძლებელი იყოს ამ პრობლემების მოგვარება და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ თქვენ ერთად, თქვენი ჩართულობა იქნება უმნიშვნელოვანესი,რადგან თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა დააფიქსიროს თქვენი მოქალაქეობრივი ვალი,ჩვენ ვართ თქვენს სამსახურში, თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პროექტი და ის დაპირება შევასრულოთ, რომელიც იქნება გაცემული ჩვენს მიერ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია და ბოლოს, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება,ჩვენი თანამოაზრეების და აქტივისტების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ კავშირია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან. ამიტომ, ვიაქტიუროთ,მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. თქვენ ნახეთ, ყველა პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ქვეყნის განვითარებისა, გააკეთეთ სწორი ანალიზი და თქვენი ანალიზის შედეგად მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ანდოთ ხელისუფლება ხვალ,ვინ უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა.კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს მინდა გაგამხნეოთ, გისურვით გამარჯვებები და გისურვოთ მთავარი, რომ ყოველი დილა იყოს ბედნიერი თითეული თქვენთაგანისთვის“,-დასძინა კახა კალაძემ.

კახა კალაძე - „ჩვენს ქვეყანაში განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 18:46

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გიორგი ვოლსკისთან ერთად რაიონში მცხოვრებ პირველკურსელ ახალგაზრდებს შეხვდა.

 შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებსა და 4 წლის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

„ჩვენს ქვეყანაში განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ძალიან სერიოზული მიდგომები გვაქვს ამ დარგის მიმართ. ჩვენ ახალგზარდებს ავუხსენით, რომ მთავარია დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფად განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რომ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა,-" განაცხადა კახა კალაძემ.

 ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა,ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ჩუღურეთის რაიონის განვითარების ხედვებზე ესაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

 “შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც წელს გახდნენ სტუდენტები და პირველად უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მათი თაობა პოლიტიკოსებს შორის ჯანსაღი კამათის ატმოსფეროში უნდა იზრდებოდეს. ასე დაიხვეწება ქვეყანაში პოტიკიკური კულტურა“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ჩემი ენერგეტიკული ოჯახი ხართ, - კალაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 15:29

"ჩემს ცხოვრებაში ბევრი ოჯახი და გარემო გამოვიცვალე, ენერგეტიკის სამინისტრო ჩემთვის მშობლიური სახლივითაა და თითოეული თქვენგანი ჩემი ენერგეტიკული ოჯახი ხართ. დღეიდან არ ვარ თქვენი მინისტრი. მინდა წარმატებები გისურვოთ.  ჩემთვის ეს ყველაფერი ემოციურია, " - ასე დაემშვიდობა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თანამშრომლებს. 

კალაძემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა:

"დღევანდელი დღე იმ დღეს მაგონებს,  როდესაც პირველად მოვედი სამინისტროში და ყველა ასე შეკრებილი დამხვდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, თანაგუნდელს. ჩვენ ამ წლების განმავლობაში მართლაც ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ და მე ნამდვილად მეამაყება ამ ადამიანების, რადგან ყოველდღე, ერთსულოვნებით ვაშენებდით ქვეყნის ენერგეტიკას,"- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, კახა კალაძე მმართველი გუნდის პარტიული სიის მე-2 ნომერია, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. 

კახა კალაძე თანამდებობას დატოვებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 14:32

დღეს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პროპორციული სიის პირველი ათეული გახდა ცნობილი. სიის მეორე ნომერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა, რის გამოც მას თანამდებობის დატოვება მოუწევს. 

შეგახსენებთ, კანონმდებლობის მიხედვით პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პაპუაშვილის განცხადებები პოლიტიკურ მანიპულაციებს შეიცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 12:29

კახა კალაძე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები პოლიტიკურ მანიპულაციებს შეიცავს. ვიცე-პრემიერის თქმით,  პაპუაშვილის ბრალდებები, მოსამართლეების შანტაჟთან დაკავშირებით არ დადასტურდა. მისთვის გაუგებარი და აბსურდულია, თუ  რატომ  გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადებები შანტაჟთან დაკავშირებით.  ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ გამოძიება უმოკლეს  დროში აღნიშნულ საკითხს  გამოიძიებს.

გ. კვირიკაშვილმა გურიის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 17:34

გურიაში ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატები წარვადგინეთ,-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გურიის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯამა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სიმბოლურია, რომ გურიის ინტერესების დასაცავად უფროსი თაობის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ერთად იბრძოლებენ.

„თემურ ჭკუასელი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში, ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირსეულად წარმოადგენენ ამ რაიონების, რეგიონის მაცხოვრებლების ინტერესებს. გურიას აქვს ძალიან კარგი პოტენციალი- ტურისტული, საწარმოო, სოფლის მეურნეობის. ჩვენ ჩაის აღორძინებას ვგეგმავთ და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგად იქნება ყველაფერი, რადგან მართლაც ძალიან კარგი, გამორჩეული გუნდი გვყავს“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

გურიის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე.

„დღეს დავასრულეთ გურიის რეგიონში წარდგენები. გუშინ გვქონდა ოზურგეთში ძალიან დიდი, ხალხმრავალი შეხვედრა, სადაც არჩილ თალაკვაძე და თემურ ჭკუასელი წარვადგინეთ. გულწრფელად მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. კარგად მესმის რამხელა პასუხისმგებლობაა იყო შენი ქალაქის, შენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ხმა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ღირსეულად მიიტანენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური