შესაძლებლოა ბუნებრივ აირზე ტარიფები გაიზარდოს, - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 10 მარტი 2017 12:15
„შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე, მე არ ვამბობ რომ აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტროენერგიის ნაწილში გვაქვს. იცით, რომ ბუნებრივი აირი არის სრულად იმპორტირებული ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ხდება უცხოურ ვალუტაში გადახდა, დოლარით ხდება მისი ყიდვა და საქართველოში მოსახლეობაზე ხდება ეროვნულ ვალუტაში მისი გასაღება. ასე რომ, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს. თუმცა, დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით,“-განაცხადა ბუნებრივი არიას ტარიფის სესაძლო გაზრდასთან დაკავსირებით, ენერგეტიკის მინიტრმა, კახა კალაძემ. ბუნებრივი აირის კომპანიებმა სემეკს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მიმართეს.

მედიის მდგომარეობა დღევანდელი მოცემულობით მაკმაყოფილებს და ჩემთვის შეშფოთებას არ იწვევს, - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 მარტი 2017 10:13
კახა კალაძე პრემიერის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ, მიესალმება,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერიმა, ენერგეტიკის მინისტრმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ისაუბრა. „მედიის მდგომარეობა დღევანდელი მოცემულობით მაკმაყოფილებს და ჩემთვის შეშფოთებას არ იწვევს. ბევრი მედიასაშუალებაა და ყველა მათგანი გასულია კონტროლის ან ცენზურის ზონიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ 2012 წლამდე, ამისთვის კარგი იქნება სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, რამდენი ლიცენზია იყო მაშინ გაცემული და რამდენია ახლა? პრემიერის ინიციატივა საერთაშორისო სპეციალისტების ჩართვის შესახებ ამ პროცესებში მისასალმებელია,“ - აცხადებს კახა კალაძე.

ლარიზაციის პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 10:45

.ლარიზაციის პროგრამა ხვალიდან ამოქმედდება.  ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, მთავრობის გეგმა გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ლარის კურსის სტაბილურობას.

„ის რეფორმები, რომელიც იქნა გაჟღერებული და რომელიც განხორციელდება გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, იმ პრობლემის მინიმალიზაციას, რაც იმ ადამიანებს გააჩნდათ, ვისაც კრედიტები ჰქონდათ ბანკებში და ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,"- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე დღეს „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 11:11

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.

კახა კალაძე „გაზპრომ-ექსპორტის“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელებს შეხვდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 11:19

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინსკში გაემგზავრა. დაგეგმილია მისი შეხვედრა კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან.

მხარეები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ. შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში შედგება.

მინსკში დაგეგმილ შეხვედრებს ეხმიანება საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. 

„რა ინფორმაციასაც ვფლობ, ეს არის პროცესი, რომელიც ზოგადად ფინანსურ უზრუნველყოფას ან ნატურით უზრუნველყოფას შეეხება მიწოდების თაობაზე. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული და გრძელდება მოლაპარაკებები,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.  

კახა კალაძე ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 14:16

კახა კალაძე ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნება. გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მინისტრთა კაბინეტის წევრები დაასახელა. პარლამენტის წევრი კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, შესაბამისად მას საპარლამენტო მანდატის დათმობა მოუწევს. კალაძე   ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც დაიკავებს


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 20:42

მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გზაზე. არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, სადაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა. მადლობას ვუხდით ამომრჩეველს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“. ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე ლიდერობენ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები. საზოგადოების მიერ გამოცხადებული ეს უდიდესი ნდობა გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას. მზად ვართ განახლებული ენერგიით განვაგრძოთ ყველა იმ გეგმის განხორციელება, რომელიც სწრაფი განვითარების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს.

"დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ"-კალაძე შეხვედრებს ჭიათურაში განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 18:56

ჭიათურა არის 50 ოლქიდან ერთ -ერთი, სადაც ჩვენ გვექნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური; დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან პირველ რიგში ეს სჭირდება ჭიათურას, ეს სჭირდება თითოეულ თქვენგანს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რა პრობლემები აწუხებთ რეგიონში, კერძოდ ჭიათურაში მცხოვრებ ადამიანებს.

„ჩვენ 4 წელია, ხელისუფლებაში ვართ და შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა განხორიცილედა ამ 4 წლის განმავლობაში. შეგვიძლია, გითხრათ დარგების მიხედვით, თუ რა გაკეთდა. მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით - ნამდვილად საამაყოა, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მომსახურება არის უფასო. რა თქმა უნდა, მომავალი წლების განმავლობაში ეს პროექტი გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტო პროექტის განხორციელება - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად დაიწყო განხორციელება. დღეს საქართველოში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაავადებული ამ მძიმე სენით, ამის მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი მედიკამენტის ფასი 65 ათასიდან 70 ათასამდე მერყეობს, ამ ადამიანებს არანაირი შესაძლებლობა, არანაირი რესურსი არ ქონდათ, რომ მედიკამენტები შეიძინონ. ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, იმკურნალონ. მკურნალობა მათ უჯდებათ ნული თეთრი, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებენ საქართველოს და ამერიკის შერთებული შტატების მთავრობები. დღეს უკვე დაახლოებით 8 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროექტით და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად განიკურნენ,-აღნიშნა კახი კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ დაიწყო სკოლების და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია დასრულდა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე ყველა სოფელში, ყველა რაიონში ქალაქში, მთიან რეგიონებში არ იქნება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სკოლები და ბაგა-ბაღები.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება. შემთხვევითი არ არის, რომ რაოდენობა პატარებისა ბაგა-ბაღებში ორჯერ, სამჯერ გაიზარდა. რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი, რადგან მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ყოველთვიურად 10-15 ლარი გადაეხადათ და თავიანთი შვილები ბაღებში ეტარებინათ. არ ჰქონდათ შესაძლებლობა და ეს ყველაფერი გახდა უფასო. ზუსტად ამიტომ გაიზარდა რაოდენობა პატარებისა ბაღებში და, რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მოვახერხეთ, რომ სოფლებში, სადაც დასახლებული პუნქტებიდან სკოლები დიდი მანძილით არის დაშორებული ბავშვების მიყვანა სკოლებამდე ხდება ტრანსპორტით. ჩვენ გვახსოვს, როდესაც წვიმაში, ქარში, თოვლში პატარებს, პედაგოგებს უწევდათ ფეხით სიარული. დღეს უკვე ეს პრობლემა მოხსნილია. ესეც გაგრძელდება მომავალში“,-აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, პედაგოგობა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, რაც, შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული.

„სხვა პროფესიებს არ ვაკნინებ, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პედაგოგობა არის განსაკუთრებული პროფესია. პედაგოგები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ შეხება ჩვენს შვილებთან, ჩვენს მომავალ თაოებებთან. ამ ადამიანების შრომა და ჯაფა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის განათლების რეფორმა. ჩვენ, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებში 21 ფაკულტეტი გახდა უფასო სტუდენტებისთვის, რათა ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და შემდგომში ის გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ“,-განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, როგორც კალაძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში სერიოზული რეფორმები განხორციელდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. „ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. მიუხედავად ამ 4 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და რეფორმებისა, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, თქვენს რაიონში, თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ და გვახარებს მხოლოდ ის, რაც გავაკეთეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ეს ასე არ არის. ჩვენ გვესმის და ვიცით ყველა პრობლემა, რაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები, ჩვენ სამწუხაროდ, არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი მოგვარდეს, მაგრამ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს რეგიონებში, ქალაქებში, რაიონებში, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს არის მოგვარებადი. არის შესაძლებლობა იმისა, რომ ბარიერები, რომლებიც დღეს გვაქვს, გადავლახოთ, ამას აუცილებლად მოვახერხებთ, აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად“,- განაცხადა კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, დღეს მთავარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. 

„უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა, რათა შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა, რომ ჩვენი ქვეყნიდან წასული მოქალაქეები დავაბრუნოთ ქვეყანაში და მათ შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. ზუსტად ჩვენს მიერ წარმოდგენილი გუნდი, რომელსაც ხელძღვანელობს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, არის გარანტია იმისა, რომ პარტია „ქართულ ოცნება“ ამბიციურ გეგმებს აუცილებლად განახორციელებს. ამისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა, რადგან ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთად დგომით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ქვეყანაში, რაიონში“,-განაცხადა კალაძმე. პარტიის გენერალურმა მდივანმა მიმართა ჭიათურელ ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ მაჟორიტარობის კანდიდატს სულხან მახათაძეს.

„ამ ადამიანთან ერთად, ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ თქვენი რაიონისთვის. დღეს ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურთ, რაიონში საკეთილდღეო საქმეები აკეთონ, მაგრამ მერწმუნეთ, ერთი ადამიანისგან ამის მოსმენა და გაკეთებაც არის შეუძლებელი, თუ არ გიდგას გვერდით გუნდი, რომელსაც „ ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, ჭიათურის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, გააკეთებს სწორ არჩევანს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული გუნდი, დაახლოებით 49 % მიიღო პროპორციულ არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ , 23 მაჟორიტარულ ოლქში პირველ ტურში მივაღწიეთ გამარჯვებას, დარჩენილ 50- ში 49 არის ჩვენი კანდიდატი. ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ 49-ე ოლქშივე პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი აქტივისტების , ჩვენი თანამოაზრეების , თანამებრძოლების გამარჯვება , ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება . დღეს რატომ არის ამხელა იმედი და მარდაჭერა პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ - იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ არასდროს ვიკადრებთ , არასდროს გავაკეთებთ იმას, რომ დავჩაგროთ ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქე . ჩვენ არასდროს ვიკადრებთ, ვინმეს ბიზნესი წავართვათ. არასდროს ვიკადერებთ, განსხვავებული აზრის გამო ვიღაცა სამსახურიდან გავაგდოთ, არასდროს ვიკადრებთ, ოჯახები დავაშანტაჟოთ, დავაშინოთ. ეს ჩვენ ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და არასდროს დავაბრუნებთ ქვეყანაში. მე მინდა, კიდევ ერთხელ თქვენ , თითოეულ თქვენგანს მადლობა მოგახსენოთ. მინდა, წარმატებები გისურვოთ, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი, ლაღი და წარმატებული. მადლობთ და დარწმუნებული ვარ რომ ერთად ვიზეიმებთ 30 ოქტომბერს გამარჯვებას“,-მიმართა კალაძემ ჭიათურელ ამომრჩევლებს.

ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრისას პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად „ქართული ოცნების“ ახალი სახე, გიორგი გახარიაც იმყოფებოდა.

მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ჭიათურას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა. გიორგი გახარიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატს, სულხან მახათაძეს და იმედი გამოთქვა, რომ ის იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება ჭიათურის წარმომადგენელი პარლამენტში. სულხანის ამოცანა აქ იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკის განვითარება. ყველამ კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს სამთო მოპოვებას ჭიათურისთვის, დიდი, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ბიზნესს მისდევენ. სულხანმა ეს კარგად იცის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს მიმართულება გარკვეულწილად წესრიგში მოგვეყვანა, მასში დიდი წვლილი მიუძღვის სულხანს. ახლა კი დგება მომენტი, როდესაც ამ მიმართულების სწრაფი განვითარება უნდა მოხდეს“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სულხან მახათაძემ „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა კვლავ წინასაარჩევნო რეჟიმში იმყოფება.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო რეჟიმში. წინ კიდევ ერთი ბარიერი გვაქვს გადასალახი, რომელიც ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ და ეს უნდა დასრულდეს ჩვენი გამარჯვებით, ჩვენი ქალაქის გამარჯვებით. ჩვენს ქალაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ ოთხ წელში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განვახორციელეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მომავალში არამარტო ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზება, არამედ მთელი რიგი საკითხების მოგვარება“,-აღნიშნა სულხან მახათაძემ.

კახა კალაძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 19:09

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება: "მოგესალმებით, არჩევნების დასრულებამდე დარჩა ერთ საათზე ნაკლები. საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და სტაბილურ გარემოში, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ შემთხვევებს, სადაც ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროვოკაციებს. ყოველი კონკრეტული სამართალდარღვევა იქნება აღკვეთილი და გამოძიებული. აღსანიშნავია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე უცხოეთში გახსნილ 50-ზე მეტ საარჩევნო უბანზე. დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“.

არჩევნების მაღალი, დემოკრატიული სტანდარტების პირობებში ჩატარება არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების უსუსური პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, არ ავყვეთ პროვოკაციებს, მშვიდ ვითარებაში დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს", - აცხადებს კ. კალაძე.

 

ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 10:05

„ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება ძალადობა, ისეთი ხელისუფლება, რომელიც შელახავს ადამიანის ღირსებას. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, განვითარებას, ისე რომ, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა,"  - აღნიშნული განცხადება, ხმის მიცამის შემდეგ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა. 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური