კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების კანდიდატები წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017 14:59

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების კანდიდატები წარადგინა. საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი - გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - დავით კერესელიძე.

თბილისის მერის მიერ წარდგენილი კანდიდატურები საკრებულოს გადაეგზავნება. 

კახა კალაძე - ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017 15:57

ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის უკვე მეორე გამოწვევას, დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

“ჩვენ დებატებში ვმონაწილეობთ, ამის პრობლემა “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია, ამის პრობლემა კახა კალაძეს არ გააჩნია. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება - დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა”, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს. 

როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, კალაძე თუ დათანხმდება ტელედებატებს, ის მზად არის ამის შემდეგ ”ქართული ოცნების” კანდიდატს ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს. ვიდეომიმართვა სტადიონზეა ჩაწერილი, სადაც ელისაშვილი ფეხბურთის ბურთით თამაშობს.

გიორგი კვირიკაშვილი - აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017 12:13

ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრის ამპლუაში დღეს კახა კალაძის ბოლო მთავრობის სხდომაა და მას მადლობა გადაუხადა.

„კახას მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უხეში დათვლით, ეს არის დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. 18 ჰიდრო, 2 თბო და ერთი ქარის ელექტროსადგური აშენდა. ჩაყრილია საფუძველი მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებში გაიმარჯვებს.
„ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვიცე- პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატია.

რას სთხოვა კახა კალაძემ ზურაბ ადეიშვილს?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 ივლისი 2017 12:17

,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შესახებ წერს ,,ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე.

,,პრეზიდენტობა მინდაო,-უთქვამს კახი კალაძეს 2006 წელს ზურა ადეიშვილისთვის.

ადეიშვილს თურმე დიდხანს ეგონა რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა უნდოდა

ანეკდოტი არ გეგონოთ,ნამდვილი ამბავია.

p.s.რეჟიმს რომ "ებრძოდა " იმ წლებში კარლოს პირადად მიქონდა კალაძის გაგზავნილი მაისურები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,ნიკალაევიჩი (მიშა)მომიკითხეთო !

ბურატინოს ტყუილებისგან ცხვირი გაეზრდება” - წერს ელისო კილაძე.

,განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან“ - კალაძე თბილისელებს მთაწმინდიდან მიესალმა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 01 ივლისი 2017 21:34

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახი კალაძე მთაწმინდაზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. კალაძე საზოგადოებას მიესალმა:

„უდიდესი პატივია, ვიყო წარდგენილი თბილისის მერის პოსტზე, განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან, რომელიც წლების მანძილზე ჩემი გულშემატკივარი იყო, რომელიც ჩემთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას და მეფერებოდა გაჭირვების ჟამს, რომელმაც გულში ჩამიკრა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებებში. ჩემს ცხოვრებაში ხშირად იყო საპასუხისმგებლო და ეტაპობრივად მნიშვნელოვანი მომენეტბი, რომელთა სიმძაფრე და განცდა დღემდე მომყვება.

ჩვენ ყოველთვის გამარჯვებით ვაღწევდით მიზანს, ვინაიდან ყოველთვის ვიცოდით როგორ გვეკეთებინა ის საქმე, რასაც ხელი მოვკიდეთ და დღესაც ჩვენ, ყველა ვინც ვთვლით, რომ თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება, ვართ ერთად.

ჩვენ ერთნი ვართ, მე და თქვენ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს.

2012 წელს როცა რეჟიმმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მხოლოდ ძალადობა, უკანონობა სუფევდა ირგვლივ, ჩვენმა ერთობამ და გუნდურობამ მოიტანა ის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება. ძალიან მალე თითოეულ თბილისელს დეტალურად გაგაცნობთ იმ გეგმებსა და მიზნებს, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალში, რომელიც მთლიანად თქვენს მოთხოვნებზე, სურვილებზე თუ საჭიროებებზე არის მორგებული. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას ვიმუშაოთ როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე ყველა უბნისთვის, პერსონალურად თითოეული თბილისელისთვის.

ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში, ეს არის საზოაგდოების მოტხოვნა და ამ საზოგადოების ნაწილი ვარ მეც. ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით. თანამედროვე, ჯანაღი, თბილისი გახდება წარმატებული ქალაქი, ჩვენი გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"გეგმები მაქვს ძალიან ამბიციური" - კახი კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 25 ივნისი 2017 16:11

კახი კალაძემ პირველი კომენტარი გააკეთა მომავალი პოლიტიკური გეგმების შესახებ, თუმცა მისი თბილისის მერობის კანდიდატად დაყენების თაობაზე კითხვას პირდაპირ არ უპასუხა. კალაძე აცხადებს, რომ მას საკმაოდ ამბიციური განძრახვები აქვს.

 

"უახლოეს მომავალში ყველაფერი ცნობილი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის, გეგმები მაქვს ძალიან ამბიციური, მნიშვნელოვანი, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, განაცხადა კალაძემ "კურიერთან" საუბრისას.

დამოუკიდებელი საქართველოს სახელი ღირსეულად გვეტარებინოს თავისუფალ მოქალაქეებს,- კახა კალაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 მაისი 2017 14:06

„26 მაისი ეს არის ჩვენი წინაპრებისთვის და საქართველოსთვის თავდადებული მამულიშვილების სანუკვარი დღე. ვულაცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობს საქართველოს და მე ვისურვებდი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელი ღირსეულად გვეტარებინოს თავისუფალ მოქალაქეებს,“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ. 

,,შვილისშვილის ავადმყოფობა მოიგონე... და ივანიშვილის სახელით, კალაძის შანტაჟს და ფულის ახევას აპირებდი“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 13:29

,,ველოდი,მაგრამ მეგონა არ იკადრებდი! „- ,,ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე ჟურნალისტ ირინა გოგოსაშვილს შანტაჟსა და ფულის გამოძალვის მცდელობაში ამხელს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,მესმის ბოღმა გახრჩობს, ორი წელია სარფიანი სამსახური დაკარგე. ახლა დათოს პატიმრობის მომენტში გადაწყვიტე ანგარიშსწორება.

თავის დროზე იმიტომაც არ გამოვფინე შენი ბინძური თეთრეული, დედა ხარ და შვილი დავინდე.

მეუბნებოდა ნუგზარ ფოფხაძე არ მიიღო სამსახურში, თავბედს გაწყევლინებსო და არ დავუჯერე.

ეს ის შემთხვევაა, როცა ღორის წინ მარგალიტი არ უნდა დაყარო:

ორი წინადადებით გიპასუხებ:

1.შენ ხარ ადამიანი რომელმაც შვილისშვილის ავადმყოფობა მოიგონე, რომ ჩემთვის ფული გამოგეძალა (არ მიბრუნებ დღემდე)

2.შენ ხარ ადამიანი რომელიც"ქრონიკა+"-ის და რატომღაც ბიძინა ივანიშვილის სახელით კახი კალაძის შანტაჟს და ფულის ახევას აპირებდი.

პროკურატურა როცა დამიძახებს,მივიტან ყველა მასალას !!!!

პოლემიკას არ ვაპირებ,შენ ამ თამაშში პაიკი ხარ-ჩემი ს ამიზნე სოსო გოგაშვილია !!!

p.s. ჩემი შვილის ფარისევლურ მოკითხვებს შეეშვი-ტეხავს ორმაგი სტანდარტი !

ნანას სახლში მაგიტომ ეპატიჟებოდი რომ მერე ის დაგეწერა მეხვეწებიან რამესო ?!

ორი წლის მერე გაგახსენდა მასალები ?! გუშინწინ არ მეუბნებოდი მამაცას ვუთხარი სტრიქონს არ მიცვლიდა ელისოო ?!

სადამდეც შენმა სინდისმა გაგიშვას,იქამდე გაიწიე-შენი არჩევანია !!!!

EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 10 მარტი 2017 14:05
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა ჯანეზ კოპაჩმა EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გახსნეს. რეგიონული ოფისი კოორდინაციას გაუწევს პროექტის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ბაზის გაუმჯობესებას. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან "ენერგეტიკული გაერთიანებისა" და "ენერგეტიკული ქარტიის" სამდივნოები. EU4Energy-ის მმართველობის კომპონენტი 6.8 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. იგი წარმოადგენს EU4Energy-ის უფრო ფართო, 21 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივის ნაწილს, რომელიც ასევე ფარავს ცენტრალური აზიის ქვეყნებს. EU4Energy-ის მმართველობის პროექტის მიზანია საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს განვითარება და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის. მეორე რეგიონული ოფისი, რომელიც ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას მოემსახურება, კიევში იმუშავებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური