მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო მაშველი იზრუნებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 30 ივნისი 2020 15:23

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2020 წლის საზღვაო სეზონს სიახლეებით ხვდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პრეს-სამსახური იუწყება.

შავი ზღვის სანაპირო ზოლს სეზონურ მაშველთა გაზრდილი რაოდენობა გააკონტროლებს. მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო მაშველი იზრუნებს. თითოეული მათგანი განახლებული უნიფორმით იმუშავებს და ევროპული სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი. აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე, ასევე, მობილიზებული იქნება 6 კატარღა, 7 ნავი და 27 სკუტერი. პროცესში ჩაერთვება 1 სამაშველო და 3 სადაზვერვო დრონი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე განაახლა და დაამატა სამაშველო კოშკურები, რომელთა რაოდენობა სულ 108 იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ დაემორჩილოთ მაშველთა მითითებებს, არ იცურავოთ აკრძალულ ზონებში, არ შეხვიდეთ ზღვაში შტორმის დროს. შეგახსენებთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე ცურვა კატეგორიულად აკრძალულია.

ირანის საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა ამერიკელი მეზღვაურები დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 13:55

10 ამერიკელი სამხედრო მეზღვაური და ამერიკის სამხედრო-საზაღვაო ძალების ორი კატარღა დააკავეს ირანის საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა სპარსეთის ყურეში, კუნძულ ფარსის მახლობლად. ამის თაობაზე ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
როგორც პენტაგონიდან სარწმუნო წყარო იუწყება, ჯერ დადასტურებული არ არის შევიდნენ თუ არა ამერიკელი მეზღვაურები ირანის ტერიტორიულ წყლებში. წინასწარი მომაცემებით დადგენილია, რომ ამერიკელი მეზღვაურები წვრთნებს ატარებდნენ, როდესაც მათ „ტექნიკური პრობლემები“ შეექმნათ, რის გამოც ისინი ირანის ტერიტორიული წყლების მახლობლად აღმოჩნდნენ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ტელეფონით ესაუბრა ირანულ მხარეს მეზღვაურების უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
როგორც ირანული მხარე იუწყება, მათთვის გასაგებია, რომ ეს არის უნებლიე შეცდომა და ისინი მზად არიან გაათავისუფლონ ამერიკელი მეზღვაურები რამოდენიმე საათის განმავლობაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური