ბუქარესტში შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 10:48

დღეს ქ. ბუქარესტში, გაიმართა საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.
ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს მათი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.
დეკლარაციის ხელმოწერისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული მარშრუტის მნიშვნელობას დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო სქემაში და აღნიშნეს, რომ ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირება ორი ზღვის მეშვეობით ყველაზე მოკლე და რენტაბელური მარშრუტია აქამდე არსებულ სატრანსპორტო ქსელებში.
ასევე აღინიშნა ახალ სამარშრუტო ხაზში ერთ-ერთი მონაწილის სახით რუმინეთის - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის შემდგომ აქტიურ მონაწილეობას სატრანსპორტო მარშრუტში. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ამჟამად გახლავთ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ აღნიშნა მოცემული სატრანსპორტო მარშრუტი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ევროკავშირი - ცენტრალური აზიის თანამშრომლობის სტრატეგიაში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.
მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეათანხმებს ტექნიკურ ასპექტებს, მოახდენს პროცედურების ოპტიმიზაციას, ხელს შეუწყობს ტარიფების ჰარმონიზაციას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა ოთხივე ქვეყნის სატრანსპორტო, განსაკუთრებით კი საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მხრივ აღინიშნა ფოთის პორტის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება.
ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა, რომ საქართველოს, როგორც რეგიონის ლოგისტიკური ცენტრის გაძლიერება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ლაპის ლაზულის სატრანსპორტო დერეფანი, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობა და განვითარება, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი და სხვა.
შავი ზღვა - კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება გასულ წელს მოხდა. 2018 წლის 24-25 ოქტომბერს, ქ. აშხაბადში გაიმართა კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ექსპერტთა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები.
ახლად დაფუძნებულ ოთხმხრივი შეხვედრების ფორმატში რუმინეთის, საქარატველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეტა მინისტრების შეხვედრა ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომდევნო მინისტერიალი თურქმენეთის გაიმართება.

"შავი ზღვა-კასპიის ზღვის ახალი სატრანსპორტო დერეფანი მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 მარტი 2019 15:44

"საქართველოს სურს, დააჩქაროს რეგიონული თანამშრომლობა და გააფართოოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, რაც შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონებში მდგრადი განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის მყარ საფუძველს შექმნის" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბუქარესტში გამართული ოთხმრივი მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"sდავით ზალკალიანის შეფასებით,  საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქმენეთსა და რუმინეთს შორის მაღალი დონის დიალოგის დაწყება დროული ინიციატივაა და ის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ უკვე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის სახელი. ამასთან, ის აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ პროექტებში, რომლებიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტების შექმნას ისახავს მიზნად.
 
„ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერება. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მთავრობა უკვე შეუდგა მრავალმილიარდიანი პროგრამის განხორციელებას, რომელიც საკვანძო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (მაგისტრალების, პორტებისა და სარკინიგზო სისტემების) განვითარებასა და მოდერნიზებას ემსახურება. გრძელვადიან პერსპექტივაში, გადაზიდული საქონლისა და გენერალური ტვირთების მოცულობის ზრდა კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას გვპირდება“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მინისტრმა შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შავი ზღვა-კასპიის ზღვის ახალი სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება. ზალკალიანის თქმით, ახალი დერეფანი მრავალმხრივი თანამშრომლობის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, რაც  რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უცვლელი წინაპირობაა. 
 
ამ კუთხით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა განახორციელოს რეგიონთაშორისი კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებული და ამბიციური პროექტები. „ჩვენ ვგეგმავთ ფოთის პორტის მოდერნიზაციას და ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის  განვითარებას PANAMAX-ის ტიპის მსხვილი ტონაჟის სატვირთო გემები მიღების, რეგიონის გავლით ტვირთნაკადების გაზრდისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის გამარტივების  მიზნით“ - აღნიშნა ზალკალიანმა.  
 
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროპასა და აზიას შორის მდგრადი კავშირის ხელშეწყობას  ევროკავშირი თავისი  სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს და „ეს მიზანი ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ფიზიკური ინტეგრაციის გაძლიერებას ემსახურება“. 
 
„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ევროკავშირის  ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) მნიშვნელობა, რომლის გაფართოებაც TEN-T-ის აზიის ქსელთან დაკავშირებას ისახავს მიზნად“ - დასძინა მინისტრმა. 
 
პრეს-კონფერენციის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონების მდგრადი განვითარება ერთობლივ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, რეგიონულ თანამშრომლობას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და მას რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ხელშესახები შედეგები, ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა მოაქვს.
 
2019 წლის 4 მარტს, ქ. ბუქარესტში,  საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თემებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

სამძებრო ოპერაციები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 12:36

კასპიის ზღვაში, „სოკარის“ ნავთობპლატფორმის 6 დაღუპული თანამშრომლის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამისა და დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულთა ცხედრები შემთხვევის ადგილიდან 70 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. ამ დრომდე იდენტიფიცირებულია მხოლოდ ორი დაღუპული. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაკარგულად კი 23 პირი ითვლება. სამაშველო სამსახური მათ სამძებრო ოპერაციებს განაგრძობს. ნავთობპლათფორმაზე ხანძრის ჩაქრობა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, „სოკარის“ ნავთობპლატფორმაზე ხანძარი 4 დეკემბერს, ძლიერი შტორმის შედეგად, წყალქვეშა მაღალი წნევის გაზსადენის აფეთქებას მოჰყვა.

კასპიის ზღვაში, „სოკარის“ პლატფორმაზე ისევ ხანძარია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 13:44

კასპიის ზღვაში, „სოკარის“ პლატფორმაზე მომხდარი ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

უშედეგოდ გრძელდება დაკარგული თანამშრომლების ძებნაც. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 15-მდე ხომალდი მონაწილეობდა. დღეს დილიდან კი მათ ვერტმფრენებიც შეუერთდნენ. 

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კასპიის ქვეყნების, ყაზახეთის, თურქმენეთის, რუსეთისა და ირანის სასაზღვრო სამსახურებს თხოვნით მიმართა, გარდაცვლილთა ცხედრების პოვნაში დაეხმარონ. 

„სოკარის“ ნავთობპლატფორმაზე ხანძარი 4 დეკემბერს, ძლიერი შტორმის შედეგად, წყალქვეშა მაღალი წნევის გაზსადენის აფეთქებას მოჰყვა. ერთი ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, 29 დაკარგულის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

აზერბაიჯანში დაღუპულებს გლოვობენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 06 დეკემბერი 2015 15:43

კასპიის ზღვაში კომპანია სოკარის კუთვნილ ნავთობპლატფორმაზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა.

გიუნეშლის ნავთობსაბადოზე მომხდარ ტრაგედიას ოფიციალური მონაცემებით ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. კიდევ 32 პირი  მაშველებმა გადაარჩინეს. გამოძიების ვერსიით, ნავთობპლატფორმაზე ხანძრის გაჩენის მიზეზი შტორმის დროს გაზის მილის დაზიანება გახდა.

დაკარგულთა ძებნის ოპერაციაში მყვინთავებიც ჩაერთვებიან.

კასპიის ზღვაში პლატფორმაზე გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 17:04

32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კასპიის ზღვაში, "სოკარის" კუთვნილ პლატფორმაზე გაჩენილ ხანძარს. სამაშველო ჯგუფები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. 

სამაშველო ოპერაციის შედეგად, 42 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გუშინ საღამოს გაჩნდა. 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მიზეზი გაზის გაჟონვაა. მომხდარს სპეციალური კომისია გამოიძიებს, რომელსაც "სოკარის" ვიცეპრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური