„Fitch“-მა ლიბერთი ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი ‘სტაბილურამდე’ გააუმჯობესა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 05 აპრილი 2021 17:21

2021 წლის 31 მარტს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ‘Fitch Ratings’-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს ლიბერთი ბანკის რეიტინგის მოლოდინი ‘ნეგატიურიდან’ ‘სტაბილურამდე’ გააუბჯობესა, ხოლო  გრძელვადიანი საკრედო რეიტინგი - 'B+' დაადასტურა. 

ლიბერთი ბანკის ‘სტაბილური’ პროგნოზი ასახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის მდგრადობას, მიუხედავად პანდემიისა და ქვეყნის ეკონომიკის შემცირებისა. 

Fitch Ratings-ის მოლოდინით ბანკის მოგება საკმარისი იქნება პანდემიის გამო საკრედიტო ზარალის ასანაზღაურებლად, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რისკის გარეშე.   ბანკი პანდემიის პერიოდს შეხვდა ჯანსაღი კაპიტალით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით. პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინი განპირობებულია ბანკისათვის დამახასიათებელი აუცილებელი სიძლიერით.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 614 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING

ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი 

„PowerChina”: მზად ვართ დავიწყოთ ანაკლია პორტის დაფინანსება და მშენებლობა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 16:47

„PowerChina” არის „ანაკლია პორტი და ინდუსტრიული ეკო პარკის“ კონსორციუმის წევრი და ქართული კომპანიის, შპს „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტის“ სტრატეგიული პარტნიორი. ის ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიციებს განახორციელებს  და გარდა ამისა, ჩინეთიდან მოიზიდავს სესხს საერთო საპროექტო ღირებულების 70%-ის ოდენობით.
„PowerChina” უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც მომსახურებების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიის, ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულებით.
კომპანიის ბიზნესი ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, ინვესტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, “PowerChina” 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი.
„PowerChina“-ს საზღვარგარეთის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა დუ ჩუნგუომ განაცხადა: „საქართველო ჩინეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. „PowerChina“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ბაზარს. საქართველომ ძალიან კარგი გარემო შეუქმნა უცხოურ კომპანიებს, რაც მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკურ კურსებს და ასევე საინვესტიციო გარემოს. აქედან გამომდინარე, „PowerChina“ თანახმაა, რომ ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიცია განახორციელოს. ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ აგილობრივ პარტიორთან, შპს „ანაკლია ინდუსტრიულ ეკო პარკ და პორტთან“ და გვჯერა, რომ ნაყოფიერ სამუშაოებს ჩავატარებთ და ანაკლიის პროექტი საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ტენდერში წარმატებას მივაღწევთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ „PowerChina“  საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია უცხოეთის ბაზარზე მუშაობისა. ჩვენ საქართველოში ოთხი გზის მშენებლობის პროექტი გვაქვს განხორციელებული. ჩვენ ასობით ადამიანი გვყავს მზადყოფნაში, რომლებიც მზად არიან პორტის ასაშენებლად. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პარტნიორი, შპს „ანაკლია ეკო პარკი და პორტი“. თავად ბატონმა თეიმურაზ ქარჩავამ ამ პროექტისათვის ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორი კომპანიის კომბინაციით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის მოგებას.“

ლევან კალანდაძე: „საქართველოში დღეს სასტარტო კაპიტალის დეფიციტია“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 18:18

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს სასტარტო კაპიტალის დეფიციტია.

 „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე, საქართველოს ხვალინდელი დღე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს კაპიტალის დეფიციტია. არა სასესხო კაპიტალის, არამედ, ძირითადი საინვესტიციო რესურსის, რომელიც, თავისთავად, წარმოადგენს კაპიტალს, ნებისმიერი მსხვილი, საშუალო, თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად“,–აღნიშნა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეკონომიკური პოლიტიკის  მთვარი აქცენტები, განსაკუთრებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა გააკეთოს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური