პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი დღეს ჟურნალისტების წინაშე წარსდგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 09:25

დღეს 25 სექტემბერს, 13.00 საათზე თეიმურაზ შაშიაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის რეგისტრირებული კანდიდატის რანგში საინიციატივო ჯგუფის ოფისში წარსდგება ჟურნალისტების წინაშე. მისამართი : კოსტავას 6 , მეორე სართული (რუსთაველის ზეგლის მიმდებარედ) საკონტაქტო ტელეფონი: 599 197 100.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა, მას შემდეგ რაც თ. შაშიაშვილმა მხარდამჭერთა იმაზე ბევრად მეტი ხელმოწერები წარადგინა, ვიდრე კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. 

თეიმურაზ შაშიაშვილი - ჩვენ შეცდომის დაშვების დრო და უფლება აღარ გვაქვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 16 სექტემბერი 2018 03:20

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა მოსახლეობას ზუგდიდიდან მიმართა. "ნიუს დეი საქართველო" აღნიშნულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"მწამს და მჯერა, ზუგდიდში საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვექნება  - ყოველგვარი პომპეზურობის, ტაშისა და ფამილარობის გარეშე. ტაშმა და მოჩვენებითობამ, ხათრმა და იძულებითმა შეხვედრებმა ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა და ქართული სული ლამის ბოლომდე შეიწირა.

აშკარაა, რომ სხვა სტანდარტების პოლიტიკა და ურთიერთობა გვჭირდება -  თუ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე. წარსულს უნდა ჩაბარდეს  სოციალური დემაგოგია და ტყუილი პოლიტიკაში. წარსულს უნდა ჩაბარდეს გარედან დაფინანსებული და მართული,უცხოელი იმიჯმეიკერების მიერ შეფუთული და მათ მიერ ხალხის მოტყუებაში გაწვრთნილი პოლიტიკოსებიც! წარსულს უნდა ჩაბარდეს ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტებული მთავრობები, პარლამენტები, ადგილობრივი ხელისუფლებები.

წარსულს უნდა ჩაბარდეს დამკვიდრებული არაფორმალური მმართველობის სისტემა.

ქვეყანას ყველა დონეზე პიროვნებათა ხელისუფლება სჭირდება. ამის საფუძველი კი,  მაღალი რეპუტაციის ადამიანების შერჩევის სისტემის შემუშავება და დამკვიდრებაა. მისი გარანტი  ხალხთან  მუდმივი დიალოგის სისტემა და მეცნიერთა მონაწილებით შემუშავებული სახელმწიფო მოხელეთა, სახელმწიფო სამსახურების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები უნდა გახდეს.

ეს იქნება სისტემა, რომელიც ხელისუფლებაში არ გაიკარებს არაპროფესიონალს, გაუნათლებელს, გამოუცდელს, სუსტსა და  მატყუარას. სისტემა, რომელიც ძლიერზე - რწმენის კაცზე, საქმის კაცზე იქნება დამყარებული. სისტემა,რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოხელეს ანგარიშვალდებულს გახდის   არა მისი უცხოელი,თუ ჩვენებური პატრონის, არამედ,  ხალხის წინაშე.

ამ მძიმე დასკვნებში დამარწმუნა იმ შეხვედრებმა,რომელიც პირველი სექტემბრიდან -  15 დღის განმავლობაში (ხელმოწერების პარალელურად), გვქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით, მე და ჩემს მეგობრებს - საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და მის ხელმძღვანელს, ბატონ ზაურ ნაჭყებიას.

ამ საკითხებზე მძაფრი, მაგრამ გულწრფელი  საუბარი გვქონდა თბილისის უბნებში, ბათუმში, ოზურგეთში ქუთაისში. ამასვე გვწერენ სოციალურ ქსელში ჩვენი მხარდამჭერები, უბრალოდ,  გულშემატკივრები როგორც საქართველოს ყოველი კუთხიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან !

პოლიტიკის გასუფთავების პროცესი აუცილებლად  უნდა წარიმართოს  ყოველგვარი დაპირისპირების, ანგარიშსწორების -  ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფისა და  ქუჩის ბრძოლების გარეშე. საქართველოში საერთოდ ქუჩის პოლიტიკა და ქუჩის პოლიტიკოსების პარპაში უნდა დამთავრდეს. ეს ქართული გზა არ არის!

ქართული გზა არ არის ფულის გაფეტიშება არჩევნებში. ყველას გასაგონად ვამბობ: ვინც ხმას ყიდულობს, ქვეყანას გვიყიდის და ვინც ხმას ყიდის, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს ყიდის!

ამ ყველაფერზე გულახდილი საუბარი გვექნება. ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოსთვის სწორედ ზუგდიდიდან უნდა წამოვიდეს! ველოდები ადამიანებს,რომელთაც ბევრი შეკითხვა აქვთ, აწუხებთ დღევანდელობა და ფიქრობენ მომავალზე.

ზუგდიდი ბრძენკაცთა  ქალაქია, სამეგრელო  კი – ქვეყნის დიდი საყრდენი. უნდა დამთავრდეს სიბრძნესთან და საყრდენთან პოლიტიკური თამაში, რომელიც ათწლეულებია გრძელდება და უძლიერესი რეგიონი უმძიმესად დაასუსტა. ასეა დასუსტებული საქართველოს დანარჩენი რეგიონებიც.

ჩვენ ასე ღიად უნდა ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს - პრობლემებზე გულწრფელი საუბრებით აღვიდგინოთ მათი ნდობა. თუ ისინი  გვენდობიან, ჩვენც უნდა ვენდოთ მათ და ყველანი ერთად - შეუძლებელს შევძლებთ, გამოვიყვანთ ქვეყანას ერთ  წრეზე მოტრიალე 30 წლიანი პრობლემების კასკადიდან.

ერთი კაცი, თუნდაც მილიონების პატრონი, ბედნიერი ვერ იქნება პრობლემებით  სავსე საზოგადოებაში. მხოლოდ ბედნიერი მოქალაქეების გარემოცვაში გვექნება მშვიდი სინდისი. სინდისთან თანხმობაში ყოფნა - აი, რა სჭირდება დღეს ქართველ პოლიტიკოსს. საქართველოს ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსები გვაძლევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოყვანის საშუალებას, მხოლოდ სწორად მართვაა საჭირო. მართვის მექანიზმის დახვეწა კი სწორი და უტყუარი არჩევანის გაკეთების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

ჩვენ შეცდომის დაშვების დრო და უფლება  არა გვაქვს!

დიახ, მართალი საუბრით და პატრიოტი ადამიანების  თავგანწირული საქმიანობით შეუძლებელს შევძლებთ,  ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში!", აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი.

 

"ქუთათურებმა" შაშიაშვილი ხელმეორედ მოითხოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018 17:21

1 სექტემბერს ქუთაისიდან დაიწყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა სიების შეგროვების პროცესი. პრეზიდენტობის კანდიდატი თავად ესწრებოდა ამ პროცესს და პარალელურად, არაოფიციალურ ფორმატში, მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავდა. შეხვედრებმა ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ მოქალაქეთა თხოვნით, თემურ შაშიაშვილი აპირებს 6 სექტემბერს ისევ დაბრუნდეს ქუთაისში და კვლავ ჩაერთოს პროცესში, რომელიც მის გარეშე უნდა გაგრძელებულიყო. 6 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი 32-ე , მე-17,  38-ე სკოლების და  საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე გამართავს შეხვედრებს.

შეგახსენებთ, რომ ქართული საზოგადოების ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად თემურ შაშიაშვილის კანდიდატურა წამოაყენა.  შესაბამისად, მათ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მიმართეს და რეგისტრაციაც გაიარეს.

წინსაარჩევნო პერიოდში თემურ შაშიაშვილი საქართველოს ყველა ქალაქისა და რეგიონის მონახულებას აპირებს. „შევხვდები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა გავიგო რა უჭირთ მათ და როგორ შეიძლება მათი პრობლემების მოგვარება. მე ქართველი ხალხის პრეზიდენტი ვიქნები“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი.

ცესკოს განცხადება კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 10:36

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ერთ-ერთი კანდიდატის განცხადება, თითქოსდა მისი წარმომადგენლების უფლებების განხორციელებას ექმნება საფრთხე. ამასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად უზრუნველყოფს გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს და ხელს შეუწყობს კანონით დადგენილი მათი უფლებების თავისუფლად განხორციელებას.

ამასთან, დაკვირვების უფლების მქონე პირებს (დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები) ცესკო შეახსენებს, რომ მათ შეუძლიათ კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან, მათ შორის კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების შესაბამისი უბნის სიაში იდენტიფიცირების შესაძლებლობის კუთხით, დააკვირდენენ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას, მათ დამოწმებას და კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად განახორციელონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზემოხსენებული უფლების განხორციელება მოხდეს კენჭისყრის შენობაში აგიტაციისა ან ამომრჩეველზე რაიმე ზეგავლენის გარეშე, რათა დაცული იქნას ხმის მიცემის ფარულობისა და ნების თავისუფლად გამოხატვის ფუძემდებლური პრინციპები.

შესაბამისად, ცესკო მიმართავს დაკვირვების უფლების მქონე პირებს იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას და კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზებას.

მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 11:11

„ქართული ოცნება -დემოკრატიული“ საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

ნაძალადევის რაიონის მე-18 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი, ამომრჩევლებს შეხვდა. მან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა რაიონის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ისაუბრა მომავალი საქმიანობის შესახებ. „მოსახლეობასთან შეხვედრებისას აქცენტებს ვაკეთებ თავისუფლებაზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა 4 წლის განმავლობაში, ასევე, მე მათ ვესაუბრე ეკონომიკის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის რეფორმებზე. მე ვიქნები ამ ადამიანების წარმომადგენელი პარლამენტში და მათ პრობლემების მოგვარებისთვის არ დავზოგავ ძალისხმევას. მე აღვნიშნე, რომ პარლამენტში ჩემი საქმიანობა სპორტულ საკითებსაც დაუკავშირდება და წვლილს შევიტან ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში“.

შოთა ხაბარელი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 14:16

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იგი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათი თხოვნები მოისმინა.

 „ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან და კარგად ვიცნობთ თქვენს პრობლემებს,  მე მზად ვარ მოვისმინო და გავიზიარო ყველა ის თხოვნა, რაც დღეს მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს“,- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

„ლეიბორისტულმა პარტიამ''სამტრედიაში მჟორიტარობის კანდიდატი წარდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 18:00

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა და მათ, მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ჯიმშელეიშვილი წარუდგინა.როგორც ნათელაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ჯიმშელეიშვილი პედაგოგია და მნიშვნელოვანია, საკანომდებლო ორგანოში სწორედ ასეთი ადამიანები იყვნენ წარმოდგენილნი.

გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 30 ივლისი 2016 20:15

 “ძალიან სასიამოვნო გრძნობაა როდესაც იმყოფები მართლაც საქართველოს ციხე სიმაგრეში, ჩრდილოეთის კარიბჭეში, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი სიამაყე და ყოველთვის იყო დამცავი საქართველოსი, აქ განსაკუთრებულად გმირული სულის ხალხი ცხოვრობს და მე მეამაყება რომ დღეს თქვენთან ვართ“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტეფანწმინდაში შეკრებილ მოსახლეობას. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა:

”წარმოგიდგენთ ერთ-ერთ გამოცდილ პარლამენტარს, ახალგაზრდა, თუმცა გამოცდილ კაცს, და რაც მთავარია, ამ მხრის შვილს, ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც თქვენი ყველა ტკივილი სტკივა და თქვენი პერსპექტივა საკუთარ პერსპექტივად მიაჩნია, ეს არის ზაქარია ქუცნაშვილი და მე მხარს ვუჭერ მას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. "2020 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს საქართველოს მთავარი სატრანზიტო მაგისტრალები, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ახალი პროექტი მცხეთა-ვლადიკავკაზის ავტობანის დასაგებად, ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის რომ ლარსიდან მცხეთამდე და ალბათ აქც საჭირო იქნება თანამშრომლობა ჩვენს მეზობელთანაც, ეს ყველაფერი საინჟინრო გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული, იქნება უფრო ფართო გზა ვიდრე დღეს არის. თუკი იქნება 4 ზოლიანი გზა, თუ ამის საშუალებას მოგვცემს საინჟინრო გადაწყვეტა ალბათ უნდა გაფართოვდეს და ნამდვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობანი გაკეთდეს. ეს ძირეულ ცვლილებებს შეიტანს რა თქმა უნდა სტეფანწმინდის განვითარებაში და რა თქმა უნდა ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმ კუთხითაც რომ გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება ადგილზე. ეს იქნება უმნშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის რომ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი განვითარდეს, და რა თქმა უნდა ამასთან ერთად ტურისტული პოტენციალიც. ეს არის ალბათ მსოფლის ერთ ერთი ულამაზესი კუთხე ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ რომ კობიდან გუდაურამდე ეს ჩრდილოეთის ფერდობი განვავითაროთ რაც თავისთავად სტეფანწმინდას გადააქცევს როგორც ზამთრის კურორტს, და ნებისმიერი საოჯახო სასტუმრო რომელიც დღეს არის სტეფანწმინდაში დაიტვირთება უკვე არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, არამედ ზამთრის პერიოდშიც, ვინაიდან აქედან ივლის რეგულარული ტრანსპორტი კობის მიმართულებით, საიდანაც უკვე გუდაურის კურორტზეც შესაძლებელი იქნება დასვენება და რა თქმა უნდა შემდეგ ისევ დაბრუნება და სტეფანწმინდაში ღამის გათევა. ამიტომ ყველაფერი ის რასაც ჩვენ გეუბნებით არ არის აბსტრაქტული გეგმები, ეს არის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, 2017 წელს ჩვენ უკვე დავიწყებთ ამ გეგმების განხორციელებას, გზის პროექტირება უკვე დაწყებულია, კობის მიმართულებით ვმუშაობთ ფრანგულ კომპანიებთან, რათა მათთან ერთად მოხდეს რესურსის მოზიდვა და საბაგირო ზოლის აშენება. ეს ყველაფერი იქნება უმნიშვნელოვანესი მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე თავიდან ავიცილეთ“, - ამბობს საქართველოს პრემიერი.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 4 წლის მანძილზე საქართველოს დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. „რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოთხი წელი ისე გავიარეთ, რომ ერთი მხრივ, გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მეორე მხრივ, ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე აგვეცილებინა თავიდან. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ვითარების, ურთიერთობის ნორმალიზიციისთვის, რა თქმა უნდა, არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც ვიმყოფებით გაცილებით მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა იყოს და თქვენ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, საქმიანობა, თქვენი შემოსავლები იყოს გაცილებით მაღალი, ვიდრე დღეს არის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა მთის კანონის ავტორებს და აღნიშნა, რომ კანონის სამივე ავტორი ამ რეგიონის წარმომადგენელია და ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ეს კანონი შემუსავებულიო და ბოლოში გასულიყო.

თავის მხრივ, ზაქარია ქუცნაშვილმა მთავრობის მეთაურს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენას ესწრებოდნენ  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე,  ირაკლი ტრიპოლსკი, მირიან წიკლარი და დიმიტრი ხუნდაძე.

კანდიდატის წარდგენა ლანჩხუთში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 16:05

ყველასთვის საყვარელი ადამიანი, რომელიც სულ პოზიტივზეა აგებული. რომლისთვისაც  ამ რაიონის არცერთი პრობლემა უცხო არ არის. სწორედ ამიტომ, ბატონი თემური უნდა წარმოადგენდეს თქვენს რაიონს,"- ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.  “ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი  მოქალაქის გაჭირვებატკივილი. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და რა თქმა უნდა, ვგრძნობთ, რა ხდება ქვეყანაში.“ქართულიოცნება“ ისპოლიტიკური გაერთიანებ, რომელიც სიძულვილზე არ არის დაფუძნებული ჩვენი პარტია არის სიყვარულზეგაერთიანების იდეაზე ორიენტირებულიგავიარეთ  ესდაპირისპირების პროცესიაღარ არის დღეს ამის დრო. პატარა ქვეყანა ვართპატარა ერი ვართუნდა გავერთიანდეთდავამთავროთ ერთმანეთის ზიზღიშუღლიდაპირისპირება,შეურაცხყოფის მიყენება. ერთად უნდა დავდგეთ ყველა და ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ,“ - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვიიკაშვილმა 2012 წლიდან დღემდე მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„2011 წლის შემოდგომაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, გადადგა მოქალაქეობრივი ნაბიჯი და ყველა ჩვენთაგანთან ერთადმოახდინა გარდატეხა ჩვენსცხოვრებაშიდღეს შეიძლება ითქვას, რომ თვისობრივად განსხვავებული საარჩევნო პროცესი გვაქვს, ადამიანები არიან მეტად თავისუფალნი. 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაქციეთისეთ სფეროებს ყურადღება, რაც იყო სასიცოცხლოდ მნიშველოვანიყოფნა არ ყოფნის საკითხები  ფაქტობივადეს არის ჯანდაცვის სფეროსოფლის მეურნეობაგანთლება,ინფრასტრუქტურა, მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავადჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი ხელისუფლება. ვაცნობიერებთ რამდენი პრობლემა არსებობსვაცნობიერებთ როგორ უჭირთ ადამიანებს დღესგანსაკუთრებით რეგიონებში და რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი 4 წელი დაეთმობა სწორედ იმას, რომ სწრაფი ნაბიჯებიგადავდგათ,რათა ყველა ადამიანმა იგრძნოს მეტი ცვლილებებიიგრძნოს მეტი შემოსავალი და იგრძნოს მეტი კეთილდღეობა ოჯახშიამისთვის, ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმაგვყავსკვალიფიციური, გამოცდილი გუნდირომელიც შედგება როგორც ძველი, ასევე ახალი წევრებისგან,“-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. ლანჩხუთელებს სიტყვით ასევე მიმართა ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა  კალაძემ.
  „თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც 2011 წლიდან - დღემდე „ქართული ოცნება მოვიდა და მინდა გითხრათ, რომ მართლაც ღირსეულადრა თქმა უნდა, ამ ოთხი წლისგანმავლობაში უამრავი პრობლემა იყომაგრამ ჩვენ ეს სირთულეებიბარიერები გადავლახეთ.ჩვენ ვართ ხალხის მთავრობახალხის ხელისუფლება და ძალიან კარგად გვესმის ყველაის პრობლემა, რომელიც  ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებსრა თქმა უნდა, ყველაფერ ამის მოგვარება ერთი ხელისმოსმით შეუძლებელიათუმცა, მჯერა, რომ პარტია „ქართულიოცნება“ რეალურად არის ის ძალა რომელიც შეძლებს ყველა ამ პრობლემების მოგვარებასმე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებასრასაც პარტია „ქართულიოცნების“ გამარჯვება ჰქვია,-განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 14:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დღეს წალენჯიხის მოსახლეობას, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარუდგინა.

„გვინდა წარმოგიდგინოთ კაცი, რომელიც არის აქაური. გოგა გულორდავამ იცის ყველაფერი, თუ რა უხარია აქაურ მოსახლეობას, რა სტკივა. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. გოგას გააჩნია კვალიფიკაციაც, გააჩნია საჭირო ადამიანური თვისებები, რაც ალბათ ყველაზე მთავარია ასეთ დროს. მას ქვეყნის ხელისუფლებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, რათა წალენჯიხის მოსახლეობის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი ორიენტირი არის ადამიანი, მისი საჭიროებები და მისი უფლებები. „არავითარ შემთხვევაში, განვითარების არცერთი გეგმა, რომელსაც ჩვენ მომავალი ოთხი წლისთვის ვადგენთ, არ გაივლის მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე, ადამიანის უფლებების გათელვაზე, რომელიც ადრე გვქონდა და რომლის მოწმენიც მთელი ქვეყანა გავხდით. როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში ვუყურებდით ასიათასობით დაპატიმრებულ ადამიანს, მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, ყოველთვის მქონდა ასეთი აზრი, რომ არცერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მოწოდება და მთავარი არსი. სწორედ ამ კრედოს მიყვება ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. სწორედ ამ პრინციპის დაცვით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეფექტური, სწრაფი ნაბიჯების გადადგმით, ვივლით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, რათა ადამიანურად და ამავედროს ეფექტურად შევცვალოთ ქვეყანაში ცხოვრების დონე“,-ამბობს პრემიერი.

მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძემ 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, ყველა იმ საქმეს, რომელიც 2012 წელს თქვენთან ერთად დავიწყეთ, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და განათლების მიმართულებით, ასევე დასაქმების კუთხით, მომდევნო 4 წელიწადში ბოლომდე მივიყვანთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში შეიქმნა 70 ათასი სამუშაო ადგილი, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ იყო საკმარისი. საჭირო იყო 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, მაგრამ გზა, რომელიც ამისთვის გვაქვს არჩეული, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, საქართველოში ეკონომიკის ფეხზე დაყენება. მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა. გზა იმისა, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს, იყოს მოგვარებული“ ,-აღნიშნა მან.

გოგა გულორდავამ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და წალენჯიხის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

„დღეს ჩვენ ვდაგავრთ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. ოთხი წლის წინ, ყველამ ერთად შევცვალეთ ქვეყნის რეალობა და მოვიპოვეთ ღირსება, თავისუფლება. ახლა აბსოლუტურად თავისუფალი გარემოა, სადაც თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება გვაქვს. მქონდა პატივი, ორი წელი მემუშავა თქვენთან ერთად გამგებლად. ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა ის დაბრკოლება, ბარიერი, პრობლემა, გამოწვევა, რომლებიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას. არცერთი თქვენგანის პირადი თუ საზოგადი პრობლემა არ არის უცხო. მჯერა, რომ 8 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვიტყვით ღირსეულ სიტყვას და ყველანი ერთად მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას“,-აღნიშნა გოგა გულორდავამ.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური