ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატები დაასახელა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 ივნისი 2020 13:53

საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა.

ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატების შეთანხმებული სია დაასახელა.

კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები წარადგინა:

მთაწმინდა – შალვა შავგულიძე

სამგორი – ლევან ხაბეიშვილი

ვაკე – ელენე ხოშტარია

გლდანი – ნიკა მელია

ისანი – გიორგი ვაშაძე

ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი.

საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში.

 

 

კლასტერპოლის შედეგები გასაჯაროვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018 09:13

არასამთავრობო ორგანიზაცია „ საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის  და მონიტორინგის ცენტრი”  28 ოქტომბერს ახორციელებდა პარალელურ დათვლას საქართველოში განთავსებულ  277 უბნის  დათვლას კლასტრული დთვლის მეშვეობით.

სულ დათვლის პროცესში დამუშავდა 201 364  ამომრჩევლის მონაცემი

დათვლის შედეგები, რომლებიც ასახავდნენ საპრეზიდენტო კანდიდატების ელექტორალურ მხარდაჭერას შემდეგნაირად გადანაწილდა :

48 სალომე ზურაბიშვილი- 43,42 %

5. გრიგოლ ვაშაძე- 35 %

2. დავით ბაქრაძე- 9.95%

10. შალვა ნათელაშვილი-3, 64 %

36. ზურაბ ჯაფარიძე- 1,72 %

25. დაით უსუფაშვილი- 1, 51%

კლასტერული შერჩევის ცდომილება არ აღემატება 0,5+ %

გიორგი მარგველაშვილი: "მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 13:26

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ხმა მისცა პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს  საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. 
"მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალებისა, რომელსაც მრავალი საუკუნის საოცარი, გმირული ისტორია აქვს. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირ ხალხს - ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შაშიაშვილი ვაშაძისა და ზურაბიშვილის მხარდამჭერი ინტელიგენციისგან - დებატებზე შუამდგომლობას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 19:50

დღეს, 8 ოქტომბერს,  პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ  შაშიაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრესსკონფერენცია გამართა.

მან კიდევ ერთხელ მოითხოვა დანარჩენი  პრეზიდენტობის კანდიდატებისგან  ერთობლივი შეხვედრის ჩატარება ამომრჩევლის წინაშე. ისაუბრა შიშზე, რადგან ყოფილი და ახლანდელი მმართველი გუნდების წარმომადგენლები ძალიან უფრთხიან  მასთან  დებატებს.

თემურ შაშიაშვილმა მკაფიო მესიჯი გაუგზავნა ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ლადო კახაძეს, რეზო ამაშუკელსა და ზურა ყიფშიძეს ,  რომლებიც ღიად აფიქსირებენ  პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის  მხარდაჭერას და დანარჩენ საზოგადოებას ოცნების მიერ მხარდაჭერილი  ამ კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ  .

თეიმურაზ შაშიაშვილმა მოითხოვა, უშუამდგომლონ  მას, როგორც ძველ მეგობარს,  ქბ-ნ სალომე ზურაბიშვილთან , რათა ეს უკანასკნელი პირდაპირ  ეთერში  ბატონ თემურთან დებატებში დაჯდეს.

იგივე სახის გზავნილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა  სააკაშვილის კანდიდატის მხარდამჭერ ბასსაც აახლა და  მოითხოვა  პაატა ბურჭულაძისგან, იყოს შუამავალი   მის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძესთან, რათა თეიმურაზ შაშიაშვილმა  მისგანაც   მიიღოს დებატებზე თანხმობა. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ხვალ ბორჯომში  მისი პროგრამული ორიენტირების რეგიონალური წარდგენა დააანონსა, რომელზეც , ტრადიციულად,  კონკურენტი კანდიდატები  მიიწვია.

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 25 კანდიდატია რეგისტრირებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 10:49

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან, 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12-ე დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ.

21 კანდიდატობის მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო ეთქვა უარი კანდიდატად რეგისტრაციაზე; აქედან, ერთმა საინიციატივო ჯგუფმა არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში, ხოლო ერთ პოლიტიკურ პარტიას, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე, ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ. რაც შეეხება 19 საინიციატივო ჯგუფს - მათ, დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია და კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის უარის შესახებ განკარგულებები უფლებამოსილი პირების მიერ არ გასაჩივრებულა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

,,ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები კლინიკა „რუსთავში“ ამომრჩევლებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 11:03

 ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კლინიკა „რუსთავის“ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდნენ.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ კლინიკის სამედიცინო პერსონალთან ,,ქართული ოცნების“ ახალი პროგრამის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც  ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას ეხება. მისი თქმით,   ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომელიც მოქალაქეთა ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

„ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ოჯახების გაღარიბების თავიდან აცილება უზრუნველყო. დღესაც, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება „ქართული ოცნების“ პრიორიტეტად რჩება“,-განაცხადა პაატა მხეიძემ.

 30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ ყურადღება რუსთავში არსებულ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კლინიკების თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურა და სერვისის ხელმისაწვდომობა მისი სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდება.

 „რუსთავის სამედიცინო პერსონალი ყოველთვის აკმაყოფილებდა მაღალ სამედიცინო სტანდარტებს, ჩვენ კვალიფიციურ მედიკთა დეფიციტი არასოდეს გვქონია, თვალნათელია, რომ წარმატებით მიმდინარეობს არსებული სამედიცინო დაწესებულებების განახლების პროცესი. ჩვენი პროგრამის პრიორიტეტულ თემად დავისახავ, რომ მაღალი ტექნოლოგიების სერვისი ჩვენს ქალაქში იყოს ხელმისაწვდომი და მედიკოსების შრომა მეტად დაფასებული“, - აღნიშნა გიორგი ბეგაძემ.

რუსთაველ ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც უბნებზე, ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებებში.

,,პატრიოტთა ალიანსმა''კანდიდატები წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 15:49

,,პატრიოტთა ალიანსმა'' მაჟორიტაორბის კანდიდატები წარადგინა . მაჟორიტარად ვაკეში კენჭს კახა ნუცუბიძე, გლდანში  გიორგი სუხიშვილი და მამუკა ტუსკაძე, სამგორშიკი ბეჟან გუნავა იყრის.ყვარელი-თელავის მანდატისთვის გოჩა მამაცაშვილი იბრძოლებს.

საქართველოს პრემიერმა მცხეთა-მთიანეთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 30 ივლისი 2016 19:56

„მცხეთაში, ნამდვილად სულ სხვა მუხტია - შეუძლებელია, როცა ამ მიწაზე დგახარ განსაკუთრებული სიმძაფრით არ იგრძნო, რამხელა ისტორიასა და ტრადიციებს ინახავს ეს ქალაქი, რამხელა კულტურისა და სულიერების, რამხელა ცივილიზაციის წარმომადგენელი ხარ“, –  ამ სიტყვებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მცხეთა-მთიანეთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

„ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ მცხეთაში წარმოადგენს დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთსა და სტეფანწმინდაში კი ზაქარია ქუცნაშვილი იქნება.
„აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ შეუძლებელია ამაყი არ იყო, როდესაც ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას კვლავ დაუბრუნდა მცხეთის უნიკალური ისტორიული ძეგლები. ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ამბავი“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მოსახლეობას მთავრობის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„მარტო მცხეთა-მთიანეთში არაერთი სერიოზული პროექტი განვახორციელეთ: რეაბილიტაცია ჩაუტარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთს; აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალ სხვა გზასა და ხიდს, სასმელი წყლის სისტემებს, სანიაღვრე და ნაპირსამაგრ სისტემებს, წყალმომარაგებისა და სარწყავ სისტემებს; აშენდა და განახლდა საბავშვო ბაღები, სკოლები; გამრიცხველიანდა და 30 ათასზე მეტ ოჯახს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია", - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა პროექტზე - „სინათლე ყველა სოფელში", რომლის ფარგლებშიც ელექტროენერგია მიეწოდა უშუქოდ დარჩენილ ზოგირთ სოფელს, წლის ბოლომდე კი, მოგვარდება კიდევ რამდენიმე ოჯახის ელექტრომომარაგების საკითხი; გარდა ამისა, ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო 7 ათასამდე ოჯახი; წლის ბოლომდე კიდევ 1500-ზე მეტი ოჯახი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება.
საქართველოს პრემიერმა ასევე ისაუბრა მეწარმეების, გლეხებისა და ფერმერების დასახმარებლად ამოქმედებულ პროგრამებზე, რომელთა ფარგლებშიც, გაიხსნა და გადაიარაღდა საწარმოები, დამუშავდა მიწები, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები. გიორგი კვირიკაშვილმა, მოსახლეობას, სიტყვით გამოსვლისას, მაღალ მთაში სტიქიური უბედურებებისა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების პრევენციის მიზნით ჩატარებულ სამუშაოებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
„დარიალის ხეობაში ჩვენ დავამონტაჟეთ თანამედროვე სასიგნალო სისტემა. სწორედ ამ სიგნალის წყალობით მოვახერხეთ ხალხის დროულად ევაკუაცია და სიცოცხლის გადარჩენა სტიქიის ბოლო შემოტევის დროს.“ - აღნიშნა პრემიერმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მთის კანონის მიღების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთის კანონის წყალობით, პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები; სოციალური პაკეტით კი უკვე სარგებლობენ ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახები.
„ საქართველოსთვის მთა ბუნებრივი კარიბჭე და მცველია, იქ მცხოვრები თითოეული მოსახლე კი, ჩვენი სამშობლოს ნამდვილი მესაზღვრეა. ამიტომაც, მას განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა სჭირდება ჩვენგან განსაკუთერებული ყურადღების შედეგად უნდა მივაღწიოთ იმას რომ მთაში დაბრუნდეს ძირძველი მოსახლეობა და რა თქმა უნდა - მთა არ უნდა დაცარიელდეს. მთის კანონის შემოღებით ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ მთაში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობის მნიშვნელობაზე, რამაც გაზარდა ტურისტული სეზონის ხანგრძლოვობა და რამაც ადგილობრივ მოსახლეობას მეტი სარგებელი მოუტანა. ასევე ისაუბრა ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტზე, როგორიცაა, არხოტის 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა.
„ეს, ნამდვილად, საამაყო პროექტია. იცით, რომ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა. ვისურვებდი, რომ არხოტისკენ სამანქანო გზის გაჭრა მთაში დაბრუნების სიმბოლოდ იქცეს. აი ეს არის ჩაყრილი ფუნდამეტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მომავალ 4 წელიწადში კიდევ უფრო მაშტაბური საქმეები წამოვიწყოთ და ბოლომდე მივიყვანოთ“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
„რეალური პოლიტიკით, რეალური ნაბიჯებით ჩვენ მივაღწევთ ქვეყნის წინსვლასა და გაძლიერებას! ამ გზაზე თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვჭირდება. მჯერა, რომ არჩევნებში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! ქართული ოცნება გაიმარჯვებს, როგორც დღეს უალტერნატივო ძალა, რომელსაც ქვეყნის სწორი გზით განვითარება შეუძლია“ - განაცხადა პრემიერმა.
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის გამოსვლამდე, მცხეთელებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მიმართა,
"არსად ისე არ ტრიალებს თავისუფლების სული, როგორც აქ, ამ უძველეს მიწაზე, ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და ერთად უნდა შევინარჩუნოთ ის". ვიცე პრემიერმა 4 წლის მანძილზე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორისაა მთის კანონი, რითაც მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია მთის ხალხს. "ჩვენ ავღორძინებთ მთასაც და ბარსაც, დავიცავთ მემკვიდრეობას მამა-პაპათა ტრადიციებს, ჩვენ ერთად ვიყავით 4 წლის წინაც და დღესაც ერთად ვართ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ" განაცხადა კახა კალაძემ

გ. კვირიკაშვილმა გურიის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 17:34

გურიაში ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატები წარვადგინეთ,-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გურიის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯამა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სიმბოლურია, რომ გურიის ინტერესების დასაცავად უფროსი თაობის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ერთად იბრძოლებენ.

„თემურ ჭკუასელი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში, ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირსეულად წარმოადგენენ ამ რაიონების, რეგიონის მაცხოვრებლების ინტერესებს. გურიას აქვს ძალიან კარგი პოტენციალი- ტურისტული, საწარმოო, სოფლის მეურნეობის. ჩვენ ჩაის აღორძინებას ვგეგმავთ და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგად იქნება ყველაფერი, რადგან მართლაც ძალიან კარგი, გამორჩეული გუნდი გვყავს“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

გურიის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე.

„დღეს დავასრულეთ გურიის რეგიონში წარდგენები. გუშინ გვქონდა ოზურგეთში ძალიან დიდი, ხალხმრავალი შეხვედრა, სადაც არჩილ თალაკვაძე და თემურ ჭკუასელი წარვადგინეთ. გულწრფელად მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. კარგად მესმის რამხელა პასუხისმგებლობაა იყო შენი ქალაქის, შენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ხმა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ღირსეულად მიიტანენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

 

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას გურიაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 22:07

გურიას ისეთი სიმდიდრე აქვს, რომლითაც ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის; ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც, რაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ,- ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას გურიაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

„ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველო"-ს ოზურგეთში არჩილ თალაკვაძე, ხოლო ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში თემურ ჭკუასელი წარმოადგენს.

"არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთი ახალი სახეა. ამჟამად იგი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. არჩილი არის მოტივირებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ნიჭით და განათლებით უკვე მიაღწია წარმატებებს. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში და ოზურგეთელები მისით იამაყებენ. თემურ ჭკუასელი პარლამენტის წევრია. ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას",- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას გურიის პოტენციალზე ისაუბრა და ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც არა მარტო გურიის, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია დავუბრუნოთ გურიას. ავაღორძინოთ ჩაის წარმოება და ეს ტრადიცია აღსდგეს გურიაში. მინდა გითხრათ, რომ არსებობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - ,,ქართული ჩაი“, რისთვისაც სახელმწიფო თანხა უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამ პროგრამით დაინტერესებული არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი მეწარმეები. რა თქმა უნდა, მეჩაიეობის აღორძინებას მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაფერისი შემოსავალი ყველა თქგვენთაგანის ოჯახში. გარდა ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარიელებთან და ავსტრიელებთან ერთად კომპანია ,,წყალი მარგებელი“ აშენებს 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია. „ნაბეღლავის“ და „ბახმაროს“ გარდა საწარმოში სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელი ჩამოისხმება. ქარხანა ჩამოასხავს ასევე ცნობილ უცხოურ სასმელებს, რომლებიც ექსპორტზე გავა საზღვარგარეთ. ცხადია, ქარხნის ამუშავებას მოჰყვება ხალხის დასაქმება და კიდევ მეტი შემოსავალი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა „Black sea aren“-ას გახსნისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ცოტა ხნის წინ შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 200 მილიონზე მეტი დაჯდა. შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება ბიძინა ივანიშვილის იდეა გახლდათ. გურიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა მართლაც ეს გრანდიოზული პროექტი. ეს პროექტი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისათვის. ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს“,-განაცხადა პრემიერმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გურიაში სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული და გაორმაგებული პასუხისმგებლობა ახლავს, ვინაიდან ამ რეგიონში გამორჩეული ხალხია.

„ცნობილია თქვენი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, სილაღე, იუმორი და, რაც მთავარია, კრიტიკული ანალიზის უნარი, რომელიც არასოდეს გღალატობთ. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ ასეთმა ხალხმა ოთხი წლის წინ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ - იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო ქვეყნაში არსებული ვითარება შეეცვალა, მოეხდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა. როგორც ყოველთვის, არც შემცდარხართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ჩვენ პრაქტიკულად არ დაგვიტოვებია არც ერთი სოფელი უშუქოდ, არ დაგვიტოვებია მაღალმთიანი სოფლები, სადაც არ დავნიშნეთ ტრანსპორტი ბავშვების სკოლაში სატარებლად, არც ერთი მოსწავლე არ დაგვიტოვებია სახელმძღვანელოს გარეშე. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. რამდენადაც შეგვეძლო დავუდექით ხალხს გვერდში. ჩვენ თანამიმდევრულად და მტკიცედ მივდივართ წინ. ყველაზე მთავარი კი ის არის, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს და თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია იწყება. „მართალია, გურულებმა ისედაც კარგად იცით, რა ხდება ქვეყანაზე, მაგრამ ინტერნეტი რომ შემოვა ყველა ოჯახში, კიდევ უკეთ გეცოდინებათ მსოფლიოს ამბები. ხუმრობა იქით იყოს, და ეს მართლაც ძალიან დიდი საქმეა, დიდი ხელშეწყობაა ჩვენი ხალხისთვის“,-განაცხადა პრემიერმა.

საკუთარ გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მეგობრებო, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ცოტანი ვართ ისედაც. არა გვაქვს გათითოკაცების უფლება, არა გვაქვს უფლება პოლიტიკურ დაპირისპირებებს გადავაყოლოთ ქვეყანა, მოვიძულოთ ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენსავით არ ფიქრობს. ალბათ, როგორც არასდროს, ისე სჭირდება დღეს საქართველოს ჩვენი ერთიანობა მთავარ და ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებში. როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს ეხება, ერთად უნდა დავდგეთ, აქ ორი აზრი არ არსებობს. „ქართული ოცნებაა“ სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია საზოგადოების გაერთიანება უმთავრესი პრინციპების გარშემო. მე ეს მტკიცედ მწამს და ამიტომაც ვარ ამ პარტიის სათავეში. მე მაქვს ჩვენი ხალხის გონიერების იმედი, რომ ამ ძალას ხედავს ჩვენში, და ამიტომაც მჯერა, რომ ჩვენს კანდიდატებს ექნებათ ხალხის მხარდაჭერა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მშვიდობას და გამარჯვებას გისურვებთ გურულებო“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა ვიცე პრემიერმა, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

"გურია იმედებისა და პერსპექტივების მხარეა. გურია 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების ავანგარდში იყო და თქვენი წილი დიდია თავისუფლების მოპოვებაში, ოქტომბერშიც ერთად ვივლით გამარჯვებისკენ",-აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიცე- პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე სოფლებში გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების პროგრამებზე.

" ჩვენ შრომით შევქმნით საქრთველოს მომავალს. მშრომელი კაცი არ უნდა დაიჩაგროს, გურიის პატრონები თქვენ ხართ , გახადეთ ეს სახლი ძლიერი, მყარი და ბარაქიანი,"- განაცხადა კახა კალაძემ.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური