შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ გორში სიჩქარის მზომი 7 ,,ჭკვიანი'' კამერა აამოქმედა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 მარტი 2019 10:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან გორში 4 ლოკაციაზე სიჩქარის მზომი 7 სექციური რადარი ჩაირთო.

ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. მიმდინარე წლის 5 მარტიდან ქალაქ გორში 4 ლოკაციაზე ჩაირთო სიჩქარის მზომი 7 სექციური რადარი.

კერძოდ: ცხინვალის გზატკეცილის N4-დან ცხინვალის გზატკეცილისა და პ.მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ); 2. ცხინვალის გზატკეცილისა და პ.მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან ცხინვალის გზატკეცილის N4-მდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);

აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ); 4.აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერებისა და სიჩქარის მზომი რადარების დამონტაჟებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

ნიკა გვარამია უსუფაშვილს და ბესელიას რუსთავი 2-ის საქმის გადახედვისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 15:58

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარესა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს და მოუწოდებს მოისმინონ "რუსთავი 2-ის" პოზიცია განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. 
გვარამიას თქმით, დავით უსუფაშვილს არც კი უკითხავს თუ რა ხდება ტელეკომპანიის თავს.
"მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც სამწუხაროდ არც ერთი შეკითხვით არ ყოფილა წარმოდგენილი ჩვენი მისამართით, არც უკითხავს რა ხდება ჩვენს თავს. მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა როგორც ქვეყნის მეორე პირის, ჩაერიოს ასეთ ვითარებაში და ახსნა-განმარტებები მოისმინოს მხარეებისგან, მითუმეტეს, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მიერ არის წარმართული ეს პროცესები. ამ ვითარებაში მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება როგორც მედიის თავისუფლების გარანტიების ერთ-ერთი მატარებელი პირისგან, არის გაცილებით მაღალი. ასევე ძალიან უცნაურია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მხრიდან სრული იგნორირება და უყურადღებობა ჩვენთან დაკავშირებით", - განაცხადა გვარამიამ. 
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები კეთდება "რუსთავი 2-ის" პოზიციის მოსმენის გარეშე, რაც უპასუხისმგებლო საქციელია. 
"ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ ამ ქვეყანაში არის ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაც არის. არც ერთი შეკითხვა ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მისამართით არ დასმულა, ასევე იმ ფორმალურად ნეიტრალური ხელსუფლების პირებისგანაც კი, რომელიც თითქოს ამით უნდა ინტერესდებოდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლის ხელისუფლებაც არის ჩვენი ხელისუფლებაც და იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი უფლებები ასე ირღვევა, განცხადებების გაკეთება ჩვენი პოზიციების მოსმენის გარეშე არის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი და საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების უგულებელყოფა თანამდებობის პირების მხრიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა იმ თანამდებობის პირს, ვინც მე ჩამოვთვალე, შემოვიდეს დიალოგში ჩვენთან. ერთ შემთხვევაში მოგვცეს საჭირო ახსნა-განმარტებები, მეორე შემთხვევაში, მოისმინოს არა ჩემი, არამედ ჩვენი კოლექტივის პოზიცია და ამასთან დაკავშირებითაც გამოხატოს შემდგომში საჯაროდ თავისი დამოკიდებულება", - განაცხადა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიას ბრიფინგი- თვალთვალი და უკანონო მიყურადება,გვარამია სამართალდამცავი უწყებებისგან განმარტებას ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 15:16

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარმაია სამართალდამცავების მხრიდან „რუსთავი2“-ის მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მათ ოფიციალური უწყებების მხრიდან არ მიუღიათ ახსნა-განმარტება, რა მიზეზების გამო დადგა ტელეკომპანიის თვალთვალზე აყვანის საჭიროება.

გვარამიას თქმით, უწყებების მხრიდან ახსნა განმარტებების დაგვიანება, ქმნის ეჭვს, რომ ტელეკომპანიაზე მიზანმიმართული თვალთვალი ხორციელდება და ამ მხრივ შესაძლოა სამართალდამცავების მხრიდან უფლება-მოვალეობების გადაჭარბებას ჰქონდეს ადგილი.

"მივმართავთ ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. აქამდე ჩვენთვის არავითარი ახსნა განმარტება არ ყოფილა, თუ რატომა არის კამერები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობის გარშემო, გარდა ზოგადი განცხადებისა. ჩვენ არ მიგვიღია ახსნა-განმარტება. ეს არის მედია დაწესებულება. აქ შემომსვლელ-გამსვლელთა დაცვის ინტერესი მაღალია. აქ შეიძლება კონფიდენციალური შეხვედრები მიმდინარეობდეს. ჩვენ თავისუფლად ვერ ვმუშაობთ. ეს არ არის ჩვენთვის დაუძლეველი შეფერხება, თუმცა თუ ახსნა-განმარტებას ვერ მივიღებთ ჩნდება ეჭვი, რომ ეს მიმართულია ჩვენი გადაადგილების საკონტროლებლად და ჩვენთან შემოსული და გასული ადამიანების აღსარიცხავად და მათზე ზეწოლის განსახორციელებლად. ამიტომ ორივე სამსახურს მოვუწოდებთ მოხდეს ახსნა-განმარტების გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ ქმედებას განვიხილავთ, როგორც უფლებამოსილების გადამეტებად კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, რომელიც ჩვენს წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა გვარამიამ . იგი ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთან შეხვედრისკენ მოუწოდებს. 

"რუსთავი 2-ის" შენობასთან კამერების მონტაჟი მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 13:25

რუსთავი 2-ის შენობასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. რამდენიმე საათის წინ ტელევიზიასთან თეთრი ავტომობილი გაჩერდა და როგორც მათ  აღნიშნეს, ისინი შს სამინისტროდან იყვნენ. ამის შემდეგ კი მათ ტერიტორია დატოვეს. 

რამდენიმე წუთის წინ კი სამაუწყებლო კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე შს სამინისტროს წარმომადგენლები სპეციალური ტექნიკით მოვიდნენ და ვიდეოკამერების მონტაჟი დაიწყეს. 

როგორც ცნობილია შს სამინისტრო რუსთავი 2-ის პერიმეტრის 24 საათიან მონიტორინგს იწყებს. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური