დაშავებული სამხედროების მორიგი წარმატება კალიფორნიაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 17:15

ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.

ამჯერად საქართველოს გუნდმა მჯდომარე კალათბურთის ფინალში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გუნდი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. წარმატებით იასპარეზა ვიცე-პოლკოვნიკმა ალუდა სეთურიძემაც ტრენაჟორზე ნიჩბოსნობაში. მან 1 და 4-წუთიან შეჯიბრში ორი ოქროს მედალი აიღო.

პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე საერთაშორისო თამაშები 24 თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით იმართება. დღეს მოპოვებული 11 მედლის გარდა, ასპრეზობის განმავლობაში ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა 23 მედალი უკვე აიღეს, მათ შორის ველოსპორტში - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი, მშვილდით სროლაში - 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი, ეტლით სირბილში - 4 ოქრო, შაშხანით სროლაში - 1 ბრინჯაო და პისტოლეთის სროლაში - 1 ბრინჯაო.

ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ძალისხმევით გაიარა.

ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.

ხანძარი კალიფორნიაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 17 აგვისტო 2016 13:52
ხანძარია კალიფორნიაში. კალიფორნიის ტყის მასივებზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო, სან-ბერნარდინოს დასახლებიდან 82 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დასახლების სიახლოვეს ხანძრის ახალი კერის გავრცელების გამო, სტიქიის საფრთხის წინაშე 35 000-მდე საცხოვრებელი სახლია. ცეცხლმა ამ დროისთვის უკვე 6 000 ჰექტარი მოიცვა. ცეცხლის ჩაქრობას 700-მდე მეხანძრე ცდილობს. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი სიცხე და ქარი უწყობს ხელს.

შტორმის შედეგად კალიფორნიაში სტუდენტები დაიკარგნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 16:03

კალიფორნიაში დაკარგულ სტუდენტებს ეძებენ. 5 მეტრიანმა ტალღებმა შტორმის დროს სანაპიროს გადაუარა და სანტა კრუზის უნივერსიტეტის კოლეჯის 5 სტუდენტი გაიტაცა. სამმა ოკეანიდან ამოსვლა მოახერხა. დანარჩენ ორს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

უკვე რამდენიმე დღეა კალიფორნიაში გადაუღებლად წვიმს, რასაც ძლიერი ქარი ახლავს თან. სანტა კრუსში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და გზები. ასობით ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ძლიერმა ქარმა ხეებიც წააქცია, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს სახლებთან დამცავი ბარიკადების ასაგებად მოემზადონ.

კალიფორნიაში ძლიერი შტორმია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 11:57

კალიფრონიის სანაპიროს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა დაზიანდა მაგისტრალები და შენობები.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა მეწყერის ჩამოწოლის საშიშროების შესახებაც გააფრთხილა.

მეტეოროლოგების ცნობით, უამინდობა კალიფორნიაში კიდევ ორი დღე გაგრძელდება.

კალიფორნიაში მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 16:52

"ისლამური სახელმწიფო" კალიფორნიაში მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს და თავდამსხმელ ცოლ-ქმართან კავშირს ადასტურებს. 

ინფორმაციის გავრცელებამდე შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა ამერიკის ფედერალურმა ბიურომ. 

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა თავდასხმელმა სოციალურ ქსელში ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს"  ერთგულებაზე დაიფიცა. 

2 დეკემბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაიჭრა. თავდამსხმელი ცოლ-ქმარი პოლიციასთან სროლის შედეგად დაიღუპა. 

მოგვიანებით პოლიციამ მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას სხვადასხვა სახის იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა. 

კალიფორნიის ფოსტის ოფისში განგაში გამოცხადდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 15:38

მასშტაბური თავდასხმიდან რამდენიმე დღეში კალიფორნიის ქალაქ სან ბერნარდინოში გზავნილების მიმღები კომპანიის ოფისში ევაკუაცია განხორციელდა.

მიზეზი თავდასხმის ორგანიზატორთა სახელზე გაგზავნილი საეჭვო ამანათი გახდა.

გზავნილის შემადგენლობა უცნობია. თუმცა, შემოწმების შემდეგ სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ის საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდა.

კალიფორნიაში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 10:57

აშშ-ს გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. 

უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ ბოროტმოქმედები თავდასხმისთვის წინასწარ ემზადებოდნენ.

გამოძიება ვარაუდობს, რომ დამნაშავეები საერთაშორისო ტერორისტული ქსელის წევრები იყვნენ. 

2 დეკემბერს კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში, არასამთავრობო ორგანიზაცია Inland Regional Center-ის საკონფერენციო დარბაზში წყვილის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა.

“კალიფორნიელი მკვლელების“ სახლში ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობი აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 10:30

 

კალიფორნიის ქალაქ სან ბერნანდინოს პოლიციამ განაცხადა, რომ 2 დეკემბერს ქალაქში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შემდეგ, გაჩხრიკეს ამ საზარელ დანაშაულში მხილებული საიდ ფარუქისა და მისი მეუღლის ტაშფინ მალიქის სახლი, სადაც აღმოაჩინეს იარაღის საწყობი, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებები და ბომბის დასამზადებელი მოწყობილობები.

შეგახსენებთ, 2 დეკემბერს, საიდ ფარუქი და ტაშფინ მალიქი შეიჭრნენ ერთ-ერთ კლინიკაში და ატეხილი სროლის შედეგად 14 ადამიანი მოკლეს, 20-ზე მეტი კი დაჭრეს.

დამნაშავეები მიმალვას შეეცადნენ, თუმცა მათ პოლიცია დაედევნა და ორივეს ლიკვიდაცია მოახდინა. ბოროტმოქმედებმა პოლიციის მისამართით 100-მდე გასროლა განახორციელეს, 

სამართალდამცავებისთვის უცნობია მკვლელთა მოტივი, 28 წლის საიდ ფარუქი ჯანდაცვის სიტემაში მუშაობდა და საკმაოდ მაღალანაზღაურებად სპეციალისტად ითვლებოდა, ნაცნობები მას ახასიათებდნენ როგორც მშვიდ, გაწონასწორებული და ზრდილობიან ადამიანს. იგი და მისი 27 წლის მეუღლე, რომელიც ფარუქმა საუდის არაბეთიდან ჩამოიყვანა, ინცინდენტამდე არასდროს მოხვედრილან პოლიციის ინტერესის სფეროში.

არსებობს მონაცემები, რომ თავდასხმაში მესამე პირიც მონაწილეობდა და იგი გაიქცა, პოლიციის მტკიცებით ეს პირი დაკავებულია და მიმდინარეობს მისი ბოროტმოქმედებთან შესაძლო კავშირის შესწავლა, ამ ეტაპზე უცნობია მონაწილეობდა თუ არა თავდასხმაში ეს პიროვნება.

2 დეკემბრის თავდასხმა სოციალური დახმარების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ამ კლინიკაში განვითარებაში პრობლემების მქონე ადამიანებს ეხმარებიან, მაგრამ პოლიციელთა განცხადებით, შესაძლოა დანაშაული ამ პიროვნებების წინააღმდეგ არ იყო მომართული.

ეს გახდა ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული ინციდენტი, 2006 წელს ნიუტაუნის სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შემდეგ, როდესაც 26 ადამიანი დაიღუპა.

კლინიკაში ატეხილი სროლის შემდეგ, 20-მდე პოლიციელი დევნის ოპერაციაში ჩაერთო, ატეხილი სროლის შემდეგ მათ ეჭვმიტანილები საკუთარ მანქნაში მოკლეს, ორივე პიროვნება შეიარაღებული იყო, ეცვათ სამხედრო ფორმა და ჯავშანჟილეტები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დანაშაული გააზრებული და წინასწარ კარგად დაგეგმილი იყო

გამოძიების ფედერალური ბიურო ჯერ არ საუბრობს ტერაქტის ვერსიაზე, თუმცა პრეზიდენტი ობამა ტერორისტული აქტის ვერსიას არ გამორიცხავს.

 

კალიფორნიაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი ლიკვიდირებულია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 10:05

კალიფორნიის შტატში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 
როგორც უცხოური საინფორმაციო სააგენტოები წერენ, მოკლული თავდამსხმელებიდან ერთი მამაკაცი, ერთი კი ქალია. 
პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ ორივე ლიკვიდირებული პირი შეიარაღებული იყო – თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და ეცვათ "თავდამსხმელის სტილის" ტანსაცმელი.
კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბერნარდინოში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გამოძიების ფედერალური ბიურო ტერორიზმს არ გამორიცხავს, მაგრამ განმარტავს, რომ "მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს".
ბოლო ინფორმაციით, მომხდარი თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. 

კალიფორნიის შტატში მომხდარი თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 10:00

20 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბერნარდინოში Inland Regional Center-ზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკოპანია იუწყება. სამი თავდამსხმელი კალიფორნიის დროით 11:00 საათზე იმ შენობაში შეიჭრა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების ცენტრია გათავსებული.

თავდამსხმელებმა უმისამართო სროლა ატეხეს, რასაც სხვადასხვა მონაცემებით 12 დან 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. abcnews-ის ცნობით სამი თავდამსხმელიდან ერთ ერთი სამხედრო ეკიპირება ეცვა, პოლიცია კი იუწყება რომ ყველა თავდამსხმელი ჯავშანჟილეტით იყო აღჭურვილი. 

ადგილობრივ მედიას თვითმხილველებმა უამბეს, რომ შემთხვევის ადგილზე 150-მდე პოლიციელია მობილიზებული, ამავე ტელეკომპანიის კონფიდენციალური წყაროს ცნობით შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და შენობაში არსებული ბომბის ნეიტრალიზებას ცდილობენ. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური