სახიფათო კავშირი: რაში მდგომარეობს ყირიმის ხიდის საფრთხე უკრაინისთვის და მთლიანად შავი ზღვის რეგიონისთვის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 31 ივლისი 2018 23:07

2018 წლის 14 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ყირიმი მოინახულა. მისი ინსპექტირების პირველი ობიექტი გახდა ყირიმის ხიდი, რომელიც კონტინენტალურ რუსეთს ახლადანექსირებულ ტერიტორიას აკავშირებს.

ჯერ-ჯერობით რუსეთი იძულებულია ნახევარკუნძულზე ადამიანები და ტვირთები მხოლოდ საჰაერო, ან საზღვაო გზით ჩაიყვანოს, ვინაიდან სახმელეთო გზა ჯერ-ჯერობით არ არსებობს. რათა შეცვალოს სიტუაცია, კრემლმა გადაწყვიტა ააგოს 19 კილომეტრიანი ხიდი ქერჩის სრუტეზე ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს შორის. პროექტი დაამტკიცეს 2015 წლის იანვარში. პროექტის ღირებულება შეადგენს 3 მილიარდ დოლარს. პროექტს ანხორციელებს ვლადიმერ პუტინის უახლოესი მეგობრის, რუსი ოლიგარქის არკადი როტენბერგის კომპანია შპს „სტროიგაზმონტაჟი“.

ხიდის საამშენებლო სამუშაოები 2015 წლის მაისში დაიწყო. საავტომობილო ხიდის გახსნა 2018 წლის 18 დეკემბერს იყო დაგეგმილი, ხოლო სარკინიგზო ნაწილის გახსნა 2019 წლის ბოლოსთვის გადაიდო. დროის გახანგრძლივებამ პროექტის გაძვირება გამოიწვია. 2018 წლის პირველი მარტის მდგომარეობით ხიდის მშენებლობის საპროექტო ფასი 4 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.

უკვე მშენებლობის საწყის ეტაპზე, ეს ხიდი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შავი და აზოვის ზღვის ბუნებას. გარდა ამისა, იგი დიდ ზიანს აყენებს  უკრაინის ეკონომიკას და ქმნის კიევზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღს. მაშ რაში მდგომარეობს ყირიმის ხიდის მთავარი საფრთხე უკრაინისა და შავი ზღვის რეგიონისთვის?

ხიდი ზიანს აყენებს უკრაინის ეკონომიკას

ვინაიდან აზოვის ზღვაში უკრაინის და რუსებთის ინტერესები იკვეთება, რუსეთის ეს პროექტი აუცილებლად დააზარალებს უკრაინის ეკონომიკას და მთლიანად რეგიონს.

პირველი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყირიმის ხიდის პროექტი ზღუდავს აზოვის ზღვის პორტში შემავალი გემების შესაძლებლობებს. აზოვის  შემოგარენის განვითარების სააგენტოს დირექტორი კონსტანტინე ბატოზსკი აღნიშნავს, რომ 160 მეტრი სიგრძისა და 31 მეტრი სიგანის გემები რომლებიც 33 მეტრისა და მეტი სიმაღლისანი არიან, ფიზიკურად ვერ გაივლიან ხიდის ქვეშ. „პანამაქსის“ ტიპის გემები ვერ ეტევიან ამ ჩარჩოებში. „ეს კი არსებითად ზღუდავს ტვირთების დიაპაზონს და მოცულობას, რომლებიც შესაძლებელია ჩაიტანონ საზღვავო გზით ბერდიანსკისა და მარიუპოლის აზოვის ზღვის პორტებში“, - ამბობს ბატოზსკი. ასე, მეტალურგიული პროდუქცია და კონტეინერების გაგზავნა ამჟამად შესაძლებელი იქნება მხოლოდ შავი ზღვის პორტების დახმარებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხმელეთზე ტვირთების ტრანსპორტირებისათვის უფრო მეტი ფული დაიხარჯება, ხოლო პორტების ინფრასტრუქტურა თანდათანობით  არარენტაბელური გახდება. ასეთმა სცენარმა შესაძლებელია მიგვიყვანოს დიდი მოგების დაკარგვამდე, რომელიც დაემატება სხვა წამგებიან თანხას, რომელიც შესაბამისად დადგება ყირიმის ანექსიის შედეგად. 

ხიდი-რუსეთის აგრესიის ინსტრუმენტი უკრაინის წინააღმდეგ

ყირიმის ხიდი-ეს არის პოლიტიკური პროექტი, რომელიც მიმართულია რამოდენიმე მიზნის მისაღწევად.

პირველ რიგში, ხიდი საჭიროა იმისთვის, რომ განამტკიცოს ყირიმის ანექსია. ყირიმის სახლის საპროგრამო დირექტორის ალიმ ალიევის თქმით, ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს ხიდს, რათა აჩვენოს ყირიმელ ხალხს, თუ როგორ ზრუნავს რუსეთი მათზე. ხიდი დაეხმარება რუსეთს სწრაფად ჩაიტანოს ტვირთები ნახევარკუნძულზე, მათ შორის, სამხედრო ტვირთები და ამგვარად დაიცვას ყირიმის ანექსია.

მეორე, რუსეთს შეუძლია დაკეტოს ქერჩის სრუტე ყველა გემებისთვის. ასეთი ქმედება აზოვის ზღვას ტბად გადააქცევს და სავაჭრო ბლოკადის შესაძლებლობას გაუხსნის უკრაინის პორტებს. რუსეთს შეუძლია ეს შესაძლებლობა გამოიყენოს სხადასხანაირად. მაგალითად, ბლოკადას გამოიყენებს კიევზე ზეწოლის იარაღად, რათა აიძულოს იგი ნახევარკუნძულზე განაახლოს წყლისა და ენერგიის მიწოდება.

აღსანიშნავია ის, რომ რუსეთი უგულველყოფს „გაეროს“ კონვენციის (UNCLOS) საზღვაო სრუტეების ქვეპუნქტებს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს სრუტესთან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სატრანზიტო მიმოსვლას და უნდა იძლეოდეს სრულ ინფორმაციას ნავიგაციის ყველა საშიშროების შესახებ. ეს კი უკრაინას აძლევს შესაძლებლობას რუსეთს წაუყენოს სარჩელი, მაგრამ სამწუხაროდ ეს მას ჯერაც არ გაუკეთებია.

ხიდი ემუქრება შავი და აზოვის ზღვის ეკოსისტემას

„საამშენებლო სამუშაოებმა უკვე მიაყენეს ზიანი შავი და აზოვის ზღვის ეკოსისტემას“, - აცხადება ალიმ ალიევი. როდესაც ხიდის მშენებლობა დასრულდება, საშიშროება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

ვულკანების და სეისმოლოგიური აქტიურობის გამო ქერჩის სრუტე არ არის შესაფერისი ხიდის მშენებლობისთვის. გეორგი როსნოვსკი, უკრაინელი ხიდების მშენებელი განმარტავს, რომ რუსეთმა ამოირჩია ყველაზე საეჭვო ვარიანტი ხიდის მშენებლობისთვის. იგი მიიჩნევს, რომ პროექტის ეს ვარიანტი არ ითვალისწინებს რისკების ფაქტორს, და ამის გამო ხიდის კონსტრუქცია არ იქნება ხანგძლივი. თუკი მშენებლობამ უკვე შეცვალა ზღვაში მკვიდრთა საცხოვრებელი გარემო, მაშინ ხიდის დანგრევა სრულ კატასტროფას გამოწვევს. თუმცაღა, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია მთლიანად შეფასდეს ხიდის მასშტაბის გავლენა აზოვისა და შავ ზღვაზე.

რამოდენიმე მოსაზრება

უეჭველია, ყირიმის ხიდს ააშენებენ. პაველ კაზარინი, ჟურნალისტი და „კრიმრეალის“ მიმომხილველი აღნიშნავს, რომ ეს პროექტი ამტკიცებს ვლადიმერ პუტინის იმპერიულ ამბიციებს. „არა აქვს მნიშვნელობა რა ეღირება ეს პროექტი, ვინაიდან ვლადიმერ პუტინი თვითონ მართავს ფონდებს. მშენებლობა შეიძლება გახანგრძლივდეს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იგი მაინც დასრულდება“, - დარწმუნებულია პაველ კაზარინი.

ვლადიმერ პუტინს იმპერიულმა ამბიცებმა უბიძგეს, ავარიული ყირიმის ხიდის პროექტის რელიზებისაკენ. იმედს გამოვთქვავთ, რომ ხიდის მშენებლობის დროს გამოვლენილი სიჩქარე და კორუფცია არ მიგვიყვანს ხიდის დანგრევამდე. მითუმეტეს, რომ ზიანი უკვე მიადგა შავ და აზოვის  ზღვას, ისევე როგორც უკრაინის ეკონომიკას.

მომზადებულია ვიტალი რიბაკის მიერ «UkraineWorld» (ukraineworld.org) -ისთვის.

ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე  ukraineworld.org

http://ukraineworld.org/2018/04/poisonous-link-why-russias-crimea-bridge-is-dangerous-for-ukraine-and-the-black-sea-region/

ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით მათემატიკის ოლიმპიადა ,,გახდი ოლიმპიელი 2018“ იწყება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 26 მარტი 2018 11:22

საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი მესამე წელია ატარებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე- 6 კლასელებისთვის მათემატიკის ოლიმპიადას.

გასულ წლებში ოლიმპიადა  ,,გახდი ოლიმპიელი“ მხოლოდ თბილისის მასშტაბით ტარდებოდა და 200 სკოლის 1700 მოსწავლე მონაწილეობდა.

წელს, ,,გახდი ოლიმპიელი - 2018“  ორ ქალაქში ტარდება.  თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ბათუმში დასავლეთ საქართველოს რეგიონის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

წელს ოლიმპიადის მაშტაბი გაიზარდა და თბილისის გარდა ბათუმშიც ტარდება „გახდი ოლიმპიელი 2018“.  გვინდა მადლობაგადავუხადოთ ჩვენს სპონსორებსმათი თანადგომის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდალიბერთი ბანკი უკვე მეორე წელიამხარში გვიდგას და გვეხმარება ჩვენი მიზნების განხორციელებაში”- განაცხადა საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთაკავშირის დირექტორმა, ემზარ ოთხოზორიამ.

,,ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის  პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მათემატიკის ოლიმპიადის მხარდაჭერას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელვანია, მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა.“ – განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

გვინდა აღვადგინოთ კავშირი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, - ირაკლი ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 16:57

"ხალხს ვინც დღეს არის  ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში არ აქვთ არანაირი პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ამომრჩევლების მიმართ. ჩვენ გვინდა ჩვენი პროგრამით აღვადგინოთ კავშირი ხალხსა და ხელისუფლებას შორის," - განაცხადა  "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ თბილისელების პრობლემებთან დაკავშირებული მონიტორიგის შედეგებზე საუბრისას.

 

ISIS-თან სავარაუდო კავშირის გამო საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 29 ნოემბერი 2015 12:43

დასავლეთ საქართველოში დაკავებულია 4 პირი. სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო აიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა განცხადებას ამ ეტაპზე არ აკეთებენ, უწყებაში ამბობენ , რომ   ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ახალგაზრდა მამაკაცს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 17:58

საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი გორში. სოფელ ვარიანის მოსახლეობა გიორგი ნიბლაძისა და ნინო კოკაურის ოჯახს იცავს. გამოძიება მამაკაცის მიმართ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის მუხლით მიმდინარეობს.

თანასოფლელები და ნათესავები ყვებიან, რომ 15 და 18 წლის ახალგაზრდებმა ოჯახი სიყვარულით და მშობლების თანხმობით შექმნეს. მათ უკვე შვილიც ჰყავთ. სწორედ მშობიარობის შემდეგ გადაეცა საქმე სასამართლოს, როდესაც სამშობიაროში დადგინდა, რომ ახალშობილის დედა არასრულწლოვანია. 

გიორგი ნიბლაძეს ახლა  7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ბრიუსელში, პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 14:49

ბრიუსელში, პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ AP საფრანგეთის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.

მათი ინფორმაციით, შვიდივე ეჭვმიტანილი რამდენიმე რეიდის დროს კვირას, ბრიუსელის მოლენბეკეს რაიონში დააკავეს.

ნაპოვნია მეორე მანქანაც, რომლითაც სავარაუდოდ ტერორისტები გადაადგილდებოდნენ. 
საფრანგეთის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილ, ბელგიაში დაბადებულ 26 წლის აბდესლამ სალაჰზს ეძებენ, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური