Visa-მ ბანკებს ვადაგასული ბარათებით ტრანზაქციების დამუშავების მექანიზმის შესახებ აცნობა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 22 აპრილი 2020 12:26

თბილისი - 2020 წლის 22 აპრილი — Visa-მ  ემიტენტ ბანკებსა და  სავაჭრო ობიექტებს აცნობა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ვადაგასული ბარათებით ოპერაციების განხორციელების შესახებ, რათა საქართველოში Visa ბარათის მფლობელებმა შეუფერხებელად გამოიყენონ თავიანთი ბარათები გადახდების განსახორციელებლად. 

ამ პერიოდის განმავლობაში Visa მოუწოდებს ემიტენტ ბანკებს, არ უარყონ ვადაგასული ბარათების ტრანზაქციები და გადაამოწმონ, არის თუ არა მათი  პროცესინგის მხარეს ყველა საჭირო პარამეტრი გაწერილი, რათა მოხდეს ვადაგასული ბარათების ტრანზაქციების ავტორიზება.

თუ  ემიტენტ  ბანკში ჰოსტი ხელმისაწვდომია, ტრანზაქციის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომ თანხაზე დაყრდნობით. თუ  ჰოსტი მიუწვდომელია, Visa-ს შეუძლია ემიტენტი ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, ცვლილებები შეიტანოს საგადახდო სისტემის პარამეტრებში, რათა გააუქმოს ბარათის ამოწურვის ვადის გადამოწმების ფუნქცია. ვადაგადაცილებული Visa-ბარათების მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ ბანკებს, რათა გადაამოწმონ საკუთარი ბარათებით ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა.

„ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ბანკების მიერ ბარათების განახლებასთან და მომხმარებლისთვის მიწოდებასთან არის დაკავშორებული. აქედან გამომდინარე, გვინდა შევახსენოთ ჩვენ პარტნიორ ბანკებს ვადაგასული ბარათების ავტორიზაციის პროცედურების შესახებ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა უზრუნველვყოთ ვადაგასული ბარათების ტრანზაქციების მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ რეკომენდაციას ვაძლევთ ბანკებს მოახდინონ კონფიგურაციების მოდიფიცირება. ეს ნაბიჯი საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ ბანკებს შეამსუბუქონ დატვირთვა ახალი ბარათების დაბეჭდვასა და დისტრიბუციაზე, ხოლო მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას განაგრძონ უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდების განხორციელება Visa ბარათების მეშვეობით. ჩვენ ვმუშაობთ ბანკებთან ერთად და მზად ვართ გავუწიოთ მათ ყველა სახის კონსულტაცია საკითხის გადასაჭრელად“ - განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.

 

VisaInc.-ისშესახებ

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, Visa ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE

ქართულ-სომხური მედია-დიალოგი: „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018 09:25

გასულ კვირას ერევანში გაიმართა ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება სამხრეთ კავკასიაში“. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), გლობალური პარტნიორობა საბრძოლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად (GPPAC - სამხრეთ კავკასიაში) და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი (HCA-სომხეთი). აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

ორმხრივ შეხვედრაში მონაწილე ჟურნალისტებმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განიხილეს სომხეთსა და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. გაცვალეს ინფორმაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ წვლილზე კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის თაობაზე. ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხრეთკავკასიელი ქალ მედიატორთა ქსელის დაარსების შესახებ და გაეცნენ ინფორმაციას მათთვის ახალი ონ-ლაინ კონტენტების www.peaceportal.org და www.peacetraining.eu მუშაობის თაობაზე. რომლებიც მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. 

ქართულ-სომხური მედია-დიალოგის ორგანიზატორის, საერთაშორისო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) კავკასიური პროგრამის კოორდინატორის ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონის ჟურნალისტების გამოცდილება კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის ამოქმედების თვალსაზრისით. „ამისათვის ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს კონფლიქტი და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მათგანმა კონფლიქტების პრევენციის თვალსაზრისით“, - ხაზი გაუსვა ზაალ ანჯაფარიძემ.

ერევნის შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს მომხსენებლების მანე პაპიანის (სომხეთი), მამუკა ყუფარაძის (საქართველო), აკობ კარაპეტიანის (სომხეთი), ზვიად ავალიანის (საქართველო), გევორგ ტოსუნიანისა (სომხეთი) და მზევინარ ხუციშვილის (საქართველო) ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს და მათი დაძლევის მექანიზმებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო საშუალებებში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. „ძალიან კარგია, რომ რეგიონის ჟურნალისტებს შორის ხდება გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს შორის საერთო აზრის ფორმირება, თუ როგორ შეგვიძლია არაკონფრონტაციული და სამშვიდობო რეპორტჟებით ხელი შევუწყოთ კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე. 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები გაეცნენ ქართული და სომხური მხარის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ჩანაწერებს  და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს მათ გარშემო. აღნიშნული ჩანაწერები შეასრულეს ქართველმა და სომეხმა კომპეტენტურმა ექსპერტებმა. ნაშრომებში წარმოდგენილია ის ხედვები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ ნიადაგაზე ამოცენებულ კონფლიქტების შესაძლო პრევენციას, იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA)ნაწილია, ხოლო სომხეთი კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის. მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და კონკრეტული გზები დასახეს, თუ როგორ უნდა მიიტანონ საინფორმაციო საშუალებებმა მკითხველის, მაყურებლის და მსმენელის ყურამდე, ის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ავთანდილ ოთინაშვილი

ქართველი ახალგაზრდები და კორეული ორგანიზაცია HWPL-თან მშვიობისათვის ერთიანდებიან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 19:43

31 ოქტომბერს, სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ოფისში შეიკრიბნენ. მათი შეხვდრის თემა მშვიდობის გამოწვევები და ქვეყანაში ახალი პროექტის „მშვიდობის ზონის“ განხორციელება გახლდათ. მონაწილება ღონისძიებაში 15 ადამიანმა მიიღო („კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“, „ქართველი ახალგაზრდების განვითარების ასოციაცია“, „მშვიდობის ხმა“). მოხდა Skype ჩართვის განხორციელება კორეული ორგანიზაციის - HWPL (ზეციური კულტურა, მსოფლიო მშვიდობა, სინათლის აღდგენა), წარმომადგენლებთან. განხილული იქნა მომავალი სამუშაო გეგმა და დასახული იქნა კონკრეტული მიზნები.
პროექტის ფარგლებში ქართველი ახალგაზრდები და კორეული ორგანიზაციის წარმომადგენლები გეგმავენ შექმნან, სივრცე სადაც კონფლიქტი, ომი და დაპირისპირბა არ იარსებებს. ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ ისაუბრონ ყოველგვარი დაპირისპირების ენის გარეშე. ასევე ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიენები, სემინარები და აქტივობები, რომლებიც იქნება მიმართული მშვიდობის პროპაგანდისაკენ. პირველ ეტაპზე 49-მდე ახალგაზრდა იზრუნებს ამ იდეის განხორციელებისათვის. მშვიდობის ზონის შექმნა შესაძლებელია ისეთ თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა - სალექციო ოთახი, ბაღი, უნივერსიტეტის კამპუსები და ა.შ.
შეგახსeნებთ, HWPL გახლავთ არასამთავრობო ორანიზაცია, რომელიც აერთიანებს მშვიდობისათვის, ყველა ნაციონალობის ადამიანებს, სხვადასხვა ერების ლიდერებსა და რელიგიურ წარმომადგენლებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მთავარი მიზანია - მშვიდობა მთელს მსოფლიოში და კონფლიქტებისა და ომის აღმოფხვრა სიკეთის ენით. ამ მისიის გასავრცელებლად წელს სექტმბერში, სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში, გაიმართა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა 64 ქვეყნის 300-მდე ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. შარშანედლი სამიტის მთავარი მიღწევა კი, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პირველი საერთაშორისო კონვენიცაა, ომის შეწყვეტისა და მსოფლიოში მშვიდობის მიღწევის შესახებ.  შეიქმნა კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო სამართლის ექსპერტებისაგან. კონვენციის მიხედვით ყოველი ომი, თუ შეიარაღებული კონფლიქტი, უნდა იყოს შეჩერებული და ასევე იარაღწარმოება. პრიორიტეტად, კი ყველა ქვეყანაში უნდა იყოს დაყენებული მშვიდობა.
დღესდღეისობით ორგანიზაციის წევრები გახლავთ 30 000 ახალგაზრდა მსოფლიოს 130 ქვყნიდან.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური