იუსტიციის საბჭოს სხდომა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 17:21

დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომა გაიმართა, შიდა მოკვლევამ დაადასტურა რომ მოსამართლეების საგამოცდო ტესტები სავარაუდოდ გატანილია . ახლა საქმის მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება ,გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ თუმცა მასალებში არის გარკვეული ნაშრომები და ვიდეო ჩანაწერები , სწორედ ამ მასალებს გადაუგზავნიან ისინი მთავარ საგამოძიებო უწყებას , ვისი ბრალეულობა იკვეთება ტესტების საქმეში ესეც უცნობია .საბჭოს წევრების განცხადებით ყველაფერს დაადგენს გამოძიება ,ისინი მზად არიან ითანამშრომლონ პროკურატურასთან და გამოცხადნენ დაკითხვაზე.  გაუქმდება თუ არა ტესტების პასუხები ჯერ გადაწვეტილი არ არის. 

მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია იუსტიციის საბჭოში

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 12:35

იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ფიცი 12 თებერვალს კენჭისყრის შედეგად არჩეულემა მოსამართლეებმა დადეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით მსჯელობს. შემუშავდება სასამართლო სისტემის რეფორმის 2016-20 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

მოწმეთა დაკითხვის წესზე იუსტიციის საბჭო იმსჯელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 09:56

მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით იმსჯელებენ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ასევე შემუშავდება სასამართლო სისტემის რეფორმის 2016-20 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

მოწმეთა დაკითხვის წესი 20 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. დღევანდელ სხდომას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე დაესწრება.

ჯერ-ჯერობით უცნობია იმსჯელბენ თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის წინააღმდეგ დაწყებულ დისციპლინარულ დევნაზე, რაც წინა სხდომის მთავარი საკითხი იყო.

იუსტიციის საბჭომ 22 მოსამართლე აირჩია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 15:46

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი - კენჭისყრა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განუცხადა, 30 ვაკანტურ ადგილზე გამწესდა 22 მოსამართლე, 8 ადგილი კი კვლავ ვაკანტური დარჩა. 

"დღეს დამთავრდა კონკურსის მესამე ეტაპი, ანუ კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგად საერთო სასამართლოების სისტემაში 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე გამწესდა, მათგან 8 არის ყოფილი მოსამართლე, 3 - იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული და 11 მოქმედი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა 8 ადგილი", -განაცხადა ნინო გვენეტაძემ. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭო მზად არის მონაწილეობა მიიღოს ყველა დისკუსიაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 15:11

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უპასუხა. როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაიმართა. კენჭისყრა დღეს დილიდან მიმდინარეობდა.

30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე დაინიშნა. ეს წელს მოსამართლეების პირველი დანიშვნებია. პროცესის დაჩქარებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმით ხსნიან, რომ 20 თებერვლიდან მოწმეთა დაკითხვის წესი უნდა ამოქმედდეს და სისტემაში კადრების შევსებაა საჭირო.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება პრეზიდენტმა გუშინ მოითხოვა. მისი სახელით განცხადება იურიდიულ საკითხებში მრჩეველმა გააკეთა. ქვეყნის მეთაურის ამ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილიც უერთდება.

ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ მათ მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის შეჩერების უფლება არ აქვთ. მისი განმარტებით, ისინი ვალდებული არიან ვაკანსიების შემთხვევაში დანიშნონ მოსამართლეები.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, საბჭო მზად არის მონაწილეობა მიიღოს ყველა დისკუსიასა და განხილვაში, რომელიც დადგენილი პროცედურების უფრო მეტი დემოკრატიზაციისკენ იქნება მიმართული.

„პროცესი თუ დაიწყება, საბჭო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრის კენჭს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 11:00
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრის კენჭს. აღნიშნულ პროცედურებს უნდობლობას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. კოალიციაში ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიიჩნევენ, რომ მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის წესი ბუნდოვანია. კოალიცია მოქმედი ნორმების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასა და მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშნვის შეჩერებას ითხოვს. ორგანიზაციები დღეს პროკურატურას მიმართავენ და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტებისა და პასუხების გამჟღავნების საკითხზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებისთვის ყველა ზომა უნდა მიიღონ-გიორგი კვერენჩხილაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 17:18
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნდობით არ სარგებლობს. ამის შესახებ კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. "პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებებიც გაჩნდა. პრეზიდენტის გამოსვლა არ უნდა დარჩეს უბრალო ნათქვამად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, საკანონმდებლო ორგანომ, რომელთა მხრიდან მხარდაჭერა გამოითქვა პრეზიდენტის წინადადებებზე, ყველა ზომა უნდა მიიღონ, რათა დაუყოვნებლივ განახორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - ფაქტია, რომ ის არ სარგებლობს, სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად, საზოგადოების ნდობით, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ვერ ისარგებლებს ნდობით, ამიტომ პრეზიდენტის მიმართვაში დასმული საკითხები კიდევ უნდა დამუშავდეს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს მონაწილეობით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოხდეს საბჭოს რეფორმირება", - განაცხადა კვერენჩხილაძემ. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი შემადგენლობით სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემასთან შეუთავსებელია. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძის როლს, გიორგი კვრენჩხილაძე განმარტავს, რომ სასამართლო ხელისუფლებასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემაში პრობლემები იყო, დღესაც არის და ყველა უნდა იყოს მობილიზებული, რომ აღნიშნული პრობლემები გადაწყდეს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების საკითხი დღის წესრიგში დააყენა.

ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის საბჭოზე საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 10:24
მამუკა ახვლედიანსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ კანონმდებლები. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და გადაწყვეტილების პროცესში კონკრეტული დევნის დაწყების თაობაზე, ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს. „მინდა იმედი გამოვთქვა, რომ იუსტიციის საბჭო პროცესს წარმართავს კანონის სრული დაცვით, ყოველგვარი სხვა კონტექსტის და ქვეტექსტების გარეშე,“ - აცხადებს ეკა ბესელია. ნაციონალურ მოძრაობაში საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ. „საეჭვოა სწორედ ის გარემოებაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაახმაურა მამუკა ახვლედიანმა და ნაცვლად ამ საკითხის გამოკვლევისა, მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება სწორედ ამ მოსამართლის წინააღმდეგ,“- განმარტავს ჩიორა თაქთაქიშვილი. პარალელურად, მიმდინარე პროცესს სამარცხვინოდ აფასებენ ადვოკატთა ასოციაციაში და ლევან მუსურიძისა და ნინო გვენეტაძის უშუალო პასუხისმგებლობაზე საუბარობენ. "ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლებაც ამას გადაყვება. მათი სასიკვდილო განაჩენი იქნება მურუსიძე და მურუსიძეები," - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა. მამუკა ახვლედიანმა გუშინ დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპილინური დევნა დასტურდება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 16 მოსამართლესთან გასაუბრება მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 12:52

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 16 მოსამართლესთან გასაუბრება მიმდინარეობს, რომელსაც ნინო გვენეტაძე და ლევან მურუსიძე ესწრებიან. 

გასაუბრების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდებიან. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ისინი უშუალოდ დაესწრებიან სასამართლო პროცესებს. 

კახა კუკავა იუსტიციის საბჭოზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 16:25

იუსტიციის საბჭოში განვითარებულ მოვლენებს არასაპარლამენტო ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის, კახა კუკავას განმარტებით, პროცესები, რომელიც ლევან მურუსიძის უწყების გარშემო მიმდინარეობს, კანონიერი ქურდების საქმიანობას გავს.

„ეს შეხვედრა ძალიან გავდა კანონიერი ქურდების სხადნიაკს, რომლებიც მსჯელობდნენ არა რაღაც სახელმწიფოებრივ, მართლმსაჯულების რეფორმის, არამედ თავიანთი წევრების დაცვის საკითხებზე,“ - განაცხადა კახა კუკავამ.   

ახალი მემარჯვენეები პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას ურჩევენ, რომელიც იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელი შემადგელობის საქმიანობას შეაჩერებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური