იუსტიციის საბჭო არასამთავრობოების რეკომენდაციებს ისმენს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2016 17:18

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში სხდომა მიმდინაროებს. 

მთავარი განსახილველი საკითხია არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები. მას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წარადგენს. საუბარია სულ 10 რეკომენდაციაზე.

ნინო გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს დადებითად აფასებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 13:06

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ გიორგი მიქაუტაძეს შეუძლია იყოს ღირსეული თავმჯდომარე - შევისწავლე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია, შევისწავლე მის მიმართ არსებული პრეტენზიები და ნამდვილად მივხვდი, რომ მას შეუძლია იყოს საქალაქო სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე, აცხადებს გვენეტაძე, მისივე თქმით, მიქაუტაძის მიმართ მთელ სასამართლოს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 12:07

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ყავს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია. 

მიქაუტაძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა ერთი წევრი - ვახტანგ მჭედლიშვილი. ვახტანგ მჭედლიშვილი არის პრეზიდენტის წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მანვე დაასახელა გიორგი ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ,თუმცა გიორგი ებანოიძეს კენჭი არ უყარეს, რადგან კენჭის ყრის პროცედურა უკვე ჩატარებული იყო საჭიროდ აღარ ჩათვალეს ახალი კენჭის ყრა.

საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის პროცესის შეჩერების მოთხოვნით,იუსტიციის საბჭოსთან აქცია იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 11:46

საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის პროცესის შეჩერების მოთხოვნით,იუსტიციის საბჭოსთან არასამთავრობოები საპროტესტო აქციას მართავენ . ისინი აცხადებენ, რომ ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ სასამართლო წესით დაიცვას უფლებები.

„ახვლედიანის გათავისუფლება იყო უკანონო და ეს დავა სასამართლოში გადაგვაქვს. გვინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობა იყოს თავისუფალი, რადგან როდესაც ახვლედიანს აღვადგენთ, ამ თანამდებობაზე დაინიშნოს,“- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მამუკა ახვლედიანის შემცვლელი დღეს უნდა აირჩიონ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატად ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეა წარდგენილი.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად კანონიერი“ - ლევან მურუსიძე

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 27 თებერვალი 2016 22:12

მამუკა ახვლედიანის განცხადებას, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობაა, ლევან მურუსიძე უსაფუძვლოს უწოდებს. იგი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქმედება იყო კანონიერი და რომ ახვლედიანის გადაყენება არ ყოფილა ფორსირებული პროცესი. მისი თქმით, საბჭოში ამ საკითხის განხილვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა და იყო იმის მცდელობაც, რომ ახვლედიანი მისულიყო საბჭოს სხდომაზე. მურუსიძის აზრით, არსებულ სიტუაციაში საუკეთესო ნაბიჯი იქნება, თუკი მამუკა ახვლედიანი სასამართლოში სარჩელს შეიტანს და ეს საკითხი ამ გზით გაირკვევა.

როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს არაეფექტურად განხორციელებულ მენეჯმენტში სდებს ბრალს.

„მოსამართლეები ამბობენ, რომ თვეების განმავლობაში არ უნახავთ თავმჯდომარე. ის ან მივლინებაში იყო, ან სამსახურში არ იმყოფებოდა. ეჭვს იწვევდა ის ცვლილებებიც, რომლებიც მამუკა ახვლედიანმა განახორციელა საბჭოს ნების საწინააღმდეგოდ. მან მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იყო საბჭოს კომპეტენციაში“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იმასაც აღნიშნავს, რომ მამუკა ახვლედიანის მიერ კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საბჭოს მისამართით ისმოდა ლანძღვა-გინება. ეს ყველაფერი კი ეჭვს ბადებს.

მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით, ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს არსებული კანონის მიხედვით, ხოლო კანონის მიღება არის პარლამენტის კომპეტენცია. მისივე თქმით, თუ პარლამენტი მიიღებს ახალ კანონს, საბჭოც იმის მიხედვით იმოქმედებს.

„საბჭოსთვის იმის გადაბრალება, რომ პარლამენტს არ აქვს სრულყოფილი კანონი მიღებული, არის აბსურდი“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა თავმჯდომარე ერთიანი სტანდარტით უნდა შეაფასოს“ - ანა ნაცვლიშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 27 თებერვალი 2016 22:07

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ახვლედიანს საქმეების არასწორ განაწილებას ედავებიან. მისი თქმით, საქმის განაწილების წესი დღეს კანონმდებლობით არის დადგენილი, თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი - ნებისმიერი სასამართლოს თავმჯდომარეს თავისი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, შეუძლია ნებისმიერი საქმე დააწეროს იმ სასამართლოში მოღვაწე რომელიმე მოსამართლეს.

„ეს უზარმაზარი უფლებამოსილება, რომელიც თავმჯდომარეს აქვს მინიჭებული, თავისთავად არის პრობლემა, მაგრამ მამუკა ახვლედიანი არ არის ერთადერთი, ვისაც ეს უფლებამოსილება ჰქონდა. სხვა არცერთი თავმჯდომარის მიმართ საბჭოს ეს საკითხი არ შეუსწავლია“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საიას თავმჯდომარე განმარტავს, რომ თუ საბჭო თანმიმდევრულია თავის მიდგომებში, მან ყველა თავმჯდომარე ერთიანი სტანდარტით უნდა შეაფასოს.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანონი და ამ კანონდარღვევას აქვს მიკერძოებული მართლმსაჯულების ელფერი“ - ანა ნაცვლიშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 27 თებერვალი 2016 21:55

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენება კანონმდებლობით გაწერილი პროცედურების დარღვევით მოხდა. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობა ცნობს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მხოლოდ ერთ საფუძველს - ეს არის მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რაც დადასტურებული უნდა იყოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის მეშვეობით. კანონის მიხედვით, საბჭო იწყებს ამ პროცესს, შემდეგ კი გადაწყვეტილებას იღებს სადისციპლინო კოლეგია და ზემდგომი ისნტანცია - სადიციპლინო პალატა.

„რასაც მამუკა ახვლედიანს ედავება საბჭო და რის გამოც იგი გადააყენეს, ამაზე დისციპლინური სამართალწარმოება არ ჩატარებულა. შესაბამისად, გაუგებარია, რა უფლებამოსილება გამოიყენა საბჭომ და რა კანონიერი საფუძვლის გამოყენებით გადააყენა ის თანამდებობიდან“ - განაცხადა მან.

გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ის, რასაც საბჭო მამუკა ახვლედიანს ედავება, არის სისტემური ხასიათის პრობლემა და სწორედ აქ ჩანს შერჩევითი მიდგომა. მისივე თქმით, ამის გამო ჩნდება ეჭვი, რომ ახვლედიანის მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს დევნას.

„ცალსახად მინდა ვთქვა, საბჭოს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პრეტენზიები მამუკა ახვლედიანის მიმართ, მაგრამ ამას სჭირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით პროცესის წარმართვა. საბჭო, რომელიც კანონის მოთხოვნებს ასე უხეშად არღვევს, იმ არგუმენტით, რომ ახვლედიანი არასწორ მენეჯმენტს ატარებდა, თავს ვერ გაიმართლებს.არალეგიტიმური პროცესის შედეგად, ლეგიტიმურ შედეგს ვერ მივიღებთ“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა

მოსამართლეთა საგამოცდო ტესტებზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 13:01

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში გადმოგზავნილი დასკვნა შეეხება საჯარო მოხელეთა მხრიდან 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

 

ნინო გვენეტაძის პასუხი მამუკა ახვლედიანს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 14:04

მამუკა ახვლედიანს ნინო გვენეტაძე პასუხობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს  და განმარტავს, რომ მამუკა ახვლედიანის გადაყენება კანონიერი იყო.

"გადაწყვეტილება გამოქვეყნდება, ის კანონიერია და აქვს საფუძველი. მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება იდაოს გადაწყვეტილების თაობაზე," - აცხადებს ნინო გვენეტაძე. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მამუკა ახვლედიანი ახალ ბრალდებებს უყენებს. ტესტების სკანდალზე ჩატარებულ შიდა მოკვლევას თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ეჭვქვეშ აყენებს. მამუკა ახვლედიანისთვის გაუგებარია ლევან მურუსიძემ, რომელიც საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეცაა, რა მეთოდოლოგიით გამოარკვია კონფიდენციალური ტესტების გამტანი პირები.

ახვლედიანი მისი გადაყენების გასაჩივრებასაც გეგმვას, სავარაუდოდ, ის სპეციალური სარჩელით სასამართლოს მიმართავს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებული მამუკა ახვლედიანი სასამართლოს მიმართავს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 11:29

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლა. საბჭოს გადაწყვეტილებას მამუკა ახვლედიანი არ ეთანხმება და მის გათავისუფლებას სასამართლოს წესით გაასაჩივრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ახვლედიანმა კომენტარი მართლმსაჯულების სახლში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და ბრძანება, რომელსაც მას ედავებიან, ერთი წლის წინ იყო გაცემული. შესაბამისად, ახვლედიანის განცხადებით, როგორც წესი, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაცემისთანავე დაუყოვნებლივ ეცნობა. 

"ამას გავასაჩივრებ რადგან თუკი სამომავლოდ რომელიმე მოსამართლის უფლებები შეილახება, მათ არ ჰქონდეთ საბჭოს შიში. მივმართავ ყველა ინსტანციას სადაც საჭიროა და დავამტკიცებ, რომ ასე მოსამართლის გათავისუფლება არ შეიძლება", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. 

მისივე თქმით, საბჭოს გუშინდელი მოქმედება იმ პრობლემური საკითხების გადაფარვის მცდელობაა, რომელიც სასამართლოს სისტემაში არსებობს. 

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური