გერმანიის იუსტიციის მინისტრი მაასი: თურქეთს, ერდოღანის სურვილისამებრ არავის არ გადავცემთ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 10:51

თურქეთში პოლიტიკური მოტივით დაწყებული გამოძიებების შესახებ ექსტრადირების მოთხოვნას დადებითად არ ვუპასუხებთ. ამის შესახებ განცხადება გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰეიკო მაასმა გააკეთა.

″თურქეთში მიმდინარე მოვლენებს, ბოლო დროს ჟურნალისტების დაკავების ჩათვლით, შეშფოთებით ვადევნებთ თვალ.″-განაცხადა ჰეიკო მაასმა.

უცხოელ ჟურნალისტთა ასოციაციის (WAP) წევრებთან ბერლინში გამართულ შეხვედრაზე მაასმა, თურქეთში გაზეთ Cumhuriyet-ზე განხორციელებული ოპერაცია და ჟურნალისტრების დაკავება გააკრიტიკა.

მაასმა კითხვაზე,″ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ დავაკვირდებით თურქეთს დემოკრატიულ სახელმწიფოდ შეაფასებდით?″- ასე უპასუხა:

“პრესის თავისუფლება, დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მთავარი ელემენტია. ევრო კავშირში გაწევრიანების მსურველიმა პრესის თავისუფლებაც უნდა უზრუნველყოს. პრესის თავისუფლება მხოლოდ გაზეთების არსებობის გაგრძელებას კი არა, ამავდროულად ჟურნალისტებზე ზეწოლის გარეშე, დამორჩილების გარეშე და რა თქმა უნდა დაკავების გარეშე თავიანთი საქმის თავისუფლად გაკეთებასაც მოიცავს. ზუსტად ამ თემას დიდი მღელვარებით ვადევნებთ თვალს. შეშფოთებას მხოლოდ მედია ორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ქმედებები არ იწვევს. გულახდილად რომ ვთქვათ გადატრიალების მცდელობის შემდეგ დიდი რაოდენობით სახელმწიფო მოხელე, ოფიციალური პირი და მასწავლებელი დააკავეს. ′პროცესი მართლაც დემოკრატიული სახელმწიფოს კრიტერიუმების შესაბამისად მიმდინარეობს?′ -ამ დროის განმავლობაში ამ კითხვას საკუთარ თავს ვუსვამდი.″-განაცხადა მაასმა.

მინისტრ მაასის თქმით, თურქეთში სიკვდილიდთ დასჯის ხელახლა შემოღების შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ფედერალური მთავრობის პოზიცია ცნობილია. ″ვფიქრობ ფედერალურმა მთავრობამ ამ თემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა. მთავრობამ განაცხადა, რომ თუ ამ დონემდე მივა საქმე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი დაუყონებლივ შეაჩერებდა.″-აღნიშნა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა, გერმანიაში გიულენის მოძრაობის საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით თურქეთის მოთხოვნაზეც ისაუბრა.

″მე რამდენადაც ვიცი გიულენის მოძრაობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რაიმე გამოკვლევა არ მიმდინარეობს და გერმანიაში მათი როგორც დაჯგუფრბად არსებობის შესახებაც საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება.″-განაცხადა მან.

მაასმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიულენის მოძრაობის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებითაც არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს.

წყარო: http://www.dw.com/tr/almanya-siyasi-soru%C5%9Fturmalarda-t%C3%BCrkiyeye-iade-olmayacak/a-36223891

ქართული ენა განათლებისა და დასაქმებისათვის

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 16 მაისი 2016 10:00

ქართული ენის სასწავლო პროგრამის 33 კურსდამთავრებულმა ჩააბარა სახელმწიფო ენის გამოცდა და მიიღო ქართული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის გამოყენება შესაძლებელია სწავლის გაგრძელებისა და საჯარო სექტორში დასაქმებისათვის.
14 მაისს წარმატებული კურსდამთავრებულები - სომხური საჯარო სკოლების უფროსკლასელები სადახლოსა და ფოკადან, შეხვდნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორს - ნუგზარ კაკულიას, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების მენეჯერს - რუსუდან ტუშურს.
სახელმწიფო ენის სწრაფი შესწავლის პროგრამა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მარტივად შეისწავლონ ქართული ენის საფუძვლები. პროგრამა დაიწყო 2015 წლის სექტემბერში. ამ დრომდე მასში უკვე 130 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროგრამა ხორციელდება იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ენის პროგრამის კურსდამათავრებულებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაებარებინათ  იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავებული ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც ქართული ენა არ არის მშობლიური. ტესტი ეფუძნება ენობრივი კომპეტენციების შეფასების საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR)  და ადგენს ენის ცოდნის შემდეგ დონეებს: A1, A2, B1, B2, C1.  
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2015 წლიდან მხარს უჭერს ქართული ენის სწრაფი შესწავლის პროგრამას. UNDP-ის მხარდაჭერა  ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“  ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF),  ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური