იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 17:58

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის დადგენილების ორ პროექტს კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

პირველი დადგენილების პროექტის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გაგრძელდეს საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი 32 კანონპროექტის განხილვის პროცედურა. აღნიშნული კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ცხრა საპარლამენტო კომიტეტმა მიიღო.

მეორე დადგენილების პროექტის თანახმად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული VIII მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი 9 კანონპროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელება.

დადგენილების პროექტები განსახილველად პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება. ბიურო ამ საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომას წარუდგენს.

„ვერანაირი ხელმოწერები ვერ გახდება საფუძველი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისა“ - ვახტანგ ხმალაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 13 აგვისტო 2016 10:43

„მინდა გითხრათ, რომ სამოქალაქო კოდექსით სრულიად ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი და აქვე იმასაც დავამატებ, რომ მაშინ 1995 წელს, როდესაც კონსტიტუცია იწერებოდა და როდესაც ეს ჩანაწერი გაჩნდა მასში, რომ ქორწინება ეყრდნობა მეუღლეთა თანასწორუფლებიანობას, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მეუღლეებში მხოლოდ ქალი და მამაკაცი იგულისხმებოდა. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ჩემი მონაწილეობით ხდებოდა ამ ნორმების ჩამოყალიბება და არავის თავში აზრად სხვა რამ არ მოსვლია.“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ სტარვიზიაზე და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ვახტანგ ხმალაძე პასუხობს.

საარჩევნო სისტემის ე.წ. "გერმანული მოდელი" ჩავარდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 16:48

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტი ჩავარდა. პროექტს პარლამენტის 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი (7 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა), 2 კი კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა.
როგორც ”გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, საკითხი მხარდაჭერილი იქნებოდა, კომიტეტის სხდომას რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დასწრებოდნენ. კუბლაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის სესიაზე პარტიები ”სრულ მობილიზაციას გამოაცხადებენ”.

კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი განიხილეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 აპრილი 2016 16:18

კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - დეპუტატებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი განიხილეს. 

საპარლამენტო უმრავლესობის 81 დეპუტატის მიერ ინიცირებული ვარიანტი 2016 წლის შემდგომი არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და ბარიერის 4 პროცენტამდე დაწევას გულისხმობს. 

საპარლამენტო ოპოზიციისთვის კი მაჟორიტარული სისტემით 2016 წლის არჩევნების ჩატარება მიუღებელია. მათი ინიცირებული პროექტი 75 მანდატის პროპორციული, 75-ის კი სამხარეო პროპორციული წესით განაწილებას გულისხმობს. 

უმრავლესობის წევრების განცხადებით, წინასწარ ცნობილია, რომ ოპოზიციი მიერ  წარმოდგენილი პროექტი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. 

უცნობია, მოხერხდება თუ არა მმართველი კოალიციის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიღება, მას ოპოზიციასთან ერთად "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატიც არ უჭერს მხარს. საკონსტიტუციო ცვლილებებს კი სულ მცირე 113 ხმა სჭირდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური