იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019 12:38

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, 10-11 სექტემბერს უფასო კონსულტაციები გაიმართება.

პაციენტებს ქართველ ექიმებთან ერთად უფასოდ მიიღებენ ვერონას საუნივერსიტეტო კლინიკის (Azienda Ospedaliera Universitaria Integrata Verona) ექიმები - ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, სიმონე ჩეზარო MD, PhD და ამავე კლინიკის მოზრდილთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის პროფესორი, კრისტინა ტეკიო MD, PhD.

უფასო კონსულტაცია ჩაუტარდებათ შემდეგი ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს:

  • ანემიები
  • თრომბოციტოპენიური პურპურა
  • კოაგულოპათიები
  • თალასემიები
  • მედიკამენტოზური პანციტოპენია
  • მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები
  • ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები
  • ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია

უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად, პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ ნიუ ჰოსპიტალსის ქოლ-ცენტრს, ნომერი 2 190 190.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც სექტემბერში გაიხსნება, უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით და დაკომპლექტებულია საუკეთესო ჰემატოლოგებით. ცენტრს, საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჰემატოლოგი - თამარ კვაჭაძე უხელმძღვანელებს.

ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლებას გულისხმობს. ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში, მკურნალობა შესაძლოა ჩაუტარდეთ ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს, კერძოდ ვისაც აწუხებთ ანემიები, თრომბოციტოპენიური პურპურა, კოაგულოპათიები, თალასემიები, მედიკამენტოზური პანციტოპენია, მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები, ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები; ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.

23 აგვისტოს იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ბათუმის პორტში შემოვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 16:00

იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი: სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ქ. ბათუმის პორტში (23 აგვისტოდან 26 აგვისტომდე).

გრძელდება 2018 წლის საგანმანათლებლო-საწრთვნელი კამპანია იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შხუნა-ბარკზე კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტისთვის

23 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ჩამოდგება ქ. ბათუმის (საქართველო) პორტში, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება.

გემი "Palinuro" ჩართულია 54-ე საწრთვნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო გამოცდილებასა და საზღვაო სფეროს სპეციალისტების შემდგომი დასაქმებისათვის აუცილებელ და სათანადო პროფესიულ ჩვევებს.

გემი ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ, შემოვა ბათუმში, საიდანაც გაემგზავრება კეფალონიაზე და ამის შემდეგ დაბრუნდება იტალიაში, ჯერ რეჯო კალაბრიაში, შემდგომ კი ლივორნოში, სადაც დასრულდება კურსანტების საწრთვნელი კამპანია.

2018 წლის საწრთვნელი კამპანიის განმავლობაში გემზე "Palinuro" აღმართულია ქ. გენუის გასლინის პედიატრიული ინსტიტუტის დროშა, რომელიც ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გემს ქ. სპეციაში 17 მაისს საჩუქრად გადასცა.

ბათუმში გემის "Palinuro" ჩამოსვლასთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 აგვისტოს, 10:00 საათზე, გემის მეთაური ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელზეც გაიმართება გემისა და 2018 წლის საწრთვნელი კამპანიის პრეზენტაცია.

გემი "Palinuro" მნახველთათვის ღია იქნება შემდეგ დღეებსა და საათებში:

  • 23 აგვისტო: 16:00 საათიდან 19:00 საათამდე
  • 24 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 18:30 საათამდე
  • 25 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 19:00 საათამდე

იხილეთ სამხედრო-საზღვაო ფლოტის #MarinaMilitare სიახლეები Twitter-ის გვერდზე: @ItalianNavy #ProfessionistiDelMare #ilTuoFuturoèilMare

 

ინიციატივის „იტალიური ივნისი“ და თბილისი-ბოლონიის ავიარეისის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 20:32

2018 წლის 4 ივნისს, ორშაბათს, 11:00სთ-ზე სასტუმროში Iota Hotel Tbilisi (მისამართი: ლერმონტოვის ქ. 10) ჩატარდება პრესკონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE), ქ. ბოლონიის ტურიზმის ორგანიზაციასთან Bologna Welcome და ქ. ბოლონიის აეროპორტთან თანამშრომლობით.

პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინიციატივა „იტალიური ივნისი“ და ავიაკომპანია Georgian Airways-ის თბილისი-ბოლონიის ახალი, პირდაპირი რეისის შესაძლებლობები. პრესკონფერენციაში, რომელსაც გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, მონაწილეობას მიიღებენ სააგენტო ICE-ს დირექტორი, ორგანიზაციის Bologna Welcome და ქ. ბოლონიის აეროპორტის წარმომადგენლები.

ინიციატივის „იტალიური ივნისი“ მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიაში წარმოებული პროდუქციის (Made in Italy) პოპულარიზაციას საქართველოში. Made in Italy, რომელიც ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზი და ხარისხის, კრეატიულობის, სილამაზისა და სანდოობის სინონიმია, იტალიური ცხოვრების წესის (Vivere ALL'italiana) მთავარი შემადგენელი ნაწილია. ინიციატივაში მონაწილეობენ სხვადასხვა სექტორებთან - პარფიუმერიასთან, კოსმეტიკურ ნაწარმთან, მოდასთან, ოპტიკასთან, აქსესუარებთან, ავეჯთან, დიზაინთან, საკვებ პროდუქტებთან და სხვ. - დაკავშირებული ადგილობრივი სავაჭრო ობიექტები და იმპორტიორები. ინიციატივაში ჩართული კომპანიები, რომლებიც საქართველოში იტალიური პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ, მომხმარებელს შესთავაზებენ სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს მთელი ივნისის თვის განმავლობაში. სპეციალურად ამოქმედებულ ვებგვერდზე www.italiuriivnisi.ge შესაძლებელია ინიციატივაში მონაწილე მაღაზიების ჩამონათვალის ნახვა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური