თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017 13:18

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, ირანის პარლამენტზე და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს.
დღეს, ოთხი შეიარაღებული პირი ირანის დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.

ორივე ადგილას ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში საჰაერო დარტყმა განახორციელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 22:23

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში საჰაერო დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას ამის თაობაზე "სიენენი" ოთხ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნჯობით ავრცელებს.
მასიური ბომბი სახელწოდებით, "MOAB", რომელსაც "ყველა ბომბის დედას" უწოდებენ, ადგილობრივი დროით, შვიდ საათზე ჩამოაგდეს ავღანეთში. საჰაერო თავდასხმის სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფება, "ისლამური სახელმწიფო" წარმოადგენდა. თავდასხმა ნანგარჰარის პროვინციაში, აჩინის გარეუბანში განხორციელდა. 
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის იარაღი აშშ-მ ერაყის ომის დროს შექმნა და ეს ყველაზე ძლიერი, 9,5 ტონიანი ბომბი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მან პირველად გამოიყენა.

"ისლამურმა სახელმწიფომ" თურქი სამხედროების ცოცხლად დაწვის კადრები გაავრცელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 11:17

ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში გაავრცელა ორი თურქი სამხედროს ცოცხლად დაწვის კადრები. ჩანაწერში ისლამისტები აცხადებენ, რომ ეს ტყვედ ჩავარდნილი თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან.

ჯიჰადისტების მტკიცებით, 19-წუთიანი ვიდეორგოლი სირიაში, ალეპოს პროვინციაშია გადაღებული. ჩანაწერში ისმის თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მისამართით შეუარაცხმყოფელი განცხადებები, რის შემდეგაც ისლამისტები სამხედროებს ცეცხლს უკიდებენ.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ სოციალური ქსელები დაიბლოკა.

თურქეთის  მთავრობას ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა არმიის წარმომადგენლებმა ორ სამხედროსთან კავშირის დაკარგვა დაადასტურეს.

ორი წლის წინ ინტერნეტში ანალოგიური ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორც წვავენ ცოცხლად "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იორდანელ მფრინავს.

 

ჩვენ არ შევშინდებით, - ბარაქ ობამა ორლანდოში მომხდარ თავდასხმაზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 12:35

„ეს არის განსაკუთრებით გულსატკენი დღე ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის, ყველა ამერიკელისთვის, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი თუ ტრანსგენდერი პირისთვის. ჩვენ არ შევშინდებით. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არ განვეწყობით, პირიქით, დავდგებით ერთად და დავიცავთ მთელ ერს,“- ასე გამოეხმაურა ქალაქ ორლანდოში მომხდარ მასობრივ მკვლელობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაქ ობამა. მან თავდასხმას ტერორისა და სიძულვილის აქტი უწოდა:

„მკვლელის სამიზნე გახდა ადგილი, სადაც ხალხი სიყვარულით იკრიბება, საცეკვაოდ, სასიმღეროდ და დროს სატარებლად. ადგილი, სადაც თავდასხმა მოხდა, არის მეტი, ვიდრე ღამის კლუბი. ეს სოლიდარობის, მეგობრობის და მხარდაჭერის სივრცეა. მომხდარი გვახსენებს, რომ თავდასხმა ნებისმიერ ამერიკელზე, განსხვავებით რასისა, ეთნიკურობისა, რელიგიისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, არის თავდასხმა მთელ ქვეყანაზე, სახელმწიფოს ფუნდამენტალურ ღირებულებებსა და ერთიანობაზე,“-განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იარაღის შეძენა-შენახვის კანონმდებლობის სიმარტივეზე და საკითხთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება მოითხოვა.

 

თავდამსხმელი, რომელმაც 50 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 12:33

ეთნიკურად ავღანელი თავდამსხმელი, რომელმაც ქალაქ ორლანდოს გეი კლუბში 50 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ომარ მატინის ყოფილი მეუღლე აცხადებს. მისივე ცნობით, მატინი მასზე ფიზიკურად ძალადობმა და ნათესავებთან ურთიერთობის უფლებას არ აძლევდა. ქალი ირწმუნება, რომ მისი ყოფილი ქმარი ჰომოფობი იყო, თუმცა დასძენს, რომ რადიკალი ექსტრემისტი არასოდეს ყოფილა. 29 წლის მატინს ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა. ის ნიუ-იორკში დაიბადა. მისი მშობლები კი ავღანელი ემიგრანტები იყვნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს ცნობით კი, სამართალდამცავი ორგანოები ომარ მატინით ჯერ კიდევ 2013 წელს დაინტერესდნენ, როდესაც მან კოლეგასთან საუბრისას განაცხადა, თითქოს ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი. FBI . ის წარმომადგენლის, რონალდ ჰოფერის ცნობით, მატინი ორჯერ დაიკითხა, თუმცა მისი კავშირი რადიკალ ისლამისტებთან, არ დადასტურდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ თავდამსხმელი 2007 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების კერძო დაცვის კომპანია, G4S. -ში მუშაობდა. ეს უმსხვილესი კომპანია კი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით უდიდეს პროექტებთან თანამშრომლობს. რონალდ ჰოფერის ცნობითვე, თავდასხმის დღეს, დილის საათებში მატინმა 911-ზე დარეკა, სადაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმართ მისი ლოიალურობა დაადასტურა. თავდასხმელის მამა კი გამომძიებლებთან საუბრისას ირწმუნება, რომ მისი შვილის ქმედებას კავშირი არ აქვს რელიგიურ მოტივებთან.

ორლანდოში, გეი-კლუბზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 12:27

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ორლანდოში, გეი-კლუბზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. შესაბამისი ინფორმაცია დაეშის მედიასააგენტომ, ამაქმა გაავრცელა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 50 და დაშავდა 53 ადამიანი. მათგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელის ლიკვიდირება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა განახორციელეს. ის იდენტიფიცირდა, როგორც აისისის მიმართ ლოიალურად განწყობილი 29 წლის ომარ მატინი, რომელმაც ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დადო. მატინი იმ გეი-კლუბში შეიჭრა, სადაც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები იკრიბებიან და იქ მყოფებს გაუხსნა ცეცხლი. მომხდარის გამო, ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. გლოვის ნიშნად დაუშვეს დროშებიც.

 

ისლამური სახელმწიფო გერმანიაში ტერაქტებს გეგმავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 16:15

გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ტერორისტებისგან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საუბრობს. ჰანს-გეორგ მასენის თქმით, ისლამური სახელმწიფო გერმანიაში ტერაქტებს გეგმავს. მისივე შეფასებით, ვითარება საკმაოდ საფრთხის შემცველია, თუმცა კონკრეტულ საფრთხეებზე ინფორმაცია არ არსებობს. როგორც კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, ისლამისტები დევნილების რეკრუტირებას ცდილობენ და მათ ყალბი დოკლუმენტები აქვთ. სწორედ ამ ფონზე კი, ოფიციალურმა ბერლინმა 76 გერმანელ ისლამისტზე ძებნა გამოაცხადა. სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური უწყების ცნობით, სამართალდამცველებს აქვთ ინფორმაცია 800-ზე მეტი რადიკალი ისლამისტის შესახებ. ისინი კი ამ წუთებში, კონფლიქტის ზონებში იმყოფებიან. ამ დროისთვის გერმანიაში დაბრუნებულია მათი მესამედი, მათგან კი უმეტესობა ახალგაზრდაა.

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 300 მუშა გაიტაცეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 08 აპრილი 2016 13:08

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დამასკოს ცემენტის ქარხნის თანამშრომლები, 300 მუშა გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. 

მუშები ქალაქ დუმაირთან გაიტაცეს, სადაც ბოლო პერიოდში სამთავრობო ჯარსა და ჯიჰადისტებს შორის ბრძოლები იმართებოდა. 

სირიის მთავრობის განცხადებით, ქარხნის ხელმძღვანელობამ მუშებთან კონტაქტი დაკარგა. 

" ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირსა და ნატოში შესვლის შესახებ არ უნდა იქნეს არავითარ შემთხვევაში გადახედილი“ - ნიკოლოზ ჯანჯღავა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 27 მარტი 2016 15:52

"რუსეთის პოლიტიკოსების რეაქცის განხილვა ბრიუსელის ტერაქტზე, მე მგონი, ზედმეტია, რადგან ეს არის ავადმყოფური რეაქცია, როცა შენ გიხარია, რომ სხვა ქვეყანაში ხდება ტერორისტული აქტები... ჩვენ არა მარტო არ უნდა შევაჩეროთ, არამედ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა დასავლეთან, ეს იქნება სპეცსამსახურები, სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობა. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამ საერთო ბრძოლაში თანამონაწილეები, რადგან ევროპული ცივილიზაცია ჩვენი ცივილიზაციაცაა. ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირსა და ნატოში შესვლის შესახებ არ უნდა იქნეს არავითარ შემთხვევაში გადახედილი“ - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ სტარვიზიაზე და უსმინეთ „სტარეფემზე“, „ აქტუალური თემის შეკითხვებს ნიკოლოზ ჯანჯღავა პასუხობს.

"ტერორიზმის აბსოლუტური აღმოფხვრა მსოფლიო ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, თუმცა მისი შემცირება შესაძლებელია" - დავით სიხარულიძე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 27 მარტი 2016 15:37

„აბსოლუტური აღმოფხვრა ტერორიზმის მსოფლიო ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, თუმცა მისი ფუნდამენტურად შემცირება შესაძლებელია სწორი სტრატეგიით. რაც ხდება სირიაში, რაც ხდება ერაყში დღეს, მხედველობაში მაქვს ისლამური სახელმწიფო, ეს არის ერთ-ერთი საწყისი სწორედ ამ ბოროტების. საჭიროა კომპლექსრუი ბრძოლა ამ ბოროტების კერებთან, სათავეებთან. დღეს განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი საქართველოს არა აქვს, თუმცა საჭიროა უაფრთხოების სექტორის რეფორმა, თავდაცვის ინტიტუციური განმტკიცება, მისი ადეკვატური დაფინანსება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სწრაფვა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ სტარვიზიაზე და უსმინეთ „star fm"-ზე, „ აქტუალური თემის შეკითხვებს დავით სიხარულიძე პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური