მთავარი პროკურორობის კანდიდატის პირობა საზოგადოებას

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 14:16

მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პირობას დებს, რომ პარლამენტის მხარდაჭერისა და მისი პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში უწყება უფრო გამჭირვალე და დამოუკიდებელი იქნება.

ამის შესახებ შოთაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

შოთაძე პროკურატურაში მუშაობის პერიოდსაც შეეხო. მთავარი პროკურორობის კანდიდატის თქმით, მისთვის კარგად არის ცნობილი ის საჭიროებები და პრობლემატური საკითხები, რის წინაშეც პროკურორები და გამომძიებლები დგანან.

ხმაური პარლამენტში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 13:59
პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ასოციაცია "მომავლის იმედის" ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე ხმაურით შევიდა. ხაჭაპურიძის თქმით ის დილიდან ცდილობს კომიტეტის სხდომაზე დასწრებას. ხაჭაპურიძის განცხადებით მას, მთავარი პროკურორობის კანდიდატთან  ჩვილების გაყვანასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვსხაჭაპურიძეს ირაკლი შოთაძემ უპასუხა -  "როგორც ჩემთვის ცნობილია ამ საკითხზე მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება. მე დეტალურად არ ვარ ამ საქმეში ჩახედული, თუმცა, რა თქმა უნდა, მზად ვარ ამ ფორმატშიც განვიხილოთ ამ საქმის დეტალები. მე არ ვფიქრობ, რომ ეს დასამალი იყოს. მე მზად ვარ ამ შემთხვევაში თქვენთან შეხვედრისთვის და შემიძლია დეტალურად გავიარო შემდეგ კვირაში თქვენი პრეტენზიები", - განაცხადა შოთაძემ.
 

საპროკურორო საბჭოში მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურაა წარდგენილი

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 11:05

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე, საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორის კანდიდატად მართლაც წარდგენილია.

ამის თაობაზე გ. გოგაძემ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ განაცხადა, სადაც ევროსაბჭოს ახალი პროექტების პრეზენტაცია მიმდინარეობს.

როგორც საინფორმაციო საშუალებები წერენ, საპროკურორო საბჭოს მთავარი ბრალმდებლის თანამდებობაზე სავარაუდოდ ირაკლი შოთაძესა და კახი კახიშვილს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ ბადაშვილის შემცვლელთა შორის ყველაზე აქტიურად ეს ორი გვარი განიხილება.

თავის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურორის ცვლილელება ფასადური იქნება და ეს პროკურატურის რეფორმაში კიდევ ერთ ხარვეზს გააჩენს.

უმრავლესობა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძეს არ გამორიცხავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 12:46

უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ მომავალი მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ბადაშვილის ამჟამინდელი მოადგილე ირაკლი შოთაძე იყოს. საპროკურორო საბჭოს წევრი და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია თემის კომენტირებისას ამბობს, რომ შეთანხმება კონსესუსის საფუძველზე მიიღწევა და არ არის გამორიცხული კანდიდატად შოთაძე დასახელდეს:

"მთავარი პროკურორი ვინ იქნება საპროკურორო საბჭოს კენჭისყრამდე მე ვერ ვიტყვი და არ ვიცი იმიტომ, რომ ეს უნდა მოხდეს კენჭისყრის შედეგად, თუმცა ერთ-ერთი კანდიდატი დასახელებულ კანდიდატთაგან შესაძლებელია იყოს ირაკლი შოთაძეც. არ გამოვრიცხავ, რომ ისიც იყოს დასახელებულ კანდიდატებს შორის...თუ დასახელდება შოთაძე, სავარაუდოდ ეს იქნება კონსესუსის შედეგი. მე არა მგონია, რომ პროკურატურის ხელმძღვანელთაგან დასახელდეს ყველა ხელმძღვანელი პირი. ალბათ თავად კონსესუსის წესით შეთანხმდებიან. გამორიცხვით არ გამოვრიცხავ, მარგამ ალბათ იქნება შეთანხმება, რომ ერთი კანიდიდატი დასახელდეს იმ პირთაგან, ვინც დღეს ხელმძღვანელობს პროკურატურას." განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

ირაკლი შოთაძე – წამებასა და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავე ყველა პირი, ორის გარდა, დღეს მსჯავრდებულია

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 17:30

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, დამნაშავე ყველა პირი, გარდა მიმალვაში მყოფი მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუასი, ყველა მსჯავრდებულია.

"მე ვერ გიპასუხებთ, თუ როგორ მოხვდა ამ საზარელი ვიდეოკადრების ატვირთვა უკრაინულ პორტალზე. ამაზე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება და იმედი მაქვს, აღნიშნულ შეკითხვას პასუხი გაეცემა. რაც შეეხება სისხლის სამართლის ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს, ბრალდების მხარემ ძალიან დიდი და ხანგრძლივი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ ამ საზარელი წამების და სქესობრივი ძალადობის ჩამდენი პირები დასჯილიყვნენ კანონის სრული სიმკაცრით და ეს ჩვენ მოვახერხეთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააპელაციო განხილვები, სადაც ჩვენ სქესობრივ ძალადობასა და წამებაში მსჯავრდებული პირებისთვის სასჯელის დამძიმებას ვითხოვთ.

ასე რომ, ამ ეტაპზე გარეთ არავინ არ არის. წამებაში და სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში დამნაშავე ყველა პირი დღეს მსჯავრდებულია და სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გარდა ორი პირისა - მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუასი, რომლებიც მიმალვაში იმყოფებიან და ამჟამად მათზე მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ როგორ გავრცელდა კადრები მედიასივრცეში, როცა ის პროკურატურაში ინახება, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, თუმცა რეალური მსჯელობა გამოძიების გარეშე შეუძლებელია.

 "ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ჰქონდა ეს კადრები. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მანამდე, ვიდრე გამოძიების ხელში აღმოჩნდებოდა, ეს კადრები ჩაფლული იყო მიწაში და ამ კადრების გადაღება მოახდინეს არაკეთილსინდისიერმა და მოძალადე მოხელეებმა. შესაბამისად, ვარაუდი, თუ ვისთან იყო და ვისთან ინახებოდა ეს კადრები, ძნელია. ძალიან ბევრ ადამიანზე შეიძლება ეჭვის მიტანა, თუმცა ამაზე რეალური მსჯელობა გამოძიების გარეშე შეუძლებელია", - განაცხადა შოთაძემ.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური