ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 მაისი 2015 12:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა. 
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზიტად მყოფ სტუმარს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო კომისიის თანამომხსენებელთა კონსტრუქციული მუშაობისათვის. 
შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა იმ ე.წ ხელშკრულების გამო, რომელიც რუსეთმა სოხუმსა და ცხინვალთან გააფორმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ შეასრულა საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების ყველა პირობა მაშინ, როდესაც რუსეთი კვლავ არღვევს საკვანძო დებულებათა უმრავლესობას. ამ ვითარების ფონზე, პრემიერმა თხოვნით მიმართა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება და მოუწოდოს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღებული ვალდებულებები. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და ამ პროცესში ევროპის საბჭოს როლზე ისაუბრა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 მაისი 2015 12:01

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, ენ ბრასორი, საქართველოს 7-8 მაისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ენ ბრასორი თბილისში გიორგი მარგველაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, დავით უსუფაშვილსა და თამარ ბერუჩაშვილს შეხვდება. PACE-ის პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველთან, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან.

ენ ბრასორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში წეროვანის დასახლებას ეწვევა და იქ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს ლექცია სტუდენტებთან, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარებს.

პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ენ ბრასორი 7 მაისს, 11 საათზე პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავენ.

გვერდი 13/ 13-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური