"მოვუწოდებთ „რუსთავი2“-ს ბოდიში მოუხადონ ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის"- ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 12:42

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე "რუსთავი 2"-ის მეშვეობით გავრცელებულ პარტიულ რეიტინგებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

„გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ სიცრუესთან და სიყალბესთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა „რუსთავი2“-ის მეშვეობით პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით. 

პირველ რიგში გავიხსენებთ იმას, რომ გაყალბდა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, ისე იყო წარმოჩენილი მისი სიტყვები, რომ თითქოს ის მიიჩნევდა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ჰქონდა 30%-იანი რეიტინგი, სინამდვილეში მთლიანად კონტექსტიდან იყო მოწყვეტილი ეს ყველაფერი. საუბარი იყო იმაზე, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, მხარდაჭერა შეადგენს 150 ათას, 200 ათას კაცს, რაც პროცენტებში რომ გადავიყვანოთ არის ბევრად ნაკლები, ვიდრე 30%. 30%-ი სიტყვები იყო ნათქვამი საერთოდ სხვა კონტექსტში, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა ვიდეო ჩანაწერიდან, რომელიც იყო გავრცელებეული, თუმცა კიდევ ერთხელ ყალბი ფორმით მიეწოდა ინფორმაცია ჩვენს ტელე მაყურებელს. 

გარდა ამისა, იმავე დღეს, მომდევნო დღეებში „რუსთავი2“-ის ჟურნალისტები, სამწუხაროდ, ცდილობდნენ ჩვენი წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეცდომაში შეყვანას. ისინი სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ ე.წ. ჩამჭრელი კითხვების დასმას და იმის დადასტურებას ჩვენი მხრიდან, რომ 30 %-ი რეიტინგი ნაც.მოძრაობის შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა მიზანს რეალურად ვერ მიაღწიეს იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ 30 %-ი მაჩვენებელი ნაც.მოძრაობის არის არის მთლიანად აცდენილი რეალობას. კიდევ ერთხელ, ნაც.მოძრაობის რეიტინგი არის ბევრად ნაკლები, რამდენჯერმე ნაკლები, ვიდრე 30%. რეალურად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება საბოლოო ჯამში ნიკა გვარამიას დასჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად. ეს იყო მთავარი მიზანი. გაყალბებულია აბსოლუტურად ის მაჩვენებლები, რომლებიც შემოგვთავაზეს ჩვენ „რუსთავი2“-ის მეშვეობით. ეს კვლევა მოგეხსენებათ ჩაატარა ნაც.მოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებულმა ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციებმა, საველე ორგანიზაციები სწორედ მის მიერ ჩატარდა „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის პოლიტიკური აპილაციის შესახებ ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება. ჩვენ ზოგადად მიჩვეულები ვართ ნიკა გვარამიას მხრიდან, „რუსთავი2“-ის მხრიდან მისი ხელმძღვანელობით სამწუხაროდ, სიყალბეს და სიცრუეს. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერზე არ გავამახვილებდით ყურადღებას ეს ყველაფერი რომ არ იყოს იმ ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებულია აქვთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. მათ შორის ბატონ ნიკა გვარამიას. ჩვენ კიდევ ერთხელ დაფავიქსირებთ, რომ ამ რევოლუციურ სცენარს საქართველოში განხორციელება არ უწერია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „რუსთავი2“-ს ბოდიში მოუხადონ ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის. ჩვენ მოგაწვდით ვიდეო მასალას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები არის გაყალბებული. მას არცერთხელ არ უხსენებია, რომ ნაც. მოძრაობას აქვს 30%-ი რეიტინგი. რეალურად, ნაც. მოძრაობის რეიტინგი არის რამდენჯერმე ნაკლები 30%-იან მაჩვენებელზე”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე - 8 ოქტომბრის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 17:33

ირაკლი კობახიძე - 8 ოქტომბრის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში და ეს იქნება ქართული დემოკრატიის გამარჯვება

„ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, აჭრილები არიან და მათი ეს პოზიცია გასაგებია”- ასეთი კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებებზე.

„ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში, აგებენ არჩევნებს, ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან, რა გააკეთონ. ბოკერიას და სხვების განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორი შედეგებით დასრულდება ეს არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ ვატარებთ ჩვენს კვლევებს, გვაქვ ანალიზი. ეს ანალიზი მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ჩვენ არა მარტო გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, არამედ მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ მაქსიმუმ ძალიან სუსტად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში“.

 „სწორედ ამის გამო წუხან. მათ არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ რაიმე სოლიდური ფორმით იყვნენ წარმოდგენილი ახალ პარლამენტში, ისინი 2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ აღარ იქნებიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში ეს იქნება ქართული დემოკრატიის გამარჯვება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

"შს სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ინციდენტების პრევენციაში" - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 13:28

ირაკლი კობახიძე გიორგი მღებრიშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნისნავს, რომ ბევრი პოლიციელი იქნება ქუჩაში იმისათვის, რომ შესაძლო საფრთხეები, დესტაბილიზაცია თავიდან იყოს აცილებული, რა დესტაბილიზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადო როლი შეასრულონ საარჩევნო პროცესში, როდესაც იყო საუბარი წარსულში მომხდარ ინციტენდებზე, მაგალითად, იგივე კორცხელის ინციდენტზე, იქ არაერთხელ ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი ჩართულობა მართებდა და დღეს ეს ასე უნდა მოხდეს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ინციდენტების პრევენციაში, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფუნქციას სათანადოდ შეასრულებს”- განაცხადა კობახიძემ.

"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" შტაბში პროვოკაციას გეგმავდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 19 სექტემბერი 2016 12:00

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცახდებით, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა. მისივე განმარტებით, ”ქართული ოცნების” წევრებმა პროვოკაცია აღკვეთეს და ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. ”გუშინ გამთენიისას ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენს ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პარტიის სამი აქტივისტი შევიდა. ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა ”ქართული ოცნების” მაისური, ასევე ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, სამართალდამცველები ადგილზე მისვლისას სიტუაციაში გაერკვნენ და ფაქტი აღიკვეთა. ”მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც სათანადო რეაგირება მოახდინეს ამ პროვოკაციაზე და დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, რის საშუალებითაც, პროვოკაცია დროულად აღიკვეთა. გაერკვნენ პოლიციელები ვითარებაში, მოხდა პირთა იდენტიფიცირება, მათ შორის პარტიული კუთვნილების დადგენა - ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა პარტიული ბილეთი, რომელიც გაცემულია ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ, 2016 წელს. აღნიშნულ პირებს იარაღი გაფორმებული ჰქონდათ, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ბინძურ პროვოკაციაზე”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა,“ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს იარაღი გამოხატული ფორმით ჰქონდათ. „მათ ეცვათ მაისურები და ჩანდა იარაღი, პირდაპირ ქამარში ჰქონდათ გარჭობილი, ანუ აშკარად იკვეთებოდა, რომ მათ ამ იარაღის დემონსტრირება უნდოდათ ხაზგასმით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პ არტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ არცერთი პროვოკაცია არ შედგეს. „ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია დაგეგმილ პროვოკაციებთან დაკავშირებით, იქ უფრო მძიმე ნიშნებს ატარებს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ამოცანად გვაქვს, რომ ავღკვეთოთ ასეთი პროვოკაციები, პრევენცია მოვახდინოთ. დეტალებს შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, ჯერჯერობით სრულად ვახერხებთ ამ ყველაფერს და ასე გვინდა გავაგრძელოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ არცერთი პროვოკაცია არ შედგეს“,-დასძინა მან.

ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ პროპორციული სია წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 18:44

ჩვენ წარვადგინეთ დღეს ჩვენი პარტიული სია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენი სია დაკომპლექტებულია გამორჩეული ადამიანებით, ღირსეული ადამიანებით. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით განახლების საჭიროებაზე. განახლებაც არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული. ჩვენ ჩვენი დაპირება ამომრჩევლის წინაშე შევასრულეთ, განახლებული, ძალიან ღირსეული სიით წარვსდგებით ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე და ეს გახდება ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი დამაჯერებლი გამარჯვების ამ არჩევნებში. ჩვენს საპარლამენტო სიაში 155 ადამიანია წარმოდგენილი.

ირაკლი კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 19:54

ჩვენს ინტერესებშია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან, სამართლიან გარემოში ჩატარება და ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით პროვოკაციების საშიშროებაზე, სამწუხაროდ, ორი მცირე ინციდენტი მოხდა დღეს, ორ სხვადასხვა რეგიონში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ  ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ჩვენ კიდევ ერთხელ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები. კარგია, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ მსუბუქი პროვოკაციებით შემოიფარგლა და რაიმე მძიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.კიდევ ერთხელ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ მომავალში მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები.

ირაკლი კობახიძის განცხადება კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 19:58

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას არაეთიკურსა და არაკორექტულს უწოდებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს დღეს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო შტაბს 2013 წელს, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გახდა სწორედ ამ გუნდის დახმარებით, სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ სიარულით, გიორგი მარგველაშვილი.
„აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, არაკორექტულია და არაეთიკურია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი, კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში. ძალიან კარგი იქნებოდა პრეზიდენტს დაესვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის ინციდენტისა და პროვოკაციის წამოწყების დროს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საუბრის დასასრული

"არ დავდეთ სხვა პარტიების შედეგები ჯენტლმენური მოსაზრებებიდან გამომდინარე"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 ივნისი 2016 13:22

ქართული ოცნების მიერ ჩატარებული შიდა პარტიული კვლევების შესახებ საუბრობენ პარტიის ლიდერები. განცხადება დღეს გამოკითხვის გარკვეული ნაწილის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.მისი თქმით, შიდა კვლევები ასახავს სხვა პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგებსაც, თუმცა ის არ გასაჯაროვდა იმის გამო, რომ არ მომხდარიყო თემით სპეკულირება.კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ჩატარებული კვლევა აძლევს იმის საფუძველს, რომ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელოვანი უპირატესობით მოგება ივარაუდოს.„ჩვენ არ დავდეთ სხვა პარტიების შედეგები ჯენტლმენური მოსაზრებებიდან გამომდინარე. არ გვინდოდა რაღაც სპეკულაციურ საგნად გვექცია ეს ყველაფერი. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ ის, რომ გვეჩვენებინა საერთო სურათი. საერთო სურათი კი არის ასეთი, ჩვენ შევძლებთ აუცილებლად, ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას ამ არჩევნებში. ძალიან დიდი უპირატესობით მოვუგებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ყველაფერი დანარჩენი არის ის, რასაც გვიჩვენებს არჩევნები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შიდა პოლიტიკურ კვლევებს პირობით მონაცემებს უწოდებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

გვერდი 8/ 8-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური