ძალიან ამბიციური განაცხადი გვაქვს გაკეთებული, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 20 იანვარი 2017 14:19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია ყურადღებით იქნება განხილული.

 „ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, არაერთხელ გავაკეთეთ განაცხადი. ძალიან ამბიციური განაცხადი გვაქვს გაკეთებული, რომ მთელი გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნება მოწოდებული ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არცერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ და ეს ჩვენი განაცხადი იქნება შესრულებული. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო უღრმესი მადლობა ბატონ ჯანი ბუკიკიოს ჩვენს თხოვნაზე სწრაფი რეაგირებისთვის, საქართველოში ჩამოსვლისთვის და მისი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ზოგადად უწევს ჩვენს ქვეყანას მთელი ამ წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა, გადავუხადო მადლობა კომისიის მზადყოფნისთვის, რომ ჩაერთოს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში და დახმარება აღმოგვიჩინოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ ბრიტანეთთან , - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:20

„ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ ბრიტანეთთან და დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გარღმავდეს ეს პარტნიორობა, როგორც ქვეყნებს შორის ასევე, პარლამენტთა  დონეზე. ამ მიმართლებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ,“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

აპირებთ თუ არა ამ რიტორიკის შეცვლას? - გიორგი ტუღუშის კითხვა ირაკლი კობახიძეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 15:52

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატთან ოპოზიციის წარმომადგენლებს კითხვები აქვთ.

”წინასაარჩევნო პერიოდში თქვენ იყავით ჩვენი პარტიის არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტი, არამედ გამოირჩეოდით განსაკუთრებული აგრესიით და ხშირად სიძულვილით. როგორც პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციასთან ურთიერთობა. თვლით თუ არა, რომ ის რიტორიკა და ლექსიკა, რომელსაც თქვენ ხშირად იყენებდით ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, თქვენთვის, როგორც მომავალი პარლამენტის თავმჯდომარისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარია და აპირებთ თუ არა ამ რიტორიკის შეცვლას როგორც პარლამენტის თავმჯდომარე," - ამ კითხვით მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.

მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას მოვახმარ, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 15:44

"დავიცავ საქართველოს ინტერესებს და მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას მოვახმარ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში, ჩემს უმთავრეს ამოცანად მესახება პარლამენტში ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მთავრობის ფორმირების პროცედურა მომავალი კვირის ბოლომდე მოხდება,- ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 11:20

"უახლოეს მომავალში დაიწყება მთავრობის ფორმირების პროცედურა და ჩვენი ვარაუდით, ამ პროცედურის დასრულება მომავალი კვირის ბოლომდე მოხდება,“ - აღნისნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 15:00

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ შესაძლოა, სპორტისა და ახალგაზრდობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომეტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა დღეს დაასახელოს.

"ამ თემაზე მსჯელობა თითქმის დასრულდა. ამ თემაზე განცხადების გააკეთების თაობაზე უფლებამოსილება აქვს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატს. ყბადაღებყლი თემაა უკვე, რომ მანანა კობახიძე ნაწყენია. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. როცა შეთანხმებული კანდიდატი დასახელდება, მას რასაკვირველია გუნდიდან ყველა დაუჭერს მხარს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტში მიხეილ ყაველაშვილის, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოფო კილაძის კანდიდატურები განიხილება.

 

ირაკლი კობახიძე - პარლამენტში თანამშრომლობა ყველა სუბიექტს შორის უნდა შედგეს, სხვანაირად ის თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ განახორციელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 09:44

პარლამენტში ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის თანამშრომლობა და კომუნიკაცია უნდა შედგეს, სხვანაირად პარლამენტი თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ განახორციელებს, - ამის შესახებ  ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

კითხვაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, როგორ ესახება საპარლამენტო უმცირესობასთან - ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა, კობახიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის პრაქტიკა დასრულდეს და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია მოხდეს. 

”პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილი არაფერია და კონსულტაციები გრძელდება. ზოგადად გეტყვით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, წარმოადგენს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, თუმცა მას აქვს ერთგვარი ნეიტრალური ფუნქციაც მინიჭებული - მან უნდა წარმართოს საპარლამენტო მუშაობა და ამ მუშაობაში ჩართოს ყველა ის სუბიექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარმოდგენილი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - ეს არის პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია. ამ პროცესებს ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლარიზაციის და რადიკალიზაციის პრაქტიკა დასრულდეს და საბოლოო ჯამში, შევძლოთ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციას და ზოგადად, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას წაადგება. ამაში პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს. როდესაც საუბარია პარლამენტზე, იქ ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის უნდა შედგეს თანამშრომლობა და კომუნიკაცია. სხვანაირად პარლამენტი თავის ფუნქციებს ჯეროვნად ვერ განახორციელებს - მე სწორედ ასე მესახება პარლამენტის შიგნით პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობა და მუშაობა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი კობახიძემ. 

პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას ვერავინ შეეხება, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 13:51

"რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და უფლებამოსილების ვადას, ამას ვერავინ შეეხება იქამდე, ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილების კონსტიტუციით დადგენილი, არსებული ვადა არ დასრულდება. ეს იქნებოდა კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. ეს არის შესაბამისად, სპეკულაციები და არ ვიცი, რომელი „კონსტიტუციონალისტები“ საუბრობენ ამაზე,“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კონსტუტუციონალისტთა ნაწილის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ  გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილების ვადა შესაძლოა დროზე ადრე შეუწყდეს.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაწყებულია, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 13:35

"რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება უპირატესად  პრემიერ-მინისტრის პრეროგარტივაა და  კონკრეტულ კომენტარებს ის გააკეთებს. ბუნებრივია, კონსულტაციები დაწყებულია ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, დღესაც გაგრძელდეს კონსულტაციები. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ  ზოგადად დაწყებულია, “ - აღნისნული განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა,  ირაკლი კობახიძემ გააკეთა.



ეს თანამშრომლობა შეიძლება შედგეს სხვადასხვა ფორმატში, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 13:10

„ჩვენ ზოგადად, ღია და გახსნილი ვართ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო  პარტიების მიმართ. ეს თანამშრომლობა შეიძლება შედგეს სხვადასხვა ფორმატში," - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარესთან, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ ლიდერ დავით უსუფაშვილთან თანამშრომლობას.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური