ამერიკის მეგობართა კლუბი დაბადების დღეს ულოცავს გამოცდილ ქართველ პოლიტიკოს და დიპოლომატს, ირაკლი ალასანიას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 22 დეკემბერი 2019 11:14

ამერიკის მეგობართა კლუბი დაბადების დღეს ულოცავს გამოცდილ ქართველ პოლიტიკოს და დიპოლომატს, ირაკლი ალასანიას.

ბატონო ირაკლი,

უდიდესი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ მშვიდობას, მხნეობას, კეთილდღეობას და დიდხანს სიცოცხლეს.

თქვენ როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა და დიპლომატმა საკმაოდ ბევრი გააკეთეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების და ქართულ ამერიკული მეგობრობის გაძლიერებისთვის.

ვისურვებდით და სურვილთან ერთად ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეო გაერთიანებისთვის, წინ კიდევ დიდი სამუშაოები და ბევრი წარმატებები გელით. აქვე უცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ სწორედ ეს წარმატებები იქნება ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული ღირებულებების, კიდევ უფრო გაძლიერების ახალი ეტაპი.

უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი.

პატივისცემით,

ილია ზუკაკიშვილი

ა(ა)იპ ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი

ამერიკული პროექტის (NESC)

დირექტორთა საბჭოს ხემძღვანელი

ალასანიას უშიშროების საბჭოს მდივანისთვის შეასაბამისი გამოცდილება აქვს, - ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 12:20

"არ ვიცი, ვის შესთავაზებს პრეზიდენტი იმ ვაკანტურ პოზიციას, რომელიც მნიშვნელოვნია. სავარაუდო გვარები სახელდება. ჩვენ ამ პროცესში ჩართული არ ვართ.  იმედს გამოვთქვამ, რომ ადამიანი, რომელიც უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, თავის კვალიფიკაციით შესაბამისი იქნება საბჭოს სპეციფიკასთან. ირაკლი ალასანიას ბევრი წელი ნამუშევარი აქვს ამ კუთხით. გამოცდილება უთუოდ აქვს. ჩათვლის თუ არა პრეზიდენტი შესაფერისად, ამას ვერ გეტყვით,“ - ასე გამოეხმაურა  “ქართული ოცნების“ წარმომადგენლი ეკა ბესელია გავრცელებულ ინფორმაციას იმასტან დაკავშირებით, რომ  ირაკლი ალასანია შესაძლოა უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი გახდეს.

მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან, - ირაკლი ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 15:08

„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, განსაკუთრებით გორის ამომრჩევლებს, თუმცა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა... ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან,“ -  აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი ალასანია საკუთარ კანდიდატურას ხსნის გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის არჩევნებიდან.  არსებული  მონაცემებით მან ხმების 19,38% დააგროვა, მეორე ადგილი უკავია და მეორე ტურში უწევს მონაწილეობის მიღება. 

ირაკლი ალასანია სამართალდამცავებს მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 10:10

ირაკლი ალასანია სამართალდამცავებს მიმართავს და გორში მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებას ითხოვს. ,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი და გორის მაჟორიტარი - დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ პოლიტიკური დებატები შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე უნდა წარიმართოს. მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა წინასაარჩევნო პროცესში იარაღის გამოყენება აღიკვეთოს. 

ირაკლი ალასანიამ გორში ამომრჩევლებთან შეხვედერა გამართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 10:41

თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ გორში ამომრჩევლებთან შეხვედერა გამართა. იგი მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა. გორის ამომრჩევლები დაინტერესდნენ როგორია თავისუფალი დემოკრატების საპენსიო პოლიტიკა, ასევე რას გეგმავენ ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით.

 

ირაკლი ალასანიას შეხვედრა არასამთავრობოებთან და სახალხო დამცველის აპარატის წევრებთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2016 17:18

ირაკლი ალასანიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატის წევრებთან ე.წ. კაბელების საქმეზე ომბუდსმენის დასკვნა განიხილა. პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ საქმეზე საქალაქო სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქმნის საფუძველს, რომ საქმეს პოლიტიზებული ეწოდოს. “კაბელების საქმის” ადვოკატის განცხადებით, ე.წ “კაბელებისსაქმის” განხილვა მეორე ინსტანციის სასამართლოში ხვალ დაიწყება.

"ერთადერთი გზაა, დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული“ - ირაკლი ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 სექტემბერი 2016 16:11

თავისუფალი დემოკრატების გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით გოგიბერიძე წარადგინეს დღეს პარტიის ოფისში. ის დღეიდან უსაფრთხოებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში მრჩეველი და ექსპერტი იქნება.ირაკლი ალასანიამ პრესკონფერენციაზე ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.„მე მინდა ასევე გამოვეხმაურო ბოლო დროს ჩადენილ დანაშაულებს და იმ განცდას, რომელიც შეიქმნა საზოგადოებაში და ვუთხრა, რომ ამ პრობლემების მოგვარება ერთდერთი გზით შეიძლება. ერთადერთი გზაა, დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 16:50

,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი წარადგინა.ისანში კენჭს ქეთევან ენუქიძე იყრის,დედოფლისწყაროში ლევან ჯამალაშვილი,დუშეთში მალხაზ დავითაშვილი, საჩხერეში კი ოლეგ არჯევანიძე. 

როგორც იკვეთება სერიოზული საბოტაჟი მზადდებოდა, - ირაკლი ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 14:33

რადგან თავიდან ავიცილეთ ეს დანაშაული, ახლა მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს და გამოძიებამ უპასუხოს თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სუსის მიერ ტერაქტის აღკვეთის შესახებ გავრცელებული განცხადების შეფასებისას განაცხადა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საჭიროა საზოგადოებამ შეიკავოს თავი სპეკულაციებისგან და დაელოდოს გამოძიებას.

”ერთი შეხედვით, როგორც იკვეთება სერიოზული საბოტაჟი მზადდებოდა. რადგან თავიდან ავიცილეთ ეს დანაშაული, ახლა მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს და გამოძიებამ უპასუხოს თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან. მე იმ წამსვე გამახსენდა ყირიმში მომხდარი ფაქტი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ მათ სამალავები აღმოაჩინეს და მზადდებოდა ტერორისტული აქტები. ძალიან ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით, ეს იყო წინასწარი მზადება აგრესიული ნაბიჯების გასამართლებლად. ჩვენ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ რაც მოხდა და არ მივცეთ არავის მიზეზი, რომ საქართველოს დააბრალოს უუნარობა და სუვერენიტეტის გაუკონტროლება. ახლა საჭიროა მთელი სპეცსამსახურები გადართულები იყვნენ, რომ გამოავლინონ, ვინ იდგა დანაშაულის უკან. საქართველოს კონტრტერორისტულ ცენტრს კარგი სპეციალისტები ჰყავს და შეუძლია რეგიონში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კარგი თანამშრომლობა. თუმცა ამისთვის საჭიროა სპეცსამსახურები პოლიტიკური დიქტატისგან გათავისუფლდნენ’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ აბასთუმნის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 15:43

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის მოსახლეობას შეხვდნენ. ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას მოუწოდა არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანის მხარდაჭერისკენ. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა აბასთუმნის მოსახლეობას გააცნო პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა, მოუსმინა თითოეულ მათგანს და განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ამოცანაა მათი სოციალური ფონისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, რისთვისაც ,,თავისუფალი დემოკრატების“ გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს.შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეკრებილებმა პარტიის ლიდერებს სოფელში არსებულ უმძიმესი პრობლემები გააცნეს და მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური