პარლამენტში იორდანიის პარლამენტის სენატის დელეგაციას უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 აპრილი 2016 14:51

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს პარლამენტის სენატის იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში არაბი კანონმდებლები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ და ქართველ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს.

ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, ენერგეტიკული და ეკონომიკური თანამშრომლობა, ერთობლივი ბიზნეს ფორუმების გამართვის საკითხები და იორდანია-საქართველოს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლის შესაძლებლობები განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძის და იორდანიის სამეფოს სენატორებს შორის გამართულ შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაღრმავება ორივე მხარის დაინტერესების საგანს წარმოადგენს, რაც ეკონომიკურ განვითარებას და ტურიზმის ხელშეწყობას განაპირობებს. თანამშრომლობის ამ ფორმატში კი საკანონმდებლო ორგანოებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, რასაც მოწმობს მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა და გამართული შეხვედრები.

„მნიშვნელოვანია იორდანიის სამეფოს სენატორთა ვიზიტი საქართველოში. შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ ისინი განუხრელად პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპაციის და დევნილთა პრობლემებს, ენერგეტიკის სფეროს, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს. ეს შეხვედრა ერთ-ერთი დადასტურებაა, რომ ორივე ქვეყნის ურთიერთობაში მხოლოდ პოზიტიური დინამიკაა“, - განაცხადა მანანა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მიმართულებებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდამჭერი საქმიანობის საკითხებზე იმსჯელეს. გლობალურ გამოწვევებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა რეგიონის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების მომხრეა. კომიტეტის წევრებთან შეხვედრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემგიორგი ვოლსკიმ შეაჯამა: 

„სხვადასხვა დონეზე პოლიტიკური ურთიერთობები იორდანიასთან არც თუ განვითარებულია, თუმცა ძალიან საინტერესოა ის რომ ამ დაძაბულ სივრცეში, რომელიც მნიშვნელოვან წილად საქართველოსაც გადმოწვდა, თუნდაც ეკონომიკური ფაქტორებით, ორმა ქვეყანამ ერთი ხედვის უფრო ხშირი ინტენსიური ურთიერთობა იქონიოს. იორდანიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ მათაც დევნილთა და ოკუპაციის პრობლემები აწუხებთ“.

საქართველოს პარლამენტში სტუმრობისას არაბმა სენატორებმა ბოლო შეხვედრა აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან გამართეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გელა გელაშვილმა იორდანელ სტუმრებს საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალი, სოფლის მეურნეობის განვითარებული დარგები და სახელმწიფოს მიერ ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამები გააცნო. 
ვიზიტის ფარგლებში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატორთა დელეგაცია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. სამუშაო შეხვედრები ენერგეტიკის, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში გაიმართება. იორდანიის სამეფოს სენატორთა დელეგაციას სენატორი, მუსა მააიტა ხელმძღვანელობს. არაბი სენატორების ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტი 27 აპრილს დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური