მერსი სულხანიშვილი "ნიკორაში" მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პირველ კომენტარს აკეთებს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 11 ივლისი 2016 23:47

მერსი სულხანიშვილი ნიკორაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პირველ კომენტარს აკეთებს:
"სამი დღის წინ გავრცელებულმა ვიდეომ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვიდეო ფრაგმენტულია და არ ასახავს ყველაფერს, რაც შპს „ნიკორას“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. მე გამამტყუნეს იმის გამო, რომ უხეშად მივმართავ მაღაზიის კონსულტანტებს, ამის შემდეგ კი, უკვე რამდენიმე დღეა, სრულიად უცნობი ადამიანებისგან ბევრად უარესი ტექსტები მოვისმინე, რაც ცოტა პარადოქსულია.
ასეა თუ ისე, მინდა საზოგადოებას მოვუყვე ის, რაც „ნიკორაში“ მართლა მოხდა. ვინც დაინტერესებულია, ამ ტექსტს ბოლომდე წაიკითხავს.
ხუთშაბათს, დაახლოებით დღის 12 საათისთვის „ნიკორაში“ ვყიდულობდი პროდუქტებს. ერთ-ერთმა კონსულტანტმა შემომთავაზა დახმარება, გადავუხადე მადლობა და უარი ვუთხარი. რამდენიმე წამში, მეორე მხრიდან დამეჯახა ახალგაზრდა ბიჭი და იოგურტის ბოთლზე მიმითითა, შენ ეგ არ გეყოფა, დიდი ბოთლი აიღეო. სრულიად უცნობი ადამიანი მომმართავდა შენობით და თან ყვირილით. არ ეცვა ფორმა, თუმცა ეკეთა ბეჯი, რითიც მივხვდი, რომ საწყობის თანამშრომელი იყო. მას არ ჰქონდა უფლება, ეკონტაქტა მაღაზიის კლიენტებთან, მითუმეტეს ასეთი ფორმით. მშვიდად ავუხსენი, რომ ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს და არ შეეძლო, ჩემთვის ასე მოემართა. ბიჭმა ირონიული ტონით მიპასუხა, ამერიე და იუმორზე აცრილი ხარო. ასე შენიანებს მიმართე-მეთქი. გავბრაზდი და მივაძახე, ძონძი ხარ, ზრდილობა არ გაქვს, მიმართვა ისწავლე-მეთქი. პასუხად მივიღე სიტყვა „გააჯვი“.
ეს ყველაფერი ვიდეოში არ ჩანს. არსებობს „ნიკორას“ სათვალთვალო კამერებით გადაღებული მასალა, მაგრამ არ ისმის ხმა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვარ გაბრაზებული, შესაბამისად ვერ ვაკონტროლებ ვერც ემოციას, ვერც ლექსიკას. ვითხოვდი, ეთქვათ თანამშრომლის სახელი და გვარი, რომ გადამეცა სათაო ოფისისთვის. უკვე გამწვავებულ ვითარებაში ჩაერთო მენეჯერი, რომელთანაც ანალოგიური მოთხოვნა მქონდა. მან არც თანამშრომლის გვარი მითხრა, არც თავისი, რამაც კიდევ უფრო გამაღიზიანა.
საჯაროდ ვუხდი ბოდიშს მას, ასეთი უხეში მიმართვისთვის, რადგან იმ სიტუაციაში ის დამნაშავე ნამდვილად არ ყოფილა.
შემთხვევიდან 40 წუთში მოვიდა შპს „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა ბატკუაშვილი, რომელიც მოწმეა, როგორ აგრძელებდა ჩემთან უხეშად საუბარს საწყობის თანამშრომელი. იმეორებდა ფრაზას: „როგორც მინდა, ისე დაგელაპარაკები.“
ნამდვილად არ ვიცი, რა დავუშავე ამ ადამიანს. იმედი მქონდა, რომ მომხდარის შემდეგ, შპს „ნიკორა“ გააკეთებდა შესაბამის განცხადებას, თუმცა კომპანია იცავს მხოლოდ საკუთარი თანამშრომლის, და არა კლიენტის უფლებებს.
მე მესმის, რატომ გაღიზიანდა საზოგადოება, არ ვამტყუნებ არავის. მეც ანალოგიური რეაქცია და აგრესია მექნებოდა. ვემიჯნები და ვგმობ უცენზურობას, შეურაცხყოფას.
((ვიდეოში ისმის ჩემი ფრაზა: “მე იცი ვინ ვარ?” ვგულისხმობ იმას, რომ შპს „ნიკორაში“ მე ვარ რიგითი მომხმარებელი. თუმცა, მათ არ იციან, რომ თუკი დავინახავ რაიმე არასწორს, საჭირო ადამიანი აუცილებლად შეიტყობს. ამ კომპანიაზე გული შემტკივა თუნდაც იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი. სამწუხაროა, რომ ხალხმა კონტექსტი არასწორად გაიგო. მე ნამდვილად არ მაქვს განსაკუთრებული ამბიცია. ვარ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვცემ უდიდეს პატივს. ჩვენ ყველანი, პირველ რიგში, მოქალაქეები ვართ და შემდეგ უკვე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
ბოდიშის მოხდა არასდროს მეუხერხულება. მე ძალიან კარგად ვიცი, დამნაშავე ვარ თუნდაც იმის გამო, რომ ჩემმა არასწორ კონტექსტში გაჟღერებულმა ფრაზამ გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება. მე არასდროს გამოყენებია ჩემი სახელი ბოროტად და არც ვაპირებ ასე მოქცევას.
მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი შემეკავებინა ყველანაირი კომენტარისგან, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მომეყოლა სიმართლე. არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ბოდიშს ვუხდი იმ მედია ჰოლდინგსაც, რომელსაც წარმოვადგენდი. რადიო „აფხაზეთის ხმას“ ჩემ გამო შეექმნა პრობლემები. ბოდიშს ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ბოდიშს ვუხდი მსმენელებსაც. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ, გაიგონ სიმართლე. თითოეული თქვენგანის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია" - წერს მერსი.

ინციდენტი გურჯაანში

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 11 მაისი 2016 13:13

გურჯაანში, 30 წლამდე მამაკაცმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ მისი ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პატრულის თანამშრომლები მამაკაცისთვის საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმის გამოწერას გეგმავდნენ. გასროლა პოლიციის მისამართით არ მომხდარა და მამაკაცმა ის ჰაერში განახორციელა.მომხდარზე გამოძიება ”სისხლის სამართლის კოდექსის” 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11-წლამდე.

ადიგენის ინციდენტთან დაკავშირებით,მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 14:37

სოფელ ადიგენში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მუსლიმთა სამმართველომ განცხადება გაავრცელა. მათი განცხადებით, ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება.  

"საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად, მეგობრულად და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლულად თანაცხოვრობდნენ. სამწუხაროდ ბოლო წლებში ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება. ვფიქრობთ, რომ ადიგენში მომხდარი ფაქტიც არის ხელოვნურად ინსპირირებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაწყებულია გამოძიება და აქედან გამნომდინარე მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა დროულად და ობიექტურად მოხდეს ფაქტის გამოძიება და დასჯილ იქნან დამნაშავეები. მოვუწოდებთ მოსახლეობას შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაელოდონ გამოძიების დასრულებას“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.

ამავე განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ მუსლიმური რელიგიის მიხედვით მუსლიმი მიცვალებულის სხვა აღმსარებლობის სასაფლაოზე დაკრძალვა არ შეიძლება. სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებს კი არ ჰქონდათ შესაბამისი ტერიტორია, სადაც შეძლებდნენ მიცვალებულის დასაფლავებას, მიცვალებული გადაჰყავდათ სხვა რაიონსა და სოფლებში.

ამიტომ მუსლიმთა სამმართველომ ადიგენის მუსლიმი მრევლის მოთხოვნის საფუძველზე არსებული სასაფლაოს გვერდით  მიწის გამოყოფის თაობაზე მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს. რელიგიის სააგენტოსთან არსებული ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისიამ კი რეკომენდაცია გასცა მუსლიმებისათვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე. 

გოკა გაბაშვილი ციხისძირის ინციდენტს აფასებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 18:25
ციხისძირში ასწლოვანი ხეების მოჭრის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა პოლიციას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გამართა. მისი თქმით, სამართალდამცავების ყოფნა ობიექტზე არ არის სანქცირებული და ისინი შეკრებილებს გამოხატვის თავისუფლებას უსაფუძვლოდ უზღუდავენ. „ეს კიდევ ერთხელ ფასდება, როგორც ბიძინა ივანიშვილის პირად ახირებად და ამ პირად ახირებას სამწუხაროდ სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო ინსტიტუტები და კერძოდ პოლიცია უსიტყვოდ ასრულებენ. ეს არის შემაშფოთებელი რამ როდესაც ფიზიკური ძალის გამოყენებით ხდება მშვიდობიანი აქციის დაშლა,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

ინციდენტი თავისუფლების მეტროსთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 09:58

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან სადაც სამართალდამცავებმა 5 ახალგაზრდა დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულებმა მეტროში ქცევის წესები დაარღვიეს და პოლიციელის მითითებებს არ დაემორჩილნენ.

დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა ედებათ.

5 ახალგაზრდის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქალაქო სასამართოს მოსამართლე იმსჯელებს. სწორედ მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რა ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრებათ ახალგაზრდებს. 

სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 20-30-ის სარეკლამო აბრა მანქანებს დაეცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 14:34

გადაცემა 2030-ის სარეკლამო აბრა სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანებს დაეცა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სამაშველო სამსახურში ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში,ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 17:14

უკვე 6 საათია ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. 

ქართული მხარე დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს გატაცებული მძევლების გათავისუფლებას, დააყენებს მავთულხლართების დემონტაჟის საკითხს. 

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ივლისში ხურვალეთიდან ოკუპანტების მიერ წაღებული საქართველოს სახელმწიფო დროშის ადგილზე დაბრუნებისა და საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილი ოჯახების პრობლემების მოგვარების საკითხიც.

წიხლი სახეში - ფიზიკური დაპირისპირება უკრაინის რადაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:58

ინციდენტი უკრაინაში - ანტიკორუფციული კომიტეტის სხდომაზე უკრაინის რადის დეპუტატმა ვლადიმერ პარასიუკმა უკრაინის უშიშროების სამსახურის კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროს ვასილი პისნოგს მოულოდნლლად სახეში წიხლი ჩაარტყა. 

როგორც ცნობილია, პარასიუკმა პისნოვი კორუფციასა და დანაშაულებრივი ჯგუფების მფარველობაში დაადანაშაუალა. 

სიტუაციის განმუხტვა უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა შეძლეს.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური