აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის აგრესიის აქტის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლია, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.
"სომხეთის შეიარაღებული ძალები გამყოფი ზოლის გასწვრივ სამოქალაქო პირებზე, კერძო სახლებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებენ, რაც ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 1949 წლის ჟენევის კონვენციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
სამოქალაქო ობიექტები, როგორიცაა საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები, სკოლის შენობები და საბავშვო ბაღები სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლის სამიზნე ხდება, მათ შორის საარტილერიო და სხვა მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. საცხოვრებელ რაიონებში ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ბურსუნლისა და ჰულაბანდის სოფლებში, ასევე ტერტერის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის რამდენიმე კვარტლებში ბუნებრივი აირის მილსადენები სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების სამიზნე გახდა.
29 სექტემბერს აღდამის რაიონის სოფელ გარადაღლის სამედიცინო დაწესებულებაზე იერიშის შედეგად ერთის სამოქალაქო პირი დაიღუპა. 29 სექტემბრის მონაცემებით ჯამში დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი და ორი ხანდაზმული, 35 მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა 66 კერძო სახლი და 8 კერძო საკუთრება. ქვევით მოყვანილია სომხეთის მიერ ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის დამადასტურებელი ფოტოები. სერიოზულად დაზიანდა ტერტერის რაიონის სოფელ აზადგარაგიონლუს მოსახლეობის კერძო საკუთრება", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია
მინდა, აღვნიშნო ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირას, ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით. ნამდვილად ღირსშესანიშნავია, რომ გასულ კვირას, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ჯამში 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი; საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ინდივიდუალური მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდურ შეჯიბრში ურთულეს ბრძოლაში - ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
დიდოსტატი ნანა ძაგნიძე - ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე;
პირველად, ქართული სპორტის ისტორიაში, ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავე ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე რაპირით ფარიკაობაში ახალგაზრდებს შორის.
22-23 აპრილს საქართველოში პირველად ჩატარდა სუმოს ევროპის ჩემპიონატი და ქართველმა სუმოისტებმა ჯამში 16 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 3 ოქროს მედალია.
საქართველოს ნაკრების წევრმა, კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილმა კი, ურთულეს ბრძოლაში, საფრანგეთში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი კიკბოქსიორი დაამარცხა.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის მსოფლიო რუკაზე და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი ხდება, რასაც ჩვენ მივესალმებით და ამას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. „Check in Georgia Sport"-ის კომპონენტის ფარგლებში საქართველო წელს 13 საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.
თხილამურებით ტრამპლინზე ხტომის ოლიმპიური სტანდარტების ინფრასტრუქტურა ბაკურიანში
რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს 120 მილიონი ლარი მოხმარდება
რეგიონებში გზების, წყალმომარაგებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის 120 მილიონი ლარი გამოიყო.
მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ იმსჯელა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტების თანადაფინანსების წესიც.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს მსგავსი შეხვედრები კიდევ გაიმართება.
„PowerChina”: მზად ვართ დავიწყოთ ანაკლია პორტის დაფინანსება და მშენებლობა
„PowerChina” არის „ანაკლია პორტი და ინდუსტრიული ეკო პარკის“ კონსორციუმის წევრი და ქართული კომპანიის, შპს „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტის“ სტრატეგიული პარტნიორი. ის ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიციებს განახორციელებს და გარდა ამისა, ჩინეთიდან მოიზიდავს სესხს საერთო საპროექტო ღირებულების 70%-ის ოდენობით.
„PowerChina” უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც მომსახურებების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიის, ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულებით.
კომპანიის ბიზნესი ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, ინვესტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, “PowerChina” 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი.
„PowerChina“-ს საზღვარგარეთის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა დუ ჩუნგუომ განაცხადა: „საქართველო ჩინეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. „PowerChina“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ბაზარს. საქართველომ ძალიან კარგი გარემო შეუქმნა უცხოურ კომპანიებს, რაც მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკურ კურსებს და ასევე საინვესტიციო გარემოს. აქედან გამომდინარე, „PowerChina“ თანახმაა, რომ ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიცია განახორციელოს. ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ აგილობრივ პარტიორთან, შპს „ანაკლია ინდუსტრიულ ეკო პარკ და პორტთან“ და გვჯერა, რომ ნაყოფიერ სამუშაოებს ჩავატარებთ და ანაკლიის პროექტი საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ტენდერში წარმატებას მივაღწევთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ „PowerChina“ საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია უცხოეთის ბაზარზე მუშაობისა. ჩვენ საქართველოში ოთხი გზის მშენებლობის პროექტი გვაქვს განხორციელებული. ჩვენ ასობით ადამიანი გვყავს მზადყოფნაში, რომლებიც მზად არიან პორტის ასაშენებლად. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პარტნიორი, შპს „ანაკლია ეკო პარკი და პორტი“. თავად ბატონმა თეიმურაზ ქარჩავამ ამ პროექტისათვის ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორი კომპანიის კომბინაციით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის მოგებას.“