თბილისის ინტერპოლმა კიშინოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017 12:07

თბილისის ინტერპოლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კიშინოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.

ი.პ. დამნაშავედ არის ცნობილი მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

თურქეთის მოთხოვნით საქართველოში მოღვაწე თურქი პედაგოგი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 10:41

დღეს 12:00 საათზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება ბატონ მუსტაფა ემრე ჩაბუკის სასამართლო პროცესი.

საქართველოში ბოლო 15 წელია მცხოვრები პედაგოგი მუსტაფა ემრე ჩაბუკი გუშინ დილით საკუთარ ბინაში დააკავეს. დაკავება მთურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა,  მისი თურქეთში ექსტრადირების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით.  თურქეთიდან მოწოდებული დოკუმენტის საფუძველზე ბატონ  ჩაბუკს სავარაუდოდ ბრალი ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში, თუმცა  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იგი არ  იძებნება ინტერპოლის მიერ და საქართველოს კანონმდებლობასთანაც არასდროს შექმნია რაიმე სახის პრობლემა.

შექმნილი სიტუაციიდან და საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ  მუსტაფა ემრე ჩაბუკის   დაკავება კიდევ ერთი რგოლია იმ პროცესისა, რომელსაც წინ უძღოდა  ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლისათვის ავტორიზაციის სრულიად უკანონო გაუქმება.

გუშინვე საგანგებო მიმართვა გააკეთა დაკავებულის ოჯახმა, რომელმაც თხოვნით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მოახდინონ რეაგირება და არ მოხდეს ჩაბუკის ექსტრადირება თურქეთში.

 „მიგვაჩნია, რომ  ბ-ნ- მუსტაფა ჩაბუკის თურქეთში   უსაფუძვლო ექსტრადირება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს  საქართველოს ხელისუფლების  საერთაშორისო რეპუტაციას“ - აღნიშნულია განცხადებაში

ბატონი მუსტაფა ჩაბუკი ბოლო 15 წელია ცხოვრობს საქართველოში. იგი მრავალი წელია სათავეში უდგას რამოდენიმე სკოლას ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში მოღვაწეობა როგორც ფიზიკის პედაგოგმა დაიწყო, რის შემდეგაც იგი გახლდათ ბათუმის შაჰინის სკოლის დირექტორი და შემდეგ ქუთაისის სკოლის დირექტორი. ბატონი მუსტაფა გახლავთ არაერთი საგანმანათლებლო იდეის ავტორი. მათ შორის ნორჩ მეცნიერებათა ოლიმპიადის ორგანიზატორი, ქართული ენის ოლიმპიადის დამაარსებელი და „ვსწვალობთ ქართულად“ კამპანიის ინიციატორი. მისი ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა არაერთი სოციალური და სამეცნიერო პროექტი. 

თბილისის ინტერპოლმა ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 11:12

შსს-ს თბილისის ინტერპოლისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბაქოს ინტერპოლის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული გ.ი. თბილისში დააკავეს.

გ.ი.-ს ბრალი ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდებას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

თბილისის ინტერპოლმა ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 31 მარტი 2017 11:08

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ირანიდან საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ირანის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

დაკავებულს ბრალი ედება ბელგიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ადამიანებით ვაჭრობას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

საქართველოში ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 10:08

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფი“-ს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე კ. ჩ. დააკავეს.

დაკავებული საქართველოში შემოსვლას ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის ივნისიდან ძებნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა.

კ.ჩ.-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი და მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ჯგუფის მიერ პროფესიონალურ თაღლითობას გულისხმობს.

ამჟამად დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები, ხოლო აღნიშნულ ავტომანქანასთან დაკავშირებით გამოძიებას შსს-ს საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება აწარმოებს.

შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 08 ივლისი 2016 10:45

შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის ა/რ-ის და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1961 წელს დაბადებულ ვაჰდი აბდულ ს., 1973 წელს დაბადებული ათილლა ა. და 1974 წელს დაბადებული მეჰმეთ ალი ი. ბათუმში დააკავეს.

ვაჰდი აბდულ ს.-ს ბრალი ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ათილლა ა. ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუქარაში, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 106/2 ა.62 მუხლით, მეჰმეთ ალი ი.-ს კი ბრალი ედება თაღლითობაში, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 157/1 და158/1 მუხლებით.

ამ დროისთვის სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური