ვერა პლატონოვა დაინიშნა Visa-ს უფროსი ვიცე პრეზიდენტისა და დსთ-სა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონალური ქვედანაყოფის დირექტორის თანამდებობაზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 28 სექტემბერი 2018 13:45

თბილისი —2018 წლის 28 სექტემბერი ‑ დღეს Visa-მ განაცხადა კომპანიაში ვერა პლატონოვას დაბრუნების შესახებ კომპანიის უფროსი ვიცე‑პრეზიდენტისა და დსთ–სა და სამხრეთ-ევროპის ქვეყნების (CISSEE) რეგიონული ქვედანაყოფის დირექტორის რანგში 2018 წლის 22 ოქტომბრიდან. ვერა პლატონოვა მუშაობდა კომპანია Visa-ს უკრაინის ოფისში 2007 წლიდან 2010 წლამდე. ამჯერად მის ფუნქციებში ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ და სამხრეთ‑აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 17 ბაზრის ზედამხედველობის გაწევა შევა.  იგი დაექვემდებარება ენდრიუ ტორრეს, რეგიონულ პრეზიდენტს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის რეგიონში (CEMEA) და შეუერთდება კომპანია Visa-ს რეგიონალური ხელმძღვანელობის შემადგენლობას ამ რეგიონში.

ვერა პლატონოვა საგადახდო სისტემების და საცალო საბანკო მომსახურების სფეროს მაღალკვალიფიციური წარმომადგენელია. მისი ჩვიდმეტწლიანი კარიერა მოიცავს ბიზნეს‑სტრატეგიების შემუშავებასა და რეალიზაციას, კომერციულ განვითარებას და ოპერაციების მართვას. ვერა კომპანია Visa‑ს გუნდს შემოუერთდება კომპანია MasterCard-დან, სადაც იგი 8 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

„ჩვენ მოხარული ვართ კვლავ მივესალმოთ ვერას ჩვენს გუნდში“, — ამბობს ენდრიუ ტორრე, კომპანია Visa‑ს რეგიონალური პრეზიდენტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის რეგიონში. – „ვერას აქვს უამრავი მიღწევა საგადახდო სისტემების სფეროში ძლიერი გუნდების და ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბაში.  მას შემოაქვს სტრატეგიული ლიდერობა, რომელსაც მოელიან ისეთი მსოფლიო ლიდერებისგან, როგორებსაც წარმოადგენს კომპანია Visa. მისი დანიშვნით ხაზს ვუსვამთ ჩვენს მისწრაფებას ხელი შევუწყოთ ციფრულ ტრანსფორმაციას ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვის საშუალებით ჩვენი კლიენტების ‑ საფინანსო ინსტიტუტების, ბარათების მფლობელების,  სავაჭრო ობიექტებისა და  სამთავრობო პარტნიორების მხარდასაჭერად.

„მოხარული ვარ, რომ კომპანია Visa-ში ჩემი დაბრუნება მოხდა მისი ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც კომპანია 60 წლის იუბილეს აღნიშნავს.  მიმაჩნია, რომ Visa‑ს კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, აქვს უნიკალური შესაძლებლობები შეცვალოს მომხმარებელთა ჩვევები და სათავეში ჩაუდგეს კომერციის მომავლის განვითარებას“— აცხადებს ვერა პლატონოვა. -„CISSEE რეგიონის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ჩვიდმეტ ბაზარს არა მხოლოდ საოპერაციო საქმიანობის გაფართოების, არამედ ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნეს-მოდელების დანერგვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა შევუერთდე ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიო ლიდერია ელექტრონული გადახდების სფეროში და განვსაზღვროთ როგორ ვაპირებთ განვითარებას ლოკალურ დონეზე, მოვახდენთ რა ჩვენი გლობალური პრაქტიკის დანერგვას იმ ქვეყნებში, რომლებსაც ვემსახურებით.

ვერა პლატონოვა, როგორც  CEMEA რეგიონში კომპანია Visa‑ს რეგიონული ხელმძღვანელობის შემადგენლობის წევრი,  ასევე იქნება CISSEE რეგიონის ინტერესების წარმომადგენელი Visa‑ს გლობალური და რეგიონული ქსელების ფარგლებში და უზრუნველყოფს სხვა ბაზრების მოწინავე გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობას რეგიონულ საგადახდო ეკოსისტემაში.

VisaInc.-ის შესახებ

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, Visa ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 30 ივლისი 2018 14:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  დესისლავა ივანოვას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას და მრავალწლიან თანამშრომლობას კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. ამ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის პერსპექტივა.

ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე.

მამუკა ბახტაძემ ბულგარეთის სახელმწიფოს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური