ევროკავშირი ხელს უწყობს ციფრული საზოგადოების განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 16:27

ევროკავშირი ხელს უწყობს ციფრული  საზოგადოების განვითარებას აღმოსავლეთ  პარტნიორობის  ქვეყნებში 

ახალი პრიორიტეტები 2020 წლამდე

EU4DIGITAL

უკეთესი ციფრული გარემო

სატელეკომუნიკაციო წესები, მათ შორის საერთო როუმინგის სივრცე

ინოვაციების მხარდაჭერა და სტარტაპები

საინფორმაციო ტექნოლოგიების კვლევა

ციფრული უნარები

ელექტრონული სერვისების ძირითადი ელემენტებით უზრუნველყოფა 

ელექტრონული იდენტიფიკაცია

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი

კიბერ  უსაფრთხოება

მოქალაქეებისადაბიზნესმენებისთვისელექტრონულისერვისებისგანვითარება

ელექტრონული ვაჭრობა, ელექტრონული საბაჟო, ელექტრონული კომერცია, ელექტრონული ლოჯისტიკა

ელექტრონული დემოკრატიის აპლიკაციები მთავრობებისთვის

ელექტრონული ჯანდაცვა

 

ძირითადი აქცენტები:

 

  1.  სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკასა  და უკრაინაში როუმინგის ტარიფების შემცირება.
  2. მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ელექტრონული სერვისების განვითარებას ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის.
  3. 3.      უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა ახალ ციფრულ ინდუსტრიებში.

 

სხვადასხვა  ქვეყნის  მაგალითები

 

სომხეთი

ელექტრონული საგადასახადო დეკლარაციის, ელექტრონული სამოქალაქო რეესტრის, ელექტრონული პოლიციის, ელექტრონული ნოტარიუსის, ელექტრონული პენიტენციალური სისტემის, ელექტრონული მოქალაქისა და ელექტრონული დოკუმენტაციის მართვის სისტემების განვითარება

 

აზერბაიჯანი

საჯარო სექტორისათვის სხვადასხვა ელექტრონული სერვისების  განვითარება, ელექტრონულ კომერციაზე აქცენტით

 

ბელორუსი

ავტომატური ვიდეო-კონტროლის სისტემების დანერგვა „ნოვაია ჰუტა-ნოვი იარილოვიჩი“ საზღვარზე

 

საქართველო

ელექტრონული  დემოკრატიისა  და  ინფორმაციული უსაფრთხოების  გამოცდილების გაზიარება   ელექტრონული  მმართველობის  ხელშეწყობისა  და  მოქალაქეთა ელექტრონული  სერვისების  განვითარებისათვის

 

მოლდოვა

საკომუნიკაციო ქსელების გაუმჯობესება და საზღვრის  მართვის  ელექტრონული სისტემების განვითარება

 

უკრაინა

ფინანსური სექტორისთვის ახალი ინტეგრირებული ონლაინ სისტემების უზრუნველყოფა და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ელექტრონული მმართველობის გადაწყვეტების შეთავაზება

 

რეგიონული მასშტაბით

 

EaP Connect

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად

€ 13 მილიონი

პროქტის ხანგრძლივობა:  2015-2020წწ.

 

  • ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის მაღალსიჩქარიანი ციფრული კავშირების გაუმჯობესება
  • გლობალურ კვლევებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ადგილობრივი მეცნიერებისათვის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის
  • აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში კვლევითი და საგანმანათლებლო ქსელის განვითარება
  • Wi-Fi- ს ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის
  • სარგებელი ორ მილიონზე მეტი მეცნიერის, აკადემიკოსის და სტუდენტისათვის 700-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  

 

www.eapconnect.eu

ვიდეოს ნახვა შესაძლებელია აქ : http://nwsr.eu/rkryuqOkZ [1] [1]

Visa მხარს უჭერს უსაფრთხო უნაღდო გადახდების დანერგვას საქართველოში - Visa Token სერვისის მეშვეობით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 15:29

VisaToken სერვისი ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას ელექტრონული კომერციისა და მობილური ტელეფონით ანგარიშსწორების დროს

პირველად საქართველოში Visa token სერვისი საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით დაინერგა

თბილისი – დღეს, კომპანია Visa-მ საქართველოში Visa Token სერვისის დაწყების შესახებ განაცხადა; ეს ინოვაციური ტექნოლოგია უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას და ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას ელექტრონული კომერციისა და მობილური ტელეფონით გადახდის სფეროში. პირველად საქართველოში Visa Token სერვისი, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით დაინერგა.

Visa Token სერვისი საბანკო ბარათებზე მოცემულ ანგარიშსწორების ნომერს უნიკალური ციფრული იდენტიფიკატორით, ტოკენით ჩაანაცვლებს. იმის გამო, რომ ტოკენი არ შეიცავს მომხმარებლის ანგარიშის ისეთ დეტალებს, როგორიცაა16-ციფრიანი უნიკალური საბარათე ნომერი, მისი უსაფრთხოდ დარეგისტრირება შესაძლებელია ონლაინ სავაჭრო ობიექტებთან და მობილურ მოწყობილობებში; რაც ელექტრონულ კომერციასა და მობილური გადახდების განხორციელებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ამ ახალი მომსახურების გამოსაყენებლად Visa-ს ბარათის მფლობელებმა უნდა იქონიონ NFC-ის(<Near field communication>) მქონე მობილური მოწყობილობები, რომელიც იყენებს Android-ის საოპერაციო სისტემას (4.4 ან შემდგომი ვერსია).

“სულ უფრო იზრდება მომხმარებელთა მიერ ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელი. ციფრული კავშირების ზრდა თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას, შესაბამისად არც გადახდები წარმოადგენს გამონაკლისს. ეს პროცესები მნიშვნელოვნად გარდაქმნის მომხმარებელთა სავაჭრო გამოცდილებას და მათ სხვადასხვა საშუალებას სთავაზობს,  განახორციელონ გადახდები, როგორც ონლაინ ისე ოფლაინ რეჟიმში” - განაცხადა უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის, Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა დიმიტრო კრეპაკმა. “Visa Token სერვისის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია თავდაჯერებულად შეასრულოს ტრანზაქცია ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით. საქართველოში,Visa-ს ყოველი მეოთხე ბარათი უკონტაქტო ფუნქციით მზადდება, ხოლო Visa-ს ყოველი მეორე ტრანზაქცია უკონტაქტოდ ხორციელდება, შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ Visa Token-იც სულ მალე ელექტრონული გადახდების სფეროს განუყოფელი ნაწილი გახდება“.

Visa Token სერვისი მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას  ონლაინ და მობილურის მეშვეობით გადახდების განხორციელებისას და ამავდროულად ინარჩუნებს Visa-ს ანგარისშწორების ტრანზაქციის საიმედოობას. Visa Token სერვისის ძირითადი უპირატესობებია:

  • მომხმარებელთა დაცვა: ტოკენი ციფრულად ცვლის საბანკო ბარათზე მოცემულ 16-ციფრიანი ანგარიშის ინფორმაციას. ამ ახალ იდენტიფიკატორს ციფრული ანგარიშის ნომერი ეწოდება. იგი ამარტივებს ტრანზაქციებს პირადი ანგარიშის ინფორმაციის გაზიარების გარეშე.
  • გადახდის მეთოდებზე მორგებული სერვისი: ტოკენის მოქმედება შესაძლოა მორგებული იყოს მხოლოდ არჩეულ მობილურ მოწყობილობებსა და ონლაინ სავაჭრო ობიექტებზე ან შეზღუდული იყოს შესყიდვის სახეობებით, რაც სიახლისა და უსაფრთხოების კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს.
  • მოხერხებულობა და ეკონომიურობა: დაკარგულ, ან მოპარულ მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული ტოკენების გაუქმება მომენტალურად არის შესაძლებელი ანგარიშის ნომრისა და პლასტიკური ბარათის განახლების გარეშე.
  • მარტივი დამუშავება: ტოკენები ემყარება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტებს, შესაბამისად მათი დამუშავება კომერციული ორგანიზაციების, ექვაიერერებისა და იმიტენტების მიერ ტრადიციული საბარათე გადახდების მსგავსად არის შესაძლებელი.

 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:  www.visa.com/digitalsolutions და www.visanewscissee.com

ინფორმაციაკომპანიაVisa-სშესახებ

Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების სფეროში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან      200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის დამუშავებისთვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავებაა სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის მომწოდებლებისთის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათის მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს  მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს,  მათ  მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, როგორიცაა სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები.

 

დამატებითიინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.corporate.visa.com, www.visa.com.ge, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

ვიზა ინტერნეშენალი: საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 10:22

ვიზა ინტერნეშენალმა, ლიდერმა საერთაშორისო კომპანიამ ელექტრონული გადახდების  ინდუსტრიაში, გუშინ, 16 მარტს  გამართა შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან. პრესასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ მენდი ლემბი, რეგიონალური მენეჯერი დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ანდრეი ალეიკინი,  უფროსი დირექტორი განვითარებადი პროდუქტებისა და ინოვაციების მიმართულებით დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჰექტორ როდრიგესი, ვიცე პრეზიდენტი რისკების მიმართულებით ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.
სპიკერებმა ქართველ ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია ონლაინ გადახდების სფეროში არსებულ გლობალურ ტრენდებზე,  ვიზას უსაფრთხოების სტრატეგიაზე თაღლითური სქემების პრევენციასთან მიმართებაში, ასევე კომპანიის ხედვაზე ქართულ ბაზარზე არსებულ სამომავლო განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.   
ვიზას წარმომადგენლებმა შეაჯამეს კომპანიის წარმატებული საქმიანობა საქართველოში და აღნიშნეს, რომ პლასტიკური ბარათების რაოდენობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვისთვის მზაობის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა რეგიონში.  2015 წელს საქართველომ პირველმა  დანერგა HCE ტექნოლოგია (Host Card Emulation) გადახდების სერვისში. საქართველო ასევე პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც დანერგა Visa payWave ბარათებით უკონტაქტო ონლაინ გადახდების ტექნოლოგია. 2015 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზა ბარათებით განხორციელებული პირდაპირი ტრანზაქციების  28%, სწორედ, Visa payWave ბარათებით განხორციელდა.
ვიზა ინტერნეშენალი გეგმავს საქართველოში ონლაინ გადახდების ინდუსტრიის განვითარებაში სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას, ახალი ინოვაციური პროდუქტების დანერგვასა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და ონლაინ გადახდების სისტემის საიმედოობის კიდევ უფრო განვითარებას ქვეყანაში. ასევე იგეგმება წამყვან ქართულ ბანკებთან, დარგობრივ სამთავრობო ინსტიტუტებთან არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.
მენდი ლემბის განცხადებით:“ვიზას სტრატეგიული მიზანია, გაზარდოს ელექტრონული გადახდები და განავითაროს ონლაინ გადახდების ინდუსტრია. საქართველოს ბაზარზე წარმატებული საქმიანობის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ. საქართველო ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ქვეყანაა რეგიონში ამ მიმართულებით და ფლაგმანი პოზიცია უკავია ბაზარზე Visa payWave და უკონტაქტო გადახდების სფეროში.“
ანდრეი ალეიკინი: “მსოფლიოში დიჯიტალიზაციის პროცესი ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, მალე მილიონობით მობილური საშუალება იქნება ინტერნეტში ჩართული და გადახდების განხორციელებაც ყოველდღიურად უსწრაფეს რეჟიმში იქნება შესაძლებელი. ვიზა მომხმარებელს სთავაზობს  გადახდების ეკოსისტემას. ფინანსური ინსტიტუტებისა და ვენდორებისთვის ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და საიმედო გადახდის სისტემას სხვადასხვა კომერციული პრაქტიკისთვის. სწორედ, ამ მიზნით, ვიზამ დანერგა ახალი ქსელური სისტემა Visa Developer, ღია პლატფორმა დეველოპერებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ვიზას ახალ სერვისებზე. ამ მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ ახალი ელექტრონული კომერციის პრაქტიკების კიდევ უფრო განვითარებას და მომხმარებელთა მხარდაჭერას, რომლებიც სულ უფრო მეტად მიმართავენ მობილური გადახდის პრაქტიკას.“
ჰექტორ როდრიგესი: „მსოფლიოში არსებული გლობალური ინოვაციური ტრენდების კვალდაკვალ, ვიზა ინტერნეშენალის მიზანია, მომხმარებლის დაცულობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა ყოველთვის როცა ისინი ვიზა ბარათს გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი გუნდი მუშაობს ონლაინ გადახდების ინდუსტრიაში თაღლითური სქემების პრევენციასა და მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართველ პარტნიორებთან ამ მიმართულებით.”
პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრა მოწვეულ ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ინფორმაცია კომპანია Visa-ს შესახებ:
Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის დამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 56,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავება 1 წამში; ამავდროულად, აღნიშნული ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათების მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს  მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევენ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მათ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები.
დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: www.corporate.visa.com, www.visa.com.ge

პრემიერ-მინისტრმა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული გახსნა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 14:13

"განათლება არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან განათლებული თაობის გარეშე ჩვენთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა შევძლოთ, ისეთი სიძნელეების გადალახვა, როგორიც არის უმუშევრობა, ეკონომიკა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მეცნიერების ხელშეწყობას," - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული გახსნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დარბაზში შეკრებილ სტუმრებს, სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორებს, პროფესორებს სიტყვით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან თბილისი და მთლიანად საქართველო უმასპინძლებს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს და შეუერთდება მსოფლიოს იმ წამყვან ქალაქებს, რომლებშიც ტარდება მსგავსი ფესტივალები.
„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ფონდი „ქართუს" დაფინანსებით და ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის - ცერნის მონაწილეობით ხორციელდება ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, მსოფლიო მეცნიერების უახლესი მიღწევების გაცნობასთან ერთად, აუცილებლად გავიხსენებთ ჩვენს დიდ მეცნიერებს და ახალგაზრდა თაობას გავუღვივებთ ინტერესს, რომ სხვადასხვა თაობის ერთობით, შევძლებთ გავხდეთ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის სრულუფლებიანი წევრი." - განაცხადა მთავრობის მეთაურმა და აღნიშნა, რომ სულ მალე ხელი მოეწერება ,,ევროკავშირის პროგრამის - ჰორიზონტ 2020-ის ასოცირებული წევრობის შესახებ" ხელშეკრულებას, რაც ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო გააღრმაონ საერთაშორისო თანამშრომლობა, მოიზიდონ დამატებითი თანხები და აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს მთავრობამ განათლების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით გადადგა. „დავაფუძნეთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიის განვითარების სააგენტო, რომელიც არის უნიკალური. ასევე გავხსენით სან დიეგოს უნივერსიტეტის ფილიალი, რომლის საშუალებითაც პირველად საქართველოში ქართველი სტუდენტები მიიღებენ სან დიეგოს უნივერსიტეტის დიპლომს," - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა სტუმრებთან ერთად ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად იმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური