პსპ დაზღვევა კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს დაზღვეულებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 11 ივნისი 2019 16:00

11 ივნისს „ტექნოპარკის“ საკონფერენციო დარბაზში, ხელი მოეწერა სს “პსპ დაზღვევასა“ და „სტარტაფ Mydoc“-ის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციას დაზღვევის და ჯანდაცვის სფეროში.

2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“ მუდმივად ქმნის და სთავაზობს მომხმარებელს განსხვავებულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სერვისებს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას.

2018 წელს პირველად საქართველოში შეიქმნა დაზღვევის პორტალი, რომელიც ყველა სადაზღვევო სერვისს ერთ ვირტუალურ სივრცეში აერთიანებს. პსპ დაზღვეულს, აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი სადაზღვევო მომსახურება მიიღოს სწრაფად და მარტივად თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. დაზღვევის პორტალი არის სივრცე, რომელიც ულევ შესაძლებლობებს იძლევა და ვითარდება.
სექტემბრის თვიდან პსპ დაზღვევის პორტალს ემატება ფუნქციონალი რომელიც ითვალისწინებს ორ შესაძლებლობას.

● სისტემა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საშუალებით, ადგენს შესაძლო კავშირებს წარმოდგენილ სიმპტომებსა და მონაცემთა ბაზაში არსებულ დიაგნოზებს შორის, რაც იძლევა საშუალებას, წინასწარ შეიქმნას სურათი პაციენტის მდგომარეობის შესახებ და მოცემულ სიმპტომებზე დაყრდნობით, ექიმმა მიიღოს ინფორმაცია შესაბამისი დაავადებების ალბათობათა შესახებ. ექიმი, თავის მხრივ, მაღალი დონის ავტომატიზაციისა და ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით გაცილებით ეფექტურად და ხარისხიანად წარმართავს დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პაციენტზე შემდგომი მეთვალყურეობის პროცესს.

● ასევე, პლატფორმა საშუალებას იძლევა, ონლაინ რეჟიმში დამყარდეს კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის. დაზღვეულს ეძლევა შესაძლებლობა მკურნალ ექიმს გადაუგზავნოს სხვადასხვა სამედიცინო ინფორმაცია, მიიღოს ექიმისაგან დიაგნოზი და დანიშნულება. დაზღვეული, პსპ დაზღვევის პორტალზე online.ipsp.ge გაივლის ონლაინ გასაუბრებას ე.წ ექიმის ვირტუალურ ასისტენტთან - ჩატბოტთან და სპეციალური კითხვარის საშუალებით, შეავსებს საჭირო მონაცემებს.

ეს არის იმ სერვისების ჩამონათვალი, რასაც პსპ დაზღვევა სთავაზობს ყველა დაზღვეულ პირს, და რისი ანალოგიც, ამ ეტაპზე, არათუ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ არსებობს.
პსპ დაზღვევა აგრძელებს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას და მალე მომხმარებელი შეიტყობს პლატფორმის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც ითვალისწინებს დაზღვეულის ელექტრონული სამედიცინო ისტორიის წარმოების სიახლეს.

ვაზის დარგვა სახლიდან გაუსვლელად - სტარტაპი MyWay.wine

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018 10:57

ღვინის ინდუსტრიის ინოვაციური  სტარტაპი  - MyWay.wine . ქართული ღვინის მოყვარულებსა და ვაზის გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად დარგონ ვაზი და დაარქვან მას სახელი. ვაზის მოვლისა და მოსავლის აღების პროცეს კი დისტანციურად დააკვირდნენ, მომხმარებელი შეძლებს თვალი ადევნოს საკუთარი ვაზის ზრდას,  სახლიდან გაუსვლელად მიიღებს მოსავალს . 

ქართულ ბაზარზე ეს შესაძლებლობა პლატფორმა MyWay.wine-მა გააჩინა. ეს არის სტარტაპერების – ილია დათუნაშვილის, ბაჩო ხაჩიძისა და ლუკა ბახსოლიანის ინოვაციური იდეა. "ყოველ დილით ჩვენ ვიღვიძებთ ფიქრით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი, რაც მთელი სამყაროსთვის საჭირო და სასარგებლო იქნება? სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია ნებისმიერ საქმეში, რასაც ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი ფილოსოფია, რომლის ჩატევასაც ვცდილობთ თითოეულ ბოთლ ღვინოში "- ამბობენ  სტარტაპერები.  როგორც გვითხრეს, მოხდება ვენახის დრონით სკანირება და მომხმარებელი რეალურ დროში მიიღებს ინფორმაციას ვენახის ზრდის, არსებული კონდიციისა და პერსონალური ღვინის ჩამოსხმის შესახებ.

ეს რის ინოვაციარომლითაც ნებისმიერ ადამიანსსაქართველოში ვენახების გაშენებისა და ღვინის კულტურის განვითარების პორცესში თანამონაწილეობის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზოს.  სტარტაპერებს ვენახები კონდოლში, წინანდლის მიკროზონაში აქვთ და ის ყოველდღე იზრდება. მომხმარებლის ჩართვა ვენახის გაშენების საკითხში, სტარტაპერებისთვის ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი გზაა. გარდა ამისა, მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული დამხმარე რეალობის საშუალებით და ღვინის ბოთლზე დატანილი QR კოდის ამოცნობით, მომხმარებელს თავისი ვევენახის ფოტოს და კოორდინატების ამოცნობის შესაძლებლობა აქვს. სტარტაპი ერთი თვეა, რაც ფუნქციონირებს. იდეის უფრო ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენად კი ფინანსური რესურსების მოძიების ეტაპზეა. ამჟამად, ვაზის დარგვა 39-დან 99 ლარამდეა შესაძლებელი.  "ორი ბოთლი ღვინის ყიდვა შეგიძლია ნებისმიერ ადგილას, თუმცა, ვაზის დარგვა, მოსავლის ლოდინი და მიღება სულ სხვა გრძნობებს უკავშირდება“, – MyWay.wine. 

ეწვიეთ საიტს და დარგეთ ვაზი თქვენს სახელზე

 MyWay.wine 

მწვანე კრიპტო ვალუტა „ ოქსინი“ - იზრუნე გარემოზე და მიიღე ფინანსური სარგებელი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 01 მაისი 2018 11:56

მწვანე პლატფორმა , ინოვაციური დატვირთვით და ინოვაციური გათვლებით -ახალი კრიპტო ვალუტა Treepex-ის შემქმნელებისგან. „ოქსინი“ ასე ჰქვია მწვანე ვალუტას, რომელიც ფინანსურ სარგებელთან ერთად მომხმარებელს საშუალებას მისცემს იზრუნოს გარემოზე.

Treepex-ის ახალი  კრიპტო ვალუტა მწვანე შეფირილობის არის, კომერციული დატვირთვის და ხეების დარგვის თრიფექსისეული კონცეფციით, შემოსული თანხა გადამისამართდება მწვანე ორგანიზაციებში და ყველა მსურველს შეეძლება დარგოს ხე საკუთარი ან ახლობლის სახელზე.  თქვენ მიიღებთ როგორც ოქსინ ტოკენს, ასევე თქვენს სახელზე დარგული ხის ფოტოს და გეოგრაფიული ლოკაციის კოორდინატებს. ყველა დარგულ ხეს აქვს სპეციალური მიკრო  ჩიპი, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია  ხის ზრდის პროცესის თვალყურის  დევნება. ახალი, მწვანე კრიპტო ვალუტის შეძენა სამი თვის მანძილზე ვებ გვერდიდან იქნება შესაძლებელი. სექტემბრიდან კი ოქსინის ტოკენის მფლობელებს ოქსინ კრიპტო ვალუტის განაღდება გაზრდილ ფასად შეეძლებათ.

ოქსინის ღირებულების ზრდას სწორედ OX Foundation ქოლგის ქვეშ შექმნილი პროექტები განაპირობებენ, როგორიცაა ლოიალურობის პროგრამა ბიზნესისთვის ‘ჭკვიანი ტოკენი’- ის სახით, კარბონ კრედიტით თრეიდინგის მარკეტპლეისი, დეცეტრალიზირებული ვებ ჰოსტინგი და ბლოკჩეინ საგადახდო ინფრასტრუქტურა მწვანე სტარტაპებისთვის.

იმისათვის, რომ მიიღოთ ოქსინი თქვენს ანგარიშზე, ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ ვებ გვერდზე www.oxyn.io  და ინვესტირება მოახდინოთ ოქსინ ტოკენში. ოქსინი, როგორც გარემოს დაცვითი კრიპტო ვალუტა, ყოველ შეძენილ 200 ოქსინზე თქვენს სახელზე ერთ ხეს დარგავს.

ოქსინი-მწვანე კრიპტო ვალუტა ,,თრიფექსის’’ დამაარსებლებმა - ბაჩო ხაჩიძემ და ლაშა კვანტალიანმა თავიანთ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში,  ნიუ იორკში დააარსეს. დღეს ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ Oxyn-ის განვითარებაში შეიტანონ წვლილი და გახდნენ ოქსინ სოციუმის წევრები, იზრუნებენ გარემოზე და ჩაერთონ სხვადასხვა მწვანე პროექტის განავითარებაში.  OX Foundation ქოლგის ქვეშ შექმნილი ოქსინის კრიპტო ვალუტას ერთი თავისებურება განასხვავებს-  ნებისმიერი გადარიცხვიდან 0.5% გადახდის საკომისიო ნაცვლად ბანკის, საფინანსო ინსტიტუტისან კრიპტო მაინერისა, პირდაპირ გარემოს დაცვით პროექტებში მიემართება.

როგოც Treepex-ის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეო რგოლშია აღნიშნული, ყოველწლიურად მილიონობით ხე-ტყე  იჩეხება და ჰაერის დაბინძურების გამო  დაახლოებით  5 მილიონი ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა პრობლემის გადაჭრის უკიდურესი ხერხები.  Treepex ინოვაციური პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება იზურნოს პლანეტაზე. ხეების დარგვა ბორჯომში,აჯამეთში(საქართველო),  ლუშოტოში (ტანზანია) , კალიფორნიაში (აშშ),  ტიერა დელ ფუეგოში  ( არგენტინა) და კენიის მთაზე  განთავსებულ დაცულ ტერიტორიებსა თუ ნაკრძალებშია შესაძლებელი.

ჟურნალმა  „Forbes“ ასი წლის იუბილე ქართული კომპანიების დაჯილდოებით თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში  აღნიშნა . წლის საუკეთესო ხუთ კამპანიას შორის, კატეგორიაში „Forbes Social Impact”  სწორედ Treepex დასახელდა .

კომპანია Treepex-მა საქართველოს გარდა, მსოფლიო მასშტაბით 57 ათასზე მეტი  ხე დარგო,     „ოქსინს“ უკვე აქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გარემოზე ზრუნვა დაიწყოს დღესვე.

https://www.youtube.com/watch?v=xVLCBqvC23s&feature=share

ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი ნასაში გაემგზავრება

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 28 თებერვალი 2017 12:25
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ გუნდი გამოავლინა, რომელიც NASA-ში, აშშ–ში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაში. დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ სულ უფროსკლასელებისაგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი გამოავლინა, რომელთაც წარმოადგინეს პროექტები ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს პრიზები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წელს გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში. ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი მესამე წელია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კონკურსის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2016 – 2017 წლის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 67 სკოლის 85 გუნდმა. ფინალში გავიდა 13 გუნდი, რომელთაგან გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში უკვე ორჯერ, 2014-15 და 2015-16 წლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 153-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. წინა კონკურსებში გამარჯვებულმა გუნდებმა „მულტიკლიმატიზატორი“ და „სოლარი“ მონაწილეობა მიიღეს, აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, NASA-ს კენედის ცენტრში, ფლორიდაში.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 10:30

2016 წლის 17-25 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება… ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყანის მეცნიერების დღე, მოეწყობა ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) გამოფენა და სხვა ღონისძიებები.

ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებასთან, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან როგორც საქართველოში ისე, საზღვარგარეთ. ფესტივალის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხზე მსჯელობის, მხარდაჭერისა და დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით, მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბიზნეს სექტორისა და იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, ვინც სამეცნიერო/ინოვაციური მიმართულებით წარმატებულია. ამ კომპანიებს გარდა მატერიალური მხარდაჭერისა, თავადაც ექნებათ შესაძლებლობა ფესტივალზე წარმოადგინონ თავიანთი მიღწევები.

მინისტრი დარწმუნებულია ფესტივალს ბიზნეს სექტორიდანაც ძალზე მასშტაბური მხარდაჭერა ექნება და მიღებული დამატებითი რესურსები მეცნიერების პოპულარიზაციას მოხმარდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური