დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ახალი ინიციატივები გააცნო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018 14:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში საქართველოს სამთავრობო დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს დიაპორასთან საკომუნიკაციო პლატფორმის და საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გააცნო. 

როგორც მინისტრმა  შეხვედრაზე აღნიშნა, დიასპორის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობში ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს და სამინისტრო გამოდის სულ უფრო მეტი ახალი ინიციატივით საზღვარაგრეთ ქართული დიაპორის გასაძლიერებლად და სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველსაყოფად.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის  ახალი ინიციატივა დიასპორული ვებ-პორტალის შესახებ. როგორც მინისტრმა აღნიშნა ეს იქნება  ერთი ფანჯრის პრინციპზე დაფუძნებული ვებ-პორტალი, რომელიც  იქცევა ეფექტურ საკომუნიკაციო პლატფორმად სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და დიაპორას შორის.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვებ-პორტალის კონცეფცია უკვე შემუშავებულია და მისი მთავარი ხაზია, რომ  საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საშუალება ჰქონდეთ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ სახელმწიფო სერვისები, ასევე ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებზე, იმავდროულად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ქართულ საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ.  მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს  მიმართა თხოვნით, რომ მაქსიმალურად იქნას მათი მხრიდან მოწოდებული წინადადებები და რეკომენდაციები, რათა საბოლოო პროდუქტი პასუხობდეს დიასპორის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.
 
შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს მთავობის მხარდაჭერით პირველად შეიქმნა. სახელმძღვანელო მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს.    იგი აგებულია თანამედროვე სწავლების  პრინცპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
 
საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი, რომელშიც 3000 მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს. ყველა სკოლას სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. 
 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ   დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა.  საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ ამ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.
 
ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა უკვე გამოცემული სახელმძვანელოები საჩუქრად გადასცა ბრიუსელისა და ანტვერპენის ქართულ საკვირაო სკოლებს.
 
ბრიუსელში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
 
დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტის წევრები დიაპორის წარმომადგენელებს უშუალოდ  გაესაუბრნენ და მათი წინადადებები მოისმინეს.


საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 იანვარი 2016 15:00

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივებს დადებითად აფასებს, როგორც საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე აცხადებს, პრემიერ-მინისტრის მიდგომა ახალგაზრდული ცხოვრების უფრო მეტად განვითარებისკენ მიმართული ნამდვილად დასაფასებელია. თათვიძე ასევე აღნიშნავს რომ ინიციატივა კომპანიების წახალისების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია და მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, რომ შეძლებისდაგვარად წახალისებული იქნას ის კომპანიები თუ ორგანიზაციები რომლებიც სტუდენტებს ასაქმებენ და ახალგაზრდული ცხოვრების უფრო მეტად განვითარებისკენ მიმართულ პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი.
''პირველ რიგში გვინდა მივულოცოთ ბატონ გიორგის პრემიერ-მინისტრობა და ვუსურვოთ წარმატებები. ჩვენ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ვფიქრობთ, რომ დასაფასებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივები ახალგაზრდული ცხოვრების უფრო მეტად განვითარებისკენ მიმართული. ინიციატივა კომპანიების წახალისების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია და მოუწოდებთ ბატონ გიორგის, რომ შეძლებისდაგვარად წახალისებული იქნას ის კომპანიები თუ ორგანიზაციები რომლებიც სტუდენტებს ასაქმებენ და ახალგაზრდული ცხოვრების უფრო მეტად განვითარებისკენ მიმართულ პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ გიორგის პრემიერ-მინისტრობას და გამოვთქვამთ თანამშრომლობის სურვილს ახალგაზრდული მიმართულებით''- განაცხადა, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა - ნოდარ თათვიძემ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური