საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 იანვარი 2019 10:28

2019 წლის 10 იანვარს ვენესუელაში დაგეგმილ „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას. ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წვერი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ამ კონტექსტში, საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი მწვავე პოზიცია ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული.
ამ ფონზე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერების მონაწილეობა „ინაუგურაციის“ ცერემონიაში ემსახურება ერთადერთ ამოცანას, მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით. აღნიშნული უკანონო მცდელობა არის უშედეგო, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში. ის სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც იწვევს მათ გარიყვას და მწვავე კრიტიკის ქვეშ მოქცევას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 16 დეკემბერი 2018 20:31

თელავში დღეს საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო კონსტიტუციაზე და მან ინაუგურაციის სტუმრებსა და საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე, მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის მისი მიზანი. „გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი. როგორც მთავარსარდალმა, აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი. ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობა და სტაბილურობა არის უმთავრესი პირობა კაცობრიობის წინსვლისთვის”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 16 დეკემბერი 2018 16:24

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ბრიფინგი:

თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები.

თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება.

კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას.

მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა.

პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა მე-5 პრეზიდენტს უფლებამოსილება გადააბარა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 16 დეკემბერი 2018 16:19

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება თელავში გამართულ ინაუგურაციაზე გადააბარა.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალები. ერეკლე მეფის სასახლის ეზოში აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
ცერემონიას ესწრებოდნენ: პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის სამზადისი მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 20 იანვარი 2017 11:02
ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. დონალდ ტრამპის გუნდის განცხადებით, მზად არის არჩეული ლიდერის სიტყვაც, რომელიც, როგორც გუნდში ამბობენ, საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება.
დონალდ ტრამპი ფიცს დადებს ორ ბიბლიაზე, რომელთაგან ერთი აბრაამ ლინკოლნის არის და ეს უკვე პრეზიდენტების ტრადიციად იქცა. მეორე ბიბლია კი პირადად ტრამპს ეკუთვნის, რომელიც მას დედამ აჩუქა. საზეიმო ღონისძიებაზე, ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს მომღერალი, ჯეკი ივანკო შეასრულებს. სტუმრებს შორის იქნებიან დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, 3 ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში. 58 დემოკრატი კონგრესმენი კი ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს. დედაქალაქში უსაფრთხოებას 28 ათასი სამართალდამცველი, სპეც რაზმი და სნაიპერი დაიცავს.
პრეზიდენტად არჩეულმა პირობა დადო, რომ ამერიკას ისევ დიდებულ ქვეყნად აქცევს ყველა ამერიკელისთვის: "ეს მოგზაურობა დაიწყო 18 თვის წინ და თქვენ ამ ყველაფერში ჩემზე მეტი წვლილი შეიატანეთ. ამერიკას ყველა თქვენგანისთვის ისევ დიდებულს გავხდით. გპირდებით მე გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ შევქმნა სამუშაო ადგილები, ძლიერი არმია, გავამტკიცო საზღვრები და ვაკეთო ისეთი საქმეები, რაც ათწლეულების განმავლობაში არ გაკეთებულა," - განაცხადა ტრამპმა.
ინაუგურაციამდე კი, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საპროტესტო აქციები არ წყდება. მსვლელობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. აქციის ორგანიზატორები ანტი ფაშისტური ორგანიზაციის წევრები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ტრამპისა და პენსის მთავრობა ფაშისტურ მმართველობას დაამყარებს.
საუბრის დასასრული
 
 
 
 

მიანმარში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 13:47

მიანმარში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. პირველად, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ქვეყნის მეთაურის პოსტს სამოქალაქო პირი იკავებს. 

ტინ კიაუმ ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო. ახლად არჩეული პრეზიდენტი "ნაციონალური ლიგა დემოკრატიისთვის’" ლიდერისა და  ნობელის პრემიის ლაურეატის აუ სან სუჩის ახლო მეგობარია. სწორედ მას მოიაზრებენ მომდევნო წლებში მიანმარის რეალურ მმართველად. 

ქვეყანაში არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნობელიანტმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, რადგან პრეზიდენტის ოჯახის წევრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა არ უნდა ჰქონდეთ. აუ სან სუჩის ორი ვაჟი ბრიტანეთის მოქალაქეა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური