ტელეკომპანია "იმედის" განცხადება შალვა რამიშვილთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 აპრილი 2016 11:25

ტელეკომპანია "იმედი" შალვა რამიშვილის გადაცემიდან გაშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან გაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა. რაც შეეხება იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც ხსენებული კონტრაქტორი კომპანია “ტელეიმედისათვის” ამზადებდა და გადიოდა ეთერში, ვაცხადებთ, რომ არხი ინარჩუნებს ამ გადაცემებს და აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან," - ნათქვამია განცხადებაში.

შალვა რამიშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 16:49

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედის" მხრიდან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე პროკურატურას მიმართავს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაციით მის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ჩანაწერი.
„როგორც იცით „იმედმა" 5 აპრილს მოულოდნელად და პირობების დარღვევით შეწყვიტა ხელშეკრულება იმ ფირმასთან, რომელიც ამზადებდა „ილო ბეროშვილი შოუს", სკეტჩ შოუს „ერთხელ საქართველოში", ეთერში ჯერ არგასულ სერიალს „ორი დაქალი", უზრუნველყოფდა ჩემს მონაწილეობას გადაცემა „პოლიტიკაში". დღემდე, მიუხედავად ჩემი არაერთი მოთხოვნისა, „იმედს" არც ჩემთვის, არც ფირმისთვის და არც საზოგადოებისათვის არ განუმარტებია ამ ქმედების მიზეზი. ამასთან, ვრცელდება ხმები თითქოს ეს ყოველივე დაკავშირებულია ჰიპოთეტიურად არსებულ სექსუალური შინაარსის ფარულ ჩანაწერთან, რომელიც თითქოს აქვს კომპანიის ყოფილ თანამშრომელს თათია სამხარაძეს (ფსევდონიმი - ტასო ბარნოვა) და რომელიც შეიცავს სს დანაშაულის ნიშნებს ან/და არის ჩემი რეპუტაციის შემლახავი. აგერთვე ჟურნალისტურ წრეებში ვრცელდება ხმები, რომ თითქოს ამ ჩანაწერს გაეცნო „რუსთავი 2 ის" ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი. მოვითხოვ თათია სამხარაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა ასევე ნებისმიერმა პირმა, რომელსაც თითქოს აქვს აღნიშნული ჩანაწერი ან იცის მისი შინაარსის შესახებ საჯაროდ განახცადოს ამის თაობაზე. მე ორი დღის წინ უკვე შევიტანე განცხადება პროკურატურაში. მოვითხოვ "იმედის" ხელმძღვანელობისაგან: ტელევიზიის დირექტორმა უთხრას თქვენს მონა-მორჩილს, სამსახურის გარეშე დარჩენილ ჩემს 50 თანამშრომელს და რა თქმა უნდა საზოგადოებას - გაეცნო თუ არა „იმედის" ხელმძღვანელი ამ რაღაც ჩანაწერს და არის თუ არა ეს კონტრაქტების ნაჩქარევი და იურიდიულად გაუმართვი შეწყვეტის მიზეზი. ასევე მივმართავ ყველას, ვისაც ეს ეხება. თუ გაეცანით ჩანაწერს ან მოიპოვეთ იგი და თუ ჩანაწერში იკვეთება რაიმე სახის დანაშაული, მაშინ თქვენი ვალია, აცნობოთ ამის შესახებ პროკურატურას. თუ ვინმე საკუთარ თავს რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლად მიჩნევს, განაცხადოს ამის თაობაზე საჯაროდ ან მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს. თუ ეს რაღაც ჩანაწერი შეიცავს ჩემს მაკომოპრემენტირებელ ცნობებს, მაშინ ყველას ვალია არ დაუშვათ ჩანაწერის უკანონო გასაჯაროება რაც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს გამოიღებს. მე დასამალი აღარაფერი მაქვს",-წერს რამიშვილი სოციალურ ქსელში.

"მაესტროს" "იმედის" ფილიალად გადაქცევას არ დავუშვებთ, - მაკა ასათიანის ადვოკატი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 14:24

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არ დავუშვათ "მაესტროს" გადაქცევა "იმედის" ფილიალად, - ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ადვოკატის განცხადებით, ბაია გადაბაძის მიერ დღეს წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არსებობდა გარიგებები. 

"ამ მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ირაკლი რუხაძის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, მტკიცდება, რომ შპს "სტუდია მაესტროს" 30% წილი შეიძინა და კომპანიის დომინანტი პარტნიორი რეალურად გახდა არა გიორგი გაჩეჩილაძე, არამედ ბატონი ირაკლი რუხაძე. ცნობილია და სადაო არ არის ის ფაქტი, რომ ირაკლი რუხაძე პირდაპირ არის დაკავშირებულ ტელეკომპანია "იმედთან" და მის მართვასთან. ხდება კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა, მოხდა ეკონომიკურ აგენტზე, შპს სტუდია "მაესტროზე" კონტროლის მოპოვება იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს კონკურენტ, ეკონომიკურ აგენტს ტელეკომპანია "იმედს", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ

შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია მაესტროს გენერალურმა დირექტორმა სკანდალური წერილები გაასაჯაროვა. მისი განმარტებით ეს დოკუმენტები იმის მტკიცებულებაა, თუ როგორ ორგანიზებულად მიმდინარეობდა მაესტროს ხელში ჩაგდება.

გადაბაძემ ისაუბრა ირაკლი რუხაძის შემოთავაზებაზე. რუხაძე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესპარტნიორია და როგორც გადაბაძე ამბობს, არაოფიციალურად მართავს ტელეკომპანია იმედს. მასთან კავშირს ადასტურებს მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძეც. გადაბაძემ ბრიფინგი მას შემდეგ გამართა, რაც წუხელ თბილისში კომპანიის 25 პროცენტის მფლობელი მაკა ასათიანი ჩამოვიდა.

ერთ-ერთ წერილი, რომელიც 2015 წლის 29 მაისით თარიღდება, ირაკლი რუხაძემ კოტე გოგელიას და მაკა ასათიანს გაუგზავნა. ამ დოკუმენტის მიხევდით რუხაძე სთავაზობს მაკა ასათიანს გარიგებას, რის სანაცვლოდაც ის 7.5 მილიონ დოლარს იხდიდა.

მუსიკალური შოუს „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე გახდა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 00:54

გრანდიოზული მუსიკალური შოუს „საქართველოს ხმის“ (The Voice) მესამე სეზონის გამარჯვებული ქეთა თოფურიას გუნდის წევრი გიორგი ნადიბაიძე გახდა და მას  „არქი ჯგუფისგან“ სამოთახიანი ბინა გადაეცა. „The Voice საქართველოს“ გამარჯვებულმა ხმათა 55 % მიიღო.
24 წლის ახალგაზრდა მომღერალი გიორგი ნადიბაიძე „ვოისში“ ქეთა თოფურიას გუნდის წევრია. მან ქეთაც მოხიბლა და მაყურებლის, განსაკუთრებით  კი გოგონების ფავორიტიც გახდა.
მუსიკალურ შოუს ტელეკომპანია „იმედი“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
პროექტში მონაწილეობის უფლება 16 წელს ზევით სოლო შემსრულებლებს, დუეტებს და ტრიოებს ჰქონდათ. მონაწილეები მწვრთნელებმა: ანრი ჯოხაძემ, ქეთა თოფურიამ, ნოდიკო ტატიშვილმა და ნუცა შანშიაშვილმა ბრმა ქასთინგის საშუალებით შეარჩიეს. ქასთინგში მონაწილეობის სურვილი 1000-ამდე მონაწილემ გამოთქვა. მათგან ჯერ 300, შემდეგ კი 85 საუკეთესო აარჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ისინი წარსდგნენ მწვრთვნელების ჯგუფებში მოსახვედრად.
შეგახსენებთ, რომ „The Voice“ ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის მიერ შწარმოებული მუსიკალური რეალითი შოუა, რომლის კონცეფციაც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენაში მდგობარეობს. პროექტი ეფუძნება ‘The Voice of Holland’-ის ორიგინალ ვერსიას და მსოფლიოს ახალი ხმის აღმოჩენას ემსახურება. დაარსების დღიდან, 2010 წლიდან დღემდე, შოუმ მრავალი ქვეყნის წამყვანი ტელევიზიები დაიპყრო და ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეპროგრამათა რიგს უერთდება. ტელეშოუს ახალი სეზონი სექტემბრიდან რამდენიმე ქვეყანში ერთდროულად დაიწყო.აღნიშნული პროექტის ქართული ვერსიის ხილვის შესაძლებლობა,მაყურებლებს 2012 წლიდან აქვთ.

სოლიდარობა რუსთავი2-ის ჟურნალისტებს-იმედის საინფორმაციო სამსახურის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 10:26

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ, ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მიმდინარე პროცესები არ დააზარალებს არხის ჟურნალისტებს, რათა სრულფასოვნად შეძლონ საქმიანობა. 
"ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური სოლიდარობას უცხადებს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაცული იქნება როგორც მათი უსაფრთხოება, ისევე უფლება, თავისუფლად განახორციელონ პროფესიული მოვალეობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჟურნალისტმა სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და მიმდინარე პროცესებმა არ დააზარალოს მათი საქმიანობა", - ნათქვამია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში.

ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას ბრალდების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 10:36

ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.
ბახტაძე გვარამიას სიცრუესა და "იმედის" რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს, რის გამოც მისგან "იმედის" თანამშრომლებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს. 
"დღეს, "რუსთავი 2"-ის დირექტორმა საჯაროდ იცრუა და უკვე მერამდენედ სცადა ტელეკომპანია "იმედის" რეპუტაციის შელახვა, განაცხადა რა, რომ "იმედმა" უკრაინულ ვებგვერდზე დღეს ატვირთული ფარული აუდიოჩანაწერების შინაარსის შესახებ იცოდა ამ ჩანაწერების გამოქვეყნებამდე და, შესაბამისად, გვარამიას თქმით, "იმედი" "ხელისუფლების ინტერესების გამომხატველი, დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარებელი და გამხმოვანებელი არხია". ის, რომ "რუსთავი 2"-ის დირექტორი მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ, ეს ახალი არ არის. ჩვენ არ გამოვეხმაურებოდით "რუსთავი 2"-ის დირექტორის არცერთ განცხადებას, რომ არა ერთი სიახლე, რომელიც გვარამიას გახშირებულ სატელევიზიო მონოლოგებში დღეს პირველად გაჩნდა. ყოფილი პროკურორი, რომელიც უახლოეს წარსულში სააკაშვილის ხელისუფლების სახელით პირადად მონაწილეობდა ტელეკომპანია "იმედის" დარბევისა და წართმევის კამპანიაში, დღეს ისევ იმუქრება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში "პატრიოტი პროკურატურა" კვლავ დაინტერესდება ტელეკომპანიით და არხის წარმომადგენლებს მოუწევთ დაკითხვაზე მისვლა. ტელეკომპანია "იმედს" არ აქვს შეკითხვები არც ნიკოლოზ გვარამიას და არც "რუსთავი 2" ის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. ჩვენთვის ნათელია, რომ "რუსთავი 2" ნაციონალური მასშტაბის ერთადერთი პარტიული მაუწყებელია და არა ერთადერთი კრიტიკული ტელევიზია საქართველოში, რომელმაც, სამწუხაროდ, "იმედთან" ბრძოლა და ამ ტელეკომპანიის თანამშრომლების მუდმივი შეურაცხყოფა, თავისი პარტიული კამპანიის ნაწილად აქცია. აქედან გამომდინარე, ვითხოვ ნიკოლოზ გვარამიასგან ტელეკომპანია "იმედის" და მისი თანამშრომლებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას", - ნათქვამია გიორგი ბახტაძის განცხადებაში.

“ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტური იქნება”

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 12:10

ყოფილი პრემიერი,ახლანდელი პრემიერის მუშაობას დადებითად აფასებს .

მისი განცხადებით, ის დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება.

„ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს და დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება. რაც შეეხება საუბრებს მის არაფორმალურობასთან დაკავშირებით,  ჯერ მე არ ვაკადრებ ჩემს თავს ზედმეტად რამე მივანიშნო ან მივუთითო. მისი ბოლო ემოციური გამოსვლა არც მე მომეწონა.

ემოციები ახლდა, როგორც მოქალაქეს აქვს ამის უფლება, მაგრამ ის არის მთავრობის მეთაური და მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ეს რამდენჯერმე მითხოვნია კიდეც მისთვის, მაგრამ გაითვალისწინა? აი, არ გაითვალისწინა. ნუ, ახალგაზრდაა. მე არ ვფიქრობ, რომ ის არ არის თვითკმარი, პირიქით, საკმაოდ ჩამოყალიბებული ლიდერია. სააკაშვილისნაირი ლიდერისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს. ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტური იქნება. თანამდებობაზე სწავლა, ეს არ არის სირცხვილი, თანამდებობაზე დიდი ხანი ხარ და იზრდები და სწავლობ. გამზადებულ მინისტრებს და პრემიერებს ჩვენ ვერსაიდან ვერ მოვიყვანთ”, – განაცხადა ივანიშვილმა. მან ეს განცხადება ტელეკომპანია "იმედთან"საუბრისას გააკეთა. 

ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ?“ - ივანიშვილი რუსთავი 2-ზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 11:52
საქართველოს ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის დახურვა არავის უნდა და ეს ნაციონალური მოძრაობის ისტერიკაა. ივანიშვილის თქმით, ისინი ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან. ივანიშვილი ფიქრობს, რომ არ არქვს მნიშვნელობა სად წავა რუსთავი 2.

,,ნაციონალურ მოძრაობას აქვს ფულის მარაგი აქვს, მოლარეც ჰყავთ და თუ უნდათ გახსნიან ახალ ტელევიზიას, ამიტომ პრინციპული არ არის არავისთვის სად წავა რუსთავი 2, პრინციული იქნება ჩემთვის მთავრობამ არ დაიწყოს თავისი მედიასაშუალების გახსნა. რატომ არიან ასეთ ისტერიკებში? რა ხდება, რაღაც ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ? რამნიშვნელობა აქვს, ნაცმოძრაობას აქვს საშუალება ტელეარხები შეიძინონ. როცა ტირიან რომ იხურებაო, არავის არ უთქვამს რომ იხურება, იმიტომ რომ გარედან მეგორბების მხარდაჭერა უნდათ, ამერიკელების და ევროპელების, მაქსიმალურად აწვალებენ და ყიდიან ისე რომ იხურება. ჩენგან მიდის ნაკლები ინფორმაცია და აწვალებენ. ხალვაშს არ უთქვამს რომ იხურება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტვ ,,იმედის“ ეთერში.

 

სააკაშვილის მიმართვა რუსთავი 2-თან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 10:01

რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს საქართველოს ჭაობში დაბრუნებას, სააკაშვილი ურჩევს ხელისუფლებას, მოიქცეს ისე, როგორც ის მოიქცა 2007 წელს იმედის დახურვის დროს.

,,საქართველოს მძიმე დღეები უდგას, ცდილობენ ისევ შეგვათრიონ იმ ჭაობში, საიდანაც ამოვძვერით, მაგრამ ვერანაირი მანიაკალური არსებები, ვერანაირი მცდელობა ჭორვილიზაციის ვერ შეძლებს ჩაკლას ერში თავისუფალი სიტყვის სიყვარული. ჩვენ ყველა ამ დაბრკოლებას გადავლახავთ. რუსთავი 2 იქნება თავისუფალი და საქართველო იქნება თავისუფალი. ვერავინ შეძლებს ჩვენი ქვეყნის გაბანძებას, როგორც ეს მტერს უნდა. უნდა გვახსოვდეს, რომ სიცრუით მოსული, ბოროტებაზე დაფუძნებული ძალები არიან ძალიან სუსტები და განსაკუთრებით ამ მომენტში. ამიტომ არ ღირს მათი შიში, მათ არაფერი უჭირავთ ხელში, რომ თქვენ დაგაშინონ. მე მჯერა ქართული საზოგადოების სიბრძნის და მათ შორის ჩვენი ახალგაზრდობის პატროტიზმის და თავისუფლების სიყვარულის. ყველანაირი მცდელობა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის არის განწირული. თავის დროზე, ჩემი პრეზიდენტობის დროს, როდესაც ერთ-ერთი ტელეარხი, რომელიც რუს ოლიგარქს ეკუთვნოდა, რამდენიმე დღით დაიხურა, მაშინ მე გადავდექი. თუ ასეთ რამეზე მიდიხარ, მაშინ ამას აქვს ძალიან დიდი შედეგები ყველასთვის და პირველ რიგში ხელისუფლებსითვის. ამიტომ, არავის ვურჩევ რუსთავი 2-ზე შეხებას, რადგან რუსთავი 2 არის სიმბოლო თავისუფალი სიტყვის, ეს არის სიმბოლო ქართული სახელმწიფოებრიობის, ყოველგვარი პარტიულობისა და მიკერძოებულობის გარეშე. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პარტიაში, უნდა გვესმოდეს გვინდა თუ არა ჩვენ საქართველოს ჰქონდეს მომავალი თუ გვინდა, საქართველო იყოს გაბანძებული და დამცირებული? რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს მომავალი და ამ მომავალს ჩვენ ვერანაირი გარე თუ შიდა ძალა ვერ წაგვართმევს. დარწმუნებული ვარ გამარჯვება დარჩება თავისუფლების და საქართველოს მხარეს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„საქათველოს ხმის“ (The Voice) მესამე სეზონი დაიწყო

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 07:54
გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, გრანდიოზული მუსიკალური შოუს „საქათველოს ხმა“ (The Voice) მესამე სეზონი დაიწყო. პირველი გადაცემა „ვოისის“ მწვრთნელებმა: ანრი ჯოხაძემ, ქეთა თოფურიამ, ნოდიკო ტატიშვილმა და ნუცა შანშიაშვილმა ერთობლივი სიმღერით გახსნეს. „საქათველოს ხმის“ ერთ-ერთი გამომსვლელი მწვრთნელებმა ჰოლივუდის მსახიობ ლეონარდო დი კაპრიოს შეადარეს. კონკურსანტის მიერ შესრულებული სიმღერით ოთხი მწვრთნელიდან სამი - ქეთა თოფურია, ანრი ჯოხაძე და ნოდიკო ტატიშვილი მოიხიბლენ. ქეთა თოფურია: „მე ვიქნები შენი ქეითი“, ანრი ჯოხაძე: „მაშინ მე შენი ტიტანიკი ვიქნები“, ნოდიკო ტატიშვილი: „რაღა დამრჩენია, მე კი - აისბერგი“... ამ ფრაზებით ცდილობდნენ კონკურსანტის გადაბირებას მწვრთნელები. კონკურსანტის მოხიბვლა ქეთა თოფურიამ საკუთარი გარეგნული მონაცემების დემონსტრირებითაც სცადა. საბოლოოდ, ახალგაზრდა შემსრულებელმა მწვრთნელად სწორედ ის აირჩია. „ჩემს ქეითს ვირჩევ“, - განაცხადა მან. პროექტში მონაწილეობის უფლება 16 წელს ზევით სოლო შემსრულებლებს, დუეტებს და ტრიოებს აქვთ. მონაწილეებს მწვრთნელები ბრმა ქასთინგის საშუალებით შეარჩევენ. როგორც განაცხადეს,ქასთინგში მონაწილეობის სურვილი 1000-ამდე მონაწილემ გამოთქვა. მათგან ჯერ 300, შემდეგ კი 85 საუკეთესო აარჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ისინი იბძოლებენ მწვრთვნელების ჯგუფებში მოსახვედრად. მესამე სეზონის მწვრთნელები კი არიან: ქეთა თოფურია, ნოდიკო ტატიშვილი, ანრი ჯოხაძე და ნუცა შანშიაშვილი. როგორც ცნობილია, ქეთა სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოვიდა მოსკოვიდან, ნუცა კი ნიუ-იორკიდან. მანამდე კი, მესამე სეზონის მწვრთნელთა კანდიდატებად განიხილავდნენ თეონა კონტრიძეს, ნინა სუბლატს, სოფო ნიჟარაძეს, ირინა ბაირამაშვილსა და დათო ფორჩხიძეს. ეს უკანასკნელი კი წინა ორი სეზონის გამარჯვებული მწვრთნელია. „საქათველოს ხმას“ ამჯერად წამყვანებად დუტა სხირტლაძე და ეკა ამირეჯიბი უძღვებიან. ‘The Voice’ ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის მიერ შწარმოებული მუსიკალური რეალითი შოუა, რომლის კონცეფციაც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენაში მდგობარეობს. პროექტი ეფუძნება ‘The Voice of Holland’-ის ორიგინალ ვერსიას და მსოფლიოს ახალი ხმის აღმოჩენას ემსახურება. დაარსების დღიდან, 2010 წლიდან დღემდე, შოუმ მრავალი ქვეყნის წამყვანი ტელევიზიები დაიპყრო და ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეპროგრამათა რიგს უერთდება. ტელეშოუს ახალი სეზონი სექტემბრიდან რამდენიმე ქვეყანში ერთდროულად დაიწყო.აღნიშნული პროექტის ქართული ვერსიის ხილვის შესაძლებლობა,მაყურებლებს 2012 წლიდან აქვთ.
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური