აზერბაიჯანი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს: ფესვებზე დამყარებული და მომავალისაკენ დამაჯერებლად მიმავალი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 მაისი 2020 10:33

რესპუბლიკის დღე მნიშვნელოვანი თარიღია აზერბაიჯანის ცხოვრებაში. 1918 წლის 28 მაისს გამოცხადდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, მაშინდელ ტფილისში, ისტორიულ მეფისნაცვალის სასახლეში. ამრიგად, აზერბაიჯანელი ხალხის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განახლდა საერო დემოკრატიული რესპუბლიკის ახალი ფორმით. აზერბაიჯანი გახდა პირველი რესპუბლიკა მაჰმადიანურ აღმოსავლეთში და ამით დაადასტურა ყველა თავისი მოქალაქის თანაბარი უფლებები, განურჩევლად სქესის, რელიგიური, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა. ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაზე ადრე, ქვეყანაში გარანტირებული იქნა ქალთა არჩევნის უფლება. ყველა ეთნიკური ჯგუფი წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში (ადრ).

აღსანიშნავია ასეთი მნიშვნელოვანი გარემოება: აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა   საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ყველა თავის ძალისხმევას მჭიდროდ აკავშირებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. ასე რომ, 1919 წელს, ჩვენმა ქვეყნებმა დადეს თავდაცვითი პაქტი დენიკინის ჯარების მიერ წარმოქმნილი საერთო საფრთხის წინააღმდეგ. ორივე სახელმწიფოს დამოუკიდებლობა დე ფაქტოდ იქნა აღიარებული მოკავშირეთა უფლებამოსილების უმაღლესი საბჭოს მიერ 1920 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით. სიმბოლურია, რომ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის ესკიზი, რომელიც საფუძვლად ჩაედო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ამჟამინდელი გერბს, იყო შემოთავაზებული პრინცი ალექსანდრე შერვაშიძის მიერ, რომელიც მაშინ ბაქოში იმყოფებოდა.

სამწუხაროდ, მაშინდელმა გლობალურმა პოლიტიკურმა ვითარებამ  აზერბაიჯანს არ მისცა საშუალება შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა. 1920 წლის აპრილში წითელმა არმიამ დაიკავა ბაქო. ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბოლშევიკების დარტყმის ქვეშ მოექცა. ყოველივე ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ერთმანეთთან ისტორიით არის გადაჯაჭვული. ერთის წარმატება იწვევს მეორის  კეთილდღეობას. და პირიქით- ერთის უბედურება ისახება მეზობელზე.

როგორც სსრკ-ს ნაწილი, აზერბაიჯანი ასევე ცდილობდა საქართველოსთან მეგობრული კონტაქტების დამყარებას, ორივე ქვეყნის ინტელიგენციის გამოჩენილი წარმომადგენლები ერთამენთთან დაკავშირებულნი იყვნენ თბილ, არსებითად ნათესაურ ურთიერთობებით. ამ თანამშრომლობის საფუძველი რესპუბლიკების ლიდერებს - ჰეიდარ ალიევსა და ედუარდ შევარდნაძის შორის არსებული მეგობრობა გახდა, მათმა საქმიანობამ  კი საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანის მიერ ხელმძღვანელობაში დაბრუნებულმა და 1993 წელს უფსკრულის პირას მყოფი ქვეყნის გადამრჩენელმა -  ჰეიდარ ალიევმა დაიწყო სახელმწიფოებრიობის საფუძვლების სისტემატიურად გაძლიერება. ის დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჭეშმარიტი არქიტექტორი გახდა, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის საკვანძო სფეროები და მისი განვითარების სტრატეგია. შემთხვევითი არ არის, რომ მთავარი  საექსპორტო ნავთობმილსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანია, რომლის საქართველოს ტერიტორიის გავლით მშენებლობა  გახდა ჰეიდარ ალიევის ნავთობის დიპლომატიის  მოვლენად, რომელიც განუყოფლად არის დაკავშირებული მის სახელთან.

თანამედროვე ეფექტური სახელმწიფოებრიობის ძლიერ საფუძველზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, მიაღწია წარმატებებს ყველა სფეროში: 2003 წელს სიღარიბის თითქმის 45%-დან დღეის მდგომარეობოთ 5%-ზე ნაკლებით შემცირება, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიური მოდერნიზაცია, არა-ნავთობის სექტორის სტიმულირება, ქვეყნის შიგნით დინამიური სტაბილურობის უზრუნველყოფა და საერთაშორისო ასპარეზში მისი პრესტიჟის გაძლიერება. ამასთან დაკავშირებით, საკმარისია გავიხსენოთ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა აზერბაიჯანის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრად არჩევა 2012-2013 წლებში აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ჯგუფიდან და 2019 წელს დაწყებული ქვეყნის წარმომადგენლობა მიუმხრობლობის მოძრაობაში, რომელიც აერთიანებს 120 სახელმწიფოს.

აზერბაიჯანი წარმატებით აძლიერებს თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვან ვექტორში: ევროპის კავშირიდან დაწყებული აზია-წყნარი ოკეანის რეგიონამდე, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან დაწყებული  ევროპის საბჭომდე, ნატოდან დაწყებული იუნესკომდე დამთავრებული და ა.შ. რა თქმა უნდა, პრიორიტეტების სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მეზობელ ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, რომელთა შორის საქართველო ტრადიციულად ასრულებს ჩვენი უახლოესი, კეთილი მეზობლის როლს, რომლის ძმობამაც გაიარა გრძელი ისტორიის გამოცდა  და დღევანდელი ეტაპის კოლიზია.

ჩვენი ქვეყნები, ისევე როგორც ასი წლის წინ, აგრძელებენ თავიანთი საქმიანობის კოორდინაციას, შეუცვლელად უზრუნველყოფენ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერას. ისევე როგორც ასი წლის წინ, ჩვენ მსგავსი პრობლემები გვაქვს და საერთო ტკივილის განვიცდით. საერთაშორისოდ აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპაციის ქვეშ არის. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის მეხუთედიც.

აზერბაიჯანის ხალხსა და სახელმწიფოს  გადაწყვეტილი აქვთ აღადგინონ საერთაშორისო სამართალი და სამართლიანობა, უზრუნველყონ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის დარღვეული უფლებების აღდგენა, რომლებმაც გაიარეს ეთნიკური წმენდა საკუთარ ქვეყანაში და რომლებიც ძალით იყვნენ გაძევებული თავიანთი კერებიდან. აზერბაიჯანული სახელმწიფოს ძალაუფლების გაძლიერებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მისი უფლებების დამტკიცებისა და მის წინააღმდეგ  უკანონო ძალის გამოყენების   შედეგების აღმოფრხვევის შესაძლებლობა. შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ამ მიმართულებით აზერბაიჯანის წარმატება შექმნის წინაპირობებს მთლიან რეგიონში ვითარების გასაუმჯობესებლად.

დღეს, რესპუბლიკის დღის აღნიშვნით, აზერბაიჯანელი ხალხი საკუთარ ძალებს ეყრდნობა და აქტიურად იყენებს საერთაშორისო თანამშრომლობის პოტენციალს.

დარწმუნებულნი ვართ, რომ მხოლოდ ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის განვითარებით  შესაძლებელია თავდაჯერებულად ვიაროთ პროგრესიისა და კეთილდღეობის გზაზე. აზერბაიჯანის პროგრესი და კეთილდღეობა კი  სარგებელს მოუტანს მის კეთილ მეზობლებს, და რა თქმა უნდა  პირველ რიგში საქართველოს.

 

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის

საელჩოს პრეს-სამსახური

ჩინეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვედა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 13:24

პეკინში დღეს გაიმართა ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

როგორც სი ცზინპინმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ყველა სფეროში ვითარდება და მას დიდი მომავალი გააჩნია. „ჩინეთი აფასებს აზერბაიჯანის მხარდაჭერას ახალი პროექტის „დიდი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აზერბაიჯანი საუკეთესო მეგობრები და პარტნიორები არიან. „უკანასკნელ ხანს ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ყველა სფეროში, როგორიც არის პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და განათლება“, - დასძინა ი. ალიევმა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, სი ცზინპინმა და ილხამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ჩინეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავების თაობაზე.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური