პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი გაუქმდა
მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და სერო პირთა საქართველოში მოწვევა, - ამის შესახებ საპატრიარქოს მირ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ილია მეორემ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ვაკის პარკში მივიდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.
ილია მეორემ გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი.
პატრიარქმა ვაკის პარკი უკომენტაროდ დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტი ილია მეორეს ხვდება
ამ წუთებში, საპატრიარქოში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს უკავშირდება.
პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრა სურს
კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სურვილი შეხვდეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს. იმ პირობებში, როცა პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან არა ერთი საჯარო განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, დაცვას საკუთარი არგუმენტების გაზიარების შესაძლებობა არ ეძლევა. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული დარღვევა. - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.
სახალხო დამცველი გუშინ პატრიარქს შეხვდა.
"აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა“ - ილია მეორე
"აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა“,- განაცხადა ბერლინიდან დაბრუნებულმა პატრიარქმა, ილია მეორემ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პატრიარქს მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ.
შეგახსენებთ, ილია მეორეს ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული ოპერაციის ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.
ილია მეორემ კლინიკა დატოვა
რამდენიმე წუთის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბერლინში, Helios berlin bux-ის კლინიკა დატოვა. უწმინდესს საქართველოში 18:00 საათისთვის ელოდებიან.
შეგახსენებთ, ილია მეორეს ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული ოპერაციის ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.
ილია მეორის დასახვედრად აეროპორტის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი დაინიშნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
მრევლს Man-ის ოთხი ავტობუსი მოემსახურება. ავტობუსები 14:30 საათზე ვარდების მოედანზე გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ.
"ყველაფერი კარგად იქნება", - ილია მეორე
"მადლობელი ვარ რომ შემოხვედით. ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ოპერაციის შემდეგ საქართვბელოს კათოლიკოს-პარტრიარქმა ილია მეორემ. პარტრიარქის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შეგახსენებთ, პატრიარქს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. ილია მეორე სავარაუდოდ, საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს.
ილია მეორე - მშობლებმა თავიანთი შვილები ხატით უნდა დალოცონ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხატის ძალაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ მშობლებმა თავიანთი შვილები ხატით უნდა დალოცონ.
„ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც ქმნა უფალმა, ეს არის ხატი, ხატის ძალა. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, უარყოფს ხატის თაყვანისცემას, მაგრამ მეშვიდე მსოფლიო კრებამ დაადგინა, რომ ხატი არის გამოსახულება იმ პირველი ადამიანისა, რომელიც არის გამოსახული ამ ხატზე. კურთხევის შემდეგ ხატს ეძლევა დიდი ძალა. ჩვენ რომ დავადგინეთ, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ თავიანთი შვილები, ხატით უნდა დალოცონ. ეს ხატი მუდამ მფარველი ძალა იქნება შვილისა“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
წირვაში, რომელიც პატრიარქმა აღავლინა, მონაწილეობა მიიღო ლიტვის მთავარეპისკოპოსმა ინოკენტიმ. პატრიარქმა დიდი სიხარული გამოთქვა, ლიტვის მთავარეპისკოპოსის სტუმრობასთან დაკავშირებით და მას მაცხოვრის ხატი უსახსოვრა.
ლიტვის მთავარეპისკოპოსმა, თავის მხრივ, საქართველოს ეკლესიას სამი წამებულის - ანტონი, იოანე და ევსტათის ხატი უსახსოვრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სტუმართმოყვარეობისა და იმ ძმობისთვის, რომელსაც მართლმადიდებლებს შორის უწყობს ხელს.