რას გეგმავს ივანიშვილი ?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 16:08

,საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სპეციალური ფონდი, რათა აფხაზეთში უძრავი ქონება მასობრივად შეისყიდოს“,-ამის შესახებ გაზეთი ,,რეზონანსი“ წერს.

,,დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატი სერგეი შამბა, რომელიც ადრე პრემიერ-მინისტრი იყო, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავოქონების გაყიდვაზე შეზღუდვების მოხსნის მომხრეა და ამ იდეის ბოლომდე გატანისთვის "პარლამენტში" 7-კაციანი ფრაქციაც შექმნა. შამბას თქმით, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისთვის უძრავი ქონების გაყიდვა აუცილებელია და თუკი ამ ქონებას ივანიშვილი რუსეთის მოქალაქე ქართველების სახელით იყიდის, ამაში საშიში არაფერია, რადგან ქართველები ამ ქონებას ვერ გამოიყენებენ", - წერსგაზეთი.

როგორც სერგეი შამბამ აფხაზურ მედიასათან აღნიშნა, უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით თუ ასეთი პროგრამა მართლაც არსებობს,ის არარეალურია.

,,მე არ მესმის, ვიღარც ქართველმა აფხაზეთში უძრავი ქონება როგორ უნდა იყიდოს ან ყიდვის შემთხვევაში რა გააკეთებს, რაში გამოიყენებს მას - მოვა და აქ დაისვენებს ან იცხოვრებს? ეს არარეალისტურტია. ქართველებმა იარაღით ხელში ვერ შეძლეს აქ დამკვიდრება და იარაღის გარეშე საცხოვრებლად როგორ მოვლენ?",-განაცხადა შამბამ.

ხმაური ივანიშვილის სახლთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 04 ოქტომბერი 2015 15:20

"გაათავისუფლეთ გოგა და გიორგი"-ამ შინაარსის პლაკატებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ძმების, გიორგი და დათო ფეიქრიშვილების გათავისუფელბას ითხოვენ. 

როგოროც დაკავებულების დედა ნინო აბრამიშვილი ამბობს, მისი ერთი შვილი შარშან ერთი კი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. 

აბრამიშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის წერილის გადაცემა სცადა, თუმცა დაცვამ მისი წერილის აღებაზე უარი განაცხადა.  

ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი ორივე შვილი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს, თუმცა რეალურად იარაღი არც ერთს არ ჰქონია. მისი თქმით დაკავებულებს იარაღი ჩაუდეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გიორგი ფეიქრიშვილს სამართალდამცავები ერთი წლის განმავლობაში ემუქრებოდნენ და თბილისის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. მიზეზი როგორც ისინი ამბობენ, ძმის საქმეზე გიორგი ფეიქრიშვილის აქტიურობა იყო. 

აბრამიშვილების მეგობრების თქმით გიორგის აქტიურობა ზოგიერთი პირისთვის მიუღებელი იყო. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფეიქრიშვილი 2015 წლის პირველ ოქტომბერს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 

ბობოხიძე მოსახლეობას: "დროა პასუხი მოსთხოვოთ არა მარტო ივანიშვილს, არამედ თქვენს მეზობლებსაც"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 17:25

"მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მივმართო – მომავალი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი და იმედი მაქვს, ის იქნება იმ შეცდომის გამოსწორების წელი, რომელიც საქართველომ 2012 წელს დაუშვა. 
მე მინდა საქართველოს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ისინი მარტო ბიძინა ივანიშვილს არ მოუტყუებია. ისინი მოატყუა იმ უამრავმა მათმა მეზობელმა, რომლებიც "ქართული ოცნების" აგიტატორების სახით დარბოდნენ მათთან და მოუწოდებდნენ "ქართული ოცნებისთვის" მიეცათ ხმა. 
ამ მეზობლებმა მიიღეს მუქთა გაფორმებები სახელმწიფო სამსახურებში, მიიღეს მუქთა ხელფასები. მოსახლეობამ მიიღო გაჩერებული ეკონომიკა, დაკარგული სამუშაო ადგილები, შიმშილი, ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები და უპერსპექტივობა. 
მე მიმაჩნია, ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, რომ დროა უკვე პასუხი მოსთხოვოთ არა მარტო ბიძინა ივანიშვილს, არამედ იმ თქვენს მეზობლებსაც, რომლებიც დილიდან საღამომდე ალბათ ტვინს გიბურღავდნენ იმ აგიტაციით, რომ "ქართული ოცნებისთვის" მიგეცათ ხმა. მათ თავიანთი ოცნება აისრულეს, თუმცა აისრულეს თქვენს ხარჯზე. ამიტომ იქნება კარგად დავფიქრდეთ და როგორც თავის დროზე, 2012 წელს გაუშვით ისეთი ძლიერი ხელისუფლება, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, ახლა თქვენ და ჩვენ ერთად ვალდებული ვართ, გავუშვათ ერთად ის უბედური, არაფრისმაქნისი და ქვეყნის დამაქცევარი ხელისუფლება, როგორიც არის "ქართული ოცნების" ხელისუფლება", - განაცხადა ბობოხიძემ.

გიგი უგულავას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 23:22

საქართველოს არ სჭირდება ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ჩვენს ქვეყანას სულ სხვა გზა აქვს წინ გასავლელი, - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, მას შემდეგ, რაც მან საქალაქო სასამართლოს შენობა დატოვა.
მისივე თქმით, პატიმრობაში ყოფნა მისთვის დროის ფუჭად დაკარგვა არ ყოფილა, პირიქით ეს დრო მას დაეხმარა ხელახლა აღმოეჩინა ღირსეული ადამიანები.
"მე ბედნიერი ვარ, რომ უამრავი ახალი ადამიანი აღმოვაჩინე და დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ რაც საქართველო დაბრკოლებებს გადალახავს იგი სამშვიდობოს გავა!", - დასძინა უგულავამ.

ქალაქის ყოფილმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება და ყველა პოლიტპატიმარს არ გაათავისუფლებს იგი საკადრის პასუხს მიიღებს. ამ ხელისუფლების დამარცხება კი, მისი თქმით, კანონიერი არჩევნების გზით არის შესაძლებელი.
"არც შევცვლით საარჩევნო სისტემას. ისევ იმ სისტემით საიკადრის პასუხს გავცემთ დღევანდელ ხელისუფლებას, რაც ჩვენ გამარჯვებას მოგვიტანს", - ხაზი გაუსვა გიგი უგულავამ.

ქალაქის ყოფილ მერს საქალაქო სასამართლოსთან თანამოაზრეების დიდი ჯგუფი დახვდა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 ივნისი 2015 21:27

საზოგადოება “მოქალაქე” თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს: მასში კერძოდ ნათქვამია: “ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს. საზოგადოება “მოქალაქე” სწავლობს არსებულ მდგომარეობას, მუშაობს ქალაქის თანადგომისთვის კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმაზე და ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. საზოგადოება ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში”, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

გვერდი 4/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური