საფრანგეთში ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 17:19

საფრანგეთში რუსული წარმომავლობის ისრაელელი ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი, არკადი გაიდამაკი, დააკავეს.

ინფორმაცია მისი ადვოკატის, პოლ კლუგმანის, ინფორმაციაზე დაყრდნობით ვრცელდება.

საქმე ეხება 2000 წელს ანგოლაში იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტს. ამ საქმეზე მას სასამართლოს მიერ 3 წლის წინ დაუსწრებლად ჰქონდა ბრალი წაყენებული. 

როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნებაყოფლობით გამოცხადდა პარიზის ჟანდარმერიაში, სადაც მოხდა მისი დაკავება. 

გაიდამაკის წინააღმდეგ გამოძიება საფრანგეთში ე.წ. ანგოლაგეიტის საქმესთან დაკავშირებთ მიმდინარეობდა, რომელიც 2000 წელს აღიძრა და ანგოლისთვის საერთაშორისო ემბარგოს გვერდის ავლით, 790 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების მოწოდებას ეხებოდა.

გაიდამაკთან ერთად ამ საქმეში ფრანგი ბიზნესმენი, პიერ ფალკონე, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ვაჟი, ჟან-კრისტოფ მიტერანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, შარლ პასკუა და სხვა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ, რომლებსაც გამოძიებამ კორუფციის ბრალდება წაუყენა.

არკადი გაიდამაკი მაშინ გამოძიებას ჯერ ისრაელში, შემდეგ კი რუსეთში გაექცა. განაჩენი ამ საქმეზე 2009 წელს გამოცხადდა. გაიდამაკს დაუსწრებლად 6 წელი მიესაჯა.

2000 წელს არკადი გაიდამაკმა ცოტა ხნით ბიძინა ივანიშვილის ბანკის - როსიისკი კრედიტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.

მოგვიანებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაიდამაკის დანიშვნის მომენტში არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ იგი იარაღის კონტრაბანდაში იყო ეჭვმიტანილი.

 

 

ვიწინასწარმეტყველე, რომ ივანიშვილი აუცილებლად მიადგებოდა "რუსთავი 2"-ს-სააკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 11:43

ქვეყანას გვართმევენ და ზოგიერთი "ლიბერალი" მზადაა ჩემს მიმართ პირად კომპლექსებს და ჯიბრს გადააყოლოს ყველაფერი , - ამის სესახებ საქართველო ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. 
"სატელეფონო საუბრებს იწერენ, შემდეგ ნაწილ-ნაწილ ამუშავებენ პუტინის სპეცსამსახურები და სწორედ ამ ფორმით ხდება რუსული საიტების მიერ გავრცელება. ეს სრულიად აშკარად ატარებს მორიგი სპეცოპერაციის ხასიათს. მე სხვა რამ უფრო მაღელვებს - ქვეყანას გვართმევენ და ზოგიერთი "ლიბერალი" მზადაა ჩემს მიმართ პირად კომპლექსებს და ჯიბრს გადააყოლოს ყველაფერი. ასე მოხდა 2012 წელს და ამავე გზას ადგანან დღესაც. საბედნიეროდ, დღეისთვის ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების და მათი ადგილობრივი რეზიდენტის შემოგდებულ სატყუარას", - წერს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყოველგვარი შანტაჟის და მუქარის მიუხედავად ქართველი ხალხი დაიცავს თავის თავისუფლებას და არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ვინაიდან დღეს ეს ერთი და იგივეა.
"მე ჯერ კიდევ 2012 წელს ზუსტად ვიწინასწარმეტყველე, რომ ივანიშვილი აუცილებლად მიადგებოდა "რუსთავი 2"-ს. თუ ახლა არ მოხდა გაერთიანება და სიტყვის თავისუფლების დაცვა, რაც ერთი და იგივეა, მაშინ შეგვიძლია დავემშვიდობოთ თავისუფალი არჩევნების იდეასაც კი, და შემდგომში ბევრად უფრო დიდი ექსცესების ფასად დაგვიჯდება თავის დახსნა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს", - წერს სააკაშვილი. 

ექსპერტის პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:27

საქალაქო სასამართლოში სამხარაულის ბიუროს ექსპერტის შოთა ივანაშვილის დაკითხვა დასრულდა. მან პროცესი ცოტა ხნის წინ დატოვა და მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, დასკვნა პაატა სალიას მიმართვის საფუძველზე დადო.

კითხვაზე, რა წერია დასკვნაში ექსპერტმა განმარტა, რომ წერია თუ რა ოდენობას შეადგენდა „რუსთავი 2“-ის ქონება. თუმცა თანხას ივანაშვილი არ აკონკრეტებს.

კითხვაზე, რა დოკუმენტაცია წარმოგიდგინათ დამკვეთმა ივანაშვილმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი მოსამართლესთან გააკეთა.

„დამკვეთმა წარმომიდგინა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზა და გაიცა შესაბამისი დოკუმენტაცია. დანარჩენი დეტალები მოსამართლესთან ვილაპარაკე. მინდა გითრათ, რომ დამკვეთის მიერ ჩემთვის ინფორმაცია არასრული არ ყოფილა. საუბარი იყო ერთ-ერთ მფობელთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი გაიცა“, - აღნიშნა ივანაშვილმა.

ივანიშვილი გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 10:34

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურად გაზვიადებულია.

მისი თქმით, არაობიექტურია ინგა გრიგოლიას განცხადებები, რომელიც მან „რეაქციის“ დახურვის შემდეგ გააკეთა.

„ინგა გრიგოლიას სურს მომაწეროს, რომ მე მას ვებრძვი. ობიექტური ამაში არაფერია, გარდა იმისა, რომ ინგა გრიგოლიას კარიერულ ზრდაზე მოვახდინე გავლენა და ის გაღიზიანებულია. როდესაც გრიგოლია იყო ერთ-ერთი ფსევდო ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ეს პარტიები ვამხილე... ვამხილე რამდენიმე პარტია, მათ შორის "ლეიბორისტული პარტია","ახალი მემარჯვენეები" და ქდმ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ატყუებდა საკუთარ საზოგადოებას. ისინი უფრო საშიშები იყვნენ, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა". სხვათაშორის სად არის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია დღეს? უი აღარ არის ცალკე პარტია? გრიგოლიას განაღდებული ჰქონდა დეპუტატის ადგილი პარლამენტში და მისთვის საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩემი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მას ალბათ გაღიზიანება აქვს, რადგან ის იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ლაშა ნაცვლიშვილიმა ბედუკაძის საქმეზე ივანიშვილს წერილი მიწერა-ელისო კილაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 16:33

გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ლადო ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
"ლადო ბედუკაძის საქმეზე ყველაზე ადექვატური ლაშა ნაცვლიშვილი ყოფილა.
ხვალ "ქრონიკა+"-ში წერილი,რომელიც მან ექს-პრემიერს მიწერა", - წერს ბედუკაძე.

 "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. ეს გადაცემა განსხვავებული აქცენტების მიერ მოპოვებული დაკითხვის ოქმიდან ჩანს, სადაც ირმა ინაშვილი გამომძებლის კითხვაზე-"რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა" პასუხობს:

 "ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებას და სადიზმს ჰქონდა ადგილი დანარჩენი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა დაკითხვაზე.რეალურად კი კადრები, რომელიც ეთერში მაშინ არ მოხვდა ლადო ბედუკაძის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის განხორციელებას ასახავს.რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ისმის ხმები, როგორ დასცინის ბედუკაძე პატიმრებს, როგორ ითხოვს, ის ხელკეტს. ასევე ვიდეოფირში გამომძიებელთან საუბრისას ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მან იცის, რომ ბედუკაძემ ერთ-ერთი პატიმარი გააუპატიურა.

“ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტური იქნება”

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 12:10

ყოფილი პრემიერი,ახლანდელი პრემიერის მუშაობას დადებითად აფასებს .

მისი განცხადებით, ის დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება.

„ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს და დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება. რაც შეეხება საუბრებს მის არაფორმალურობასთან დაკავშირებით,  ჯერ მე არ ვაკადრებ ჩემს თავს ზედმეტად რამე მივანიშნო ან მივუთითო. მისი ბოლო ემოციური გამოსვლა არც მე მომეწონა.

ემოციები ახლდა, როგორც მოქალაქეს აქვს ამის უფლება, მაგრამ ის არის მთავრობის მეთაური და მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ეს რამდენჯერმე მითხოვნია კიდეც მისთვის, მაგრამ გაითვალისწინა? აი, არ გაითვალისწინა. ნუ, ახალგაზრდაა. მე არ ვფიქრობ, რომ ის არ არის თვითკმარი, პირიქით, საკმაოდ ჩამოყალიბებული ლიდერია. სააკაშვილისნაირი ლიდერისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს. ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტური იქნება. თანამდებობაზე სწავლა, ეს არ არის სირცხვილი, თანამდებობაზე დიდი ხანი ხარ და იზრდები და სწავლობ. გამზადებულ მინისტრებს და პრემიერებს ჩვენ ვერსაიდან ვერ მოვიყვანთ”, – განაცხადა ივანიშვილმა. მან ეს განცხადება ტელეკომპანია "იმედთან"საუბრისას გააკეთა. 

ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ?“ - ივანიშვილი რუსთავი 2-ზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 11:52
საქართველოს ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის დახურვა არავის უნდა და ეს ნაციონალური მოძრაობის ისტერიკაა. ივანიშვილის თქმით, ისინი ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან. ივანიშვილი ფიქრობს, რომ არ არქვს მნიშვნელობა სად წავა რუსთავი 2.

,,ნაციონალურ მოძრაობას აქვს ფულის მარაგი აქვს, მოლარეც ჰყავთ და თუ უნდათ გახსნიან ახალ ტელევიზიას, ამიტომ პრინციპული არ არის არავისთვის სად წავა რუსთავი 2, პრინციული იქნება ჩემთვის მთავრობამ არ დაიწყოს თავისი მედიასაშუალების გახსნა. რატომ არიან ასეთ ისტერიკებში? რა ხდება, რაღაც ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ? რამნიშვნელობა აქვს, ნაცმოძრაობას აქვს საშუალება ტელეარხები შეიძინონ. როცა ტირიან რომ იხურებაო, არავის არ უთქვამს რომ იხურება, იმიტომ რომ გარედან მეგორბების მხარდაჭერა უნდათ, ამერიკელების და ევროპელების, მაქსიმალურად აწვალებენ და ყიდიან ისე რომ იხურება. ჩენგან მიდის ნაკლები ინფორმაცია და აწვალებენ. ხალვაშს არ უთქვამს რომ იხურება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტვ ,,იმედის“ ეთერში.

 

საპროტსესტო ბანერების გაკვირს საშუალება სტუდენტებს არც ივანიშვილის სახლთან მისცეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 15:21

ბანერების გაკვრის საშუალება აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა არც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მისცეს. სტუდენტებმა კანცელარიიდან სოწრედ აქ გადაინაცვლეს და გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, გაზპრომთან ურთიერთობა სახიფათოა სახელმწიფოსთვის.

"ივანიშვილი პირადად ურეკავდა ზალკალიანს და სთხოვდა ეღალატა ჩვენთვის" - ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 14:12

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, "ნუ ჰგონია რომ თავისუფალი დემოკრატები დაიშლება".

როგორც ალასანიამ დავიტ ზალკანიანთან დაკავშირებით აღნიშნა , არასამთავრობო სექტორში საქმიანობა არ უნდა იყოს გაიგივებული პოლიტიკურ საქმიანობასთან.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებით, ზალკალიანის გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 6 თვის წინ იცოდა.

„ინფორმაცია თითქოს პარტია იშლება, ბიძინა ივანიშვილისგან მოდის. ივანიშვილი მუდმივად ცდილობდა შეეტანა გარკვეული უთანხმოება ჩვენს პარტიაში. ეს ვერ მოახერხა მაშინაც კი როცა ერთ კოალიციაში ვიყავით - პირადად მე ვიყავი ბატონ დათოსთან, როცა ურეკავდა ივანიშვილი და თხოვდა ეღალატა იმ პრინციპებისთვის, რაც გვაერთიანებს და კოალიციაში დარჩენილიყო.

რაც შეეხება უშუალოდ დათოს გადაწყვეტილებას ამის შესახებ ჯერ კიდევ 6 თვის წინ ვიცოდი. ბატონი ზალკალიანი მუშაობს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, არასამთავრობო სექტორში საქმიანობა, არ უნდა იყოს პოლიტიკურ საქმიანობასთან გაიგივებული, მას ხელი არ უნდა შეეშალოს დონორებთან მუშაობაში“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.

აქცია ივანიშვილის სახლთან-არასამთავრობოები გაზპრომთან მოლაპარაკებებს აპროტესტებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 15:27

გაზპრომთან დაწყებული მოლაპარკებები არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს.

აქცია-პერფორმანსი მათ ყოფილი პრემიერის, როგორც რუსული ენერგოკომპანიის ერთ-ერთი აქციონერის, სახლთან გამართეს.

მესამე სექტორის ნაწილი პროცესის მოლაპარაკებებს ითხოვს. მათი განმარტებით, საფრთხე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას ექმნება.

„გაზპრომი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ნიშნავს გაძვირებულ ტარიფებს და ნაკლებ სითბოს. ქვეყნისთვის კი ნიშნავს კიდევ უფრო მეტ კითხვას საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ვიდრე დღემდე იყო. 2006 წელს ყველას კარგად ახსოვს, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა გაგვითიშა გაზი და საქართვლოს მოსახლეობა დატოვა გაზის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა შემთხვევაშიც ასე მოიქცევა. დიდი საფრთხის ქვეშ დადგება ქვეყანა, ან აირჩიოს დამოუკიდებლობა, ან აჰყვეს რუსეთის თამაშს,“ - აცხადებს გოგა ონიანი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური