"ქართული ოცნება" ფართოვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 10:07

უმრავლესობაში უკვე საუბრობენ კოალიცია "ქართული ოცნების" გაფართოვებაზე. კოალიციას შესაძლოა "მწვანეთა პარტია" დაემატოს, რომლის ლიდერიც გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მწვანეთა პარტიაში კონსულტაციები იმართება. კოალიციაში გაერთიანების შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებზე გია გაჩეჩილაძის პარტიას, სავარაუდოდ, მაჟორიტარებიც ეყოლება, თუმცა როგორც, თავად ამბობს, კოალიციასთან შეთანხმებით. კოალიციაში შესვლას გეგმავს ასევე "სოციალ-დემოკრატიული" პარტიაც, რომლის თამვჯდომარე, გია ჟორჟოლიანი, უმრავლესობის წევრია.

"ივანიშვილ, კალაძე, მამაცაშვილის საბანკო ანგარიშები უნდა დაყადაღდეს"-შალვა ნათელაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 15:14

შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის, კალაძისა და მამაცაშვილის ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს. განცხადება პირველმა ლეიბორისტმა რამდენიმე წუთის წინ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ საუბრის დროს გააკეთა. 

"გაზპრომის აქციონერ, ოლიგარქ ივანიშვილის მოსკოვ თეირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანია, გადააქციოს საქართველო რუსეთ-ირანის შემაერთებელ ენერგეტიკულ კვანძად რაც საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს. 

სახეზეა გეოპოლიტიკური შეთანხმება. რომლის მიზანია არა გაზის ტარიფის გაიაფება არამედ გაზრდა და დამატებით მილიარდიანი მოგება, ივანიშვილ, კალაძე, მამაცაშვილის
საბანკო ანგარიშები უნდა დაყადაღდეს,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 12:04

არა გაზპრომს!  ამ ლოზუნგით აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. აქციის მონაწილეები გაზპრომის წარმომადგენლებთან კალაძის მოლაპარაკებებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ არ დაუშვებენ საქართველოში ამ კომპანიის შემოსვლას. 

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ გაზპრომის საქართველოში შემოსვლა რუსეთის მიერ საქართველოს დამონებას ნიშნავს. რეფორმირების ცენტრის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რუსულ გეგმის განხორციელებაში ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არის ჩართული. 

დავით ნარმანია ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2015 12:22

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას თბილისის მერი ეხმაურება. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიამ 2015 წელს ბევრი იმუშავა, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილია.

„წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რაც ძალიან კარგად იცის ბატონმა ბიძინამ. ვფიქრობ, რომ მან სათანადო შეფასებები გააკეთა. რთულ საკითხებთან მიმართებაში ჩვენ ვცდილობთ, რომ ჯერ გამოვიკვლიოთ და შემდეგ დავიწყოთ რთული საქმის გაკეთება, რათა არ შევცდეთ, როგორც ჩვენი წინამორბედები ცდებოდნენ, რაც ცოტა მეტ დროსთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჯობია, ასე გავაკეთოთ. მიმდინარე საქმეებთან მიმართებაში ჩვენ ოპერატიულები ვართ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში თბილისის მერზე ისაუბრა. ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ დავით ნარმანია ზედმეტად მეთოდურია, მეცნიერია, თუმცა ეს მის საქმიანობას არ აზარალებს.

გიორგი კანდელაკის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 15:42

საპარლამენტო ოპოზიცია დღეს კიდევ ერთხელ დაინტერესდა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის პრობლემით. გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატებს რამდენიმე წუთში პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს.

უმცირესობამ კითხვით მიმართა გიორგი კვირიკაშვილს, თუ რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილებების მიღებაში.

დღეს უმცირესობის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ ფიქრობს თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადებების მსგავსად, პრემიერმინისტრობის კანდიტატი სიტყვის თავისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თაობაზე. 

შეკითხვა ასევე შეეხებოდა საყდრისთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობას.

„გუშინდელი გამოსვლისას აღნიშნეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გამოუყენებია საკუთარი პოლიტიკური გავლენა იმისათვის, რომ ფული ეკეთებინა. მაგალითად, ბოლო პერიოდში ქართუ ბანკის მოგება გაიზარდა 17-ჯერ. არაერთი დოკუმენტი მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის პირად ფინანსურ ინტერესებზე საყდრისის საქმეში, როდესაც თქვენ ააფეთქეთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მაინტერესებს, როდესაც გუშინ ამას ამბობდით, იხუმრეთ თუ არა," - აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

ივანიშვილმა მედიასთან საუბარი არ ისურვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 13:48

ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცოტა ხნის წინ გიორგი კვირიკაშვილის დედის გასვენებაში ერთად იმყოფებოდნენ. თუმცა არც ერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა ტერიტორია მალევე დატოვეს. შესაბამისად უცნობი დარჩა რას ფიქრობს ივანიშვილი ღარიბაშვილის გადადგომაზე. მედიამ ღარიბაშვილისგან გადადგომაზე მისი განმარტებებიც ვერ მოისმინა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გამართულ სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო-კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 11:05

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გუშინ გამართულ სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, სადაც სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყოფილი პრემიერის რჩევები სხვადასხვა საკითხებს შეეხებოდა, მათ შორის გააჟღერა მოსაზრებები საარჩევნო კოდექსთან მიმართებაშიც.
მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი რა სტატუსით ჩაერთვება, ეს მისი გადასაწყვეტია. „ეს რჩევები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იყო, მათ შორის, საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. ყველა ის პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მსჯელობის საგანი იქნება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა კობახიძემ.

"გასაკვირი არ არის თუ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება"-კახი კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 14:04
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გასაკვირი არაფერი იქნება იმაში, თუკი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს.

"რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს - თქვენ იცით, რომ ,,ქართული ოცნება" ამ ადამიანის მიერ არის დაფუძნებული. შესაბამისად, იმაში, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაერთოს, დაბრუნდეს პოლიტიკაში, ვფიქრობ, გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა მე ბატონი ბიძინას მაგივრად გამიჭირდება რაიმე პასუხი გავცე ამ კონკრეტულ კითხვას",- განაცხადა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას.

„კოალიცია 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 15:37

„ კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს“,- აღნიშნული განცხადება  „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.
ძიძიგურის განცხადებით, ივანიშვილმა უკვე გამოთქვა მზაობა, რომ 2016 წლის არჩევნების პროცესში აქტიურად ჩაერთოს. არჩევნებისთვის ემზადებიან კოალიციაში შემავალი სუბიექტებიც, ძიძიგურის თქმით, „კონსერვატორები“ საკუთარ თავს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ისევ კოალიციაში მოიაზრებენ.
„კონსერვატორები“ ჩვენს თავს კოალიციაში ვხედავთ მომავალშიც. ჩვენ სხვაგვარად არ წარმოგვიდგენია და ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა 2016 წლის არჩევნებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ბატონმა ბიძინამაც არაერთხელ განაცხადა, რომ ის 2016 წელს არჩევნებისას აქტიური იქნება, მისი არჩევნებში ჩართვა კი იმას არ ნიშნავს, რომ ის რიგითად ჩაერთვება, ბიძინას აქტიურად ჩართვა გულისხმობს იმ კონფიგურაციას, რა კონფიგურაციითაც ჩვენ 2012 წლის არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა. კოალიციაში ლიდერის ადგილი ეს ბიძინა ივანიშვილის ადგილია. კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას. საკმაოდ რთული წელი გველოდება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა ჩვენ მიერ გაკეთებული ყველა საქმე მივიტანოთ ამომრჩევლამდე და დავანახოთ უფრო კარგად. „კონსერვატიული პარტია“ აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენი სადეპუტატო კორპუსი შევთავაზოთ საზოგადოებას. გადაწყვეტილი გვაქვს, დეკემბერში, როდესაც საქართველოში ევროპელი კონსერვატორების დელეგაცია გვეყოლება სტუმრად, მათი მონაწილეობით ყრილობა ჩავატაროთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ელისო კილაძემ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 14:29

ელისო კილაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი ყოფილი პრემიერმინისტრისგან ერთერთ სატელევიზიო ინტერვიუში მის მიმართ წარმოთქმული ბრალდებების უარყოფას ითხოვს.

„დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა მოდური გახდა ამ ქვეყანაში. ვისაც არ ეზარება, ყველას შეუძლია ეს განცხადებები გააკეთოს,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

ჟურნალისტმა საქალაქო სასამართლოში საჩივარი ლადო ბედუკაძისა და სააგენტო თბილისი 24-ის წინააღმდეგაც შეიტნა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური