ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ?“ - ივანიშვილი რუსთავი 2-ზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 11:52
საქართველოს ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის დახურვა არავის უნდა და ეს ნაციონალური მოძრაობის ისტერიკაა. ივანიშვილის თქმით, ისინი ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან. ივანიშვილი ფიქრობს, რომ არ არქვს მნიშვნელობა სად წავა რუსთავი 2.

,,ნაციონალურ მოძრაობას აქვს ფულის მარაგი აქვს, მოლარეც ჰყავთ და თუ უნდათ გახსნიან ახალ ტელევიზიას, ამიტომ პრინციპული არ არის არავისთვის სად წავა რუსთავი 2, პრინციული იქნება ჩემთვის მთავრობამ არ დაიწყოს თავისი მედიასაშუალების გახსნა. რატომ არიან ასეთ ისტერიკებში? რა ხდება, რაღაც ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ? რამნიშვნელობა აქვს, ნაცმოძრაობას აქვს საშუალება ტელეარხები შეიძინონ. როცა ტირიან რომ იხურებაო, არავის არ უთქვამს რომ იხურება, იმიტომ რომ გარედან მეგორბების მხარდაჭერა უნდათ, ამერიკელების და ევროპელების, მაქსიმალურად აწვალებენ და ყიდიან ისე რომ იხურება. ჩენგან მიდის ნაკლები ინფორმაცია და აწვალებენ. ხალვაშს არ უთქვამს რომ იხურება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტვ ,,იმედის“ ეთერში.

 

აქცია ივანიშვილის სახლთან-არასამთავრობოები გაზპრომთან მოლაპარაკებებს აპროტესტებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 15:27

გაზპრომთან დაწყებული მოლაპარკებები არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს.

აქცია-პერფორმანსი მათ ყოფილი პრემიერის, როგორც რუსული ენერგოკომპანიის ერთ-ერთი აქციონერის, სახლთან გამართეს.

მესამე სექტორის ნაწილი პროცესის მოლაპარაკებებს ითხოვს. მათი განმარტებით, საფრთხე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას ექმნება.

„გაზპრომი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ნიშნავს გაძვირებულ ტარიფებს და ნაკლებ სითბოს. ქვეყნისთვის კი ნიშნავს კიდევ უფრო მეტ კითხვას საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ვიდრე დღემდე იყო. 2006 წელს ყველას კარგად ახსოვს, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა გაგვითიშა გაზი და საქართვლოს მოსახლეობა დატოვა გაზის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა შემთხვევაშიც ასე მოიქცევა. დიდი საფრთხის ქვეშ დადგება ქვეყანა, ან აირჩიოს დამოუკიდებლობა, ან აჰყვეს რუსეთის თამაშს,“ - აცხადებს გოგა ონიანი.

ხმაური ივანიშვილის სახლთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 04 ოქტომბერი 2015 15:20

"გაათავისუფლეთ გოგა და გიორგი"-ამ შინაარსის პლაკატებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ძმების, გიორგი და დათო ფეიქრიშვილების გათავისუფელბას ითხოვენ. 

როგოროც დაკავებულების დედა ნინო აბრამიშვილი ამბობს, მისი ერთი შვილი შარშან ერთი კი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. 

აბრამიშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის წერილის გადაცემა სცადა, თუმცა დაცვამ მისი წერილის აღებაზე უარი განაცხადა.  

ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი ორივე შვილი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს, თუმცა რეალურად იარაღი არც ერთს არ ჰქონია. მისი თქმით დაკავებულებს იარაღი ჩაუდეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გიორგი ფეიქრიშვილს სამართალდამცავები ერთი წლის განმავლობაში ემუქრებოდნენ და თბილისის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. მიზეზი როგორც ისინი ამბობენ, ძმის საქმეზე გიორგი ფეიქრიშვილის აქტიურობა იყო. 

აბრამიშვილების მეგობრების თქმით გიორგის აქტიურობა ზოგიერთი პირისთვის მიუღებელი იყო. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფეიქრიშვილი 2015 წლის პირველ ოქტომბერს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური