ბიძინა ივანიშვილი - გარეთ ქართველები ვერ ვვარგივართ, ეს ჩემს თავზე გამოვცადე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 14:10

გარეთ ქართველები ვერ ვვარგივართ, ეს ჩემს თავზე გამოვცადე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ვნახავთ, რომ 8 წლის თავზე ემიგრანტები საქართველოში დაბრუნებას დაიწყებენ.
”ოთხი წლის განმავლობაში დაიწყება შემობრუნება. ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ ძალიან სწრაფად და საზღვარგარეთ გადახვეწილი ჩვენი მოქალაქეები დაბრუნებიან და აქ იშოვიან სამუშაოს, საკუთარ სარჩენსა და საკუთარ საწნახელს მიხედავენ. გარეთ ქართველები ვერ ვვარგივართ, ეს ჩემს თავზე გამოვცადე. საწნახელი ტყუილად არ ვახსენე, ნავთან არის შედარებული. ჩვენ ასეთი კულტურა გვაქვს”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილი: ახლო მომავალში მშპ-ის ორნიშნა ციფრით ზრდა სავსებით შესაძლებელია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 ივნისი 2016 11:07

ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმა ლარის დევალვაციისა და ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, კითხვები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიმართ არსებობდა, თუმცა დევალვაცია ზოგადი რეგიონული პრობლემებით იყო განპირობებული. ივანიშვილის განცხადებით, ახლო მომავალში მთლიანი შიდა პროდუქტის ორნიშნა ციფრით ზრდა სავსებით შესაძლებელია.

"თქვენდა სამწუხაროდ, გაიხარა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 ივნისი 2016 15:41

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ასწლოვანმა ტიტას ხემ გაიხარა. ექსპრემიერს ტიტასთან დაკავშირებით შეკითხვა „ტაბულას“ ჟურნალისტმა დაუსვა- „კარგად არის, რა თქმა უნდა. თქვენდა სამწუხაროდ, გაიხარა. მახსოვს, როგორ იყავით დასაფრებული. რა თქმა უნდა, გაიხარა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის ინტერვიუ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 03 ივნისი 2016 09:35

წარმატებას, რომელსაც მივაღწიეთ ერთობლივად კოალიციის ნამოქმედარია და ლომის წვლილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს მიუძღვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რადიო „თავისუფლების“ გადაცემა „ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი მომავალ არჩევნებში ამომრჩეველმა პარტია „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილმა პარტიისა და კოალიციის მიერ 4 წლის საქმიანობა გაიხსენა და განმარტა, რომ საჭიროა გავიხსენოთ თუ როგორი ქვეყანა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ და როგორ ეტაპზე არის დღეს ქვეყანა სხვადასხვა სფეროში.

„ვიხსენებ წარსულს და აწმყოს. როგორი დაგვხვდა ”ნაციონალური მოძრაობის” შედეგად „აშენებული“ ქვეყანა და რა მოვახერხეთ 4 წლის განმავლობაში. ამაში მონაწილეობას ღებულობდნენ ”ქართული ოცნების” წევრები. სწორედ ამ გუნდმა მოახერხა და საოცრება მოახდინა. თუ ვინმეს ანალიზის უნარი გააჩნია და საქართველოში უცხოვრია, ის რეალობა როგორი იყო საქართველო 2012 წლამდე და როგორია დღეს, მარტივად მიხვდება. კოალიციაში სწორედ გადამწყვეტი ფუნქცია შეასრულა „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“. კოალიციის წევრებსაც და პარტიის წევრებსაც თავისი როლი ჰქონდათ, ვის რამდენი და რა როლი ჰქონდა კარგად გამოჩნდება არჩევნებში. ეს მიღწევები ერთობლივად კოალიციის ნამოქმედარია და ლომის წვლილი მიუძღვის პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს“. ყველა მიმართულებით , პირველი ადამიანის უფლებები, სად იყო და სად მოვედით, დღეს ადამიანის უფლებებით საქართველო ევროპის განვითარებულ სახელმ

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2016 14:35

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა. 
როგორც ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის მოვლენაა რომ ასეთი დონის მეცნიერები არიან დღეს საქართველოში და შესაძლებელია მათი ლექციების მოსმენა. 
„არ ვართ საუბედუროდ მდიდარი საერთაშორისო მეცნიერების დონით. სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ ტრადიციები დავიბრუნოთ, ჩვენი მეცნიერება იყოს უფრო ფართო მასშტაბით წარმოდგენილი მსოფლიოში, სწორედ ამისათვის დღეს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს სამეცნიერო ცენტრის მშენებლობას, რომელიც იმედია დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი მეცნიერების განვითარებას. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩემს ქვეყანას, რომ მოახერხოს უახლოეს წლებში მოხდეს განვითარებული ქვეყნების რიგში. მოგეხსენებათ, მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას, მხოლოდ იმ სახელმწიფოს შეუძლია იყოს პროგრესის ფერხულში, ვისაც აქვს მეცნიერება, ვინც დიდ ყურადღებას უთმობს განათლებას. ჩვენ რთული პერიოდები გვქონდა, უფრო ხშირად ჩვენ აშენებულზე ვამბობდით უარს, განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამ დროს განსაკუთრებით დაზარალდა მეცნიერება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ და გამოვიდეთ მოჯადოებული წრიდან, რომ ჩავდგეთ წარმატებული ქვეყნების რიგში“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ მედიაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2016 14:32

”თქვენ არ ხართ ”ნაციონალების” წევრი? მერე რა, რომ ჟურნალისტი ხართ”, - მიმართა ივანიშვილმა ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს.მთელი მედია თავისუფალია, გარდა ”რუსთავი 2”-ის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. 
მისი თქმით, ამ რიცხვშია ”ტაბულაც”, თუმცა ის იმდენად პატარაა, რომ ყურადღების გადატანა არ ღირს.
”ყველა ტელევიზია თავისუფალია გარდა რუსთავი 2-ის, თქვენ ხართ ”ნაციონალების” ტელევიზია. ღმერთმა მოგახმაროთ. ასეც უნდა იყოს”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

რჩება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკურ ფიგურად?

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 აპრილი 2016 12:09

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკურ კვლევას აქვეყნებს. 2016 წლის მარტის მონაცემებით, 66 პროცენტს მიაჩნია ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყევტილების მიმღებ პირად. 2015 წლის აპრილის მონაცემთან შედარებით, ეს მონაცემი 7 პროცენტით გაზრდილია.გამოკითხულთა 15 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყევტილების მიმღები პირი, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა. შარშან ასე გამოკითხულთა 14 პროცენტი ფიქრობდა. გამოკითხულთა 3 პროცენტისთვის სასურველია, რომ ყოფილიპრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი, თუმცა არ ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა. შარშან ასე გამოკითხულთა 6% ფიქრობდა.ხოლო 25%-სთვის მისაღებია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და ამასთან ერთად ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა. წინა წლის მონაცემებით მათი რაოდენობა 30%-ს შეადგენდა.

56%-ს კი მიაჩნია, რომ ყოფილი პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შარშან ასე 41% ფიქრობდა.

ივანიშვილი შვეიცარიულ ფინანსურ კომპანიას სასამართლოში უჩივის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 10:58

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, შვეიცარიულ ფინანსურ კომპანიას Credit Suisse-ს სასამართლოში უჩივის. სარჩელი ივანიშვილის ადვოკატებმა ჟენევაში უკვე შეიტანეს. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.ორგანიზაცია ივანიშვილის ფინანსურ პორტფელს განკარგავდა. ყოფილი პრემიერი კი კომპანიას მისი ფინანსების არასწორ მენეჯმენტსა და ფინანსური ზარალის მიყენებაში ადანაშაულებს.ადვოკატებმა სარჩელი ჟენევის სასამართლოში დეკემბერსა და იანვარში, მათ შორის თაღლითობის ბრალდებითაც შეიტანეს.ჟენევის სასამართლომ თავად Credit Suisse-ის საჩივრის საფუძველზე უკვე წაუყენა ბრალი კომპანიის ყოფილ მენეჯერს, რადგან არსებული ეჭვის საფუძველზე, ის რამდენიმე კლიენტის ფინანსურ დანაკარგს ბიძინა ივანიშვილის ფონდებიდან ფარავდა.

გივი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 14 თებერვალი 2016 16:03

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დღეს ციხისძირში ისევ შეიკრიბნენ, სადაც ხეების გადატანის სამუშაოები ბიძინა ივანიშვილის მისვლის შემდეგ შეჩერებულია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ციხისძირის სამუშაოები შეჩერებულია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ.

“ეს სამუშაოები შეჩერებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიზანი მებაღეების და რა თქმა უნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მიერ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ამ ოლიგარქის თავგასულობა, თუ ეს მოვახერხეთ აქ, ამას მოვახერხებთ ხვალ სხვაგანაც და საბოლოო ჯამში წერტილს დავუსვამთ მის უკანონო მმართველობას ოქტომბრის არჩევნებზე,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ნაციონალური მოძარობის ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის თქმით ისინი ოქტომბერში გაიფორმებენ საბოლო გამარჯვებას.

“ჩვენ ერთი ეპიზოდი მოვიგეთ, ჩვენ მოვიგებთ ბრძოლას, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, ჩვენ გამოვიყვანთ ამ არსებას მზის შუქზე, გავაშიშვლებთ და ის იქნება 7 მილიარდიანი ფუღურო მხოლოდ და ოქტომბერში ჩვენ გავიფორმებთ საბოლოოდ გამარჯვებას,“ - აღნიშნა  გივი თარგამაძემ. 

შალვა თათუხაშვილის მამა მკვლელობის დამკვეთად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 18:07

სტრასბურგში იმყოფება შალვა თათუხაშვილის მამა, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გიორგი თათუხაშვილი, რომელიც დღეს ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას გეგმავდა. ის საკუთარი შვილის მმკვლელობის დამკვეთად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. თათუხაშვილს პრტენზიები მთავარ პროკურორთანაც აქვს.

“საქართველოს პროკურორის ნახვა მინდა ძალიან ბევრი შეკითხვებია ჩემი შვილის მკვლელობასათან დაკაშირებით და პასუხები უნდა  მივიღო. უნდა გავაჩერო და დაველაპარაკო თუ არა და მაგასაც იგივე ბედი ელის, რაც ქირიას ზუგდიდში. ჩემი შვილის საქმე მაგის შეკერილია, მაქვს ყევლა საბუთი და შემიძლია დავადასტურო. ეს ყველაფერი  ივანიშვილის ხელძღვანელობით არის გაკეთებული, ივანიშვილი არის დამკვეთი“ - განაცხადა გიორგი თათუხაშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ საქმის მასალებს გაეცნონ.

“ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს ამ საქმეში, მათ ოჯახს არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა რომ გაცნობოდნენ საქმის მასალებს, ეს შესაძლებლობა მათ ახლაც აქვთ და ამ საქმის შესახაბ ჩვენ საკმაოდ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ. ჩვენ მზად ვართ დავკითხოთ ნებისმიერ დროს როცა ის ისურვებს. ექსპერტიზა ჩატარებულია და გარდაცვალების მიზეზები დადგენილია,“- აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.   

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური