პოლიციამ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 15 თებერვალი 2019 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა რ.თ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, თურქეთის რესპუბლიკაში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 7 030 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 10:26

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მინდია გოგოჭური (საქართველოს პრეზიდენტის სიძე) და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
 
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018 11:52

გაცნობებთ, რომ დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში - „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა.

დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ხელნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს, არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

რუსეთი სომხეთში ახალი იარაღის გადაზიდვას მიმდინარე წელს დაიწყებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 30 მარტი 2018 10:08

რუსეთის საბრძოლო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელმძღვანელის თანაშემწის, ვლადიმერ დროჟოვის განცხადებით, მოსკოვი სომხეთში ახალი საბრძოლო იარაღის გადაზიდვას მიმდინარე წელს დაიწყებს. ამის თაობაზე TRT-ქართული იუწყება.

ვ. დროჟოვმა ამის შესახებ, სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე,  შეიარაღების და თავდაცვითი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა “ArmHiTec–2018”-ში მონაწილეობის დროს პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთსა და სომხეთს შორის გასული წლის 24 ოქტომბერს მთავრობათაშორისი სესხის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც რუსეთმა, სომხეთში განთავსებულ რუსულ ბაზაზე სამხედრო ტექნიკის გადასაზიდად 100 მილიონი დოლარის კრედიტი უნდა გამოყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 10:52

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ჯ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 11:55

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა. წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,DAF’’-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებას ახდენდა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ბრალდებული ცდილობდა საქართველოში შემოეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით საქონელი. კერძოდ: პნევმატური და სასიგნალო იარაღი, ცეცხლსასროლი სანადირო თოფები, ვაზნები და იარაღის სათადარიგო ნაწილები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კონტრაბანდულად შემოტანილი საქონელი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით” -აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წოწორიასთვის წარმოუდგენელია,როგორ აღმოჩნდა იარაღი სახლში

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 19 მაისი 2017 17:21

"ოთარ წოწორიას არაერთხელ ვესაუბრე და მისთვის წარმოუდგენელია,როგორ აღმოჩნდა ის იარაღი საცხოვრებელ სახლში. მას აღნიშნული იარაღი არ ჰქონდა, იგი გამოძიებასთან პირველი წამიდან თანამშრომლობს. ოთარს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია არც ჩხრეკის ჩატარებისას და არც შემდგომ. ოთარი მას შემდეგ, სახლიდანაც კი არ გადის," - განაცხადა ოთარ წოწორიას ადვოკატმა,  ლევან მახარაშვილმა. 

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 13:24

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ა.ლ. თბილისში, 26 მაისის მოედანზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ტიპ 54“-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 01 მაისი 2017 10:12

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული მ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „იჟ 18“-ის მოდელის გადაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღი, 172 საბრძოლო ვაზნა და „ედ“-ის ტიპის ასაფეთქებელი ელექტროდეტონატორი ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე–2 ნაწილით).

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 10:29

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლასასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 120 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

გვერდი 1/ 6-დან

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური