დავით ზალკალიანმა იაპონელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 თებერვალი 2020 14:47

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო იაპონიის ეროვნული დღის - იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას იაპონიის მთავრობას და ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ  იაპონიას და საქართველოს საერთო ფუნდამენტური ღირებულებები: დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა აერთიანებთ.
„იაპონია გახლდათ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელ,ს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პირველივე დღიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული და ძლიერი მხარდამჭერია.“- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იაპონიის დახმარებაზე საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების საქმეში.
კმაყოფილებით აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ამ მხრივ ხაზი გაესვა  გასულ წელს იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ნაყოფიერ ვიზიტებს, ისევე როგორც  2018 წელს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინიტრის, ტარო კონოს ისტორიულ ვიზიტს საქართველოში.
დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის, ისევე როგორც  ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა. ამ კონტექსტში აღინიშნა ქართული ღვინის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით 2019 წლის მარტში ტოკიოში გამართული გამოფენის მნიშვნელობა.

„კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ იაპონიისა და საქართველოს მეგობრობის ნიშნად, იაპონიის კომერციის და მრეწველობის საზოგადოებების ცენტრალური ფედერაციისგან - თბილისს საჩუქრად 100 ძირი საკურას ხე გადაეცა. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსად ჩვენი ურთიერთობისა საკურას ხეებიც გაძლიერდებიან და ყოველწლიურად მათი აყვავებისას შეგვახსენებენ ჩვენს ერებს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.“- აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ღონისძიების  დასასრულს მადლობა გადაუხადა საქართველოში იაპონიის საელჩოს და იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას იმ აქტიური ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი სწევენ საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის.

თამაშის წესების შეცვლა: ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე Visa-მ მიზანში ამოიღო „უნაღდო იაპონია“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019 16:19

Visa და მისი პარტნიორები ქმნიან ციფრულ მემკვიდრეობას იაპონიაში და ხელს უწყობენ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას

სან ფრანცისკო და ტოკიო2019 წლის 25 ივლისი – ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე, მსოფლიოს მასშტაბის ტექნოლოგიური პარტნიორი ოლიმპიურ თამაშებში - Visa (NYSE: V), ამზადებს ინოვაციური გადახდის მეთოდს სპორტსმენების, სტუმრებისა და მოქალაქეებისთვის მთავრობის „უნაღდო იაპონიის“ ინიციატივაზე საპასუხოდ, რომლის მიზანია 2025 წლამდე ორჯერ გაზარდოს ციფრული გადახდების მთლიანი რაოდენობა 40 პროცენტამდე[1]. რადგან მოსალოდნელია, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ყველაზე ინოვაციური ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები იქნება, Visa-ს აქვს განსაკუთრებული მდგომარეობა, რათა ხელი შეუწყოს, რომ ოლიმპიური თამაშები იაპონიაში საუკეთესო ციფრული გადახდების დანერგვის კატალოზატორად იქცეს. 

“დღეს მსოფლიოში ფაქტობრივად არ არსებობს იაპონიის მსგავსი სხვა ბაზარი – ეს არის მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკა და ლიდერი მრავალ დარგში. თუმცა, ამის მიუხედავად, ვაჭრობა უმეტესად ნაღდი ანგარიშსწორებით ხდება,” განაცხადა Visa-ს იაპონიის წარმომადგენელმა დირექტორმა და რეგიონულმა მენეჯერმა. “Visa ოლიმპიურ თამაშებს აღიქვამს, როგორც შესაძლებლობას უახლესი ტექნოლოგიები შესთავაზოს სპორტულ მოედნებსა და ოლიმპიურ სოფელში, ასევე მთელი მასპინძელი ქვეყნის მასშტაბით, რათა რეალურად გააუმჯობესოს გულშემატკივართა გამოცდილება. ტოკიო-2020-თვის ჩვენ ვგეგმავთ ისეთი შესაძლებლობების დანერგვას, რაც ხანგრძლივ კვალს დატოვებს ქვეყანაზე. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ამავე დროს ადგილზე შევთავაზოთ იაპონიის საზოგადოებას და სტუმრებს საოცარი გამოცდილება.”

„უნაღდო იაპონიის“ მხარდაჭერა

დღეისათვის, იაპონიაში გადახდების მხოლოდ დაახლოებით ერთი მეხუთედი იყენებს ციფრულ მეთოდებს. სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ,  ეს ციფრი დაახლოებით 90%-ს შეადგენს სამხრეთ კორეაში,  60%-ს აშშ-ში, ხოლო 70%-ს - ჩინეთში.[2] მომავალ წელს იაპონიაში მოსალოდნელია 40 მილიონი[3] ვიზიტორის ჩასვლა, შესაბამისად, Visa-ს გეგმავს მთელ რიგ ინიციატივებს, რათა უზრუნველყოს ვაჭრობისა და გადახდების საუკეთესო გამოცდილება, მათ შორის:

 

  • ციფრული გადახდების ზრდა: ნაღდი ანგარიშსწორების დღეს არსებული უპირატესობის საკითხის გადასაჭრელად Visa მჭიდროდ თანამშრომლობს სავაჭრო ობიექტებთან ბიზნესის სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის სწრაფი მომსახურების რესტორნებთან (QSR), სატრანზიტო სექტორთან და მაღაზიებთან, ტოკიო-2020-ის დაწყებამდე უკონტაქტო POS გადახდების განახლების ან დაყენებისა და ციფრულ გადახდებზე გადასვლის წახალისების მიზნით.

 

  • „გუნდი Visa“ უნაღდო იაპონიისთვის: 2000 წლიდან, Visa მხარს უჭერს მსოფლიო სპორტსმენების მრავლფეროვან სიას - Visa-ს გუნდს, რომლებიც ასპარეზობენ სხვადასხვა სახეობაში და წარმოადგენენ ბრენდს, როგორც საასპარეზო მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა.  Visa-ს გუნდის იაპონელი სპორტსმენი - კანოა იგარაში, რომელიც იაპონიის ოლიმპიურ თამაშებში ახლად დამატებული სპორტის სახეობაში - სერფინგში ასპარეზობს და Visa-ს მარკეტინგული კამპანიის „უნაღდო ტალღაზე სრიალებს“, უკვე იაპონიაში ცხოვრობს. წლის განმავლობაში Visa გააგრძელებს Visa-ს გუნდის გაფართოებას, გააშუქებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში მოასპარეზეებს და მხარს დაუჭერს ციფრული გადახდების გამოყენებას.

 

  • პარტნიორული ეკოსისისტემის შექმნა: როგორც მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში, Visa წაახალისებს ინოვაციებს 3.4 მილიარდ ანგარიშის მფლობელთან ფინანსური მომსახურებების ფართო ჯგუფის, მოვაჭრეების, ტექნოლოგიური და ფინანსური ტექნოლოგიების (fintechs) პარტნიორთა მეშვეობით. იაპონიაში არსებული ქსელის კიდევ უფრო გასაზრდელად Visa-მ წამოიწყო Visa-ს Fintech Fastrack, რათა კიდევ უფრო დააჩქაროს და გაამარტივოს fintechs-ის მიერ ახალი ციფრული სავაჭრო ტექნოლოგიების შექმნა და მიწოდება Visa-ს გადახდების ქსელში. ბოლო პერიოდში Visa ასევე თანამშრომლობს ციფრული საფულის და ფინანსური ტექნოლოგიების სერვისების ოპერატორთან - „LINE Pay Corporation“-თან, LINE-ის შეტყობინებების აპლიკაციასთან დაკავშირებით ციფრულ გადახდებზე გადასვლის წასახალისებლად.

 

  • ინოვაციები ოლიმპიური თამაშების დროს: როგორც გადახდების ტექნოლოგიების ექსკლუზიურს სპონსორს, Visa-ს განსაკუთრებული პოზიცია აქვს, რათა ყველა ოლიმპიური თამაშები უახლესი ტექნოლოგიებით უზრუნველყოს და ხშირად გამოსცადოს ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ჯერ არ არის კომერციულად ხელმისაწვდომი. 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე Visa-მ Visa-ს გუნდის მძლეოსნებს გადახდების ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი ბეჭედი შესთავაზა. 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე Visa-მ გაყიდა ისეთი კომერციული აქსესუარები, როგორიცაა ხელთათმანები და სამკერდე ნიშნები, რომლებიც აღჭურვილი იყო უკონტაქტო გადახდების წამკითხველი ტექნოლოგიით. 2020 წლის ტოკიოს თამაშებისთვის Visa იკვლევს გადახდების ინოვაციებს, რომლებიც მოიცავს როგორც გადახდების ბიომეტრიულ ავტორიზაციას და აქსესუარებს, ასევე ახალ მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც მოიცავს ციფრულად გამოშვებულ ბარათებს.

 

  • იაპონიაში გლობალური მოგზაურობისა და დანახარჯების შემოდინების შეფასება: Visa-ს გლობალური სამოგზაურო გეგმების კვლევის ( Visa’s Global Travel Intentions (GTI) Study) თანახმად, მსოფლიოს გამოკითხულ მოგზაურებს შორის, ბოლო ორი წლის განმავლობაში იაპონიამ გაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ყველაზე პოპულარულმა დანიშნულების ადგილმა. ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადების პროცესში, Visa განაგრძობს მონაცემების გაზიარებას მომხმარებელთა მოგზაურობისა და ხარჯების, ასევე ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული ტურისტული ტენდენციების პროგნოზების შესახებ, რათა დაეხმაროს ადგილობრივ მოვაჭრეებს მოემზადონ უცხოელი მოგზაურების ნაკადისთვის.

Visa-ს შესახებ

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, Visa ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: About Visa, visa.com/blog and @VisaNews

 


[3] იაპონიის ეროვნული ტურიზმის ასოციაცია, ყოველწლიური მონაცემები 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

იაპონიასთან თანამშრომლობა მეცნიერების განვითარებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 12:15

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და იაპონიის სოკენდაის ეროვნული უნივერსიტეტი (SOKENDAI) სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. შესაბამის მემორანდუმებს დღეს მოეწერა ხელი.

„დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და იაპონურ მხარეს შორის გაფორმდა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჩვენი დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ასევე აკადემიური პერსონალის იაპონიის იმ წამყვან ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში ჩართვას, რომელიც მოწინავეა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მსოფლიოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი დოქტორანტების აღიარება, რომლებიც მიიღებენ, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე იაპონური მხარის დიპლომებს. ქართველი მეცნიერების მონაწილეობა ასეთ საერთაშორისო პროექტებში ხელს შეუწყობს საქართველოში მეცნიერების რეფორმის განხორციელებას“- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეთანხმება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ელემენტარული ნაწილაკების, მაღალი ენერგიების ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების დარგში კოლაბორაციასა და ქართველი დოქტორანტების ერთობლივ მომზადებას გულისხმობს. იაპონიის მხარე სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ქართველმა დოქტორანტებმა სწავლებისა და კვლევების ნაწილი იაპონიაში გაიარონ და, ამ მიზნით, აქტიურად გამოიყენონ KEK-ის და იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრის (JPARC) უნიკალური სამეცნიერო და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა. ასევე, იაპონიის მხარე ქართველ დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იაპონიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტებს ორმაგი ხარისხი მიენიჭებათ და ქართული და იაპონური დიპლომები გადაეცემათ. ამასთან, იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო აღიარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევებისა და განათლების ხარისხს, ასევე მოხდება საქართველოს ტექნიკურ და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა.

აღნიშნულ თემებზე მემორანდუმების გაფორმება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და ემსახურება ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას, როგორც ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებებში, ასევე, დიდ წილად წაადგება საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართველი მეცნიერების მონაწილეობას მსხვილმასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შეაფასა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018 17:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ვიზიტი შეაფასა.

როგორც მთავრობის მეთაურმა დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოხდა უმნიშვნელოვანესი საკითხის ინიცირება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით.  გარდა ამისა, წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს საქართველოში.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველად სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, - ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან.  ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად ეფექტურად ინტეგრირებული საერთაშორისო ვაჭრობაში და გლობალურ ეკონომიკაში. იაპონია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი თანამედროვე მსოფლიოში".

პრემიერ-მინისტრმა იაპონიის მთავრობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.

„343 მილიონი დოლარის დაფინანსება მოხმარდება ამ ისტორიული მნიშვნელობის პროექტს. საინჟინრო თვალსაზრისით უღელტეხილის მონაკვეთი გახლავთ ყველაზე უფრო კომპლექსური და რთული. აქედან გამომდინარე, იაპონური ტექნოლოგიების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროექტი დასრულდეს ვადაში და მაღალი ხარისხით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 14:10

22 აგვისტოს თბილისში საქართველო-იაპონიის მთავრობებს შორის ორმხრივი ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დაიწყო.  

აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და იაპონიას შორის პირველადი კონსულტაციები 2017 წლის მაისში შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს პრაქტიკა ინვესტიციების  წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმების კუთხით, აგრეთვე ის მიდგომები და პრინციპები, რაც ორივე ქვეყნისთვისაა აქტუალური.  დღემდე სულ ოფიციალური მოლაპარაკებების 3 რაუნდია ჩატარებული. 

შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის  ინვესტიციების მოზიდვას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გამყარებას, რაც წაახალისებს იაპონელი ინვესტორების ინვესტიციებს საქართველოში. 

იაპონია ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის კუთხით ერთერთი აქტიური პარტნიორი ქვეყანაა. პირველი იაპონური ინვესტიცია საქართველოში ჯერ კიდევ 1997 წელს განხორციელდა, ხოლო 2007-2017 წლებში სულ ჯამურად  განხორციელდა 152.16 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. მხოლოდ მიმდინარე წლის I კვარტალში, საქართველოში განხორციელდა 16.21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96%-იანი მატებაა. 

გიორგი მარგველაშვილმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტი მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 16:01

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტი, დოქტორი შინიჩი კიტაოკა მიიღო.

შეხვედრისას განხილული ძირითადი საკითხები ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაფართოება იყო.

საუბარი შეეხო JICA-სთან თანამშრომლობის გაღრმავების, აგრეთვე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

„JICA-ამ მიმდინარე წელს გახსნა ოფისი საქართველოში, რომელიც მოიცავს, როგორც აზერბაიჯანს ისე სომხეთის ტერიტორიას.

JICA-სთვის საქართველო საინტერესოა თავისი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობით. მოგეხსენებათ იგი აკავშირებს აზიასა და ევროპას. JICA-ს ხედვით, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი და ღირებულებითი დატვირთვა“,- განაცხადა მაია მელიქიძემ

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ესწრებოდნენ.

საქართველოსა და იაპონიის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 14:11

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებისთვის ემზადებიან,  12 და 19 ნოემბერს ქართელი მორაგბეები  მიხეილ მესხის სტაიდონზე იაპონიას და სამოას ეთამაშებიან. ამ დროისთვის   საქართველოსა და იაპონიის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

 შეგახსენებთ, 2 ნოემბერს, "ბორჯღალოსნები" ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩს იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.    შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

ნოდარ ხადური იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 16:23

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, სადაც 30 ივნისს - 1 ივლისს, ქ. კიოტოში, მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის პირველ შეხვედრაში, რომელშიც საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც BEPS-ის ასოცირებული წევრი.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, ქალბატონ კაე იანაგისავას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლო პერსპექტივა, რაც გულისხმობს JICA-ს მიერ საქართველოში დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების პორტფელის გაზრდას.

მიწისძვრა იაპონიაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 აპრილი 2016 09:52

იაპონიაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 250-მდე ადამიანი.ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა შენობების ნგრევა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლება ნანგრევების ქვეშ მოყოლილების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.ათასობით ადამიანმა ღამე ღია ციხ ქვეშ გაატარა. 6,4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კიუსიუზე მოხდა.სამაშველო ოპერაცია მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს.

საქართველო-იაპონიას შორის სამთავრობო შეთანხმება გაფორმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 მარტი 2016 11:03

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისთვის იაპონიასთან სამთავრობო შეთანხმება და დაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო იაპონიის მხრიდან - საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანმა. 

დოკუმენტები იაპონიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე “აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების” პროექტისთვის დამატებითი 38 მილიონი დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს

პროექტი ამჟამად განხორციელების ეტაპზეა.   მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ქუთაისის ახალი შემოვლითი - სამტრედიის გზაზე და ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთზე. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური