იან კელი საქართველოზე განცხადებებს ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 10:18

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ,საქართველოს მთავრობის რეინტეგრაციის პოლიტიკას დადებითად აფასებს, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის როლთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხობს და ხაზს უსვამს, რომ პრიორიტეტს წარმოადგენს რუსული ჯარი დაბრუნდეს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.აშშ-ის ელჩი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან ქართველების გატაცების გახშირებულ ფაქტებზეც საუბრობს და მას "საზარელ მოვლენას" უწოდებს.აშშ-ის ელჩი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ჩანაწერების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ "ამ ამაზრზენი დანაშაულის გამო" ვინც უნდა იყოს, ყველა პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

წულუკიანი აშშ-ის ელჩისგან განმარტებებს ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 15:02

იუსტიციის მინისტრი საჯარო რეესტრის მიერ რუსთავი 2-ის დროებით მმართველებთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განმარტებებს აკეთებს.

თეა წულუკიანის მტკიცებით, მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილება რეესტრში შევიდა დღისგანმავლობაში და არა ღამე, როგორც მისი თქმთ, ამას ამბობს ზოგიერთი წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიიდან და საერთაშორისო თანამეგობრობიდან.

"საჯარო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიღო, გუშინ 5 ნოემბერს, 16 საათზე. 7-ის წუთებზე, როგორც ამას ნებისმიერი რიგით შემთხვევაში ვაკეთებთ, ეს გადაწყვეტილება იქნა საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული, რადგან არაფერი არ არის დასამალი, როდესაც საჯარო რეესტრში დოკუმენტაცია შემოდის.

დღეს დილით საჯარო რეესტრმა აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შუალედური, დროებითი ხასიათის გადაწყვეტილებაა და დროებით მმართველებად მოცემული კერძო კომპანიისა, დარეგისტრირდნენ დვალი და საყევარიშვილი. ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებას ევალებოდა საჯარო რეესტრს," - განმარტა თეა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრი დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლის გუშინდელ განჩინებაზე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. უწყების ხელმზღვანელი განმარტებებს ითხოვს.

"მინდა მეგობრულად ვთხოვო აშშ-ის საელჩოს საქართველოში, რომ განმიმარტოს რას ნიშნავს ღამით მომხდარი პროცესები და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა და რომელიც არაპირდაპირს აკნინებს იუსტიციის სამინისტრო საჯაროს რეესტრს, როგორც ინსტიტუტს," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.   

"რუსთავი2"-ის მოვლენებს აშშ-ის ელჩი საგანგებო განცხადებით ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 10:33

რუსთავი2-ში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი საგანგებო განცხადებით ეხმაურება:

"აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა - მიჩუმდეს.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას."- აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ს ელჩი ლუგარის ლაბორატორიას ეწვია

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 11:02

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერებინა.
დავით სერგეენკომ ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მიმოიხილა და ამერიკულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ის ელჩი იან კელი ცენტრის სტრუქტურას გაეცნო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული, საერთაშორისო ქსელებში ჩართული ლაბორატორიები დაათვალიერა.
ცენტრის დათვალიერების შემდეგ, სამომავლო გეგმების შესახებ დისკუსია გაიმართა. განხილვაში მონაწილეობა აშშ-ს ელჩმა, იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის ოფისის (CDC), აშშ-ს საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და ვოლტერ რიდის სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მიიღეს. დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლაბორატორიის არარსებობის შემთხვევაში, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტი საქართველოში ვერ განხორციელდებოდა.

საქართველოს პრემიერის შეხვედრა აშშ-ის ელჩთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 14:26

საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რეგიონში არსებული ვითარება და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის ელჩ იან კელის შეხვედრის მთავარი თემები.
პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე გამართული საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. ამავე კონტექსტში აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" შესახებ. აშშ-ის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის ფორუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა.
ამერიკელ დიპლომატს საქართველოს მთავრობის მეთაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

იან კელის განცხადება რუსთავი 2-თან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 10:51

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებას აქვეყნებს, რომელიც მან „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

„დღეს მე რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას შევხვდი, რათა გამეგო უფრო მეტი იმ სასამართლო საქმის შესახებ, რომელიც ტელევიზიის ფინანსურ მდგრადობაზე ახდენს გავლენას. მე დავარწმუნე რუსთავი 2, რომ აშშ-ის საელჩო მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

შეერთებული შტატების მთავრობას ხშირად აღუნიშნავს საქართველოს ღია მედიაგარემო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება რეგიონში სანიმუშოდ აღიარებს. ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ისე ჩანს, რომ ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და მედიამრავალფეროვნებას, სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას.

ნებისმიერი დემოკრატიის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია ძლიერი, პასუხისმგებლიანი მთავრობა. მედიამრავალფეროვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც თავის დროზე ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელებმა გვასწავლეს, მთავრობის უპირველესი ამოცანაა ჩვენი თავისუფლების დაცვა. ჩვენი თავისუფლება კი თავისუფალ, შეუზღუდავ და მრავალფეროვან მედიას ეფუძნება.“- ნათვამია იან კელის განცხადებაში.

ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში ვიდეომიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 16:04
ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში იან კელი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. დიპლომატი საქართველოში  პირველ ვიზიტზე და აშშ-ის თანადგომაზე საუბროს. 

"პირველად 1976 წელს ვიყავი თბილისში. შთამბეჭდავი იყო ქალაქის ენერგია და სილამაზე. 

მოუთმენლად ველი, გამოვიყენო დიპლომატიაში დაგროვილი ოცდაათწლიანი გამოცდილება და დავეხმარო საქართველოს, რათა მან სრულად განაცორციელოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები.  ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, რათა ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული ევროპული სახელმწიფო გახდეს," - აცხადებს ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში იან კელი.

იხილეთ ვიდეო მიმართვა:

 

გვერდი 5/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური