იან კელი: აშშ-ის საელჩო „მაესტროში“ მიმდინარე პროცესებს აკვირდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 15:20

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „მაესტროში“ მიმდინარე პროცესებს აკვირდება. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა. კელის განცხადებით, საქართველოს მთავარი პრიორიტეტი დემოკრატაა და მედიას თავისუფლად მუშაობაში ხელი არ უნდა შეეშალოს. ელჩი მიიჩნევს, რომ 2016 წლის არჩევნებში მოსახლეობას ინფრმაცია მედიამ უნდ მიაწოდოს.

იან კელიმ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტარი გააკეთა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 10:11

იან კელიმ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.მისი განცხადებით :

„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგოპოლიტიკის კუთხით მთავრობა გამჭვირვალე იყოს. ისინი საკმაოდ ღია არიან ჩვენთან, ჩვენ კი გამოვხატეთ საკუთარი პოზიცია, რომ არ უნდა გახდნენ დამოკიდებულნი ენერგიის ერთ წყაროზე და შეინარჩუნონ დივერსიფიკაცია. ჩვენ მათმა განმარტებებმა დაგვაკმაყოფილა. საქართველოს აქვს მოკლევადიანი ენერგეტიკული მარაგი და ვფიქრობ, წინდახედული ნაბიჯია პოტენციურ ენერგომომარაგებელთან საუბარი. რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, თუმცა საქართველოს მთავრობას, ვფიქრობ, ესმის ეს გამოწვევები,“- განაცხადა იან კელიმ.

საქართველოს პრემიერი აშშ-ს ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 13:55

საქართველოს პრემიერი აშშ-ს ელჩს შეხვდა .

შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს  . ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.

საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ყურადღება გაამახვილა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

იან კელიმ წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს და აღნიშნა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

ელჩის განცხადებით, გაგრძელდება ღრმა და ფართო თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

იან კელის მილოცვა პატრიარქს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 12:00

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 83-ე დაბადების დღეს ულოცავს.
„საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის მოღვაწეობაში მას წარმატებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია ელჩის მილოცვაში.
შეგახსენებთ, დღეს 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების დღეა.

იან კელი - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2015 10:26

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა , რომელიც ბრიტანეთის საელჩოში საზეიმო მიღებას დაესწრო.
"ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუუჭერთ მხარს საქართველოს. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკური დავალებების შესრულებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის", - აღნიშნა იან კელიმ. 
აღნიშნული კომენტარი აშშ-ის ელჩმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე გააკეთა, სადაც ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა "კარგი მმართველობის ფონდის" პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას უმასპინძლა. მიღებას დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა უმასპინძლა და მას მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. 

"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება,“ - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 17:58

ნატო-ს მინისტერიალის შედეგები შეაფასა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. იან კელის თქმით, ალიანსში მონტენეგროს მიწვევა საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება.

„ჩემთვის სასიხარულოა, რომ ნატო-ს მინისტერიალზე მონტენეგრომ მიიღო მიწვევა ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ.

იან კელი-საარჩევნო გარემოზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 12:15

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ უზრუნველყოფა, რომ მომდევნო არჩვენები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 
იან კელის თქმით, პარლამენტის წევრებთან შეხვედრა ჰქონდა და საჭიროდ ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანია არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა. 
"ამ შეხვედრას ორი მიზეზი აქვს - პირველი მიზეზია ის, რომ მინდა შევხვდე ამ განსხვავებული პოლიტიკური სპექტრის აქტორებს, რომლებიც საქმიანობენ ქართულ პოლიტიკაში. პარლამენტის წევრებთან მქონდა შეხვედრები და ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანია შევხვდე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ეს არის ძირითადი მიზეზი. მეორე მიზეზი ის არის, რომ მსურს ინფორმაციის მიღება, ვინაიდან კვლავ შესწავლის რეჟიმში ვარ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ", -განაცხადა იან კელიმ. 
მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე ინფორმაციას მიიღებს ასევე საქართველოში საარჩევნო სისტემის შესახებაც. 
"თქვენი საარჩევნო სისტემა ძალიან განსხვავდება ჩვენი სისტემისგან. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ უზრუნველყოფა, რომ მომდევნო არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საქართველოს, რომ მან ჯანმრთელი და დინამიური დემოკრატიული საზოგადოება განამტკიცოს და მოახდინოს დასავლურ საზოგადოებაში ინეგრაცია", -განაცხადა იან კელიმ. 

იან კელი -ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 13:39

„ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას“,-ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული განცხადება იან კელიმ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას გააკეთა, რომელიც ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა დღეს უნდა მიიღონ.
“ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკას და ვთვლით, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც საჭიროა ნატოს წევრობისთვის”, – განაცხადა იან კელიმ.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს. ასევე უნდა გაგრძელდეს ნატოსთან თანამშრომლობა, რასაც, მისი თქმით, საქართველო დღემდე აკეთებს. “თუ მონტენეგროს მაპს მიანიჭებენ, ეს მხოლოდ გააძლიერებს მოსაზრებას, რომ ნატო ერთგულია თავისი პოლიტიკის, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკა კვლავ ძალაშია, რომ ნატო აგრძელებს „ღია კარის“ პოლიტიკას. საქართველო ამ გზაზე დგას, ხოლო ჩვენ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით, რომლითაც დადასტურდა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი”, – აღნიშნა იან კელიმ.

იან კელი ISIS-თან შესაძლო კავშირისთვის ოთხი პირის დაკავების ფაქტს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 18:00

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირისთვის ოთხი პირის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც ელჩი განმარტავს, საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

“საქართველოს სახიფათო სამეზობლო ჰყავს, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის საზღვრის მიღმა თანამშრომლობას, ბევრი რამ კეთდება საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მაგალითად. ინფორმაციის გაცვლის კუთხით ჩამოყალიბებულია თანამშრომლობა. აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება”,- განაცხადა ელჩმა.

ამერიკის საელჩომ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთობლივი კონფერენცია ჩაატარეს

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 17:04

 საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტმა, ამერიკის საელჩოს თანაორგანიზებით, ამერიკისმცოდნეობის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია გამართა.
დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე განხილული იქნა საკითხთა ფართო სპექტრი და შეეხება ამერიკული სწავლებასა და კვლევებს. პრეზენტაციები იქნება სამართლის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, რელიგიის, პოლიტიკისა, კულტურის და სოციალური თემების შესახებ.
კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ გახსნა. ელჩის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ერთგულ პარტნიორად და აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური