იან კელი საპარლამენტო არჩევნებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 10:47

საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საუბრობს,საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმაც. იან კელის თქმით, მათ ქონდათ მოლოდინი, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩაინიშნებოდა. 

“არჩევნების დანიშვნის საკითხი საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. რამდენადაც ვიცი, გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, გამოცხადებული თარიღი ჩვენს მოლოდინს შეესაბამება, ჩვენ ვიცოდით, რომ არჩვენები უნდა დანიშნულიყო ოქტომბერში“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.    

იან კელი მიიჩნევს,რომ ყარაბაღში მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებების შენელება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 12:45

ნატოს კვირეულზე, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებაა. განცხადება ამ საკითხზე უკვე გააკეთა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

ყველა საუბრობს იმაზე, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. მინსკის ფორმატი მიაჩნიათ ერთ-ერთ გამოსავლად პოლიტიკოსებსაც და ამერიკელ დიპლომატსაც.

„მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია, რომ ეს ყველაფერი გადავიდეს დიალოგის ფორმატში,“ - აცხადებს იან კელი.

ქართველ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი რესურსი. ორივე ქვეყანასთან საქართველოს აქვს განსაკუთრებული ურთიერთობები და არ არის გამორიცხული, ოფიციალურმა თბილისმა შუამავლის როლიც კი იკისროს.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ აბაშიძე-კარასინის საკომუნიკაციო არხს-იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 მარტი 2016 16:39

ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით, კომენტარს აკეტებს. 

იან კელის თქმით, პრეზიდენტის განცხადებას არ გაცნობია, თუმცა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს მიესალმება და მიიჩნევს, რომ კომუნიკაციის ყველა არხი გამოყენებული უნდა იყოს.

საქართველოში ამერიკის ელჩმა და მისმა მეუღლემ ილია მეორეს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 11:27

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ და მისმა მეუღლემ ფრანჩესკამ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს უმასპინძლეს.
შეხვედრა ელჩის რეზიდენციაში გაიმართა და აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.
 პატრიარქმა ელჩს საჩუქრად ნახატი გადასცა, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული.-განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
“ ელჩ კელისა და მის მეუღლე ფრანჩესკას მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის მასპინძლობის პატივი ხვდათ. შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ფრანჩესკა ოპერის პროფესიონალი მომღერალია. სადილისას მან და ილია მეორემ პატრიარქის მუსიკალურ კომპოზიციებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ელჩს საჩუქრად გადასცა ნახატი, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

"ალექსის ვუსურვებ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს"-აშშ-ს ელჩი პეტრიაშვილის დაჭრაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 11:01

იან კელი აშშ-ის ელჩი საქართველოში "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობა ამ საქმის გამოიძით დაინტერესებულია- "გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი არ მაქვს, გეტყვით, რომ შოკში ვიყავით, როცა ამ შემთხვევის შესახებ შევიტყვეთ. ალექსის ვუსურვებ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ეს შემთხვევა ძალიან საინტერესოა და თავად მთავრობა არის ძალიან დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით", - აღნიშნა იან კელიმ.

იან კელიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 მარტი 2016 10:19

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მიღება გაიმართა. იან კელიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოში ვიზიტად მყოფ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გიორგი კვირიკაშვილს ილინოისის უნივერსიტეტის, როგორც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დავით სერგეენკო ამერიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 10:01

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა.

დავით სერგეენკომ და იან კელიმ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად, წარმატებით განხორციელებული პროექტები განიხილეს.

აქცენტი ერთიანი ლაბორატორული სისტემის შექმნაზე, ლუგარის კვლევითი ცენტრისა და მთავრობათაშორისი გარდამავალი პასუხისმგებლობების ხელშეკრულების საკითხებზე გაკეთდა.

საუბარი შეეხო დავით სერგეენკოს ამერიკაში ვიზიტის დეტალებსაც.

იან კელი მედიაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 12:56

იან კელი საგაზეთო ინტერვიუში მედიათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი მედიის განვითარებას და ამ საკითხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მედიის როლი განსაკუთრებულია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში და საარჩევნო პერიოდში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.

ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ პოლიტიკური ძალებისა და ინდივიდუალური პოლიტიკოსების შესახებ, ვის მიმართაც გარკვეული პოზიცია უნდა გამოხატოს არჩევნებზე, მედიამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს დაბალანსებული და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

"რუსთავი 2"-ის შემთხვევაში იყო საფრთხე, რომ ეს პრინციპი დარღვეულიყო, რადგანაც ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა, მისი, როგორც ოპოზიციური არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. ამიტომაც მაშინ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას, არ ვთვლით, რომ ხელისუფლება ამითაა დაკავებული.

არსებობს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომ სადღეისოდ, ამ რეგიონის ვითარების გათვალისწინებით, მედია საქართველოში საკმაოდ თავისუფალია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით წინ კიდევ ბევრი შრომა გველის.

აშშ-ის მთავრობა ახორციელებს შესაბამის პროექტებს, რათა დაეხმაროს ქართველ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაში. საამისოდ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს მედიის წარმომადგენლების სხვასაწვრთნელ კურსებში მონაწილეობას და პრაქტიკის გავლას აშშ-ის წამყვან მედიასაშუალებებში.“- განაცხადა იან კელიმ.

იან კელი ოჯახში ძალადობის აღმოფხვრაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 13:15

ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, ამერიკა მზად არის საქართველოს დაეხმაროს. როგორც ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახში ძალადობა ყველა ქვეყანაში აქტუალურია და ეს საკითხი ყველა ქვეყანას აღელვებს. 
"მნიშვნელოვანია ამ კუთხით უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც მუქარის ქვეშ მყოფი ოჯახის წევრები მიიღებენ საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან თავშესაფარს, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობები ხელმისაწვდომი იქნება, ასევე მართლმსაჯულებისთვის გათვალისწინებულ პირობებს. საქართველო აღიარებს ამ საკითხის მნიშვნელობას და ცდილობს, რომ ეს საკითხები მოაგვაროს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი დახმარება გავუწიოთ", - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 17:30

მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. დაწესებულებაში უცხო ქვეყნებიდან იძულებით გადმოსახლებული 75 პირი იცხოვრებს. 

შენობა აღჭურვილია სველი წერტილებით, სამზარეულოებითა და კომფორტული სათავსოებით. ცენტრის გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის იქნება ადაპტირებული. ცენტრის გახსნას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დაესწრნენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური