სულმოუთქმელად ველოდებით ახალ პარლამენტთან თანამშრომლობას, - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:57

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი სულმოუთქმელად ელოდება ახალ პარლამენტთან თანამშრომლობას, ამის სესახებ  ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებთან მე-9მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე ისაუბრა.
" დიდი დღეა, რა თქმა უნდა, რადგან პარლამენტის შეკრების პირველი დღეა. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობას. ჩვენ ისედაც გვაქვს საკმაოდ ღრმა თანამშრომლობა და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა", - განაცხადა იან კელიმ.

იან კელი აშშ-ს არჩევნებს აფასებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2016 11:23

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს. არსებული ინფორმაციით,  ამ დროისთვის აშშ-ის 40-ზე მეტ შტატში ხმები დათვლილია.

ბოლო მონაცემებით, დონალდ ტრამპს 244 ხმა აქვს, ხოლო ჰილარი კლინტონს 215 ხმა.

პირველი კომენტარი უკვე გააკეთა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ, რომელიც ხმის დათვლის პროცესს თვალს ქორთიარდ მერიოტში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ადევნებს.

იან კელის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგები ის, რაც არ შეიცვლება, ეს არის ძლიერი ურთიერთობა საქართველოსთან. იან კელი აცხადებს, რომ  საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება მიუხედავად იმისა, აშშ-ში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ თუ დემოკრატები

"შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტრამპი ლიდერობს. დღეს შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებული დღეა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ხალხს, რომელიც ცვლილებებს მოითხოვს. ვფიქრობ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. ამას ადასტურებს კონგრესის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ჩემი მხრიდან მე ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას გავაგრძელებ, რათა საქართველოს მხარდაჭერა და არსებული ურთიერთობები შენარჩუნდეს,“- განაცხადა იან კელიმ.

ე.წ. ამერიკულ შტაბში, რომელიც ქორთიარდ მარიოტშია გახსნილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა. მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.

არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 11:37

”აშშ-ის საელჩო ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთოს და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური ღირებულებები იქნა დაცული,” - აღნიშნული განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის, აშშ-ის საელჩოსა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქართველოში საკმაოდ კარგი წინასაარჩევნო გარემოა, - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 13:05

„საქართველოში საკმაოდ კარგი წინასაარჩევნო გარემოა. ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნებს. ჩვენ და ზოგიერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დააფიქსირა, რომ ადგილი ჰქონდა დაშინების რამდენიმე შემთხვევას, ეს შემაშფოთებელია და ჩვენი პოზიცია გავაცანით საქართველოს ხელისუფლებას. ყველა პარტიის წარმომადგენელი, რომელთანაც საუბარი მქონდა, თანხმდება, რომ ყველას ინტერესშია, რომ არჩევნების ბედი საარჩევნო ყუთებთან გადაწყდეს და არა სხვაგან,“ - განაცხადა წინასაარჩევნო გარემოსტან დაკავშირებით,  აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 14:04

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისა და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა.
თამარ ჟვანიამ იან კელის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდაინფორმაცია და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. თამარ ჟვანიამ ელჩთან საუბრისას ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრა. მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო.
იან კელიმ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასა.
შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ანასაშვილი და აშშ საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ლორა ჰოჩლა.

იან კელი 8 ოქტომბრის არჩევნებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 13:18

8 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. იან კელი დადებითად აფასებს წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობას და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გამოხატული იყოს ამომრჩევლის ნება.

„ვფიქრობ, სახელმწიფოც და სამოქალაქო საზოგადოებაც ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს არჩევნები. ასევე მნიშვნელოვანია გამოხატული იქნას ქართველი ხალხის ნება. წინასაარჩევნო კამპანია არის სამაგალითო და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული. შეიძლება იყო რამდენიმე ინციდენტი და ამის შესახებ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ საქართველოს მთავრობასთან. მე ვისურვებდი, რომ საარჩევნო კამპანია ასეთივე კარგი იყოს ამერიკაშიც,“ - განაცხადა იან კელიმ.

იან კელის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 14:00

სასამართლომ მნიშვნელოვანი საქმეები უნდა განიხილოს ყოველგვარი ზეწოლისა და პოლიტიკური კონტროლის გარეშე,- განცხადებას იან კელი აკეთებს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოუწოდებს პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს, რომ ბრალდებებს სერიოზულად მიუდგნენ. 

იან კელი ვანო მერაბიშვილის საქმეზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 12:20

ვანო მერაბიშვილის შესახებ, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღეს უნდა გახდეს ცნობილი, შეფასება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება ობიექტური და სამართლიანი უნდა იყოს.იან კელიმ განაცხადა, რომ ისინი თვალს ადევნებენ მსგავსი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების საქმეებს და მან ხაზი გაუსვა პროცესი ობიექტურობის დაცვის მნიშვნელობაზე.

“მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ობიექტური და სამართლიანი ყველასთვის. რა თქმა უნდა, ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ საქმეს. მოხარული ვარ, რომ სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე საქმე მიმდინარეობს საერთაშორისო კუთხითაც. ასე რომ, მნიშვნელოვნია ყველა პროცესი ობიექტური იყოს,“ - განაცხადა იან კელიმ.

 

"პოლიტიკური ძალადობა მხოლოდ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს" - იან კელი

გამოქვეყნებულია ახალი ამბები
ორშაბათი, 30 მაისი 2016 16:14

კორცხელში, საარჩევნო უბანთან ნაციონალურ მოძრაობაზე მომხდარ თავდასხმას საქართველოში აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა.იან კელის შეფასებით, პოლიტიკური ძალადობა მხოლოდ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს.„რაც კვირას კორცხელში მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. პოლიტიკური ძალადობა მხოლოდ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს. ჩვენ გვქონდა მთავრობასთან კონტაქტი, მოვუწოდეთ დეტალური გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ. ვფიქრობ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებს ჭირდებათ მეტი დიალოგი და ქცევის კოდექსზე კონსენსუსის მიღწევა, უარი უნდა ითქვას ნებისმიერი სახის ძალადობაზე,“ - აღნიშნა იან კელიმ. 

იან კელი კორცხელის ინციდენტზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2016 11:46

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას შემაშფოთებელს უწოდებს. მისი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალადობა დაუშვებელია. ელჩი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ხელისუფლება გუშინ მომხდარი მოვლენების სრულ გამოძიებას აპირებს.
„ასეთი სახის ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ მოვლენებს ადგილი არა აქვს, განსაკუთრებით არჩევნების წელს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. 

კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები. 

შეტაკების შედეგად დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური