„ჯაველინების“ სისტემა უკვე საქართველოშია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 14:43

„ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში „ჯაველინების“ სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული“ -  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შესძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი.

ლევან იზორიამ იან კელის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საუბარი შეეხო ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ჯეიმს მორისი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონ მეიერსი დაესწრნენ.

იან კელი - არსებობს კითხვები, როგორ აღმოჩნდნენ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 დეკემბერი 2017 13:36

საქართველოს მთავრობის თხოვნით აშშ-დან ექსპერტები ჩამოვიდნენ და ქართულ მხარეს სპეცოპერაციის საქმის გამოძიების პროცესში ეხმარებიან, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

"რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას, მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით იმას, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით ექსპერტები ჩამოვიდნენ და ეხმარებიან გამოძიების პროცესში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით დღეს პრესკონფერენცია გაიმართება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ინტერესით ველოდებით ამას", - განაცხადა იან კელიმ.

იან კელის თქმით, შს მინისტრის განცხადება, სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ქვეყანაში არალეგალური გზით შემოსვლასთან დაკავშირებით, არ უნახავს.

"მე არ მინახავს მინისტრის ეს განცხადება, თუმცა, არსებობს კონკრეტული კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს პირები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და როგორ აღმოჩნდნენ ისინი საქართველოში. ძალიან ინტერესით ვაკვირდებით ამ პროცესს", - განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ში ვიზიტამდე თავდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 15:39

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკის ელჩს იან კელის აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე შეხვდა. აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. „საქართველოს თავდაცვის რეფორმისთვის აშშ-ის მხრიდან 100 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი დაიხარჯება, რაც საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას მაღალ ხარისხში აიყვანს“ - თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორია თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს პენტაგონში შეხვდება. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ქართული დელეგაციის წევრები, ასევე, კონგრესსა და თეთრ სახლში შეხვედრებს გამართავენ.

ამერიკის ელჩთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

იან კელი - საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 12:16

საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

იან კელის განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა და ამერიკელებმა საკუთარი თავისუფლებისთვის გაიღეს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ მომავალზე. ჩვენი პროგრამების უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ეხება. თუმცა, ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა და ამერიკელებმა საკუთარი თავისუფლებისთვის გაიღეს. საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში, ახორციელებს საგანმანათლებლო, სავაჭრო და ჯანდაცვის პროექტებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამგვარ მიდგომას“, – განაცხადა იან კელიმ. 

იან კელი - საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავაც მნიშვნელოვანია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 23:37

საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავაც მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.

ელჩმა კომენტარი გააკეთა შეკითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონის შეხვედრების დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

„ამის საუკეთესო გამოხატულება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის დაცვას, არის თუნდაც ის ფაქტი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველი სამი თვის განმავლობაში პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი შეხვდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრს. ეს იყო ძალიან დიდი გამოხატულება ჩვენი მხარდაჭერისა. გარდა ამისა, თქვენ მომავალშიც იხილავთ ჩვენს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას ამ მიმართულებით. მე ვგულისხმობ, იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის კუთხითაა მიმართული. მისი უნარის განმტკიცებით, რომ ქვეყანამ შეძლოს საკუთარი ტერიტორიების დაცვა. ვფიქრობ, ამერიკის დღის წესრიგში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ასევე, ზოგადად, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და ასევე უკრაინის საკითხი ფართოდ განიხილება“, – განაცხადა იან კელიმ.

იან კელი - „ვიმეორებ, საქართველოს სუვერენული უფლებაა, ჰქონდეს ურთიერთობა რუსეთთან“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 12:09

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ეხმაურება. დიპლომატის განცხადებით მხოლოდ ურთიერთობის ნორმალიზაციის არის შესაძლებელი ამავე ურთიერთობის მაღალ დონეზე აყვანა:

„საქართველოს სუვერენული უფლებაა ურთიერთობა ჰქონდეს ნებისმიერ ქვეყანასთან, ასევე ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად. რაც შეეხება განცხადებას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე უნდა ავიდეს, შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ უნდა მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზაცია, აღმოიფხვრას პრობლემები, რაც ადამიანებს ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებაში, ურთიერთობებში და ამის შემდეგ გადავიდეს სხვა ეტაპზე. ვიმეორებ, საქართველოს სუვერენული უფლებაა, ჰქონდეს ურთიერთობა რუსეთთან, გადაწყვიტოს რა გაერთიანებებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ საფუძველი ურთიერთობის ნორმალიზაცია უნდა გახდეს“, -განაცხადა ელჩმა.

ამ ფაქტმა ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა, - იან კელი გვარამიას საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 იანვარი 2017 12:03

"ჩვენ ძალიან შევწუხდით იმ ამბის გამო, რომ ბატონ გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენეს. მივესალმებით იმას, რომ მთავრობამ დაიწყო გამოძიება, რადგან პიროვნება საყოველთაოდ ცნობილია, არსებობს ვიდეოც. ამ ფაქტმა ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა, ამიტომ, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით," - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი  "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე განხორციელებულ თავდასხმას.

"მართალია, ქართული არმია პატარაა, თუმცა ძალიან ძლიერია" - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:54

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის ექსკლიუზიური ინტერვიუ „სტარვიზიის“ სპეციალურ პროექტში „სასაზღვრო ზონა“/ ‘Пограничная ZONA’: «ყველაფერი ვიცით პენტაგონში და «FoggyBottom»-ში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული არმია. მართალია, იგი პატარაა, თუმცა ძალიან ძლიერია და მას მსოფლიო ინტერესების დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს». უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს, 21:30 საათზე, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/’ПограничнаяZONA’

*«Пограничная ZONA» : «FoggyBottom» - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის არაოფიციალური დასახელება იმ რაიონის მიხედვით, სადაც მდებარეობს აღნიშნული დეპარტამენტის ოფისი.

Посол США в Грузии Ян Келли в эксклюзивном интервью для проекта «Пограничная ZONA» :     «Все там, в Пентагоне, все в «FoggyBottom»- мы все знаем насколько важна грузинская армия. Маленькая, но очень сильная, которая вкладывает столько в интересах мира». 

Полную версию интервью смотрите сегодня в программе «ПограничнаяZONA» в 21:30
на телеканале Starvisionи слушайте на радио StarFM93.9.
*«Пограничная ZONA» : «FoggyBottom» - неформальное название Госдепартамента США
по названию района, где находятся офисы департамента

"ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაში" - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:52

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის ექსკლიუზიური ინტერვიუ „სტარვიზიის“ სპეციალურ პროექტში „სასაზღვრო ზონა“/ ‘Пограничная ZONA’: «ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაში. არსებობს გარკვეული წარსულის კვალი სასამართლო სისტემის მენტალიტეტში». უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს, 21:30 საათზე, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/’ПограничнаяZONA’

Посол США в Грузии Ян Келли в эксклюзивном интервью для проекта
«Пограничная ZONA»:«Мы хотим помочь грузинскому правительству установить более независимую судебную систему. Есть некоторое наследие из прошлого времени в менталитете судей».
Полную версию интервью смотрите сегодня в программе
«ПограничнаяZONA» в 21:30
на телеканале
Starvisionи слушайте на радио StarFM93.9.

"ჩვენ გვაღელვებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში არსებული ტენდენციები" - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:48

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის ექსკლიუზიური ინტერვიუ „სტარვიზიის“ სპეციალურ პროექტში „სასაზღვრო ზონა“/ ‘Пограничная ZONA’: «დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რადგანაც დემოკრატიული საზოგადოებები ერთმანეთს არ ებრძვიან. ჩვენ გვაღელვებს ამ რეგიონში, ყოფილ საბჭოთა სივრცეში, არსებული ტენდენციები». უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს, 21:30 საათზე, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/’ПограничнаяZONA’


Посол США в Грузии Ян Келли в эксклюзивном интервью для проекта «Пограничная ZONA»:«Демократическое общество– это важно в смысле безопасности, потому что демократические общества не воюют между собой. Мы беспокоимся о тенденциях в этом регионе.
В регионе бывшего Советского Союза».
Полную версию интервью смотрите сегодня в программе «ПограничнаяZONA» в 21:30
на телеканале Starvisionи слушайте на радио StarFM93.9. 

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური